საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბის ეპარქიის წინამძღვარმა მეუფე იაკობმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ, მეუფე შიოს
პატრიარქის მოსაყდრედ დასახელება ბოდბის ეპარქიის ფეისბუქ გვერდის საშუალებით სინოდის წევრთაგან პირველმა მიულოცა: "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გიორგობის დღესასწაულზე მის მოსაყდრედ მაღალყოვლადუსამღვდელოესი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დაასახელა. ვულოცავთ მეუფე შიოს ამ დიდ ნდობას და მაღალ წოდებას. უფალმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და შეაძლებინოს ამ მეტად საპასუხიმგებლო და საპატიო ჯვრის ღირსეულად ტარება."
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები: გულითადად გილოცავთ, მეუფე შიო, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევას და გისურვებთ, რომ წმინდა გიორგი და ყოვლადწმინდა სამება იყვეს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი! ამინ!
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი: "მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ვულოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამორჩევას, იგი საქართველოს სამოციულო ეკლესიის ერთერთი გამორჩეული ღვთისმსახურია, მას შესწევს უნარი შეაკავშიროს და გააერთიანოს ადამიანები, რაც ჩვენი რეალობისთვის ასე საჭიროა, მისი უწმიდესობის ილია მეორის ეს ბრძნული გადაწყვეტილებაც ამის დასტურია, სრულ თანადგომას ვუცხადებთ მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას ღვთის სადიდებლად და დედა ეკლესიის საკეთილდღეოდ. ისპოლა ეტი დესპოტა!"
რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე: "უწმინდესი ვისაც აკურთხებს, მე მას მხარს დავუჭერ".
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი: სამართლებრივი კუთხით რომ შევხედოთ, ბევრი კითხვა ჩნდება. მე ისიც არ ვიცი, პატრიარქი ამ გადაწყვეტილებაში თავისუფალი იყო თუ არა... მოსაყდრე ინიშნება მაშინ, როდესაც უუნარო არის პატრიარქი. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ ამას უნდა მოჰყოლოდა, რომ განცხადება ყოფილიყო, რომ მე მივდივარ, მოსაყდრეს ვნიშნავ და მოსაყდრე აგრძელებს იმ პროცედურებს, რაც დებულებით არის განსაზღვრული.
ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ეფრემმა ქადაგებაში ბრძანა, რომ მიესალმება უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გადაწყვეტილებას მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს ნამდვილად დროული გადაწყვეტილებაა. მეუფე ეფრემი ულოცავს მიტროპოლიტ შიოს ამ საპასუხისმგებლო მისიას.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი