თუ ქრისტიანულად ცხოვრობენ, მაშინ ქრისტეს ემსახურებიან
თუ ქრისტიანულად ცხოვრობენ, მაშინ ქრისტეს ემსახურებიან
ლოცვაზე. სულიერ შვილთა მოგონებები (გაგრძელება). რადგანაც კაცნი ვართ და ერში მყოფი ხორციელი ადამიანები ცვლილებისკენ ვართ მიდრეკილნი, ზოგი უკეთესობისკენ შევიცვლებით, ზოგიც - უარესობისკენ.

მამა ხარლამპეს ერთი სულიერი შვილი ძლიერ წუხდა, რომ მისი მესამე ვაჟი, 15 წლის იანიკისი, რომელიც ადრე არც ერთ საკვირაო და სადღესასწაულო ღვთისმსახურებას არ აცდენდა, უეცრად შეიცვალა. ახლა შაბათობით შუაღამემდე დასეირნობდა მეგობრებთან ერთად, მეორე დღეს კი შუადღემდე ეძინა. მამა ხარლამპემ თავისი დარიგებებით ანუგეშა ეს კაცი: - მიწაში ჩავარდნილი სახარებისეული თესლი მალე არ იღუპება. ამ ასაკში საშინელი ბრძოლა იმართება მატერიასა და სულს შორის. სასწორის თეფში ახლა ხორცისკენ იხრება. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი მშობლებისგან უფრო მეტს ელის. თქვენი ლოცვებით კვლავ გადასწევთ თქვენი შვილის სასწორის მარჯვენა თეფშს, რათა ის კვლავ აიწიოს. აი ასე, ერთი შეავსებს მეორის სინაკლულეს. ყოველღამე თუ ლოცულობ ისე, როგორც გასწავლე?

- დიახ, მამაო. ახლა უფრო მეტადაც ვლოცულობ. ჩემი ვაჟის თავს დატეხილი განსცდელების გამო მეტი რაღა უნდა ვქნა?

- როგორ ლოცულობ?

- ყოველ საღამოს ცოლთან და შვილებთან ერთად ვლოცულობ, ხანდახან იანიკისიც შემოგვიერთდება. ჩვენ ღვთისმშობლის დაუჯდომელს მისადმი სავედრებელი კანონი დავუმატეთ. დილით სამსახურში წასვლამდე ორი საათით ადრე ვიღვიძებ და სკვნილზე ისე ვლოცულობ, როგორც თქვენ მასწავლეთ.

- დაე, დაგაჯილდოოს ღმერთმა. იანისი ღმერთშემოსილად გაქცევს. გიჭირს ლოცვა?

- არა, მამაო, სულაც არა. ლოცვა მანუგეშებს. თავის შეკავებ აღარ შემიძლია ხოლმე, დავემხობი, ავქვითინდები და იმას ვამბობ, რასაც უფალი გულში ჩამიდებს. დამშვიდებული და დაიმედებული, რომ უფალი ჩემს შვილს დაღუპვის ნებას არ მისცემს, სამსახურში მივდივარ.

- აი, ხომ გეუბნებოდი, იანისი ფეხზე დაგაყენებს-მეთქი. რამდენი ადამიანი ვიცი, რაიმე განსაცდელის გამო ლოცვას რომ მიეჩვია და მოთმინების წყალობით სხვაც გამოიხსნა უბედურებისგან. ერთ საოცარ შემთხვევას მოგიყვებით.

მაშინ, როცა ჯერ კიდევ ახალ სკიტში ვცხოვრობდით, ერთმა დედაკაცმა მომწერა: "მამა ხარლამპე, გთხოვთ ილოცოთ ჩემი ქმრისთვის. ბოლო დროს ის ძალზე გვიან ბრუნდება შინ. ეს რა არის, მას მუდმივად მდგომარეობიდან გამოვყავარ. მეეჭვება, რომ ის ვიღაცას აეკიდა და მეშინია, ორი ბავშვით არ მიმატოვოს".

მე დავიწყე ლოცვა ამ ოჯახისთვის, ლიტურგიაზეც და სკვნილზეც, დედაკაცს კი მივწერე: "ერთად ვილოცოთ. შენც უნდა ილოცო. ჩვენ აქ ყოველღამე 8-9 საათს ვლოცულობთ. ასე რომ, გამონახე დრო და ილოცე, რაც ძალი გეყოფა". მივწერე, თუ როგორ უნდა ელოცა სკვნილზე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის აკათისტო როგორ წაეკითხა.

მალევე პასუხი მივიღე: "ისე ვაკეთებ, როგორც თქვენ მომწერეთ. მაშინვე დიდი სიმსუბუქე ვიგრძენი და უკვე აღარ მეშინია ხვალინდელი დღისა. მე რწმენით ყველაფერი ღვთის ხელს ჩავაბარე".

რამდენიმე დღის მერე მეორე წერილი მომდის, წაკითხვა ვერ მოვასწარი, მოაქვთ მესამე, მეოთხე წერილი და ა.შ. ბოლო წერილში მომწერა: "მამა ხარლამპე, რა ტკბილია ქრისტეში ცხოვრება. მე რომ ეს ადრე მცოდნოდა, მონაზონი გავხდებოდი. გონებაში ასეთი აზრიც კი მომივიდა: "კარგი იქნებოდა, არც ქმარი მყავდეს და არც ბავშვები. თუ ქმარი ჩემგან წასვლას გადაწყვეტდა, მე ამ სახლში მონაზონივით ვიცხოვრებდი".

ვუპასუხე: "შენ მცირედით შეიტყვე, თუ რა არის მონაზვნობა. მაგრამ ახლა მაგაზე არ უნდა ფიქრობდე. გათხოვდი? ახლა ცოლქმრობის ჯვარი იტვირთე. განაგრძე ლოცვა. იყოს ნება ღვთისა. მან იცის, ყველაფერი როგორ წარმართოს".

ჩვენი მიმოწერა შეწყდა და აღარ მახსოვს, როგორ დასრულდა ეს ამბავი. თუ ბოლო წერილით ვიმსჯელებთ, ამ ქალისა და ბავშვების ცხოვრება მოწესრიგდა. მისი ქმარი ჩვეულებრივ დროზე ადრე ბრუნდებოდა. ქალი ამ დროს ფიქრობდა: "აი, დღეს ჩვეულებრივ დროზე ადრე დაბრუნდა და შემაწყვეტინა ქრისტესთან ურთიერთობა".

ხედავ, ქრისტე ცხოვრებას ცვლის, როცა ჩვენ გვინდა! სნეულებისა და განსაცდელისას, იგი ეძებს საბაბს, რომ ჩვენ ყველანი თავისთან მიგვაახლოოს. როცა ერთხელ ბულგარელებმა ტყვედ ჩაგვიგდეს, მაშინ როგორი წმინდა გვქონდა ლოცვა, როგორი ცრემლები, როგორი სწრაფვა ღვთისაკენ. იმ დროს, როცა ჩვენ გაგვათავისუფლეს, თითქმის უკვე ღმერთშემოსილები ვიყავით.

ერთმა ძმამ ეს ამბავი რომ მოისმინა, მოძღვარს ჰკითხა:

- მამაო, როგორი იყო იმ ქალის ქმრის ხვედრი?

- როცა მიმოწერა გვქონდა, ის კაცი ჯერ კიდევ უნანელად ცხოვრობდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, შეიცვალა. ამ ქალს ძლიერი ლოცვა ჰქონდა, რომელმაც, შეუძლებელია, ნაყოფი არ გამოიღოს. ოდესმე ეს ლოცვა ამ კაცის გულსაც შეეხება.

გონებისმიერ ლოცვაზე. წერილი სულიერ შვილს (დასაწყისი).

ქრისტეს მიერ საყვარელო შვილო ნ., გიხაროდენ უფლისა მიერ.

მივიღე შენი წერილი. ძალზე გამიხარდა გონებისმიერი ლოცვისადმი შენი შეკითხვებისა და ინტერესების გამო. ვეცდები გიპასუხო საკუთარი გამოცდილებიდან. ის, რაც მე განვიცადე, პირველ რიგში მაშინ, როცა ღირსი შევიქენი ჩემი წმინდა მამის მამა იოსების მორჩილების ქვეშ ვყოფილიყავი, მერე, როცა მარტო ვმოსაგრეობდი, და ბოლოს, როცა ყალიბდებოდა ჩვენი მონაზვნური საძმო.

ა) მეკითხები, გონებისმიერი ლოცვების წართქმა შეუძლია ყველა ქრისტიანს, თუ ის მხოლოდ მონაზონთა წესიაო.

იქიდან გამომდინარე, რასაც წმინდა მამები წერენ, და ჩემი მოძღვრის გამოცდილებით, ეს ყველა ქრისტიანს შეუძლია. არ ვგულისხმობ ერეტიკოსებს და მით უმეტეს, სხვა რწმენისანთ. გეტყვი, რატომაც. ადამის დაცემის მერე კაცი თავის ნათლისღებამდე მადლს არ ფლობს. წმინდა ნათლისღებით ჩვენში მადლი დაენერგება. შესაძლებელია, ნათლისღების მადლის გარეშე მოვიპოვოთ ღმერთი?

ის მეთოდი, რომელსაც სხვა რწმენისანი იყენებენ, არ არის მართალი. ამას წინათ ერთი გერმანიაში მცხოვრები ბერძენი იყო გავლით ათონზე, მან ჩემთან გონებისმიერ ლოცვაზე საუბარი მოისურვა. მივიღე.

- მამაო, მეც თქვენსავით მისტიკოსი ვარ, - მითხრა მან.

- მისტიკოსი ხარ? და ეს სად ისწავლე?

- მრავალი წლის წინ გერმანიაში დავსახლდი, იქ გავეცანი სხვა რელიგიებს. მათ ჩვენთან ბევრი საერთო აქვთ. განსაკუთრებით მომეწონა ლოცვის დროს გონების მოკრება. ისინი მოციქულ პავლესავით ექსტაზისა და ჭვრეტის მდგომარეობაში მოდიან.

- მათგან შორს იყავი, ნუ დაუჯერებ მათ, ისინი ცდებიან, - ვუთხარი.

- არა, მამაო, მეც ხომ ვეწეოდი ამ საქმეს და გარკვეული გამოცდილება მაქვს.

ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით დამაინტერესა მისმა სიტყვებმა, მაგრამ ცნობისმოყვარეობის გამო მაინც ვკითხე:

- აბა, მომიყევი გონების მოკრებაზე.

- მუხლმოყრილი დავჯდები იატაკზე და ზეცისკენ ავწევ თავს. მივხვდი, რომ ადამიანებს ერთი და იგივე ღმერთისა სწამთ. ინდუისტები თავიანთ ღმერთს მოუწოდებენ, ბუდისტები - თავისას. ჩვენ კი ქრისტეს მოვუხმობთ.

- ნება მომეცი, ერთი რამ შეგეკითხო. თქვენ მას როგორ მიმართავთ?

- ამაშია მთელი საიდუმლო, რომელიც თქვენ არ იცით. გონებაში იწყებ იმის წარმოდგენას, რომ ზეცამდე აღიწევი, ხედავ მოფარფატე ანგელოზებს, ოქროს სასახლეებს, სინათლეს და ასე შემდეგ. ბოლოს ხედავ ცეცხლოვან ტახტზე მჯდომარე ქრისტეს ნათლის ბრწყინვალებასაც. მისკენ, რასაც წარმოვიდგენთ, მიმართულია მთელი ჩვენი ყურადღება.

- გზაარეულო, ასეთი ლოცვებით შეიძლება გონება შეგერყეს. ისინი ასე ლოცულობენ?

- ახლავე გეტყვით. თქვენ გაოცდებით, და მერე უკვე განსაჯეთ. ჩვენ ვაიძულებთ ჩვენს წარმოსახვას მაქსიმალურად დაძაბულად იმუშაოს, რაღაც მომენტში ყოველივე წარმოდგენილს უკვე ცხადად ხედავ. იცით, რას ნიშნავს, იხილო ანგელოზები და სხვა უამრავი საოცარი საგანი?

- შვილო, - ვუთხარი მას, - დამიჯერე, რასაც გეტყვი... თავი ანებე ამას, თორემ გაგიჟდები. იმისთვის, რომ შიგნით ქრისტე მოვიპოვოთ, ჩვენ წარმოსახვის ყველა კარს ვრაზავთ. წარმოსახვით შენ სატანის კარებს განაღებ. კითხულობ წმინდა წერილს? იცი, რომ შეუძლია გამოგეცხადოს სინათლის ანგელოზის ან თვით ქრისტეს სახით?

- არ გჯერათ? მე ხომ გითხარით, რომ ჩვენ ძილში კი არა, ხორციელი თვალებით ვხედავთ ქრისტეს. ერთხელ ბუდაც კი ვიხილე, ის დიდებულია, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ქრისტე.

შემეცოდა:

- შვილო სატანა დაგცინის. ასე შეიძლება ათეისტი გახდე.

- არა, არა, მამაო. მე თქვენი არ მჯერა. ჩვენ სხვადასხვა შეხედულება გვაქვს.

ის წავიდა და თავისთვის იმეორებდა: "არა, თანახმა არ ვარ. განა ღმერთი მხოლოდ მონაზვნებს ეკუთვნის?" ხედავ, შვილო, რამდენი საფრთხე არსებობს და როგორი შეცდომები შეიძლება მოხდეს?

ამგვარად, საყვარელო, ჩვენ ვთქვით, რომ წმინდა ნათლისღებისას ქრისტიანში ჩაინერგება ღვთაებრივი მადლი, და მასში ქრისტე იმყოფება. მაგრამ ქრისტიანი თავისი ცოდვებით კვლავ განაგდებს უფალს თავისგან. ქრისტე და ცოდვა ურთიერთსაწინააღმდეგონი არან.

ამიტომაც, ვიდრე ჩვენს წინ კედელივით დგას ცოდვა, შეუძლებელია (სულში) ღმერთი შევიძინოთ. მაგრამ, საბედნიეროდ, ეკლესია ფლობს წამალს, რომელიც ამ კედელს ანგრევს. ესაა სინანული და აღსარება.

აქ ბევრი მოდის, რომელსაც გონებისმიერი ლოცვა აინტერესებს. მათ პირველ რიგში ვეკითხებით: "ოდესმე აღსარება გითქვამთ? ზიარებულხართ, ქრისტიანულად ცხოვრობთ?"

თუ გვეუბნებიან, "დიახ", მაშინ საუბარს განვაგრძობთ, ხოლო თუ "არას" ამბობენ, არაფერს ვეუბნებით, რადგან ეს ფუჭი საუბარი იქნება.

შვილო, უპირველესად სინანულითა და აღსარებით ჩავუყრით საფუძველს, შემდეგ კი მივყვებით გონებისმიერ ლოცვაში რომელიმე გამოცდილი დამრიგებლის რჩევებს.

ახლა კი გიპასუხებ შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა ერისკაცს იესოს ლოცვით ილოცოს. დიახ, შეუძლია, იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად წარემატება მასში.

ჩვენთვის ცნობილია ერისკაცთა ის განსაკუთრებული მაგალითები, რომლებმაც ამ კურთხეულ საქმიანობაში შესამჩნევად გაგვისწრეს ჩვენ, მონაზვნებს. თუმცა ამგვარი შემთხვევები გამონაკლისია.

სოფელში ასე ადვილი რომ იყოს ლოცვის წართქმა, მაშინ არ იქნებოდა აუცილებელი მონასტრებსა და მთებში წასვლა. სახარებაში ქრისტე ეუბნება მართას: შენ "ზრუნავ და შფოთხარ მრავლისათვის" (ლუკა 10,41). ერისკაცნი, მართას მსგავსად, თუ ქრისტიანულად ცხოვრობენ, მაშინ ქრისტეს ემსახურებიან. მაგრამ მათი მსახურება - მიწიერია. ჭეშმარიტი მონაზონი მარიამის მსგავსად მაცხოვრის ფერხთით ზის. ის განცხრება მისი დიდებით, ლაზარეს მსგავსად ქრისტეს მეგობარი ხდება და აქვს კადნიერება, სთხოვოს მას, რასაც მოისურვებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat