მოთმინება არის მოკვდინება ცოდვისა, განშორება ვნებათაგან, დაწყება სულიერი ცხოვრებისა და გამოთხოვა საუკუნო სიკეთეებისა
მოთმინება არის მოკვდინება ცოდვისა, განშორება ვნებათაგან, დაწყება სულიერი ცხოვრებისა და გამოთხოვა საუკუნო სიკეთეებისა
ღირსი პაისი (ველიჩკოვსკი)
მთელ ათონზე გაუვარდა სახელი მამა პაისის, მრავალნი მისდამი სიყვარულით განიმსჭვალნენ. მისი საძმოც იმდენად გამრავლდა, რომ ნახევარი ძმობისა საცხოვრებლად სიმონპეტრას მონასტერში გადავიდა. მაგრამ მალევე თურქებმა აიძულეს მამა პაისი, ათონიდან მოლდავეთში გადასახლებულიყო. რუსეთში ბნელი დრო იდგა ეკატერინე I-იდან ეკატერინე II-მდე, რომელმაც თითქმის დაანგრია რუსული მონასტრული ცხოვრება. მოლდავეთი კი ასეთი ამბებისგან შორს იყო. 64-კაციანი ძმობა ორი გემით სწორედ იქ ჩავიდა და დასახლდა. მამა პაისიმ ძალზე მკაცრი ტიპიკონი შემოიღო თავის კინოვიურ მონასტერში: საერთო ტრაპეზი, საერთო სამოსი, მორჩილება საერთო საქმეში, მდუმარება, კელიებში იესოს ლოცვის წართქმა და ყოველდღიური აღიარება გულისთქმებისა. მამა პაისი დიდად ზრუნავდა ძმათა შორის მშვიდობისთვის, წაჩხუბებულებს, ვიდრე არ შერიგდებოდნენ, ეკლესიაში ფეხის შედგმას და "მამაო ჩვენოს" თქმას უკრძალავდა. სავანის გარეთ, საქმეზე, მხოლოდ იმ ძმებს უშვებდა, რომლებიც სხვებს საცთურად არ ექცეოდნენ.

მამა პაისი თავისუფალ დროს ბერძნულიდან წმინდა მამათა ნაწერების თარგმნას ანდომებდა. შობის მარხვიდან ვიდრე ლაზარეს შაბათამდე, ყოველდღიურად, საღამოობით, მის მიერ ნათარგმნი ტექსტები იკითხებოდა. თავის საკითხავს მამა პაისი თან განმარტავდა. მისი კელია დილიდან საღამოს ცხრა საათამდე ღია იყო ყველა მიმსვლელისთვის.

რუსეთ-თურქეთის ომის მერე ავსტრიის ხელში გადავიდა მოლდავეთის მიწების ნაწილი. პაპისტების ზეწოლამ მამა პაისის დრაგომირნა დაატოვებინა. მოლდავეთის მეფის, გრიგორი გიკასა და მიტროპოლიტის ნებართვით, მამა პაისის საძმო ნიამეცის მონასტერში დასახლდა. 1779 წელს მონასტრის ძმობამ რამდენიმე ასეულ კაცს მიაღწია.

უდიდესია წმინდა პაისი ველიჩკოვსკის ღვაწლი, მისი ნათარგმნი და შედგენილია ყველა მონაზვნისთვის, და არამარტო მათთვის, სამაგიდო წიგნები: "სათნოებათმოყვარეობა", "კიბე", ისააკ ასურის სწავლანი. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე თავისი ნაწერები კიდევ ერთხელ გადაიკითხა და შეასწორა.

აასრულა რა თავისი უდიდესი მოწოდება, მიაღწია ღრმა სიბერემდე... სიკვდილის წინ ოთხი დღე იავადმყოფა, მოიხმო საძმო, სათითაოდ დალოცა, კიდევ ერთხელ ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და მასვე ჩააბარა სული თავისი 1794 წლის 15 ნოემბერს. წმინდა პაისი ნიამეცის მონასტერში დაკრძალეს და მისი წმინდა საფლავი საყოველთაო თაყვანისცემის ობიექტად იქცა.

სწავლანი. ათ სათნოებაზე.

პირველი სათნოება - რწმენაა, რამეთუ რწმენით მიიღებ ყოველივეს, რასაც მოისურვებ, - ბრძანა უფალმა. სწრაფვისდა მიხედვით, ჩვენი რწმენა ან მცირდება ან იზრდება.

მეორე სათნოებაა - წრფელი სიყვარული ღვთისა და ადამიანებისა. მარტო სიყვარულით მთელი სჯული აღესრულება და ღვთივსათნო ცხოვრება აღსრულდება. სიყვარული იმაში არ მდგომარეობს, რომ საკუთარი სული დადო საკუთარი მეგობრისთვის და რაც შენთვის არ გინდა, სხვას ის არ გაუკეთო. სიყვარულში მყოფი ღმერთში იმყოფება.

მესამე სთნოება - მარხვაა. მარხვა ჰქვია საკვების დღეში ერთხელ მცირე რაოდენობით მიღებას. ტრაპეზიდან მშიერი უნდა წამოდგე.

მეოთხე სათნოებაა - მოთმინება, დედა ყველა სხვა სათნოებისა. მოთმინება არის მოკვდინება ცოდვისა, განშორება ვნებათაგან, დაწყება სულიერი ცხოვრებისა და გამოთხოვა საუკუნო სიკეთეებისა.

მეხუთე სათნოება - მღვიძარებაა. გონივრული მღვიძარება განწმენდს გონებას გაფანტული გულისთქმებისგან, განამსუბუქებს მას და შეჰყავს ლოცვაში. ზომიერი მღვიძარება განამხიარულებს სულს.

მეექვსე სათნოება - იესოს ლოცვის წართქმაა. ეს კაცისა და ანგელოზების საერთო საქმეა. ამ ლოცვით ადამიანები მალე მიუახლოვდებიან ანგელოზებრივ ცხოვრებას. ლოცვა საღვთო მხიარულებაა.

მეშვიდე სათნოებაა - სიმდაბლე და სიმდაბლისმოყვარეობა. გულითადი სიმდაბლე უშრომლად აცხოვნებს მოხუც ადამიანს, ავადმყოფს, გლახაკს, უპოვარსა და უსწავლელს. სიმდაბლის გამო მას ყველა ცოდვა მიეტევება.

მერვე სათნოებაა - მყუდროება, ანუ განშორება ყოველგვარი ცხოვრებისეული საზრუნავისა და შფოთისგან, ანდა უპასუხო მდუმარება კაცთა შორის ყოფნისას. საკუთარი ენის მომთოკველი მთელ სხეულსაც მოთოკავს.

მეცხრე სათნოება - უპოვარება და უკიდურესი სიღატაკეა.

მეათე სათნოებაა - კეთილგონივრული განსჯა ყოელგვარი საქმისას, ვინაიდან განუსჯელობას კეთილი ბოროტებისკენ მიჰყავს.

ზემოთ მოხსენიებული ათი სათნოების გარეშე შეუძლებელია ცხონება.

როგორ გავარჩიოთ, აზრები ღვთისგან არის შთაგონებული თუ ბოროტის ხრიკია

- როგორ შეიძლება გავარჩიოთ, ღვთისგან არის შთაგონებული თუ ეშმაკის საცთურია, როცა კეთილი, მაგრამ საეჭვო საქმე ხდება, ანუ როცა ერთი გულისთქმა მის შესრულებას გაიძულებს, მეორე კი, პირიქით, წინ აღუდგება მას?

- ბოროტს ჩვევად აქვს, სიმართლე დამალოს და კეთილი ბოროტს შეურიოს. მაგრამ როგორ უნდა შევიტყოთ ჭეშმარიტება? საღვთო ნება ყველა ჩვენს განზრახვაში მშვიდია, კეთილსაიმედო და უეჭველი. არა მხოლოდ ჩვენს კეთილ საქმეში, არამედ ჩვენი უსჯულოებისას ღმერთი სიმდაბლით დიდხანს ითმენს და ჩვენს სინანულს ელის. როგორ შევიტყობთ ეშმაკის მზაკვრობას? ეშმაკი ჩვეულებისამებრ წინ აღგვიდგება და სიკეთისგან განგვაშორებს. მაგრამ თუ რაიმე გარეგნულად კეთილში გონება შეშფოთდება და ჩვენც აგვრევს, განაძევებს ჩვენგან ღვთის შიშს, მოგვაკლებს სიმშვიდეს, ისე, რომ, სრულიად უმიზეზოდ გული გვტკივა და გონება ყოყმანობს, იცოდე, რომ ეს ეშმაკისგანაა და მოიცილე. ეშმაკისგანაა ჩვენს განზრახვებში ყოველგვარი შემაშფოთებელი, სიმშვიდის ამრევი და საეჭვო ჩვენი გონებისთვის. ჩვენი გულის განწყობას ყოველთვის კი არ უნდა დავუჯეროთ, უნდა განვსაჯოთ, სასარგებლოა თუ არა იგი. როცა ჩვენს გონებას შეავიწროებს მტრის გულისთქმები და დანაღვლიანება, მაშინ უნდა დავუტეოთ ყოველგვარი ფიქრი და განსჯა, ვიდრე გონება ლოცვით არ განიწმინდება (რამეთუ ჩვენ არ ვიცით სიმართლე), ამიტომაც, ვისაც სურს გაიგოს ჭეშმარიტება, დაე, აიძულოს საკუთარი თავი და დიდხანს მხურვალედ ილოცოს სასურველი საქმისთვის. ლოცვისას ეშმაკი ვერ შეძლებს დამალოს ჭეშმარიტება - ამ დროს ხელმწიფება არ აქვს. საქმით შეიძლება გამოსცადო ასეთი რწმენის ჭეშმარიტება.

ღმერთსა ჩვენსა დიდება უკუნისამდე. ამინ!

წმინდა ლევ ოპტელი
ღირსი ლევი (ნაგოლკინი) ორიოლის გარეუბანში დაიბადა და ნათლისღებითაც ლევი ერქვა. ახალგაზრდობაში ვაჭართა წრეში ტრიალებდა და ნოქარი იყო. ძალგულოვანი გახლდათ. ერთხელ თავს მგელი დაესხა და ფეხიდან ხორცი ამოჰგლიჯა. ლევმა ნადირს ხახაში მუშტი ჩაუყო, მეორე ხელი ყელში წაუჭირა და გაგუდა. მამა ლევი მას შემდეგ დაკოჭლდა.

ახალგაზრდა ნოქარი ვაჭრობისას საზოგადოების ყველა კლასის წარმომადგენლებს ხვდებოდა და კარგად შეისწავლა მათი მანერები და ყოფა, რაც მოძღვრობისას გამოადგა, მასთან ხომ სხვადასხვა ფენის ხალხი მიდიოდა და სულს გადაუშლიდა.

მონაზვნური ცხოვრება ღირსმა ლევმა ოპტის უდაბნოში დაიწყო. იქიდან გადავიდა ბელობერეგის უდაბნოში, სადაც წინამძღვარი იყო ათონელი მოღვაწე მამა ვასილი (კიშკინი), რომელმაც აღკვეცა კიდეც ბერად. გავიდა ხანი და მამა ლევი ბელობერეგის წინამძღვარი გახდა. იმ პერიოდში გაიცნო წმინდა პაისი ველიჩკოვსკის მოწაფე მამა თეოდორე, რომელმაც ასწავლა უმაღლესი მონაზვნური საქმიანობა - "მეცნიერებათა მეცნიერება და ხელოვნებათა ხელოვნება", როგორც ეწოდება მოუკლებელი ლოცვის ღვაწლს, რომლის საშუალებითაც განიწმინდება გული ვნებებისგან. ამ დროს გაიცნო კიევის მომავალი მიტროპოლიტი ფილარეტი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი აქვს მამა ლევის ცხოვრებაში.

მამა ლევმა და მამა თეოდორემ ერთად ოცი წელი იცხოვრეს. მამა ლევმა მისი ხელმძღვანელობით უდიდესი სულიერი ნიჭები მოიპოვა. მონასტერში მამა თეოდორეს რაღაც სნეულება შეეყარა. მამებმა ტყეში კელია ააშენეს, სადაც გადასახლდნენ ის და მამა ლევი. აქ შეიმოსა იგი სქემაში და კვლავ ლევი დაარქვეს. ღირსი მამები შემდგომში ბალაამის მონასტერში გადავიდნენ. მამა ლევისა და თეოდორეს სახელებს მონასტრის ძმები ხშირად ახსენებდნენ. შეშურდა ეს პატივი მონასტრის იღუმენს და პეტერბურგის მიტროპოლიტთან იჩივლა. მამები გაამართლეს, მაგრამ რახან იცოდნენ ადამიანის გონების უძლურების ამბავი, მას მერე, რაც მონასტერი მინისტრმა გოლიცინმა მოილოცა და მათ განსაკუთრებული პატივი მიაგო, წმინდა ალექსანდრე სვირის მონასტერში გადასახლდნენ.

1820 წელს ალექსანდრე I თავის სამფლობელოს მიმოივლიდა. ალექსანდრეს სვირის მონასტრის სიახლოვეს უნდა გაევლო. მამა თეოდორემ და მამა ლევმა წინამძღვარს თავაზიანად შესთავაზეს, ხელმწიფის დასახვედრად მომზადებულიყო, თუმცა მონასტრების მონახულებას მეფე არ აპირებდა. წინამძღვარმა დაუჯერა მამების რჩევას და მამებისგან მითითებულ დღეს სავანის კარიბჭესთან დაელოდა დიდ სტუმარს. ამასობაში გზად მიმავალმა იმპერატორმა მონასტრის მაჩვენებელი ნიშანი დაინახა. უთხრეს, სვირის მონასტერიაო და იქითკენ გაემართა, თან მეეტლეს გამოჰკითხა, როგორი მონასტერია, როგორი ძმობააო. მეეტლე ხშირად დადიოდა ამ მონასტერში და უპასუხა, ახლა უწინდელზე უკეთესი მდგომარეობაა, რადგან ცოტა ხნის წინ იქ დაახლდნენ მამა თეოდორე და მამა ლევი. ახლა იქ კლიროსზეც კარგად გალობენ და ყველაფერი წესრიგშიაო. ხელმწიფეს თავად გოლიცინისგან გაეგონა ეს სახელები და გადაწყვიტა, მამები გაეცნო. ამასობაში განსაცდელგამოვლილმა მამებმა მოითათბირეს, თუ მეფე მათ გაცნობას მოისურვებდა, დადუმებულიყვნენ, რათა ძმებში შური არ გამოეწვიათ. როცა მეფე მონასტერში მივიდა, შეხვედრით გაოცებულმა იკითხა: "განა მელოდით?" წინამძღვარმა უთხრა, რომ შესახვედრად მოძღვრების რჩევით გამოვიდა. მეფე წმინდა ალექსანდრეს წმინდა ნაწილებს ეამბორა და მამა თეოდორე და მამა ლევი მოიკითხა. მამები წინ წარდგნენ, მეფის შეკითხვებს მოკლედ და თავშეკავებულად პასუხობდნენ. მეფემ მამა თეოდორეს კურთხევა სთხოვა. უკურთხებელი მონაზონი ვარ, უბრალო კაციო, - უთხრა თავაზიანად მამა თეოდორემ. იმპერატორი თავაზიანად გამოეთხოვა მათ და გზა გააგრძელა.

მამა ლევი ერთხელ საქმეების გამო პეტერბურგში იმყოფებოდა. აქ ერთი სულიერი შვილი, გოგონა, ხიბლისგან იხსნა. ერთხელ მამა ლევმა ქალიშვილს კატეგორიულად მოსთხოვა, სასწრაფოდ გადასულიყო ახალ ბინაში, რომელსაც სთავაზობდნენ. ქალს მართალია არ უნდოდა გადასვლა, მაგრამ მოძღვარს უარი ვეღარ შეჰკადრა და დათანხმდა. იმავე ღამეს მის ძველ ბინაში შეიპარა ყოფილი მსახური - მისი გაძარცვა და მოკვლა უნდოდა. ქალიშვილი მადლობდა ღმერთსა და მამა ლევს, რომელმაც თავისი დაფარულმცოდნეობით უცილობელ სიკვდილს გადაარჩინა.

მამა თეოდორეს გარდაცვალების შემდეგ მამა ლევმა ოპტის უდაბნოს მიაშურა. ის იყო იქ დიდბერობის ინსტიტუტის დამაარსებელი. მისი მოწაფეები იყვნენ დიდი ოპტელი მამები მაკარი და ამბროსი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat