წმინდა მღვდელმთავარი იოანე (მაქსიმოვიჩი) სულიწმინდის მადლით იყო ავსებული და როგორც სიცოცხლეში, ისე გარდაცვალების მერე თავისი ლოცვით მრავალი განკურნა.
1940 წელს შანხაის რუსულ კოლონიაში ცხოვრობდა ცნობილი ექიმი ნიკოლოზ ჩურილინი, რომელიც სერიოზულად დაავადდა - კონსილიუმი კონსილიუმს ცვლიდა. ძალზე შორიდანაც კი ჩამოვიდნენ საუკეთესო სპეციალისტები, მაგრამ ვერაფერს შველოდნენ, მის ცოლს აგრძნობინეს, უარესისთვის მომზადებულიყო.
ერთხელ, შუაღამით, ქმრის საწოლთან მჯდომი ქალბატონი სასოწარკვეთილებამ მოიცვა. მასთან და დატოვა და თვითონ ტაძარში გაიქცა იმ იმედით, რომ წმინდა იოანეს ნახავდა და ლოცვას სთხოვდა. ქუჩაში ბნელოდა, საავადმყოფოდან ტაძრამდე ქალაქის თხუთმეტი გრძელი კვარტალი იყო გასავლელი. ტაძარში საღამოს ღვთისმსახურება უკვე დასრულებულიყო. ქალი გაუყვა ვიწრო ხეივანს, რომლის ბოლოს მეუფე ცხოვრობდა. ქალმა თვალი მოჰკრა მეუფე იოანეს - სწრაფი ნაბიჯით უახლოვდებოდა. როცა მოვიდა, ქალს სიტყვის თქმაც არ აცალა: "ვიცი, ვიცი, წავიდეთ, ვილოცოთ".
შევიდნენ ბნელ ტაძარში. წმინდა იოანე საკურთხეველში შევიდა და ლოცვა დაიწყო. ქალმაც მთელი სულით ილოცა. "ახლა კი მასთან წავიდეთ", - ბრძანა წმინდა იოანემ. გონწართმეული ავადმყოფის საწოლთანაც ილოცა. ლოცვის დროს წმინდა იოანეს თვალები მართლაც რომ ასხივებდნენ. მეუფე წავიდა. დილით ექიმმა თავი უკეთესად იგრძნო. მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი