მეფის რუსეთის დროს, პოლიტიკური ბრალდებით, ციმბირს გადაასახლეს ქართველი პატრიოტი გიორგი ლასხიშვილი.
გაიარეს ორიოდე სადგური და საპატიმრო ვაგონში შემოიყვანეს კიდევ ორი ტუსაღი. ერთმა მათგანმა მაშინვე მიიქცია მათი ყურადღება: მაღალი, მშვენიერი ტანადი, ჩვენებურად გამოწყობილი მოხუცი იმერელ თავადად მიიღეს, თურმე ყაბარდოელი იყო. გიორგი გამოელაპარაკა. რუსულად მშვენივრად ლაპარაკობდა, თითქმის უაქცენტოდ, და არც უსწავლელი ჩანდა. გიორგიმ გადაკვრით დაუწყო ლაპარაკი კავკასიის მდგომარეობაზე... როგორღაც უხალისოდ პასუხობდა და მანაც თავი დაანება. მოხუცმა როცა გაიგო, ტუსაღები ქართველები იყვნენ, ესიამოვნა. კარგა ხნის სიჩუმის შემდეგ ღრმად ამოიოხრა: - როცა კავკასიის მზე ჩაესვენა, მთელი ჩვენი ქვეყანა მაშინ დაიღუპაო.
გიორგიმ იფიქრა, შამილს გულისხმობსო და ამიტომ რაღაც მასზე ჰკითხა. "არა, ყმაწვილო, - უპასუხა მოხუცმა, - შამილზე როდი მითქვამს. კავკასიის მზე საქართველო იყო. საქართველომ თავი დაიღუპა და კავკასიაც თან გაიყოლია..."
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი