მადლმა არ იცის სრული განძღობა
მადლმა არ იცის სრული განძღობა
მამა დამასკინი. მამა ონუფრეს მორჩილი მამა დამასკინი ფერისცვალების კალივა-წინადაცვეთის კალივის გზაზე მდებარე მღვიმეში მოსაგრეობდა. სრულყოფილი დაყუდების წყალობით მან გონება ყოველგვარი მიწიერისაგან გაიწმინდა და გულისმიერი ლოცვის მასწავლებელი გახდა.

ღვთაებრივის სურვილით გატანჯულმა ნებართვა სთხოვა კალივის მოძღვარს მამა მინას და ათონის ყველაზე განმარტოებულ ადგილას გაემგზავრა, რათა სრულ მყუდროებაში შეეყვარებინა მწვერვალი სურვილისა - სამება ღმერთი. მამა მინა მუხლებში ჩაუვარდა და უთხრა: "ნებას გაძლევ, დასაყუდებლად წახვიდე, ოღონდ სკიტის კუთვნილი მიწების საზღვრებში. წმინდა სამების კალივის ზემოთ, კლდეებთან, ნახევრად დანგრეული კალივაა. იქ წადი დაყუდების ღვაწლისთვის და ჩემდა ნუგეშად - ჩვენ ხომ ერთი სულიერი მამის შვილები ვართ".

მამა დამასკინი დიდი სიხარულით გაემართა. სკიტში მყუდროება დახვდა. მამა მინას კურთხევით, მან კალივის ეზოს დასუფთავება დაიწყო. მზის ამოსვლისას სამი მოსაგრის ნეშტი აღმოაჩინა, რომელთაგან გამოუთქმელი კეთილსურნელება მოედინებოდა. ბერი სიხარულით ატირდა. დაღამდა. იგი ფრიალოზე იჯდა და ფიქრობდა, ყველაფერი ეს როგორ შეეტყობინებინა სკიტის საძმოსა და დიდი ლავრისთვის. ღამის პირველ საათზე უეცრად გონება გაუბრწყინდა. ილოცა და იხილა სასწაული - სამი ზეციური კაცი, რომლებიც მას მკაცრად უცქერდნენ და უთხრეს: "მამა დამასკინ! ჩვენ რომ ადამიანური ქება-დიდება გვნდომოდა, არ მოვიდოდით და დავსახლდებოდით ამ უწყლო კლდეებში. წაიღე ჩვენი სხეულები და უცნობ ადგილას დამარხე, რათა იქ დარჩნენ საყოველთაო აღდგომამდე".

მამა დამასკინი ასეც მოიქცა. როცა კალივის აღდგენა დაასრულა, მის სანახავად მრავალი მამა მივიდა, უპირველეს ყოვლისა კი ყველაზე ახალგაზრდები, რომელთაც ის გულისმიერი ლოცვის ხერხებს ასწავლიდა. ამ მონაზვნებს შორის იყო მამა ნექტარიოსის მორჩილი მამა მათეც, ყოველთა წმიდათას კალივიდან. მოგვიანებით მან კურთხევა აიღო თავისი სულიერი ხელმძღვანელისაგან, მამა დამასკინისგან და სოფელში გაემგზავრა, სადაც სინანულს ქადაგებდა, ხალხს აღსარებისთვის მომზადებას და გულისმიერ ლოცვას ასწავლიდა... ქალაქ პატრაში მასთან დედა-შვილი მივიდა. ბავშვს თვალების კაკლები ჰქონდა გამოვარდნილი - მე დავწყევლე შვილიო, - შესჩივლა ქალმა. მამა მათემ მშვიდად აუხსნა, თუ რა საშინელება იყო წყევლა. ამის მერე კაკლები ბუდეში ჩაუბრუნა და ბავშვს მხედველობა სავსებით აღუდგა.

ათონზე დაბრუნებულმა მამა მათემ ახალგაზრდა მონაზვნებს აუხსნა, რომ თუ მონაზონი არ მოიკვეთს თავის ნებასა და გულისთქმას, იგი ზეციურ ნიჭთა ღირსი ვერ შეიქნება. მრავალი ახალგაზრდა კაცი მიდიოდა მასთან, როგორც მწყურვალე ირმები, მონაზონთა ცხოვრების წეს-რიგის სასწავლებლად. მერე კვლავ წავიდა საქადაგებლად, მხოლოდ და მხოლოდ ათენის ამაღლების ტაძარში ქადაგებდა. მალე ათენთან კინოვიური მონასტერი დააარსა და არაერთი მოწაფე შემოიკრიბა.

მამა დამასკინი ბევრს საუბრობდა დაყუდების არსზე, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ქადაგებების არანაირი ჩანაწერი არა გვაქვს: კაცი არ გამოჩნდა, რომელიც მათ ჩაიწერდა. მისი სიკვდილი კი ამგვარი იყო:

მარტი იყო, წმინდა დიდმარხვა. ძველი დროისამებრ, თავისი კალივის კედლებს არავინ ტოვებდა. მამა დამასკინს ღვთისგან ეუწყა, რომ დადგა მისი მიწიერი ცხოვრების ბოლო დღე. ერთ-ერთი მნახველი მამა მინას მორჩილთან, მამა ონუფრესთან გაგზავნა და მოსვლა სთხოვა. მამა ონუფრეს ბერი მტირალი დახვდა. ჰკითხა, - მამა დამასკინ, რატომ ქვითინებო. მამა ონუფრე, წაიღე ეს წიგნი ღირსი ეფრემისა და შეინახე, რამეთუ უნანელად ვკვდებიო. მამა ონუფრემ გაოცებულმა ჰკითხა: - მამა დამასკინ, ამდენი წელი დაყუდებით ცხოვრობდი, ამდენი ადამიანი შენი დამოძღვრით ჭეშმარიტი ცხოვრებისკენ წაიყვანე, ასწავლიდი რა მათ სიწმინდის ხელოვნებას და ამბობ, რომ უნანელად კვდები? მან არაფერი უპასუხა, მხოლოდ ნაკადულად სდიოდა თვალთაგან ცრემლი. ბოლოს უთხრა: "დიახ, მამა ონუფრე, უნანელად ვკვდები, ვინაიდან უნდა მოვმკვდარიყავი მამა მინას მორჩილებაში და დავმალულიყავი კალივაში, ამის მაგივრად სახელგანთქმული გავხდი, ქება კი მონაზონს ცხოვრების გზაზე სიარულის ნებას არ აძლევს".

მამა ონუფრე მამა მინას ყველაფერს მოუყვა. ისინი მაშინვე გაემართნენ განმარტოებულ კელიაში. მამა დამასკინი გარდაცვლილი დახვდათ. დაკრძალეს ნეტარი მამა და უკან გამოემგზავრნენ. შინ შესვლისთანავე მამა მინამ თქვა: "ტანში მაციებს და სიცხე მაქვსო". 9 მარტს, წმინდა ორმეოც მოწამეთა ხსენების დღეს, მამა მინაც გარდაიცვალა და საუკუნო სავანეთათვის დატოვა ეს მიწიერი ამაოება.

მამა ბენიამინი. მამა ბენიამინი გრიგორიატის მონასტრიდან წმინდა სამების კალივის ქვემოთ, წმინდა დიმიტრის კალივაში გადასახლდა. იქ ის მყუდროების ღვაწლს ეწეოდა და თავის სულიერ მოვალეობებს აღასრულებდა.

მამა ბენიამინი გამორჩულად ჯანმრთელი კაცი იყო. ღამისთევის ლოცვისას რომ არ ჩასძინებოდა, ცივ წყალში დასველებულ პირსახოცს შემოიხვევდა. მამებს უკვირდათ მისი სიმტკიცე და ეშინოდათ, არ გაციებულიყო. მაგრამ ის თითქოს არაფერს გრძნობდა. ჟამნებსა და ლიტურგიაზე ისე იდგა, როგორც დიდი შესვლის სანთელი, არასოდეს იბანდა პირსა და ფეხებს. სამუშაოდ პირველი მიდიოდა და ყველაზე მძიმე ტვირთს აიკიდებდა.

თუმცა მამა ბენიამინი გრიგორიატის მდიდარი მონასტრიდან იყო, ხშირად პურიც კი არ ჰქონდა. სიხარულით ავსებული ადამიანურ ძალებზე აღმატებულად შრომობდა და ახალგაზრდობისთვის საუკეთესო მაგალითი იყო.

ერთ-ერთმა ატიკელმა მონაზონმა, იაკობმა დაარწმუნა, ვილიაში, ღირსი მელეტის მონასტერში გადასულიყო მონაზვნური ცხოვრების ასაღორძინებლად. ასეც მოიქცა. მერე კი მამა ბენამინმა გაიცნო წმინდა მღვდელმთავარი ნექტარიოს ეგინელი. ისინი ისე დამეგობრდნენ, თითქოს ორ სხეულში ერთი სული ყოფილიყო.

მამა ბენიამინი ყველა ახალგაზრდა მონაზონს ამგვარ ღვთივგანბრძნობილ სიტყვებს ეუბნებოდა:

- მამაო და ძმანო! უღმერთო ოთომანმა მონაზონთა წოდება გააუქმა. 450 მონასტერი ერთი ბრძანებით გააუქმა. ამიტომ დიდიან-პატარიანად ყველამ უნდა ვიფხიზლოთ და ნუ მოვიძაგებთ ჩვენი მართლმადიდბელი ეკლესიის მამათაგან მიღებულ წეს-ჩვეულებებს.

მამა კოზმა, მოწაფე მამა საბასი, და მამა არფე. ნეტარხსენებული მამა კოზმა, მოწაფე მამა საბასი, ასევე მისი მორჩილი მამა არფე, ყოველთვის დიდი კეთილკრძალულებით იხსენიებდნენ წმინდა ახალმოწამეებს. მათ იმხელა გულისშემუსვრილება ეძლეოდათ, რომ იწყებდნენ ტირილს და ვერ მშვიდდებოდნენ. მათი მოძღვარი, მამა საბა ოდესღაც ჰაჯი-გიორგის მორჩილი იყო.

ერთ საღამოს, მწუხრის მერე, როცა ერთ-ერთი ახალმოწამის ცხოვრება წაიკითხეს, ისე ძლიერ მოუნდა მოწამეობა, რომ თავი გიჟად მოაჩვენა. ქალაქელები უცქერდნენ მას, ეცოდებოდათ და მოწყალებას აძლევდნენ.

ეს სალოსი კი მთელი ამ ფულით სანთლებს ყიდულობდა, დადიოდა და მათ ტაძრებში ანთებდა. მან სულიერი გულისთქმებისა და ზეციური ჭვრეტის ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, რომ მეუფე ქრისტესადმი ღვთაებრივი სიყვარულით სულში ანთებული შინაგანი ცეცხლით მისმა სახემ ფერი იცვალა. მაგრამ მხილველთ ის მთვარეული და საცოდავი კაცი ეგონათ.

მის სულიერ მუშაკობაზე მხოლოდ ერთმა მღვდელმთავარმა იცოდა, რომელიც დაყუდების ღვაწლს ეწეოდა და მოწამეობისთვის ამზადებდა უამრავ ადამიანს...

ერთხელ, მზიან დილით, ეს მოჩვენებითი შეშლილი თურქულ განყოფილებაში გამოცხადდა, სადაც შეკრებილნი იყვნენ დიდმოხელე ოთომანნი. განუცხადა, რომ ქრისტიანი იყო, რომ ქრისტე ღმერთია და მერე კაცი გახდა, რათა ადამიანი დაცემული მდგომარეობიდან ჭეშმარიტ ცხონებამდე აღეყვანა, ხოლო მუჰამედის სწავლება - სიცრუე და სამარცხვინოა.

როცა თურქმა ხელმძღვანელებმა, უპირველეს ყოვლისა კი ხოჯებმა, მისი აღმსარებლობა დაინახეს და გაიგონეს, თუ როგორ ლანძღავდა მათ სარწმუნოებას, მძვინვარე მხეცებივით ეცნენ. ბრძანეს, უსასტიკესად ეწამებინათ. ასე მოწამებრივად დაასრულა ამ დიდებულმა კაცმა თავისი ცხოვრება.

ყოვლადსახიერმა ღმერთმა აჩვენა ადამიანებს, თუ რა დიდი სიყვარულით იყო მისდამი განმსჭვალული ეს წმინდანი. სახელდობრ, სხეული მისი ნათელმა მოიცვა. არ მახსოვს, რამდენი დღე ეკიდა სახრჩობელაზე, მაგრამ არ გახრწნილა, ჭრილობებიდან კი, როგორც ამბობდნენ, თბილი სისხლი სდიოდა.

მღვდელმთავარი და სხვა მამები, რომლებიც მას იცნობნენ, ამბობდნენ, რომ ეს წმინდანი არასოდეს დაუტევებდა მორჩილებას. თუმცა ერისკაცი იყო და თან ძალზე ახალგაზრდა, მაგრამ მორჩილებისა და უბრალოების წყალობით გულისმიერი ლოცვა მოიპოვა. ეს სითბო ქალიშვილია ღვთაებრივი სიყვარულისა. მან უბრძანა, უარი ეთქვა საჭმელზე, ძილზე, ფეხსაცმელზე, არწივივთ მიმოიფრენდა ქალაქის ყველა ტაძარს და სანთლებს ანთებდა - იმედი ჰქონდა, მხოლოდ ასე დაიცხრობდა ღვთის შემეცნების დაუცხრომელ სურვილს.

მადლმა არ იცის სრული განძღობა. ამიტომაც ამ წმინდანმა იგემა უმაღლესი ჭვრეტის ანგელოზებრივი პური, მაგრამ უფრო მეტი სურდა. ცდილობდა, მოყვასის სიყვარულის უმნიშვნელოვანესი სახარებისეული მცნების შესრულებას. ამიტომაც აღიარა ხმამაღლა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ღვთაებრიობა, რათა ქრისტეს უარმყოფელნი ჩაფიქრებულიყვნენ და ჭეშმარიტ სარწმუნოებაში მოქცეულიყვნენ. ჭეშმარიტი რწმენა - კიბეა, რომლითაც ყველა მართალი და ღვთისმოშიში მორწმუნე ღვთის სასუფეველში შედის, მაგრამ უწმინდურებმა ვერ გაიგეს ჭეშმარიტება, რამეთუ მათი გონება დაბნელებული იყო ბილწი ვნებებით და იგი ტანჯეს, რომელმაც დიდების გვირგვინი მოუპოვათ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler