გული უნდა გააღოთ სულიერი საუბრისთვის, რომელიც ღვთის ჭეშმარიტ სიყვარულამდე აგიყვანთ
გული უნდა გააღოთ სულიერი საუბრისთვის, რომელიც ღვთის ჭეშმარიტ სიყვარულამდე აგიყვანთ
მამა ქრისანთე - "ძენი ნათლისანი"
წასვლა კინოვიური მონასტრიდან. მეტად სასარგებლოა თქვენი, ყველას ცხოვრების ყურება. ვიგონებ, ვინ ვიყავი მონასტერში ცხოვრებისას! ნეტავ, არ დამეჯერებინა იმ სტუმარ მოსაგრეთათვის, რომლებიც მეუბნებოდნენ, უდაბნოში ცხოვრება სჯობს, იქ შფოთი და კამათი არ არის, მხოლოდ მყუდროებაა და მისი სულიერი ნაყოფნიო!

მე, როგორც ჩემი დროის უიღბლო შვილმა, უცხოთა რჩევას დავუჯერე. ვიფიქრე, მათი ნათქვამი ღვთისგან იყო და უნდა დავმორჩილებოდი.

გადავწყვიტე, მონასტრიდან გავქცეულიყავი. მოვემზადე კიდევაც, მაგრამ ღვთის განგებულებით, ჩემთან შემოვიდა მამა გერასიმე, იღუმენის მოადგილე. იღუმენმა (საუკუნოდ იყოს ხსენება მისი) აკურთხა იგი, მწუხარების ჟამს ვენუგეშებინე. გერასიმე ხშირად მეუბნებოდა, ბოლოს მაინც მონაზვნურ საზოგადოებაში მოკვდებიო.

...იმ დღეს დიდხანს ვისაუბრეთ. სხვისი რჩევით მონუსხული, გულაჩუყებული, ცრემლმორეული ვუსმენდი მამა გერასიმეს დასაბუთებას, მაგრამ ქედმაღლობამ, დედამ ურჩობისა - მაიძულა, მონასტრიდან წავსულიყავი.

სულიერი სიხარულის მომლოდინე გავემგზავრე უდაბნოში. ყველაფერი კი უკუღმა გამოვიდა. უდაბნოში საკუთარ თავში აღმოვაჩინე მოშურნეობა და ყველაფერი, რაც მისი თანამდევია. გავემგზავრე სულიერ დამრიგებელთან, მამა ეგნატესთან.

თავიდან არ უნდოდა ჩემთან საუბარი, მაგრამ მერე, ამ მძიმე მწუხარებისას დაუხმარებლად რომ არ დავეტოვებინე, მიპასუხა:

- მონაზვნური ცხოვრება - სიბრძნისმოყვარეობაა, ყოველგვარ სიბრძნისმოყვარეობაზე აღმატებული. მონახე ძმა ჩვენი წრიდან და გაუმხილე მას შენი მწუხარება.

დავუჯერე. მალე გავიცანი ნეტარი მამა ონოფრე. მან ამიხსნა, თუ საიდან მოდიოდა ჩემი მწუხარება:

- იმ დღიდან, რაც ნეტარხსენებულ მამა მინასთან მივედი, მწუხარება არასოდეს მიგრძნია, იმასღა ვფიქრობდი, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამომიყვანა სოფლიდან და ამ კლდეებში მომიყვანა. გავყურებდი გზებს, რომლითაც ადრე დადიოდნენ ღმერთშემოსილი მამები, პირველ რიგში - ნეტარხსენებული მამა ონოფრე კვიპრელი. ის ღირსი შეიქნა, შეეძინა მორჩილება, მოეკვეთა საკუთარი ნება და გულისთქმა. ამიტომაც არასოდეს მიწუხია. ხედავ, ლაპარაკისას ენა მებმება. ტუბერკულოზისგან ვიტანჯებოდი, ჭამაც კი არ შემეძლო. მაგრამ წმინდა ანამ სასწაულებრივი სახით გამომიგზავნა თანამემამულე. მან თან კარაქი მოიტანა. მამა მინამ ცოტაოდენი მომცა. გამოვჯანმრთელდი.

ძმებო, თქვენ ჩაიკეტეთ საკუთარ თავში, რადგან ერთმანეთისა გშურთ. გგონიათ, რომ ეს სულიერი მოშურნეობაა, თქვენ ასევე თვლით, თითქოს ერთის ღვაწლი მეორისას აღემატებოდეს. თქვენი ღვაწლი წმინდაა, მაგრამ არ არის თქვენში საღვთო სიმდაბლე, ვინაიდან ეგოიზმით ხართ დაბნელებულნი და გგონიათ, სიმდაბლით განბრძნობილნი ხართ. არადა საკუთარი სათნოება უნდა დამალოთ. არ არის თქვენში ქრისტეს სრულყოფილი სიყვარული, ამიტომ სათნოებათა გამო ღვაწლისას მუდმივად შური გიპყრობთ. სასწრაფოდ უნდა გაითავისუფლოთ გული დაფარული ვნებებისგან, რომლებიც მზად არიან სათნოებათა რანგში ავიდნენ.

წაიკითხეთ ათონზე მოღვაწე ღირს მამათა ცხოვრება, რომლებიც ჯერ კიდევ მორჩილების ჟამს გამოჩნდნენ. ასევე წაიკითხეთ ყველა ათონელი მამის ცხოვრება, წმინდა გრიგოლ სინელით დაწყებული. შეიტყობთ ღირსი მარკოზ მორჩილის ამბავს, რომელიც ღირსი შეიქნა, დღემდე მოღვაწე ყველა ათონელი წმინდა მამა ენახა.

შეიტყობთ, რამდენი დამცირებისა და სისასტიკის დათმენა მოუხდა წმინდა ნიკოლოზ ათონელს, რარიგად განეხვნა გული წმინდა მაქსიმე კავსოკალიველს და იხილა შიგ დავანებული ყოვლაწმინდა სამება. ისწავლით სიყვარულს, რომელიც ერთმანეთს შორის ჰქონდათ ჩვენს მამებს. ეს სიყვარული დღემდე გრძელდება, ოღონდ მისი გამოვლინება დაბნელებულია გრიგორიანული კალენდრით.

თქვენ შეიტყობთ, რომ მონაზვნები, რომლებიც ჩაიკეტნენ საკუთარ თავში, დიდხანს და ტანჯვით კვდებოდნენ, რამდენიმე თვის მანძილზე მათი სხეულები კეთილსურნელებას არ გამოსცემდა, ისე ყარდა, გვერდით თუ ჩაუვლიდი, ლამის გონება დაგეკარგა.

ამას საკუთარი თავის სასაყვედუროდ ვწერ. გული უნდა გააღოთ სულიერი საუბრებისთვის, რომელიც თქვენ ღვთის ჭეშმარიტ სიყვარულამდე აგიყვანთ.

უმცირესი ყველას შორის ითხოვს თქვენს ლოცვებს.

წმინდა ანას სკიტის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის კალივა
მამა გრიგოლი. წმინდა ანას სკიტის წმინდა იოანე ნათლისმცემლის კალივაში ცხოვრობდა მამა გრიგოლი. იგი არასოდეს დაუტევებდა მორჩილებას. მისი მოძღვარი, რათა მიეღწია გრიგოლს სრულყოფილ უვნებლობამდე, მას სხვების თვალწინ ამხილებდა და საკვირაო მსახურებიდან აგდებდა. ის კი, სიყვარულით ავსებული, დაემხობოდა მიწაზე, დაუკოცნიდა თავის მამას ფეხებს: "ჰოი, ფერხნი, რომელთაც გავყვები სამოთხისკენ მიმავალ გზაზე".

როცა მოძღვარი გადასახლდა ამ ამაო სოფლიდან საუკუნო სავანეში, მამა გრიგოლი, რომელიც დაუცხრომლად ისწრაფოდა მყუდროებისკენ, სამოღვაწეოდ გაემართა წმინდა ანას სკიტის მიძინების კალივაში.

მამა გრიგოლი ღირს იქმნა ჭეშმარიტ მოვლენათა ჭვრეტისა და თვალთაგან ყოველთვის სიხარულის ცრემლი დიოდა. ერთხელ, მზის ჩასვლამდე ორი საათით ადრე, ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც დიდი მისწრაფებით მიიჩქაროდა ლოცვაზე, დაინახა, რომ მამა გრიგოლი კატას ხელისგულით ეფერებოდა. ყმაწვილი ეცდუნა და განიკითხა ბერი.

ყმაწვილი დაბრუნდა კონსტანტინოპოლში და თავისი კარგი განათლების შესაფერისი სამსახურის ძებნა დაიწყო. ვერ იშოვა. ერთხელ ინგლისის საელჩოში მივიდა და სამუშაო ითხოვა. ელჩმა უთხრა: - ჩემი ძაღლის გასეირნებისა და გამოკვების გარდა, სხვა სამუშაო არა მაქვს. თუ საჭმელი მორჩება, შეგიძლია, შენ შეჭამოო. რადგანაც ყმაწვილს პურის ყიდვის თავიც არ ჰქონდა, ელჩთან სამუშაოდ დადგა და ძაღლს უვლიდა.

ერთხელაც ყმაწვილმა გამოიკვლია თავისი სინდისი. გაახსენდა, როგორ განიკითხა მამა გრიგოლი კატის მოფერების გამო და მიხვდა, რომ სწორედ ამის გამო მიუსაჯა ღმერთმა ამგვარი სამსახური. მაშინვე ათონზე გასწია.

მივიდა წმინდა ანას სკიტში. მოძებნა მამა გრიგოლი და აღუარა მას, რომ იგი განიკითხა. მამა გრიგოლმა უპასუხა: - მე მაშინვე მივხვდი, შვილო, რომ განმიკითხე და რომ ჩვენი სულების მტერი ეშმაკი თან დაგდევდა, ამიტომაც წმინდა ანას შევევედრე, უკან მოეყვანე და ასეც მოხდა. ფხიზლად იყავი, მონაზვნებს ნუ განიკითხავ, ვინაიდან ისინი თავიანთ სათნოებებს ფარავენ და რომ არ შეაქონ, ხშირად სალოსობენ.

ეს ყველაფერი ჩემმა სულიერმა დამრიგებელმა მამა ონოფრემ მიამბო. წასვლისას შევაჩერე და ვთხოვე: "შემიწყალე, მამაო, ცოტა ხანს კიდევ იჯექი. მე მოგიყვები მამა კირილეს მოწაფის, მამა პაისის მონათხრობს. ის დაყუდებულთა (კლისტონი) მონასტერში შეხვდა მონაზონ კლიმენტის, რომელმაც საოცარი ამბავი უამბო. თურმე დიდი ხუთშაბათის ზეთისკურთხევის საიდუმლოებაზე რამდენიმე მონაზონმა საუბარი გააბა - ჩვენს დროში აღარ არიან "შიშველი" მონაზვნებიო. როცა მამა გრიგოლმა, მშვიდმა და მდაბალა კაცმა, ეს გაიგონა, მივიდა მათთან და მშვიდად უთხრა: - რატომ უარობთ, ძმებო, შიშველი მონაზვნები ჩვენს დროშიც ეწევიან თავიანთ წმინდა ღვაწლსო. გაოცებულებმა უსაყვედურეს, - მაშ, გვაჩვენეო. მამა გრიგოლმა უპასუხა: - პატიოსანო მამებო, მე, უმცირესი მონაზონთა შორის, ყოველ დიდ ხუთშაბათს, მივდივარ მათთან და ვაზიარებ. ისინი ხუთნი არიან და უკვე მელოდებიანო. ეს თქვა და უდაბნოს გზას გაუდგა. საუბედუროდ, მონაზვნები ვერ იპოვა. სკიტში დაბრუნდა და ყოველდღე ტიროდა, მძიმედ განიცდიდა, რომ ღირსი ვერ შეიქნა მათი ზიარებისა.

მეორე დიდ ხუთშაბათს მამა გრიგოლმა კვლავ აიღო წმინდა ძღვენი და მათ საზიარებლად გაემართა. თავისდა გასახარად, ისინი ჩვეულ ადგილას დახვდნენ, მაგრამ მათ თვალცრემლიანებმა უთხრეს: - ხომ გაგაფრთხილეთ, ჩვენზე არავის არაფერი უთხრაო. შენ გაგვთქვი, რაც არ გქონდა ნაბრძანები, ამით მოგვაკელი უწმინდეს საიდუმლოსთან ზიარებას, მთელი წელი რომ განგვაძლიერებს უხილავ მტერთან ბრძოლაში. მაგრამ ღმერთთან ზიარების გარეშე არ დავრჩენილვართ. ვიცით, რომ ღვთისმშობელს არ შეუწყვეტია ჩვენი შეწევნა სულიერ ბრძოლაში, რადგან თვითონვე დაგვპირდა, რომ იქნება მანუგეშებელი და გამომზრდელი ათონის ბინადარ მოსაგრეთაო.

ამის მერე ისინი ეზიარნენ უფლის სისხლსა და ხორცს. გახარებულმა მამა გრიგოლმა კურთხევა სთხოვა, რამეთუ ისინი ბოლო ჟამს გამოჩნდნენ მიმბაძველ-მემკვიდრეებად ღირსთა პეტრესი და ონოფრესი, ამის მერე დაემშვიდობნენ ერთმანეთს.

მამა ონოფრემ ეს რომ მომისმინა, მითხრა: - ჩვენ ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ დუმილი გვქონდა ნაბრძანებიო.

მყუდროებისკენ მოსწრაფე მამა გრიგოლი წმინდა ანას მცირე სკიტში გაემგზავრა, ნათლისმცემლის კალივა თავის მორჩილს, მამა ამბერკის დაუტოვა, რომელიც თუმცა წარმოშობით ბულგარელი იყო, ვითარცა მწყურვალი ირემი, ისე დაეწაფა ელინურ სულს და ბერძნულად უშეცდომოდ საუბრობდა.

როცა მამა გრიგოლი მიდიოდა, მამა ამბერკი ტიროდა, მკერდში მჯიღს იცემდა და გაიძახოდა, - ჩემო მოძღვარო და დამრიგებელო, მარტო არ დამტოვოო. მან ის სკიტამდე მიაცილა. სკიტის შესასველში მამა გრიგოლმა შეძლო თავისი მოწაფის ნუგეშინისცემა: - ნუ იჯავრებ, შვილო, ჩვენ ერთმანეთს არ დავცილებივართ და დღესასწაულებზე ტაძარში შევხვდებით, სადაც ნებისმიერ რჩევას მოგცემო. მოძღვარმა დაარწმუნა მოწაფე, უკან დაბრუნებულიყო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat