პოლტავოს ეპარქიის მოძღვრის 1898 წლის ჩანაწერებში ვკითხულობთ: ჩემი მეუღლე ცხელებით ავად გახდა,
რასაც კბილის ტკივილიც დაერთო. იგი შუა ოთახში იწვა, მე კი სამზარეულოში ხმამაღლა ვკითხულობდი წიგნს მამა სერაფიმეს ცხოვრებასა და მისი სასწაულებრივი კურნებების შესახებ. შემდეგ გადავწყვიტე, მელოცა და მეთხოვა მამა სერაფიმესათვის ჩემი ავადმყოფი მეუღლის განკურნება. სანამ ხატების ოთახში გავიდოდი, მივედი ჩემს მეუღლესთან, მივუტანე ტუჩებთან მამა სერაფიმეს სურათი, იგი ემთხვია. ამის შემდეგ ვილოცე და სამზარეულოში დავბრუნდი, ცოტა რომ მეჭამა. ჩემს ცოლს ჩასძინებოდა. 10-15 წუთის შემდეგ იგი ადგა და საჭმელი მოითხოვა. მანამდე ორი დღე-ღამე ვერაფერს ჭამდა. მან განაცხადა, რომ სავსებით ჯანმრთელია და არაფერი აწუხებს. მე ვუთხარი, რომ მამა სერაფიმეს უნდა უმადლოდეს გამოჯანმრთელებას და ორივემ გადავწყვიტეთ, წავსულიყავით საროვოში და სამადლოებელი ლოცვა გადაგვეხადა.
***
ყუბანის მხარის მცხოვრები ეკატერინე ხუდისოვა ძლიერი თავის ტკივილების შედეგად სავსებით დაბრმავდა. დედამ იგი საროვოში წაიყვანა. შუაგზაზე მხედველობა უუმჯობესდებოდა, საროვოში მისვლისას კი სავსებით დაუბრუნდა მამა სერაფიმეს ლოცვით.
***
1903 წლის მარტში ყაზანის სასწავლებლის პოლკოვნიკი ლებედევი ავად გახდა ფილტვების ანთებით. მას ახლობლებმა მისცეს მამა სერაფიმეს წყაროს წყალი და ქვის ნატეხი, რომელზეც მამა სერაფიმე ლოცულობდა 1000 ღამე. ქვა თავზე დაიდო და წყაროს წყლით დაასველა, რის შემდეგ შეწყვიტა ხველება და მდგომარეობა შეუმსუბუქდა, ცოტა ხანში სავსებით გამოჯანმრთელდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი