მამა აგათონზე ამბობდნენ: ერთხელ ქალაქში მიდიოდა ნახელავის გასაყიდად. გზაზე კეთროვანი ნახა, ძირს დაგდებული.
ჰკითხა სნეულმა: მამაო, სად მიდიხარ? უპასუხა მამა აგათონმა: ქალაქში მივდივარ, ნახელავის გასაყიდად.
უთხრა კეთროვანმა: სიყვარული გამოიჩინე და მეც იქ მიმიყვანე. ბერმა მოიკიდა იგი და ქალაქში ჩაიყვანა. სნეულმა უთხრა, სადაც ჭურჭელს გაყიდი, მეც იქ დამდეო. შეუსრულა ბერმა თხოვნა.
როდესაც იგი ჭურჭელს გაყიდდა, სნეული ეკითხებოდა: რამდენისა გაყიდე? ბერი მიუგებდა: ამდენის. ნამცხვარი მიყიდეო, ეტყოდა კეთროვანი. და ისევ, სხვა ჭურჭელს რომ გაყიდდა, ჰკითხავდა: რამდენისა? ეტყოდა: ამდენისა. კვლავ ეტყოდა: მამაო, მამაო, მიყიდე ნამცხვარი. როდესაც ბერმა მთელი ჭურჭელი გაყიდა და წასვლა დააპირა, უძლურმა ჰკითხა: მიდიხარ? დიახ, მივდივარ – მიუგო ბერმა.
უთხრა სნეულმა: გამოიჩინე სიყვარული და ისევ იმ ადგილას მიმიყვანე, სადაც მიპოვე. ბერმა ეს თხოვნაც შეუსრულა. მაშინ კეთროვანმა უთხრა: კურთხეულ ხარ, აგათონ, უფლისა მიერ, ზეცაშიაც და ქვეყანაზეც. როდესაც მამა აგათონმა უკან მოიხედა, ვერავინ იხილა, რამეთუ უფლის ანგელოზი იყო მოსული მის გამოსაცდელად.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი