როგორ ვებრძოლოთ ფარისევლობას? - ამ შეკითხვით მივმართე ცაგერისა და ლენტეხის მღვდელმთავარს, მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილი):
- თუ ვინმე ამბობს, რომ წრფელი ვარ და ფარისევლობა არა მაქვს- სიცრუეა. ადამიანში ფარისევლობა ყოველთვის დევს. ერთ მაგალითს მოვიყვან, ზოგჯერ შეიძლება დაგეზარა რაღაცის გაკეთება და გარეგნულად ისე იქეცი რომ საკუთარი თავი გამოგყავს უხერხული მდგომარეობიდან. ეს კიდევ ფარისევლობაა და მოჩვენებითი საქციელი, რათა სხვის თვალში კარგი გამოჩნდე. პირადად მე ბევრჯერ ვეცადე ამ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. რაღაცას ისე გულით არ ვაკეთებ, როგორც უნდა ვაკეთებდე... აშკარად რომ გადადიხარ ფარისევლურში მერე ხვდები, რომ ფარისევლობ და სინანულში ხარ.
-მეუფე უფალი როგორ გვასწავლის?
-უფალი რასაც აკეთებდა და ამბობდა მისი სიტყვა და საქმე იდენტური იყო და პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა ერთმნეთისგან. ადამიანს როგორ აქვს იცით? ერთია-ის ფიქრობს თავის თავზე, მეორე-მასზე რას ფიქრობენ, მესამე- თვითონ რა არის. ჰოდა, თვითონ რა არის ადამიანი ვერ ხედავს ბოლომდე. რაც უფრო ზუსტად მიუდგება იმ საქმეს და რაც უფრო მეტად იქნება თავის სინამდვილესთან ახლოს თავისი ფიქრით, მით ურო მეტად არ იქნება ფარისეველი. ამის ხიბლიც ეს არის. პრაქტიკულად არ არსებობს ხიბლიდან სრულად გამოხვიდე. საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდეგნა სულ აქვს ადამიანს და ამისგან განთავისუფლება ძალიან რთულია. რა არის გამოსავალი? აღიარება და სინანული, რომ რეალურად გაქვს ეს პრობლემა და წუხილს გამოთქვამ. როგორცკი გექნება საშუალება და დაინახავ რომ არასწორად იქცევი, უნდა გაჩერდე. როცა გასაჩუმებელია -გაჩუმდე, როცა სათქმელია- თქვა. მოჩვენებითად არ უნდა იქცეოდა და ჭეშმარიტებას არ უნდა ღალატობდე. ჭეშმარიტება ყოველთვის მაღლა დგას. ზოგს ჰგონია, თუ პირში მიახალებს მოყვასს სათქმელს კარგია, არადა სინამდვილეში ეს შენს თავს დაახალე.. თუ გსურს მოყვასს რაღაც უთხრა და ამხილო, ამ შემთხვევაში თვითონ უნდა გქონდეს შიგნიდან ნამუშევარი, რომ უფლება გქონდეს სხვა ამხილო. როცა ამბობ, ვამხელ და თვითონ უარესის გამკეთებელი ხარ, მაშინ რატომ ამხელ? საკუთარი თავი ამხილე. მაშინ გაქვს ძალა, როცა სუფთა ხარ. როცა სუფთა არ ხარ ვის ამხელ? აქედან შეიძლება დაინახოს ადამიანმა სისწორე და სინამდევლე. კი ვსაუბრობთ, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში გვიჭირს ამის შესრულება.
***
ბერებს რაც უფრო მეტად სურთ მიაღწიონ სრულყოფილებას, მით უფრო მეტად ცდილობენ განმარტოვებას. განმარტოვების მაღალი ხარისხია, როდესაც ხალხში ხარ, მაგრამ მაინც მარტო ხარ. სიმარტოვე უფალთან ურთიერთობის სიახლოვისთვის გსურს და არა იმისათვის, რომ საზოგადოებას გარკვეული პროტესტი გამოუცხადო. როცა ასეთი განწყობა გაქვს, ეს აბსოლუტურად არასათნოა ღვთისთვის. ასეთი მარტოობა დეპრესიას იწვევს. დეპრესია კიდევ -თვითმკვლელობას. სრულიად სხვა მიმართულებისაა განმარტოვება ღვთის სადიდებლად. როცა ადამიანი სულში უფლისაგან ურთიერთობის სითბოს იღებს, მას სურს არ დაკარგოს და რაც შეიძლება მეტად ახლოს იყოს უფალთან. ეს უფლისგან მოცემული მადლით შეიძლბა იყოს.
სასულიერო პირს ჩაბარებული აქვს სულები და მათზეა პასუხისმგებელი. სამწუხაროდ იმდენი სიყვარული, თავდადება არ გავქვს, რამდენიც უნდა გვქონდეს. ეს ყველაფერი მერე დაბრკოლებად გვექცევა. აუცილებელია ამ ყველაფრის გაცნობიერება. სასულიერო პირი მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს სძლიოს თავის თავს. თავად იბრძოლოს საკუთარ სულზე, რომ შეძლოს სხვების სულისთვის ბრძოლა. მოძღვარი მაგალითი უნდა იყოს მრევლისთვის.. როცა მოძღვარს ბევრი მრევლი ყავს საკუთარ თავს აწერენ, რომ ძლიერია.. ეს ყველაფერი არა საკუთარ თავს, არამედ ღმერთს უნდა მიეწეროს. მრევლი იმიტომ მოდის მასთან დიდი სიყვარულით და თვადადებით, რომ უფალთან ურთიერთობის საშუალებას ხედავს. ამ მოძღვართან უფლის ეკლესიის მადლით მოდის. მოძღვარმა ეს უნდა გაითვალისწინოს. როცა ბევრი მრევლია, პირიქით უნდა გეშინოდეს, რათა რაც შეიძლება მეტად დაიხარჯო მათზე. შენ მომსახურედ კი არ უნდა დაიყენო მრევლი, პირიქით თავად უნდა ემსახურო მათ. ეს არის ყველაზე მთავარი. აქ არის ხოლმე პრობლემები. მღვდელი ვერ ხედავს ზღვარს მის პიროვნებასა და უფალს შორის. აიგივებს ამ ადამიანების დამოკიდებულებას უფალთან. ღვთის წყალობით ღმერთი იფარავს ადამაინს. ღმერთი ადამიანს მოძღვრობას რომ ანიჭებს, მადლსაც აძლევს და იმ ძალასაც რომ იტვირთოს მოძღვრის ჯვარი. ღვთის წყალობით, მრავალი მოძღვარია, რომელიც თავდადებით და ემსახურება უფალს და მრევლს. ვისზეც ვისაუბრე ეკლესიაში უმცირესობაა. მრევლსაც რაღაც დონეზე უნდა ჰქონდეს ის აზრი, რომ მოძღვარი მას ღმერთთან ურთიერთობისთვის სჭირდება და მოძღვარი არ უნდა გააკერპოს, ღმერთის ადგილზე არ დააყენოს.. მოძღვარი უნდა უყვარდეს, იმიტომ, რომ მოძღვარი მისი ღმერთთან მიმყვანებელია. როგორ ვიცხოვროთ? "მხსვერპლი ღვითისა არს გული შემუსვრილი და დამდაბლებული". "გული წმინდა დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა". წმინდა ეფრემ ასურის ლოცვა "მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა". წმინდა მამების ამ ნათქვამით, შეიძლება ადამიანმა სწორი ქრისტიანული ცხოვრება ისწავლოს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი