ვაი მე, რომ სიცოცხლე სარკინოზთა ცრუ, ამაო და მართლაც უწმინდურ რწმენაში გავატარე
ვაი მე, რომ სიცოცხლე სარკინოზთა ცრუ, ამაო და მართლაც უწმინდურ რწმენაში გავატარე
წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი - ახალი ეკლოგიონი
წმინდა გიორგის ტაძარში მომხდარი საკვირველი ამბავი. ერთხელ ასურეთის ამირამ თავისი ძმისწული საქმეზე გაგზავნა ქალაქ დიოსპოლში, რომელსაც სარკინოზები რებლის ეძახდნენ. ამ ქალაქში წმინდა გიორგის სახელობის საოცრად ლამაზი ტაძარია. ტაძარს რომ თვალი მოჰკრა, სარკინოზმა მსახურებს უბრძანა, ნივთები ტაძრის ბჭეში შეეტანათ, სადაც დაბინავებას აპირებდა, ბრძანა, ბჭეშივე შეეყვანათ მისი თორმეტი აქლემი. მაგრამ როგორც კი აქლემებმა ტაძარში ფეხი შედგეს, დაეცნენ და დაიხოცნენ. წმინდა გიორგის დიდებული ძალით განცვიფრებულმა ამირას ნათესავმა ცხოველთა ლეში გარეთ გაატანინა.

მეორე დღეს, როცა მღვდლები ტაძარში წირვისთვის მოვიდნენ, სარკინოზმა მოისურვა, ბჭიდან ეყურებინა, რა მოხდებოდა. კაცთმოყვარე ღმერთმა მას გონიერი თვალნი განუხვნა და საშინელი რამ იხილა. იმ დროს, როცა მღვდელი პროსკომიდიას ატარებდა, სარკინოზმა დაინახა, რომ მან "დაკლა" პატარა ბავშვი, სისხლი წმინდა ბარძიმში ჩაასხა, სხეული კი დაანაწევრა, წმინდა ფეშხუმზე დააწყო და ზიარებისას ხალხს დაურიგა. საღვთო ლიტურგიის დასრულების მერე მღვდელმა საუკეთესო სეფისკვერი მიართვა სარკინოზს. მან ჰკითხა, ეს რა არისო. მღვდელმა უპასუხა: - ეს არის სეფისკვერი, რომელიც ჩვენ ღმერთს შევწირეთ ტაძარშიო. განრისხებულმა სარკინოზმა უყვირა: - განა დღეს ეს შესწირეთ? განა ვერ დავინახე, რომ ბავშვი დაკალი, მისი სისხლი ბარძიმში ჩაასხი, ხოლო დანაწევრებული სხეული ფეშხუმზე დააწყვე და ხალხს დაურიგე, შე საზიზღარო მკვლელოო...

ეს რომ გაიგონა, ათრთოლებული მღვდელი სარკინოზს მუხლებში ჩაუვარდა: - კურთხეულ იყოს სახელი უფლისა, რომელმაც ღირსგყო ამგვარი საშინელი საიდუმლო გენახა. მწამს ჩემი ღმერთის, რომ შენ დიდი ადამიანი ბრძანდები. უფლის წინაშე ცოცხალთა წიგნში ხარ ჩაწერილიო.

ამ სიტყვებით გაოცებულმა სარკინოზმა უპასუხა:

- განა ყველაფერი ისე არ იყო, როგორც დავინახე?

- დიახ, ჩემო ბატონო, ჩვენ ასე გვწამს, რომ პური და ღვინო, რომელსაც ლიტურგიისას ვამზადებთ, არის ჩვენი უფლის, ძე ღვთისას, იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი. მაგრამ მე ცოდვილი კაცი ვარ და ამის ხილვის ღირსი არასოდეს შევქმნილვარ - მხოლოდ პურსა და ღვინოს ვხედავ. რადგანაც უფალმა და ღმერთმა ჩემმა ღირსგყო ამის ხილვისა, მწამს, რომ დიდებული ადამიანი ხარ, რადგან მხოლოდ ჩვენი ეკლესიის დიდი მამები, სათნოებათა უმაღლეს საფეხურზე ასულნი, ხედავდნენ ამ საკვირველ საიდუმლოს.

ამის მოსმენით გაოცებული სარკინოზი დიდხანს ფიქრობდა, მერე წამოდგა, მსახურები გაუშვა და მღვდელს უთხრა:

- როგორც ვხედავ, ქრისტიანული სარწმუნოება ჭეშმარიტია. ვაი მე, რომ სიცოცხლე სარკინოზთა ცრუ, ამაო და მართლაც უწმინდურ რწმენაში გავატარე. რადგანაც ღმერთს უნდა, რომ ვცხონდე, მომნათლე, რათა ამიერიდან სუფთა სინდისით ვემსახურო უფალს.

- ჩემო ბატონო, თქვენს მონათვლას ვერ გავბედავ, რადგან ბიძათქვენი მეფეა და ამას რომ გაიგებს, მომკლავს, ჩვენს ეკლესიას კი დაანგრევს. თუ გსურთ მალულად მიდით იერუსალიმის პატრიარქთან და ის მოგნათლავთ.

სარკინოზმა ფიჩვი გადაიცვა და შუაღამისას გაიპარა. იერუსალიმის პატრიარქმა ის მონათლა. ნათლობიდან მერვე დღეს სარკინოზყოფილი მივიდა პატრიარქთან და უთხრა: "აი, ღვთის მადლით, ქრისტიანი გავხდი. რა გავაკეთო, რომ ვცხონდე?" "თუ ცხონება გინდა, წადი სინას მთაზე, სადაც ბევრი ღვთისმოშიში და სათნო ბერია, აღიკვეცე მონაზვნად და ღვთის მცნებები დაიცავი", - ურჩია პატრიარქმა.

მივიდა სინაზე, აღიკვეცა მონაზვნად, იცხოვრა იქ სამი წელი, მიაღწია სათნოებათა უმაღლეს საზომს და ამის მერე იღუმენს რებლეში გაშვება სთხოვა. მიიღო ნებართვა, ჩავიდა რებლეში, წმინდა გიორგის ტაძარში შეხვდა იმ ღვთისმოშიშ მღვდელს, წეღან რომ ვახსენეთ, ეჩვენა და ჰკითხა: - აი, საღმრთო მადლითა და შენი ღვთივსათნო ლოცვებით ქრისტიანი და მონაზონი გავხდი, მაგრამ ძლიერი სურვილი მაქვს უფლის იესო ქრისტეს ხილვისა, ამიტომაც მხურვალედ გევედრები, ნატვრა ამისრულეო.

მღვდელმა ღმერთი განადიდა და უპასუხა:

- წადი ბიძაშენ ამირასთან და სარკინოზთა წინაშე აღიარე უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამის მერე კადნიერებით შეძლებ უფლის ხილვას.

ყოვლადნეტარი მონაზონი ღამით ავიდა მინარეთზე და ხმამაღლა მოუხმო ყველას: - მოდით აქ, სარკონოზნო, სათქმელი მაქვსო. მოირბინა ხალხმა ანთებული ჩირაღდნებით და მინარეთზე მონაზონი იხილა. მონაზონმა ჰკითხა: - რას მომცემთ, თუ გაგიმხელთ ამირას ძმისწულის სამყოფელსო. რამდენ ფულსაც მოგვთხოვო, - დაჰპირდნენ. "მაშინ წამიყვანეთ ამირასთან და ვეტყვიო". მიიყვანეს ამირასთან და უთხრეს: - ამან შენი ძმისწულის ადგილსამყოფელი იცისო. მართალიაო? - ჰკითხა ამირამ. მონაზონმა უპასუხა: - დიახ, ვიცი, რადგან სწორედ მე ვარ შენი ძმისწული, მაგრამ ახლა უკვე ქრისტიანი და მწამს წმინდა სამებაო...

გაოცებულმა ბიძამ ჰკითხა: - რა დაგემართა, უბედურო, რომ მიატოვე სახლი, სიმდიდრე, პატივი და გლახაკივით დაწანწალებ? რატომ არ გსურს დაუბრუნდე საკუთარ რწმენას, აღიარო მუჰამედ წინასწარმეტყველი და დაიბრუნო ადრინდელი მდგომარეობა? მონაზონმა მიუგო: - ყოველივე, რაც სარკინოზობისას მქონდა, ეშმაკისგან იყო. ეს ფიჩვი კი, რომელსაც ახლა ვატარებ, ჩემი ქებაა, სიმდიდრეა, იმ დიდების საწინდარია, რომლითაც მე ჩემი ქრისტეს რწმენისთვის დავტკბები. მუჰამედს და მის სარწმუნოებას კი დავწყევლი და შევიზიზღებო.

ამირას შეეცოდა ძმისწული და იქ მყოფ სარკინოზებს უთხრა, - ჭკუიდან შეიშალა, არ იცის, რას ამბობს. აქედან მოაშორეთო. ისინი შეედავნენ: - ჩვენი რწმენის და წინასწარმეტყველის მაწყევარი ათასგზის სიკვდილის ღირსია და როგორ უნდა გავუშვათ, ჩვენც ხომ არ გავქრისტიანდეთო?

ამირას შეეშინდა, ხალხი არ ამიჯანყდესო და, - რაც გინდათ, ის უქენითო. განრისხებულმა სარკინოზებმა მონაზონი ქალაქგარეთ გაიყვანეს და ჩაქოლეს, ის კი ამ დროს ჩვენს უფალს იესო ქრისტეს მოუწოდებდა. ასე ნეტარად კეთილ აღსარებაში აღესრულა და კადნიერად წარდგა ღვთის წინაშე, რომლის უდიდესი სურვილითაც მან მოწამებრივი გვირგვინი მიიღო. მას მერე დიდხანს ყოველ ღამეს ბრწყინვალე ვარსკვლავი დაადგებოდა ხოლმე ქვებს და ანათებდა მოწამეობის ადგილს. ამირამ ნება მისცა ქრისტიანებს, სარკინოზყოფილის წმინდა ნაწილები ქვებიდან ამოეღოთ. ჰოი, საოცრება! სხეული სრულიად შეუშლელი და უხრწნელი იხილეს, რომელიც კეთილსურნელებას აფრქვევდა. კეთილმოკრძალებით ემთხვივნენ მას ქრისტიანები და მოწამის სხეული ჰიმნებისა და ფსალმუნთა გალობით დაკრძალეს, განადიდებდნენ რა ჩვენს უფალს, რომლისა არს დიდება და სუფევა უკუნისამდე, ამინ!

მამა ელპიდეს სულისმარგებელი მონათხრობი. კელიაში დაყუდებულ მონაზონს, ელპიდეს უდებებისა და უზრუნველობის ვნება ებრძოდა. ეს ბრძოლა გაუგრძელდა, კელია დატოვა და ელოსედ წოდებულ ღრმა უდაბნოში გაემართა. გზად ბებერი, დედიშობილა განდეგილი შეხვდა, რომელიც ელპიდეს დანახვისთანავე გაიქცა. ელპიდე დაეწია მონაზონს. ლოცვის წართქმის შემდეგ მან ელპიდეს ჰკითხა:

- ვინა ხარ, ძმაო, და აქ როგორ მოხვდი?

- მამაო, უდებების ცოდვა მებრძოდა და უდაბნოში წამოვედი, ცოდვას რომ გავქცეოდი. მსურდა, ვინმე ღვთისკაცი მენახა, რომელიც ღმერთს შემავედრებდა. უფალმა მოხედა ჩემს ცოდვებს და შენს სიწმინდესთან შემახვედრა. გევედრები, მამაო, შესთხოვე ღმერთს, შენს გვერდით ცხოვრების ნება მომცეს.

განდეგილი მოეხვია ელპიდეს, შეევედრა მისთვის ღმერთს და უთხრა: - უდაბნოში ჩემს გვერდით ცხოვრება შენთვის შეუძლებელია, რადგან ეს ღვთისაგან არ არის მოცემულიო.

- მამაო, აქ როდის მოხვედი და რა ნიჭი მოგცა ღმერთმა?

- აქ სამოცდაათი წლის წინ მოვედი, რამეთუ ცოდვილი ვარ და ცხონება მსურდა. მას მერე კაცის სახე არ მინახავს. რამდენიმე წლის წინ ეშმაკის მოქმედებით თავი ავიმაღლე, ვიფიქრე, რომ ყველა მეუდაბნოე მამას სათნოებებით აღვემატე. თუმცა ღვთის განგებულებით, გულისთქმა მომივიდა, უფლისთვის მეთხოვა, თუ ვისთან შემრაცხავდა ღვთის სასუფეველში, ანუ დედამიწაზე ვინ იყო ჩემი მსგავსი სათნოებებით. შვიდი დღის ლოცვის მერე მომესმა, რომ მე სერგი ალექსანდრიელის დარი ვიყავი, რომელიც გარყვნილთა ბუნაგის პატრონი იყო. შევწუხდი, ალბათ ეს პასუხი ბოროტისგან არის-მეთქი. კვლავ შვიდი დღე ვიმარხულე და ვილოცე. კვლავ იგივე პასუხი მივიღე. მაშინ ავდექი, ჩავედი ალექსანდრიაში, მოვძებნე სერგი, რომელიც ტრაქტირში იჯდა და მეძავებთან ერთად ილხენდა. ძმაო, ქენი სიკეთე და ჩემთან ერთად იტრაპეზე-მეთქი, ვთხოვე. ტრაპეზის მერე შინ გავყევი. ლოცვა წარვთქვი და ვკითხე: - ძმაო, მითხარი, ღვთის გულისათვის რა სათნოება ჩაგიდენია სიცოცხლეში-მეთქი. მამაო, ტრაქტირში მეძავებთან მნახე და, აბა, კარგს რას ჩავიდენდიო, - მიპასუხა. მაგრამ დავაფიცე და ზეციდან გაგონილ ხმაზეც ვუამბე. გააოცა ღვთის კაცთმოყვარეობამ, ამოიოხრა და თხრობა დაიწყო: "მახსოვს, ერთხელ ტრაქტირში ქალი შევნიშნე, რომელიც გასაყიდად რაღაცას ქსოვდა, ძალზე მომეწონა და მასთან დაწოლა მოვისურვე. ტრაქტირის დიასახლისმა მითხრა: - ეგ ქალი დიდებული წარმოშობისაა. მაგის ქმარი ასი ოქროს ვალის გამო მხარის მმართველმა ციხეში ჩააგდო, ორი შვილი მონად გაუყიდა. თვითონაც მონასავით მუშაობს, რათა ფული მოაგროვოს და ქმარ-შვილი გამოიხსნასო. თუ ჩემთან დაწვება, ას მონეტას მივცემ-მეთქი, დავაბარე შუამავალს. როცა დიდებულ ქალს ჩემი შეთვლილი გადასცეს, ამოიოხრა: - დღედაღამ ვმუშაობ საყვარელი ადამიანის გამოსახსნელად, მაგრამ ვერ შევძელი. მომიწევს, მის სურვილს დავყვე. კაცთმოყვარე ღმერთმა, დაე, მაპატიოს ეს ცოდვა, რამეთუ საკუთარი ნების წინააღმდეგ ვიქცევი და აქამდე სხვა კაცი არ ვიცოდიო. მეტრაქტირის ცოლის ხელით ოქრო გავუგზავნე. ქალი ტირილით შემოვიდა ჩემთან და მომიბოდიშა: - მაპატიეთ, ბატონო, თქვენ ხომ იცით ჩემი უბედურებაო. ამ სიტყვებმა გული მატკინა და ქალი ხელდაუკარები გავუშვი. მან იმ დღესვე გაათავისუფლა ქმარ-შვილი.

- ჭეშმარიტად სამართლიანად შეურაცხიხარ ღმერთს ჩემს თანასწორად, - ვუთხარი სერგის. მან კვლავ ამოიოხრა: - მამაო, ერთი კეთილი საქმე გამახსენდა და შესაძლოა, ეს უკეთესიც კია. ერთხელ ჩვენს ქალაქს ურჯულო მმართველი ჰყავდა, ძალზე გარყვნილი და ცოდვის მოყვარე. ჩემგან ყოველდღე მიჰყავდა მეძავები. ერთხელ დედათა მონასტრის მონაზვნები დაინახა და მათთან განცხრომა მოისურვა, თავის ჯარისკაცებს შეაპყრობინა და მე ჩამაბარა, - ამათ რაც გინდა, უქენი. ოღონდ ყოველდღე იმდენი გამომიგზავნე, რამდენსაც მოგთხოვ. ვიდრე ყველასთან არ დავწვები, არ მოვისვენებო. ძალზე შევწუხდი, არ მინდოდა ამდენი წმინდა სულის დაღუპვის მიზეზი გავმხდარიყავი. ღმერთს შევევედრე და უფალმაც კეთილი გულისთქმა ჩამიდო. ჩემს მეძავებს ჩემი ქონების ნაწილი დავურიგე, მონაზვნის სამოსი ჩავაცვი და მონასტერში მივიყვანე. დედები კი დაიმალნენ. ყოველდღე თითო მეძავი მიმყავდა მმართველთან. მოგვიანებით, როცა გარყვნილმა მმართველმა იქაურობა დატოვა, მეძავების გამოყვანა გადავწყვიტე მონასტრიდან. აღარ გამომყვნენ - რადგან ღმერთმა ღირსგვყო მონაზვნის ეს წმინდა სქემა ჩაგვეცვა, ძველ უწმინდურებას აღარ დავუბრუნდებითო. "ჭეშმარიტად, არათუ ჩემი თანასწორი, აღმატებულიც კი ყოფილხარ, ამიტომაც გზა დამილოცე", - ვთხოვე. სერგიმ, - რადგან, შენი თქმით, ღვთის სასუფეველში ერთად ვიქნებით, მით უმეტეს, აქ, მიწაზე არ გაგშორდებიო. სამი წელი იცხოვრა და იღვაწა ჩემთან ერთად და მეოთხე წელს დავკრძალე. შვილო ელპიდე, ვფიქრობ, შენ აქ ღვთის განგებულებით მოხვედი, რათა მე ეს მომეყოლა. ახლა წადი შენს კელიაში და სამი დღის მერე მოდი, რადგან რაღაცის თქმა მსურსო.

სამი დღის მერე ელპიდეს მამა პიორი გარდაცვლილი დახვდა. მან ის სერგის გვერდით დაკრძალა, თვითონ კი წავიდა და ადიდებდა ღმერთს, რომელსა შვენის დიდება და ხელმწიფება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat