ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს
ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს
მამა პორფირე კავსოკალიველი - კიბოთი სნეულთა სანუგეშოდ
მამა პორფირე კავსოკალიველის მადლმოსილებაზე მამა პაისი ათონელი ბრძანებდა, - მას ფერადი ტელევიზორი აქვს და ყველაფერს ხედავს, მე კი შავ-თეთრიო. ალბათ მნიშვნელოვანი იქნება ასეთი დარიგების მოსმენა კიბოთი დასნეულებულთათვის, მით უმეტეს, რომ მამა პორფირე კიბოთი გარდაიცვალა.

მე მხოლოდ ქრისტეს სიყვარულს ვხედავ
ვმადლობ ღმერთს, რომელმაც ბევრი სნეულება მიბოძა. ხშირად ვეუბნები მას: "ქრისტე ჩემო, შენი სიყვარული უსაზღვროა!" ის, რასაც ვხედავ, სასწაულია. ჩემს სნეულებათა შორის კიბოც არის - ჰიპოფიზის კიბო მაქვს. იქ გაჩენილი სიმსივნე მხედველობის ნერვს აწვება და უკვე ვეღარ ვხედავ.

ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდება, მაგრამ ვლოცულობ, მოთმინებით ავიღე ქრისტეს ჯვარი. ენა გამეზარდა. ადრე ასეთი არ იყო. ესეც კიბოსგანაა, რომელიც თავში მაქვს. რაც დრო გადის, მდგომარეობა უარესდება. ის გაიზრდება და საუბარი გამიჭირდება. ძალზე ძლიერია ეს ტკივილი, ვიტანჯები, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა მშვენიერია. მე მას ვიღებ, როგორც ქრისტეს სიყვარულს. გული მემუსრება და ვმადლობ ღმერთს. ეს ჩემი ცოდვების გამოა. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს.

როცა 16 წლის ვიყავი, ღმერთს მძიმე სნეულება ვთხოვე, კიბო, რათა მისი სიყვარულისთვის მეტანჯა და განმედიდებინა იგი ტანჯვისას. დიდხანს ვლოცულობდი ასე. მოძღვარმა მითხრა, ეს ეგოიზმია და ღმერთს ამგვარად არ უნდა აიძულებდეო. ღმერთმა იცის, რაც უნდა გააკეთოს. ამგვარად ლოცვა შევწყვიტე. მაგრამ ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის მერე ამგვარი ქველმოქმედება გამოიჩინა ჩემზე!

ღმერთს არ ვთხოვ იმის აღებას, რისი მოცემაც ვთხოვე. მახარებს ის, რაც მაქვს და რომ ჩემი დიდი სიყვარულით ვეზიარები უფლის ვნებებს. ღმერთი აღმზრდის მე, "რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის" (ებრაელთა 12,6). ჩემი სნეულება განსაკუთრებული კეთილმოწყალებაა ღვთისა, რომელიც მომიწოდებს, მისი სიყვარულის საიდუმლოში შევიდე და უფლის მადლის დახმარებით ვეცდები, ვუპასუხო ამ სიყვარულს.

მაგრამ თავს უღირსად ვთვლი. მეტყვით: "განა ყველაფერი, რასაც ღმერთი გიცხადებს (ანუ უფლისგან ბოძებული დაფარულმცოდნელობის მადლი), ღირსეულად არ გხდის?" ეს მე განმიკითხავს. იმიტომ, რომ ის ღვთის მადლის გამოცხადებაა. ჩემი იქ არაფერია. ღმერთმა ბევრი ნიჭი მომცა, მაგრამ საპასუხოდ არაფერი გავაკეთე და უღირსი შევიქენი. მაგრამ ძალისხმევა წამითაც არ დამიტევებია. შესაძლოა, ღმერთმა თავისი შეწევნა მიბოძოს, რომ მივენდო მის სიყვარულს.

ამიტომაც ვლოცულობ, რომ ღმერთმა კარგი გამხადოს, კი არ გამომაჯანმრთელოს. დარწმუნებული ვარ, ღმერთმა იცის, რომ მე მტკივა. მაგრამ ვლოცულობ ჩემს სულზე, უფალმა მაპატიოს შეცოდებები. წამლებს არ ვიღებ, გამოსაკვლევად არ დავდივარ, ოპერაციაზე არ ვთანხმდები. ღმერთს მივანდე ის ერთადერთი, რასაც ვაკეთებ, ანუ რომ ვცდილობ, კარგი გავხდე. ამაზე ევედრეთ ჩემთვის ღმერთს. მადლი უფლისა მეხმარება მე.

ვცდილობ, ქრისტეს მივენდო, მივუახლოვდე, შევუერთდე მას, მაგრამ ვერ მივაღწიე, - ამას თავმდაბლობით არ ვამბობ. ხელები არ ჩამომიშვია, არ ვკარგავ კადნიერებას. ვლოცულობ, რომ ღმერთმა მაპატიოს შეცოდებები. ბევრისგან გამიგონია, - ლოცვა არ შემიძლიაო. ასეთი რამ არ დამმართვია. ასეთი რამ მხოლოდ მაშინ შემემთხვა, როცა ათონზე ურჩობა ჩავიდინე.

ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, რამდენ ხანს ვიცოცხლებ, ან ვიცოცხლებ კი. ეს მე ღვთის სიყვარულს მივანდე... ხშირად კაცს არ უნდა, რომ სიკვდილი ახსოვდეს, ვინაიდან სიცოცხლე სურს. ეს, ერთი მხრივ, ნიშანია სულის უკვდავებისა. "რამეთუ გინა თუ ცხოველ ვართ, უფლისად ცხოველ ვართ, და გინა თუ მოვსწყდებით, უფლისა მიერვე მოვსწყდებით" (რომაელთა 14.8).

სიკვდილი ხიდია, რომელიც ქრისტესთან მიგვიყვანს. დავხუჭავთ თუ არა თვალებს, მაშინვე მარადისობაში გავახელთ. წარვდგებით ქრისტესთან. სხვა ცხოვრებაში უფრო ცხადად ვიცოცხლებთ ღვთის მადლით.

კიბო საუკეთესო სნეულებაა
(მამა პორფირე ამ ამბავს მაშინ მოჰყვა, როცა მძიმე სნეულების მერე ძალები აღიდგინა და მნახველების მიღება დაიწყო).

"ახალგაზრდობაში, - თქვა მან, - ღმერთს ვევედრებოდი, ოდესმე თუ ჩემზე სნეულებას დაუშვებდა, ეს კიბო ყოფილიყო. კიბო საუკეთესო სნულებაა, რადგან სხვა სნეულების დროს სწრაფი გამოჯანმრთელების იმედი გაქვს და ამიტომაც, ჩვეულებისამებრ, შინაგანად ოდნავადაც არ იცვლები. მაგრამ თუ იცი, რომ კიბო გაქვს, მაშინ საკუთარ თავს ეუბნები: "ყველაფერი დამთავრდა! დასასრული მომიახლოვდა. თავის მოტყუებას აზრი არ აქვს. უკვე მივდივარ". მშვენივრად ხვდები, რომ ადამიანებს შენი დახმარება უკვე აღარ შეუძლიათ და მარტოდმარტო დგახარ ღვთის წინაშე.

შენი ერთადერთი იმედი მასზე ძევს. ჩაეჭიდები ამ იმედს და ცხონდები! ჩემი წარუმატებელი თვალის ოპერაციისა და კორტიზონის უზარმაზარი რაოდენობის შემდეგ თავში აფეთქების მსგავსი რამ ვიგრძენი. მომეჩვენა, რომ თავის ქალა მცირე ნაწილებად დამეშალა...

საშინელი ტკივილი იყო! ვიფიქრე, რომ ღმერთმა შეისმინა ჩემი ძველი თხოვნა და ეს კიბო იყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ აღმოჩნდა...

მოდი აქ, პატარავ
- სწორედ შენ გელოდი! არ დაიჯერე არა მხოლოდ ჩემი სიტყვები და რწმუნება, არამედ თვით ჩემი ლოცვებიც კი. აბა, რა გიყო, დალოცვილო, შეწყვიტე შვებულება, რაც ასე აუცილებელი იყო შენთვის და სასწრაფოდ მოხვედი ჩემს სანახავად? ამბობ, რომ ჩემი ლოცვები შენამდე არ აღწევდა და ამიტომაც აქ მოხვედი?

ამგვარი სიტყვებით შეხვდა მამა პორფირე ერთ სტუდენტ გოგონას, სურდა, ამგვარად გამოეხატა თავისი უკმაყოფილება მისი მცირედმორწმუნოებისადმი. მერე კი უთხრა:

- მომიყევი, რა გითხრეს გამოკვლევისას ექიმებმა?

- იგივე, რაც თქვენ მითხარით, მამაო, ძალზე ცუდი რამ! კიბო მჭირს, - ქალიშვილი აქვითინდა.

- რატომ ტირი? სად არის შენი ღვთისადმი რწმენა? დაივიწყე კიდეც, ტელეფონით რაც გითხარი? ანდა იქნებ შენს პატარა თავში გაჩნდა აზრი, რომ სიმსივნე... ღმერთზე ძლიერია? თუ ასეა, ძალიან ცდები. ჩვენს უფალზე აღმატებული არავინაა. მხოლოდ ის არის ყველაზე აღმატებული, მასზეა დამოკიდებული ყველაფერი! ასე რომ, გეყოფა ცრემლთა ღვრა. მინდა, ჩემი შვილები მოწყენილები და უბედურები კი არა, ბედნიერები და მხიარულები ვიხილო. როგორც დაგპირდი, ლოცვას წაგიკითხავ და მაშინ ნახავ, რა მალე გამოჯანმრთელდები.

ასეც მოხდა. მამა პორფირემ ლოცვა დაიწყო, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ამასთან, ის ჯვარს სახავდა სიმსივნეზე, თან ისეთი ძალით აწვებოდა სიმსივნეს, რომ კანზე ანაბეჭდი დაეტყო. ისეთი დიდი იყო მისი რწმენა, რომ შედეგი აუცილებლად დადებითი უნდა ყოფილიყო.

ლოცვის დასრულებისას მამა პორფირემ ღვთისაგან უწყება მიიღო, და მისი წმინდა სახე სიხარულით ბრწყინავდა! მისი ვედრება შეისმინა უფალმა, დიდებულმა ღმერთმა მოხედა მის მხურვალე ვედრებას და უდიდესი სასწაული მოახდინა. კიბო დამარცხდა. ერთ წამში სნეული გამოჯანმრთელდა!

ბერმა მას თვალებში შეხედა და სახეზე ცვლილება შეამჩნია: ცრემლების ნაცვლად სიხარულისგან უბრწყინავდა! სასოწარკვეთა იმედმა შეცვალა! სნეულება - ჯანმრთელობამ, სიკვდილი - სიცოცხლემ!

მართლაც რა მშვენიერია ნაყოფნი რწმენისა!

რათა მეტანჯა სიყვარულისთვის
ერთხელ მამა პორფირემ მითხრა: - ახალგაზრდობაში ღმერთს კიბოს სნეულების შეყრა ვთხოვე, რათა მისი სიყვარულისთვის მეტანჯა. და აი, ერთ ზამთარს მამებმა ლოკოკინების შესაგროვებლად გამგზავნეს. თოვდა, ოთხი საათი ვაგროვებდი ნიჟარებს, სველი ტომარა ზურგზე მეკიდა. საშინლად ციოდა. მაშინ პლევრიტი დამემართა. კელიაში არც კარგი საჭმელი გვქონდა და არც წამალი. გავხდი, ძვალი და ტყავი დავრჩი, მამებს ვუთხარი, მოვკვდები-მეთქი. მალე შორიდან ჩემი ძმა ჩამოვიდა და ზურგზე გამომწოვი სალბუნი დამადო. იცი, ეს რა არის?

- არა, არ ვიცი.

- ეს ტყავის კვადრატული ნაჭერია, რომელსაც სხეულის იმ ნაწილზე ამაგრებენ, სადაც სითხეა დაგროვილი. ეს სალბუნი იწოვს პლევრიტის მთელ სითხეს და ღრუბელივით სივდება.

ერთი კვირის შემდეგ სალბუნი ტყავთან ერთად დანით ამაჭრეს. საშინლად ვიტანჯებოდი. მერე კი იარაზე ცვილით დამზადებული სალბუნი დამადეს, რომელიც ჩირქს აგროვებდა და მას ხშირად ცვლიდნენ. თითოეული შეცვლა ახალ ტკივილს მაყენებდა...

რადგანაც გაძლიერებული კვება მჭირდებოდა, მამებმა ერთი თვით ათენში გამგზავნეს. გამოვჯანმრთელდი და უკან დავბრუნდი, მაგრამ მალევე კვლავ ავად გავხდი. მაშინ ათენში ორი თვით წავედი, მაგრამ ყველაფერი განმეორდა - ათონზე დაბრუნებული ავადმყოფობამ ლოგინად ჩამაგდო.

ბოლოს მამებმა მოითათბირეს და კელიიდან სამუდამოდ გამიშვეს. ატირებული დავემშვიდობე მათ. მეორე მორჩილმა გემამდე მიმაცილა. ორივე შეუჩერებლად ვტიროდით.

- მამაო, დამშვიდდი, - ვცადე მისი დამშვიდება, - მე დავბრუნდები.

- მამაო, დამშვიდდი, - მითხრა მან თავის მხრივ, - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უკან დაგაბრუნებს.

კიბო მაქვს, დიდება შენდა ღმერთო!
როცა გამოკვლევის შემდეგ ექიმებმა მითხრეს, კიბო გაქვსო, გახარებულმა ვთქვი: - კიბო მაქვს? დიდება შენდა ღმერთო, რომ მრავალი წლის მერე არ დაივიწყე ჩემი სათხოვარი...

სიმსივნე იზრდება და ოპტიკურ ცენტრს აწვება, ცალი თვალით ცოტათი ვხედავ ნათელს, მეორით - ადამიანებს, ისიც მხოლოდ სილუეტებს, სახეს ვერ ვარჩევ. ენა იმდენად გამისივდა და დამიგრძელდა, რომ ლაპარაკს მიშლის, ხმა შემეცვალა. როცა ძლიერი ტკივილები მაქვს, მოთმინებით აღვიჭურვები ხოლმე და ლოცვას ვიწყებ. მიჭირს, მაგრამ არ ვდრტვინავ და არ ვწუწუნებ.

- მამაო, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს თუ მიიღებ, მაშინ ტანჯვა შეგიმსუბუქდებათ.

- ტკივილგამაყუჩებლებს არ ვიღებ, საკუთარ თავს ვეუბნები: "განა ქრისტემ არ იცის, რომ მტკივა?" - იცის.

ამგვარად, მოთმინებით მიმაქვს ქრისტეს ჯვარი. აბა, ამას როგორ უყურებ? მე შენ ყველაფერი მოგიყევი. შესაძლოა ზოგიერთები არანორმალურად მთვლიან, მაგრამ მე მომწონს ეს სიგიჟე... მე შენ მიყვარხარ, შვილო, შენ ეს იცი?

- დიახ, მამაო, ვიცი. მეც მიყვარხართ და ვევედრები ღმერთს, რომ თქვენი წმინდა ლოცვებით შემიწყალოს.

- სნეულებისას ვევედრები ღმერთს, რომ შემიწყალოს და შემინდოს ცოდვები. როცა ადამიანი აღწევს იმ მდგომარეობას, რომელიც ცოდვით დაცემამდე ჰქონდა, მაშინ ღმერთი აღარ უშვებს მასზე სნეულებას. და როცა უფალი მოისურვებს, შეუძლია წამში გამოგვაჯანმრთელოს. შენ მოიქეცი ისე, როგორც შეძლებ. ჩემთვის კი ამგვარი გზა ავირჩიე...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat