"რას ამბობ, მამა ადრიანე, როგორ შეიძლება, ხარმა რამე შემოგჩივლოს?"
"რას ამბობ, მამა ადრიანე, როგორ შეიძლება, ხარმა რამე შემოგჩივლოს?"
მთელი ბუნება საგალობლებს აღუვლენს ღმერთს
ყივის მამალი და ამხილებს წმინდა პეტრეს, ყივის მამალი და გვამხილებს ჩვენც, ცოდვილთ. ის ღვთის მიერ მისთვის ერთხელ დადგენილ კანონს არ გადადის, კაცნი კი ყოველ წუთს, ყოველ წამს ვარღვევთ ღვთის მცნებებს.

რამდენადაც წარემატება კაცი სულიერად, მით მეტად უახლოვდება ღვთის შექმნილ სამყაროს, რომელიც მის წინაშე მორჩილებით იხრის ქედს. წმინდა მამათა ცხოვრებაში კი ამის უამრავი მაგალითია.

***
ერთხელ პალესტინას მუხლუხოები და კალიები შეესივნენ და არემარე ერთიანად მოასუფთავეს. წმინდა თეოდოსი დიდი ამ დროს ძალზე მოხუცებული იყო და სიარული აღარ შეეძლო. იხმო მოწაფეები და დაავალა: "წადით და ჩემი სახელით უთხარით იმ მწერებს: ჩვენი საერთო შემოქმედი გიბრძანებთ, აღარ დააქციოთ კაცთა ნაშრომი და ღატაკებს საზრდო აღარ შეუჭამოთო".

მწერნი მორჩილ ექმნენ ღვთის ბრძანებას, წამსვე აიყარნენ და შორეული მხარისკენ გაფრინდნენ.

***
საკვირველ მთაზე, მღვიმეში, ლომი ცხოვრობდა. ერთხელ ის წმინდა სვიმეონთან მიმავალ კაცს დაესხა თავს. შეშინებულმა მგზავრმა წმინდანს უხმო. სვიმეონის სახელის გაგონებისთანავე ლომი შეჩერდა და უკან, მღვიმეში გაბრუნდა. როცა კაცმა ეს ამბავი ღირს მამას მოუთხრო, იქ მყოფთ შეეშინდათ და წმინდანს სთხოვეს, ლომი მთიდან გაეძევებინა. წმინდანმა იხმო მოწაფე, სახელად ანასტასი, და დაავალა: "წადი მღვიმეში და ლომს ჩემი სახელით მთის დატოვება უბრძანეო". ლომმა ღირსი მამის დანაბარები რომ მოისმინა, თვინიერად იბრუნა პირი და შორს, უდაბნოში გადაიხვეწა, ისე რომ გზად შემხვედრთათვის არაფერი უვნია.

***
წმინდა ნეოფიტე იმპერატორ დეკიუსის ბრძანებით მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად. ჯერ დათვი მიუშვეს, რომელმაც ფეხები აულოკა წმინდანს და თავის სადგომს მიაშურა. შემდეგ წმინდანთან მძვინვარე ლომი შეაგდეს, მაგრამ ისიც მხოლოდ ლოკავდა სიკვდილმისჯილს და არაფერს ვნებდა.

***
წმინდა ნექტარიოს ოპტელს ძალიან უყვარდა ცხოველები და ფრინველები. ჰყავდა კატა, რომელიც უსიტყვოდ ემორჩილებოდა. ღირსი მამა ხშირად ამბობდა ხოლმე: "წმინდა გერასიმე დიდი მამა იყო და ლომი ჰყავდა, მე კი პატარა ვარ და ამიტომაც კატა მყავსო".

***
წმინდა ანტონი დიდსა და ღირს ზოსიმეს წმინდა პავლე თებელისა და წმინდა მარიამ მეგვიპტელის დასაკრძალად, ღვთის ბრძანებით, საფლავნი ლომებმა გაუთხარეს. უფლის ბრძანებითვე წმინდა ილია წინასწარმეტყველს ყორანი უზიდავდა საკვებს, ხოლო დატუსაღებულ წმინდა ეკატერინეს - მტრედი. წმინდა მამანტის გარშემო უამრავი მხეცი იკრიბებოდა და მანამდე რჩებოდა მასთან, ვიდრე წმინდანი წასვლას არ უბრძანებდა. წმინდა სერგი რადონეჟელი და წმინდა სერაფიმე საროველი თავიანთი ხელით აჭმევდნენ პურს გარეულ დათვებს, რომლებიც ტყეში ესტუმრებოდნენ ხოლმე მათ.

***
მამა ვიტალი (სიდორენკო) ძალზე წუხდა, როცა ვინმე უმიზეზოდ ბალახს ან ფოთოლს მოწყვეტდა და გადააგდებდა. "ეს ხომ ღვთის ქმნილებააო", - ამბობდა იგი. ეცოდებოდა ყველა სულიერი, თვით აბეზარი მწერებიც კი - ბუზები რწყილები, ტარაკნები. მათ ხუმრობით "ძამიკოებს" ეძახდა და წუხდა, როცა მათ ხოცავდნენ. მისთვის არაფერი იყო უმნიშვნელო ღვთის შექმნილ სამყაროში. ღირს მამას ერთი საყვარელი კატა ჰყავდა, რომელიც მარხვაში ძეხვსაც კი არ ჭამდა. როცა მამა ვიტალი ლოცულობდა, კატა იქვე იჯდა და მსახურების ბოლომდე არ ინძრეოდა.

როცა სიკვდილის პირას მისული მამა ვიტალი დიდუბიდან ნავთლუღში გადაიყვანეს და მეზობლებს ემშვიდობებოდა, მის ფანჯრებთან მთელი უბნის კატები მოგროვდნენ, თითქოს ისინიც ემშვიდობებოდნენ მოსიყვარულე ბერს.

***
ერთხელ წმინდა ისიქის ბაღში უამრავი ფრინველი შეფრინდა და წმინდა მამის ნამუშაკევი მთელი ხილი გამოკენკა. წმინდა ისიქიმ ილოცა და ყველა უსულოდ დაეცა მიწაზე. შეებრალა ისინი ღირს მამას და ასე მიმართა: "გაფრინდით აქედან და ჩემს ხილთა ნაყოფს ნუღარ შეჭამთო". ჩიტები იმავე წუთს გაცოცხლდნენ, გაფრინდნენ და მას შემდეგ ბერის ბაღს აღარ მიჰკარებიან.

ერთხელ წმინდა ისიქი სენაკიდან გამოვიდა და დაინახა, რომ ერთ კაცს საპალნეაკიდებული ხარი მიჰყავდა. ტვირთის სიმძიმემ ხარი წააქცია და თუმცა ბევრს ეცადა მისი პატრონი, ფეხზე ვეღარ ააყენა. ღირსი ისიქი მივიდა ხართან, ქედზე ხელი წაუთათუნა და უთხრა: "ადექი, ზარმაცო, და შენი გზა გააგრძელეო". ხარიც მორჩილად წამოდგა და წაიღო თავისი კურტანი.

***
ბალაამელი ბერის ნაამბობიდან: ერთ ეპისკოპოსს გაწვრთნილი თუთიყუში ჰყავდა, რომელსაც მრავალი სიტყვა ესწავლა პატრონისგან. განსაკუთრებით ხშირად იმეორებდა სიტყვებს "ნუ უხეშობთ", რადგან მღვდელმთავარი მკაცრი იყო და თავის მრევლს ამ სიტყვებით არიგებდა ხოლმე. ერთხელ მოსამსახურეს დაუდევრობით გალიის კარი ღია დარჩა და თუთიყუშმაც ჰაერში გაინავარდა. საიდანღაც შევარდენი გამოენთო და ის იყო, უნდა შეეპყრო კიდეც, რომ შეშინებულმა თუთიყუშმა წარმოთქვა: "ნუ უხეშობთ!" ადამიანის ენით ნათქვამმა სიტყვებმა შევარდენი დააფრთხო, ხოლო თუთიყუშმა ისევ გალიას შეაფარა თავი.

***
მამა ეფრემ კატუნაკელი ჰყვებოდა: "აღდგომილნი ძილისაგან შეგივრდებით შენ, სახიერ", - ლოცულობენ ბერი და მისი მორჩილი, გარეთ კი ბაყაყები გაუჩერებლად ყიყინებენ. ეუბნება ბერი მორჩილს: "წადი ბაყაყებთან და უთხარი, მოძღვარმა გიბრძანათ, გაჩუმდეთ, რადგან ლოცვებს აღვავლენთო". "მაკურთხე, მამაო", - მიუგო მორჩილმა, გავიდა გარეთ და ბაყაყებს მიმართა: "ბაყაყნო, მოძღვარმა გიბრძანათ, ახლავე შეწყვიტოთ ყიყინი, რადგან ჩვენ ლოცვის აღვლენა გვსურსო". ბაყაყმა ადამიანის ხმით უპასუხა: "უთხარი მოძღვარს, რომ ჩვენ უკვე ვამთავრებთ ღვთის დიდებას და მალე დასასვენებლად წავალთო". "ხედავთ, ბაყაყებიც კი ადიდებენ ღმერთს, - ბრძანებს მამა ეფრემი, - მთელი ბუნება ქების საგალობლებს აღუვლენს უფალს და ჩვენც ჩვენი სიწმინდისაებრ გვესმის ეს მისტიკური დიდებისმეტყველება... "ცეცხლი, სეტყვა, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისა" (ფს. 148.8), მთები და ბორცვნი, თევზნი და ხენი - ყველა ადიდებს ღმერთს, მაგრამ რაკი დაბინდული გვაქვს გონიერი სული, მცირედით, ძალზე მცირედით თუ გვესმის ეს.

რაც უფრო მეტად განიწმენდ თავს, მით უფრო მეტად განათლდები და მიხვდები, რომ არც ერთი ქმნილება არ დუმს, არამედ ყველა ადიდებს ღმერთს: ბუზიც და კოღოც, ხარიც და ჯორიც... როცა განიწმენდ სულს, გაიგონებ ამ საიდუმლო დიდებისმეტყველებას ღვთისას, ოღონდ იმდენად, რამდენადაც ხარ განწმენდილი. გაიგონებ და აღმოგხდება: "უბედურო ადამიანო, მხოლოდ შენ არ ადიდებ უფალს!"

***
წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელს (+1920) მონასტრის დედებმა სთხოვეს, განემარტა, როგორ ადიდებდა უფალს ყოველი სული. ილოცა მღვდელმთავარმა და მონაზვნები უეცრად ფერნაცვალ სამყაროში აღმოჩნდნენ, სადაც ყოველი ქმნილება გალობდა და ქებას აღუვლენდა თავის შემოქმედს და უფალს. ამიტომაც უშლიდა ხოლმე წმინდანი მორჩილებს ხის ფოთლის მოწყვეტასაც კი. ერთი მონაზონი ჰყვებოდა: "მაშინ ბავშვი ვიყავი და მონასტერში ხშირად დავდიოდი, დედებს წყლის ზიდვაში ვეხმარებოდი. ერთხელაც ვავსებ სათლს და იქვე ამოსული ბუჩქის მწვანე ფოთოლს ვსრეს. მეუფე ამ დროს ჭის პირდაპირ, აივანზე იჯდა და მიცქეროდა. მომდევნო შაბათს, როცა წყლის ამოსაღებად მივედი, ბუჩქებზე წარწერა დამხვდა: "მეუფე ფოთლების მოწყვეტას კრძალავსო". ამ წარწერამ ძალზე შემარცხვინა, - დასძენდა მონაზონი. მეორე დედა კი ჰყვებოდა: ერთხელ წმინდა ნექტარიოსისკენ მიმავალს უზარმაზარი გველი გამომეკიდა. წმინდა ნექტარიოსი გავიდა ეზოში და გველს უბრძანა, წასულიყო. გველიც დაემორჩილა და თავის გზაზე გაცურდა.

***
ღირსი მამა პორფირე (+1991) ათენის პოლიკლინიკის ეკლესიაში მსახურობდა. ერთხელ პოლიკლინიკაში უცხოელმა მეცნიერებმა ცდები ჩაატარეს, რისთვისაც მამა პორფირეს საყვარელი ძაღლი გამოიყენეს, რომელსაც ბერი მეგობარს ეძახდა. ღირსი მამა ამ დროს კლინიკაში არ იყო. როცა ეს ამბავი შეიტყო, მაშინვე ლაბორატორიაში შევარდა, გამოაღო მაცივარი და მწუხარედ მიაცქერდა მკვდარ ცხოველს. "შე საცოდავო, ეს რა გიქნესო?" - ჰკითხა სინანულით. "უეცრად, - გაკვირვებით ჰყვებოდა მოძღვარი, - ძაღლმა, როგორც ადრე, გამომშვიდობების ნიშნად კუდი დამიქნიაო".

***
გლინის უდაბნოს გომურში მუშაობდა ბერი ადრიანე. პატარა ტანისა იყო, მაგრამ ვეებერთელა ხარები უდრტვინველად ემორჩილებოდნენ. წყალზე კი არ მიერეკებოდა, ფერებ-ფერებით მიაცილებდა მათ. მონასტერში მიწის მოხვნისას საქონელს ხშირად სცემდნენ, ბერი კი წინამძღვართან მიდიოდა და სთხოვდა, ხარების გამროზგველთათვის შენიშვნა მიეცა. ხარების ცემას მამა ადრიანე არასოდეს შესწრებია დ არც შეიძლებოდა სცოდნოდა, ვინ როგორ ექცეოდა პირუტყვს, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობდა, ხარები თავად შესჩიოდნენ თავიანთ გასაჭირს. "რას ამბობ, მამა ადრიანე, როგორ შეიძლება, ხარმა რამე შემოგჩივლოს", - ეტყოდა წინამღვარი. "მე მესმის მისი ჩივილიო," - თავისას გაიძახოდა ბერი. "კარგი, გავარკვევ, რა მოხდაო", - აღუთქვამდა წინამძღვარი, ჩაეკითხებოდა ძმებს და აღმოჩნდებოდა, რომ ხარი მართლაც ეცემათ.

***
გრიგორიატის მონასტრის მეტოქიონის მამულებს კალია შემოესია. მონასტრის ძმობამ მათთან საბრძოლველად მამა ათანასე (მაშინ ჯერ კიდევ მღვდელ-მონაზონი) გაგზავნა, იარაღად კი წმინდა ნაწილები გაატანა. მამა ათანასემ ოლარი ჩაიცვა და მინდვრებზე ნაკურთხი წყლის სხურება დაიწყო. შეძრწუნებული ქრისტიანები მდუმარედ უსმენდნენ ღირსი მამის ლოცვას. უეცრად კალიების მთელი გუნდი, თითქოს უხილავი ძალა მიერეკებაო, აფრინდა და ერთიანად ზღვაში ჩაიხრჩო, ქრისტიანთა სიხარულს კი საზღვარი არ ჰქონდა.

***
მამა ისააკ დიონისელი (+1932) ორი წელი მონასტრის ფურნეში მუშაობდა. იქვე, სენაკში, შხამიანი გველი ცხოვრობდა, რომელსაც ღირსი მამა ემეგობრებოდა. აჭმევდა ფქვილს, ცომს და უშიშრად ეხებოდა. ისე დამეგობრდნენ, რომ გველი ხშირად ბერის საწოლზე ისვენებდა. "მამა ისააკ, რად გინდა ეს ქვეწარმავალიო?" - ეკითხებოდნენ მამები, ღირსი მამა კი პასუხობდა: "ის ხომ არავის არაფერს უშავებს. ნუ გეშინიათ, მას თავისი მორჩილება აქვს - თაგვებს იჭერსო". მართლაც, გველი ფურნეში თაგვს არ აჭაჭანებდა. როცა მამა ისააკი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად, გველმაც მიატოვა იქაურობა.

***
ცნობილი სერბი მიტროპოლიტი ამფილოქე (რადოვიჩი) კარგად იცნობდა მამა პაისი ათონელს და ხშირად სტუმრობდა ხოლმე მას. ერთხელ საღმრთო ლიტურგიის შემდეგ მასპინძელმა მას ტრაპეზი გაუშალა, თეფში კერძით გაუვსო, თვითონ კი მცირედი გადაიღო. ეს ხომ უსამართლობააო, - იუარა ამფილოქემ. მამა პაისიმ კი უთხრა: "განა ბერი არა ხარ? მაშ, როდისღა იქნები მორჩილი, თუ ტრაპეზთანაც კი ურჩობ? ჩემი ბაუმიც კი შენზე მორჩილიაო". ვინ არის ბაუმიო? - ჰკითხა გაკვირვებულმა ამფილოქემ, რადგან იცოდა, მამა პაისის მორჩილნი არ ჰყავდა. ბერი იქვე, ვარდის ბუჩქთან მივიდა და დაიძახა: "ეჰეი, ბაუმ, დაანახვე ამ ურწმუნო ამფილოქეს, რა არის ნამდვილი მორჩილებაო". ბუჩქის ძირას მიწა იძრა და ბაყაყი ამოხტა. "კეთილი, ბაუმ, - უთხრა მამა პაისიმ, - წადი და საღამოს, ლოცვის ჟამს მოდიო". ნუთუ ბაყაყი ლოცულობსო? - განცვიფრდა მღვდელმთავარი. "ის ყოველ საღამოს მოდის ხის პატარა ჯვართან, რომელიც მე ჩავურჭე მიწაში, - მიუგო ბერმა, - და თავის საგალობელს გალობს". ამფილოქემ იფიქრა, გამეხუმრაო, მაგრამ მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მზის ჩასვლისას ჯვრის წინ მოყიყინე ბაყაყი დაინახა...

ერთ ზაფხულს საშინელი სიცხე დაიჭირა. მამა პაისიმ შესჩივლა ნაცნობ მღვდელ-მონაზონს: "ჩვენ, კაცნი, ვცოდავთ და სამართლიანად ვისჯებით, მაგრამ მებრალებიან ცხოველები, ასე რომ იტანჯებიან. რამდენიმე დღის წინ ჩემს სენაკთან გველი მოხოხდა. საცოდავს წყალი ვერსად ეპოვა და მე მთხოვდა. მეც ავიღე და ჭიქით დავუდგიო".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat