თანამედროვე ადამიანს არ სურს გათავისუფლდეს საკუთარი თავისგან: ეგოიზმისა და სიამაყისგან, ამიტომაც მოვაკლდით ყველანი ზეციურ ნიჭებს
თანამედროვე ადამიანს არ სურს გათავისუფლდეს საკუთარი თავისგან: ეგოიზმისა და სიამაყისგან, ამიტომაც მოვაკლდით ყველანი ზეციურ ნიჭებს
მამა ქრისანთე - "ძენი ნათლისანი"
მამა კოზმა სიმონ-პეტრელი. როცა სიმონ-პეტრას მორჩილი გახლდით, ერთ შაბათ დილით ძალზე დამწუხრებული ვიყავი. ტრაპეზობა დამთავრდა და მე, როგორც მზარეულის თანაშემწეს, ყველა თეფში უნდა შემეცვალა. გარეთ გამოვედი, რათა საკუთარი ბოროტი ნების მიერ თავსმოხვეული სევდა გამექარვებინა.

კართან მამა კოზმა და მისი მორჩილი სტეფანე იდგნენ. მამა კოზმამ ათონური ჩვეულებისამებრ მითხრა: "მაკურთხე". "ღმერთმა გაკურთხოს", - მივუგე წესისამებრ. მამა კოზმამ შემომხედა და დასევდიანების მიზეზი მკითხა. თვალცრემლიანმა ვუპასუხე:

- მამა კოზმა, სული დამძიმებული მაქვს, რადგან გულისთქმა მიჩურჩულებს, რომ შემეძლო სოფელი მოზრდილ ასაკში დამეტოვებინა და არა პატარას.

ბერმა მაშინვე მიპასუხა:

- რას ამბობ, მამა ქრისტო? შენ უნდა მადლობდე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ თავის ბაღში ჯერ კიდევ პატარა მოგიყვანა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დაგიფარა ყველა ბოროტებისგან, რაც ჩვენი ხალხის თავს ტრიალებს 1922 წლის მერე (აქ ალბათ იგულისხმება მცირე აზიიდან ბერძნების გაძევება და კალენდრის შეცვლა). მწუხარების დასათრგუნავად ბიბლიოთეკარმა, მამა დამიანემ წასაკითხად მოგცა ამბა დოროთეს წიგნი. საქმეში რატომ არ იყენებ იმას, რაც წაიკითხე?

შენ მონასტრის გალავანს რომ გაცდები, ბოსტანს ხედავ. როცა წმინდა მამები რამეს რგავენ ან თესავენ, ჯერ თოხს იღებენ და მიწიდან სარეველას ამოძირკვავენ, მერე კი თესავენ ცერცვს, ბარდას, ლობიოს...

შენთვის, ისევე როგორც ყველა მონაზვნისთვის, ერთი თოხი არსებობს - წმინდა მამათა ნაწერების კითხვა. მორჩილებაში ხარ და კარგი დამრიგებელი გყავს - ამბა დოროთე. ამ წმინდა წიგნის კითხვა დაიწყე მორჩილების თავიდან. აასრულე ყველაფერი, რაზეც იქ საუბრობს - ეს შენი წმინდა მოვალეობაა. წიგნის კითხვა, როგორც თოხი, სულს სარეველასგან განგიწმენდს. ამბა დოროთე გვასწავლის, როგორ მოვიპოვოთ გულისშემუსვრილება, როგორ ავდგეთ ადრე და დიდი მოშურნეობით ვიაროთ ყველა საეკლესიო მსახურებაზე, როგორ მოვიკვეთოთ საკუთარი ნება და გულისთქმა. თუ კაცი ამას შეძლებს, უმაღლეს სათნოებებს მიაღწევს.

მზარეულიც, რომლის თანაშემწედ ხარ დადგენილი, უამრავი სამზარეულო საქმით არის გადაღლილი, მაგრამ უფრო მხნედ მიმართავს ლოცვით უფალს და განეშორება მწუხარება. ასე რომ, დაითმინე და პირველ რიგში ნუ დაივიწყებ იმას, რომ ყოველგვარი ცუდი, რაც შენს თავს არ ხდება, შენი უკრძალველობით არის გამოწვეული. უდარდელობა - სასიკვდინე ცოდვა და მთელი სამყაროს დამანგრეველია.

შენ ასევე შეგიძლია წაიკითხო ბიზანტიის ისტორია და ნახავ, რომ სწორედ იმპერატორთა უდარდელობამ დაღუპა იმპერია.

ჩვენს დროშიც ხომ ნახე, რომ პრინცმა კონსტანტინემ და ელეფთერიოს ვენზელოსმა ჩვენი ღვთივდაცული ერი მაკედონიაში, თრაკიაში და ლამის კონსტანტინოპოლის გალავნამდე მიიყვანა, მაგრამ როგორც კი თავს განშვების უფლება მისცეს, ისევე, როგორც ძველად ბიზანტიის იმპერატორებმა, მაშინვე მთელი ევროპელი მეშჩანობისა და ათეიზმის მონობაში ჩავვარდით და საქმე სამოქალაქო ომით დასრულდა.

შეხედე მამა იერონიმეს. რა მხნედ იღვწის თავის ადგილას, არც დაღლილობაზე ფიქრობს, არც შიმშილსა და წყურვილზე! ის არასოდეს აგვიანებს მსახურებაზე და დროზე ადრე არასოდეს მიდის ტაძრიდან.

ყველაფერი ეს მან ანალოღიასთან, წმინდა წერილისა და წმინდა მამათა ნაწერების კითხვისას ისწავლა. ის ხომ ყოველთვის ემორჩილება ჩვენი უფლისა და მაცხოვრის სიტყვებს: "გამოეძიებდით წიგნთა, რამეთუ თქვენ ჰგონებთ, ვითარმედ გაქუს ცხოვრებაი საუკუნოი მათ შინა" (იოანე 5,39).

ჩვენს მონასტერს გრიგორიატის წისქვილის გვერდით აქვს პანაღუდას სკიტი. თან წავიყვანე მამა სტეფანე. მონაზვნური ცხოვრების გამოუცდელს გზა ამერია, ეშმაკის ზრახვას დავყევი და თან გავიყოლე. მაშინ სულიერ მოძღვართან, მამა მათესა და მამა ლეონტისთან წავედი, რომელიც დაყუდებულობის ღვაწლს ეწევა წმინდა სვიმეონის სკიტში და აი, ამ წმინდა მამათა ხელმძღვანელობით ნელ-ნელა დავუბრუნდი მონაზვნური ცხოვრების გზას. როცა მონაზონი შეიცნობს თავის შეცდომას, მაშინ, გამოცდილი მამების ხელმძღვანელობით, იწყებს მოქცევას და გულისხმიერი ლოცვის შესრულებას. ასეთი ლოცვა აღანთებს გულს მუშაკობად, შეაერთებს ყოვლადწმინდა სამებას და შეიტანს გულში სრულყოფილ მორჩილებას. და აი, საკუთარი თავი ჩამიბარებია მამა ლეონტისა და მამა მათეს ხელქვეშ.

- მამა კოზმა, რა არის გულისმიერი ლოცვა, რათა მეც ასევე ვისწავლო გულისმიერი ლოცვის შესრულება?

- როგორც გითხარი, შენ, ახალბედა მონაზონმა, ამბა დოროთე უნდა წაიკითხო და იესო ტკბილის დაუჯდომელი, რომელიც წიგნში "სულიერი ბრძოლაა" დაბეჭდილი. როცა შენ ამ წიგნებს კეთილკრძალულებით კითხულობ, სიხარულის და მხიარულების ცრემლებს დაღვრი. და აი, იმ წამს, როცა შენ ეს ცრემლები წამოგივა, უნდა იფიქრო იმაზე, რომ მონასტრის მორჩილებისთვის ხარ მიბარებული. გაიხსენე, მეუფე ქრისტემ როგორ აჩვენა სრული მორჩილება თავის დაუსაბამო მამას. როცა კითხულობ ამბა დოროთეს ნაწერებს რიგრიგობით, ასეთი კითხვით სიკეთეს გრძნობ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს საკუთარი სულის ცხონებას სთხოვ.

მე კი ასეთ დიდებულ დარიგებას არ დავუჯერე! დავტოვე კინოვიური მონასტერი და უდაბნოში გავემგზავრე. ამიტომაც იმის მაგივრად, რომ ღმერთთან ვიყო შეერთებული, როგორც განზრახვა მქონდა, დავეხეტები ათენისა და პირეის ქუჩებში.

როგორ განიწმინდება სული კინოვიურ მონასტერში (წერილიდან). საყვარელო შვილნო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, გიხაროდენ უფლისა მიერ!

მონაზვნური ცხოვრება მხოლოდ ერთი რამისკენაა მიმართული - ასწავლოს მონაზონს იმის შეტყობა, თუ რა მდგომარეობაშია ახლა მისი სული. როცა მონაზონი შეიტყობს თავის მდგომარეობას, მაშინ მიაღწევს მონაზვნური ცხოვრების სიმაღლეებს.

მახსოვს, როგორ განმიმარტავდნენ, თუ რატომ მრისხანებს ანდა დარდობს ადამიანი, როცა მას შეურაცხყოფენ:

- რა თქმა უნდა, ჩვენ თქვენ მონასტერში სიყვარულით გიღებთ, ვფიქრობთ თქვენი სულის ცხონებაზე. გვსურს, გავთავისუფლდეთ სულიერი ვნებებისგან. ეგოიზმი, ქედმაღლობა და თავმდაბლობა - სამი გოლიათია მომაკვდინებელი სულისა. როცა მათგან გათავისუფლდებით, მიხვდებით, როგორ გვიყვარხართ. თქვენ მადლობას გეტყვით, როგორც ჩვენ ვმადლობდით მათ, ვინც ამგვარი მეთოდით თავისუფლებას გვაძლევდა. როცა ზარმაცებსა და უვარგისებს გეძახით, ნუ შეწუხდებით. თქვენ ხომ ასეთნი არ უნდა იყოთ. თავიდან გაგიჭირდებათ, მერე კი მიეჩვევით და დამდაბლდებით. თორემ თვითონ ინანებთ, თუ ჩვენ დროზე არ შეგაჩერებთ.

აი, ამგვარი მშვენიერი სწავლანი გვესმოდა მამებისგან.

როცა ერისკაცი ესტუმრება ჩვენს მონასტერს, ზოგჯერ გვინდა, მათ წინაშე ღვთისმოშიშად წარვდგეთ, თუმცა სინამდვილეში მოუხეშავნი და უმეცარნი ვართ. მამები ამბობენ, ჩვენ ვართ "ორფეხა ცხოველები, რომლისთვისაც ერთ გრივენს არავინ გაიმეტებს, ეგოისტნი, კაცთმოყვარენი, მეძავნი, ლექი საზოგადოებისა. აქ მხოლოდ მოწყალების გამო მიგიღეთ და გამოგკვებავთ, ვინაიდან ერში არაფრად ვარგიხართ".

მერე კი გვეკითხებოდნენ, ვეთანხმებოდით თუ არა ნათქვამს და პასუხით შეიტყობდნენ ჩვენს შინაგან მდგომარეობას. მრავალი ჩვენი თანატოლი მონაზონი მიხვდა, რომ უნდა დაეთმინა წყენა, ცხონებისკენ მიმყვანი საუკეთესო საშუალება, და მიაღწიეს უდიდეს საზომებს. ზოგიერთმა ანბანიც კი ვერ შეისწავლა, მაგრამ, სამაგიეროდ, შეეძლო, გრიგოლ ღვთისმეტყველის ურთულესი ეპიკური სტრიქონების განმარტება. განსწავლულნი კი სამუშაოს დამთავრებისთანავე კელიისკენ იჩქაროდნენ, რათა ლოცვასა და წიგნის კითხვაში ევარჯიშათ. მათ სიმდაბლისმოყვარეობის ისეთ სიღრმეებს მიაღწიეს, რომ საკუთარ თავს ადამიანებად კი არ მიიჩნევდნენ, არაფრის მაქნისად თვლიდნენ.

გაოცებულნი იყვნენ ძმები მოჩვენებითი მხილებით, მონაზვნებმა თუ როგორ მიაღწიეს სიმდაბლისმოყვარეობის ისეთ სიღრმეებს, რომელმაც აღიტაცა ისინი საღმრთო სიყვარულით ავსებული ზეციური ჭვრეტისკენ. მდაბალ ძმათა გულები იმგვარად იყო მოწყლული საღვთო სიყვარულის ვნებით, რომ ისინი შიშველ ფეხებზე იცვამდნენ ფეხსაცმელებს, კელიის გარეთ არასოდეს იხდიდნენ და ამის შესახებ არავინ იცოდა, იღუმენის გარდა, რომელმაც ისინი ასეთი სიარულისთვის აკურთხა. ზოგიერთი მამა ღირსი შეიქნა, წვერი მიწამდე გაზრდოდა, როგორც წმინდა ონოფრეს, მაგრამ მათ წვერი ანაფორის ქვეშ ჰქონდათ დამალული, თავიანთ შინაგან მუშაკობასთან ერთად და მხოლოდ მათი გარდაცვალების შემდეგღა იგებდნენ სხვა მამები ამას.

სხვა მამებმა იცოდნენ, თუ რა სასარგებლო იყო მათთვის უფროსთა შეძახილები, თვითონვე იწყებდნენ საკუთარი თავის გაკიცხვას და სიმდაბლეს სწრაფად შეიძენდნენ. იცოდნენ, რომ ეს ყვირილი საჭირო იყო მათი სულის შინაგანი ჭურჭლის განსაწმენდად. ისეთ სიმაღლეს მიაღწიეს, რომ თვითონვე ირტყამდნენ შოლტს სახეში და გონებით საუბრობდნენ:

- შენდამი ვისწაფვით, ზეციურო სასიძოვ ჩემი სულისა. გვწვავს ჩვენ სიყვარული: გიცქერით და არასოდეს განვძღებით შენი სიყვარულის სისავსის ცქერით. შენ ხარ მეფე და შემოქმედი ყოველთა დაბადებულთა და ყველა არსებას არ შეუძლია შენი დატევა. შენ ჩემთვის ყოველივე შექმენი და თვით ყველაზე მშვენიერი - საკუთარი თავი ნებით მიეცი სიკვდილს ნამეტნავისაგან სიყვარულისა, რომელსაც ჩემდამი გრძნობ.

ყველაფერ ამას იმიტომ გწერ, რომ მიხვდე, მონასტერში, სადაც წინამძღოლი დაჰყვირის ახალგაზრდებს, მონაზვნებიც სათნოებათა სიმაღლეებს აღწევენ. ერთმა ღირსმა მამამ თქვა: "თუ გინდა მონაზონი გახდე, მწუხარებისთვის განემზადე. ზეთისხილს ჩვენ ვაგროვებთ, ვშრომობთ, მაგრამ მათ თუ წნეხის ქვეშ არ მოვათავსებთ, ზეთს ვერ მივიღებთ. თუ მას ორთქლითაც დავამუშავებთ, ზეთი სიმწარეს დაკარგავს და დაიწმინდება, ეს ყველაფერი კი ფასეულია. ასევე, მონაზონიც თუ მონასტერში არ შეიმუსრება, ვითარცა ზეთსაწურში, მწუხარებებით, მხილებით, დატუქსვით, განსაცდელებით, მაშინ ვერ მოგვცემს სათნოებათა უხვ ნაყოფს. ხოლო თუ მხნედ და სიმდაბლით დავითმენთ ცხელ ორთქლს შევიწროებისა და განსაცდელებისა, მაშინ აღვიწევით ხელთქუმნელი ღვთაებრივი სიყვარულის სიმაღლეებზე.

ქიმიკოსები, რომლებიც ოქროს მადნიდან გამოადნობენ, ყურადღებით უცქერენ ცეცხლსა და ნადნობს, რომ მადნის ნაწილიც კი არ გადმოიღვაროს ღუმლიდან.

გონიერი ოქრო - ქრისტეა. მონაზონს უყვარს ქრისტე და ქრისტეც გამოხატავს მისდამი სიყვარულს. ქიმიკოსი - თითოეული მონაზვნის გონებაა, რომელიც ყურადღებას უნდა აქცევდეს, რომ განსაცდელის ცეცხლში მოქცეული ყველაზე უმცირესი ნაწილიც კი არ დაიკარგოს. ჭეშმარიტმა მონაზონმა მოიპოვა უდიდესი საგანძური - ქრისტე, ამიტომაც მას შეუძლია სათნოებათა სიმაღლეებს სიმდაბლისმოყვარეობის წყალობით მიაღწიოს. ეს სათნოებები სხვა სათნოებებს წარმოშობენ და სათნოებათა გამრავლებაზე მოთხრობა თვით ანგელოზთა ენასაც კი არ შეუძლია. იმდენად ამაღლებულია ეს თემა, ზეცას ის მიეკვრება, ვისაც სურს შეუერთდეს მეუფე ქრისტეს.

დღეს ვერ იპოვი ამდენად ამაღლებული ჭვრეტის ადამიანებს, ვინაიდან დაძლევს მათ მატერიალური ვნებები. ყველაფერი, რაზეც ვწერ, ჩვენთან მონასტერში გვინახავს, როცა ჯერ კიდევ ძალზე ახალგაზრდა ვიყავი და სკიტში სიმდაბლეს მასწავლიდა ჩემი მოძღვარი და სულიერი დამრიგებელი. საუბედუროდ, თანამედროვე ადამიანს არ სურს გათავისუფლდეს საკუთარი თავისგან: ეგოიზმის, თავმაღლობისა და სიამაყისაგან, ამიტომაც მოვაკლდით ყველანი ზეციურ ნიჭებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat