ხორცი სინას, სული კი ზეციურ მთას მიუძღვნა
ხორცი სინას, სული კი ზეციურ მთას მიუძღვნა
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ. ღირს იოანეს წარმოშობაზე თითქმის არანაირი ცნობები არ შემონახულა. "სათნოებათა კიბის" შესავალში წმინდა დანიელი (რაითელი მონაზონი) მის ბიოგრაფიას აღწერს: "საყვარელნო ძმანო, ვერაფერს გეტყვით, თუ რომელი იყო ის ქალაქი, სადაც იშვა და აღიზარდა ღვთისმსახურების ეს მამაცი მხედარი სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლამდე, ხოლო თუ რომელ ქალაქს შეუწყნარებია იგი საკვირველი და ასაზრდოებს უხრწნელი საკვებით - დანამდვილებით ვიცი. იგი იმყოფებოდა იმ ქალაქში, რომლის შესახებაც პავლე მოციქული ბრძანებს: "მოქალაქეობაი ცათა შინა არს" (ფილ. 3,20). იქ იმყოფება იგი ნეტარი და ცხადად ხარობს დაუსრულებელ სიკეთეში, ხოლო გონებით უხილავ და მიუწვდომელ მადლს განიცდის. მისი ღვაწლის შესაფერისი პატივი - ცათა სასუფეველი მოუხვეჭია და არის და მარადის იქნება მათთან, ვინც სიწრფელეში ჰგიებს".

გადმოცემის თანახმად, წმინდა იოანე სინელი დაიბადა დაახლოებით 570 წელს და იყო წმინდა ქსენოფონტისა და მარიამის (ხს. 26 იანვარს) ვაჟი. 16 წლის იოანე მივიდა სინას მონასტერში: "ხორციელად 16 წლის ასაკში იმყოფებოდა ნეტარი მამა, ხოლო გონებით ათასი წლის სიბრძნე ჰქონდა მოპოვებული, როდესაც მან საკუთარი თავი, მისივე ნებით, მსხვერპლად შესწირა დიდ მღვდელმოძღვარს, რომელსაც მიაშურა და ხორცი სინას, სული კი ზეციურ მთას მიუძღვნა. ამგვარად, უცხოობის საშუალებით, რომელსაც ყოველგვარ სათნოებათა წინამძღვრად ვთვლით, კადნიერების ვნება ძირიანად აღმოფხვრა და სიმდაბლე შეიძინა, მან თვითრჯულობისა და პირადი ნების მიყოლის მაცდური ვნება განდევნა; ქედი კი სულიერ მოძღვარს მოუდრიკა, რათა ამ ცხოვრების სასტიკ ზღვაში სრულიად თავისუფლად და უვნებლად ევლო. ისე დაუმორჩილა საკუთარი თავი მოძღვარს, თითქოს უტყვი და პირადი ნებისგან სრულიად თავისუფალი სული ჰქონოდა". მისი მოძღვარი და ხელმძღვანელი იყო ამბა მარტვირი. საოცარი ის იყო, რომ მამა იოანე სინელი - ფილოსოფოსთაგან განსწავლული, დაემოწაფა სრულიად განუსწავლელ კაცს, რომელმაც სიმდაბლით ფილოსოფოსობის ამპარტავნობას სძლია. მამა მარტვირი წმინდა მამის ანტონის ერთ-ერთ უშორეს უდაბნოში, მეწამული ზღვის სიახლოვეს მკვიდრობდა. მონასტერში ოთხი წლის ცხოვრების შემდეგ იოანე ბერად აღიკვეცა. სინას მთაზე მოღვაწე ბერმა ამბა სტრატიგიმ მას უწინასწარმეტყველა, რომ გახდებოდა წმინდა ეკლესიის მნათობი.

საოცარი იყო ღირსი იოანეს ბერად აღკვეცაც:

"როდესაც ნეტარი მამა იოანე მონაზვნად აღიკვეცა, თექვსმეტი წლის იყო. მამა მარტვირიმ იგი წაიყვანა ვინმე კურთხეულ ბერ იოანესთან, რომელიც იმჟამად კედარის უდაბნოში მკვიდრობდა თავის მოწაფე სტეფანესთან ერთად. როდესაც ნეტარმა ბერმა იხილა ისინი, ადგა, პატარა თასში წყალი ჩაასხა, ფეხი დაბანა იოანეს და ხელზე ემთხვია, მისი მოძღვრისთვის კი ფეხი არ დაუბანია, სტეფანე ამის დანახვაზე დაბრკოლდა. როდესაც მარტვირი და მისი მოწაფე წავიდნენ, მამა იოანემ, რომელსაც დაფარულ გულისსიტყვათა შეცნობის უნარი ჰქონდა, შეიტყო, რომ მისი მოწაფე დაბრკოლებული იყო და უბრძანა მას: რად დაბრკოლდი, შვილო, ჭეშმარიტად გეტყვი, რომ სხვა არად მესახება ეს ყრმა, თუ არა სინას მთის მამასახლისად და ფეხი ამად დავბანე; მართლაც, ორმოცდასამი წლის შემდეგ ეს ყრმა სინას მთის მამასახლისი გახდა, როგორც ბერმა იწინასწარმეტყველა. მარტო ამ ღირსმა მამამ კი არ იწინასწარმეტყველა მის შესახებ, არამედ ევსტრატი მარტოდმყოფმაც, რომელიც, მას შემდეგ, რაც იგი ანასტასი სინას მთის მამასახლისმა მონაზვნად აღკვეცა, გარეთ აღარ გამოსულა. მან იხილა წმინდა მთიდან ჩამომავალი იოანე მოძღვართან ერთად, უხმო ამბა მარტვირის და ყრმასაც და უბრძანა: მითხარ, მამაო, ვინ არის ეს ყრმა, ან ვინ აღკვეცა იგი? მამა მარტვირიმ მიუგო: მონა შენი არის იგი, მამაო, და ჩემი მოწაფე. წმინდა მამა ევსტრატიმ უთხრა: ნეტარ ხარ შენ, მამა მარტვირი, ვინმე მივიდეს და ანასტასი სინელ მამასახლისს უთხრას, რომ დღეს სინას მთის მამასახლისი აღიკვეცა. და ჭეშმარიტად! როგორც იწინასწარმეტყველეს წმინდა მამებმა ნეტარი იოანეს შესახებ, ყველაფერი ისე მოხდა... და ყოველგვარი სათნოებით იმგვარად იყო იგი შემკული, რომ სინას მთის მამები მეორე მოსეს უწოდებდნენ".

19 წლის მანძილზე ღირსი იოანე მორჩილად იყო თავის სულიერ მამასთან.

ამბა მარტვირის გარდაცვალების შემდეგ კი წმინდა იოანემ განდეგილური ცხოვრება აირჩია და თოლად წოდებულ უდაბნოში განმარტოვდა, სადაც 40 წელი გაატარა მდუმარებაში, მარხვაში, ლოცვასა და სინანულში.

"როდესაც ნეტარი 18 წლის შესრულდა, მისი მოძღვარი და მასწავლებელი ზეციური მამის წინაშე წარდგა როგორც შუამდგომელი და მავედრებელი. თვით კი საბრძოლველად გავიდა უდაბნოში, დიდი მონასტრიდან ხუთი მილის სავალზე, საჭურვლად აიღო ლოცვა და დაყუდების ღვაწლს შეუდგა დიდი მონასტრიდან 5 მილის სავალზე; მან სამყოფელი აიშენა იმ ადგილას, რომელსაც თულისი ეწოდება და 40 წელი ყოველგვარი სულმოკლეობის გარეშე აქ იმყოფებოდა; და ღვთისადმი მძაფრი სიყვარულით, როგორც ცეცხლი, მარადის აღენთებოდა. ვინ შეძლებს, სიტყვით წარმოგვიდგინოს ის ღვაწლი, რომელსაც აღასრულებდა იგი, ან ვინ მოგვითხრობს მის საქმეებს, როცა ყველა სათნოება კაცისაგან ფარულად აღსრულდებოდა. საჭმელი იმდენი ჰქონდა, რამდენიც სიცოცხლის შესანარჩუნებლად იყო საჭირო და, უფრო ნაკლებიც.

უდიდესი ნაკლოვანებით იგი ალაგმავდა და ამშევდა მუცელს. უდაბნოში ცხოვრებით და ადამიანის სახის უნახაობით ვნებათა ცეცხლის ალი სრულად დაშრიტა, ვიდრემდე ფერფლად და მტვრად აქცია იგი.

ხოლო კერპმსახურება, რაც ოქროსა და ვერცხლის სიყვარულით ცხადდება, ღვთის სასოებით და უპოვარების სათნოებით მამაცურად დაძლია. სულიერი სიძაბუნე სიკვდილის ხსენებით განაგდო. ახლობელთა თუ სხვა სოფლიურ საქმეთა სიყვარული კი უნივთო და საუკუნო კეთილთა გამუდმებული მოხსენებით განდევნა.

ხოლო გულისწყრომის მოძალება ადრევე ჩაეკლა მორჩილების მახვილით და დაყუდებისა და დუმილის გამრავლებით ამპარტავნებისა და თვალთმაქცობის მახე დაერღვია. ვინ გამოთქვას ღირსეულად საზომი მისი სიმდაბლისა, ანდა მისი სრული სიწმინდის სიმაღლე, რომელიც დაიწყო მორჩილების ბესელიელმა, ხოლო ზეცისა იერუსალიმისა უფალმა აღასრულა თავისი მოსვლით, რომლის გარეშე არ დაეცემოდა ეშმაკი და ეგზომ დიდი ძლიერება მისი. სად მივუჩინო ჩვენს მიერ დაწნულ ამ გვირგვინში ადგილი მის ცრემლთა წყაროს (რომელიც ბევრი მოღვაწის ხვედრი როდია)? ფარული სამოღვაწეო ადგილი, სადაც იგი ამ საქმეს აღასრულებდა, დღემდე არსებობს. ეს არის კლდოვან ადგილას გამოკვეთილი ქვაბული, სენაკიდან მცირედ დაშორებული, იმდენად, რომ სმენა დიდებისმოყვარეობისაგან იყოს დაცული. იგი ზეცას იყო მიახლოებული ცრემლთა სიმრავლის გამო და ლოცვა მისი ღვთის ყურთასმენას სწვდებოდა. მისი ტირილი უმხურვალესი იყო, ვიდრე მახვილით დაჭრილი, ან ცეცხლში დამწვარი, ან თვალდათხრილი ადამიანებისა. ძილით იმდენი ეძინა, რომ გადამეტებული მღვიძარებისაგან გონებას არ ვნებოდა რამე, ძილამდე კი ბევრს ლოცულობდა და წერდა წიგნებს, რადგან მისთვის სწორედ ეს საქმე იყო მოწყინებისგან დამხსნელი.

მთელი მისი ღვაწლი იყო მაღალი ლოცვა და ღვთისადმი უზომო ტრფიალება, რადგან ღამე და დღე ქალწულებით განწმენდილ საკუთარი სულის სარკეში ხედავდა უფალს და ვერ ძღებოდა მისი ჭვრეტით, რის გამოც ვინმე ძმა მოსემ საღმრთო შური აიღო და ევედრა მას, დაემოწაფებინა იგი და ემსახურა მისთვის, რათა მისგან ჭეშმარიტი საღმრთო სიბრძნე ესწავლა, და მრავალი შუამდგომელი მიაგზავნა მასთან, რათა მისი თხოვნა შეეწყნარებინა.

მაშინ ღმერთშემოსილმა მამამ ამგვარი ვედრების გამო შეისმინა მისი და ყოველგვარ კეთილს ასწავლიდა მას. ერთ დღეს ნეტარმა ძმამ მოსეს უბრძანა, რომ მიწის მცირედი ნაკვეთი საბოსტნედ დაემუშავებინა; იგი წავიდა იმ ადგილას, სადაც უბრძანეს და მისი თხოვნის შესრულებას შეუდგა.

როდესაც შუადღე დადგა და სიცხემ ძალა გამოაჩინა, მოსე დიდი ლოდის ქვეშ შევიდა და იქ დაიძინა, ხოლო უფალმა, რომელსაც არ სურს, დაამწუხროს თავისი ერთგული მსახურნი, მისი დახმარება ინება; ნეტარი იოანე ამ დროს თავის სენაკში ლოცულობდა, მან წათვლიმა და იხილა მშვენიერი სახის მღვდელი, რომელიც აღვიძებდა და საყვედურობდა, რომ ჩათვლიმა: ჰოი, იოანე, შენ უზრუნველად გძინავს, ხოლო შენი მოწაფე მოსე გასაჭირშია; წმინდა მამას მეყსეულად გამოეღვიძა და მოწაფისთვის ლოცვა წამოიწყო, ხოლო მწუხრის ჟამს, როდესაც იგი დაბრუნდა, ნეტარმა მამამ ჰკითხა: რამე ჭირი ხომ არ მოიწია შენზე, შვილო?

ხოლო მან მიუგო: დიდი ლოდის ქვეშ მეძინა. შენი ხმა მომესმა, - თითქოს მეძახდი. იმ ადგილიდან გამოვედი და ლოდი მეყსეულად ჩამოვარდაო. წმინდა მამამ სიმდაბლით არ უთხრა ამ ხილვის შესახებ, არამედ ფარულად, სულიერი გალობით უგალობდა და ადიდებდა ღმერთს.

იგი, ნეტარი, იყო კეთილი მაგალითი და სულიერ წყლულებათა მკურნალი. ამიტომ ამ წმინდანთან მოვიდა ერთი მონაზონი, სახელად ისააკი, რომელიც ხორციელ ბრძოლაში ეცემოდა და ამ ბრძოლაში მეტად დაუძლურებულიყო.

იგი ფეხებში ჩაუვარდა ღმერთშემოსილ მამას და ცრემლითა და ტირილით აღიარა ეს ბრძოლები; მისი ასეთი სარწმუნოება გაუკვირდა ნეტარს და უთხრა: ორივე ლოცვად დავდგეთ, საყვარელო. და როდესაც ლოცვა აღასრულეს და ისააკმა მუხლი მოიყარა, მაშინ ღმერთმა აღასრულა ნება მისი მოშიშისა, - როგორც დავითი ბრძანებს. და ლოცვით განდევნილი გველი განერიდა მათ, ხოლო სნეულმა იხილა თავისი განკურნება და მადლობდა მისთა მადიდებელთა განმადიდებელ ღმერთს და თაყვანს სცემდა თავის ნეტარ მკურნალს.

ზოგიერთი შურით შეპყრობილი ადამიანი კი მრავლისმეტყველებასა და ამპარტავნებას აბრალებდა მას. ისინიც განსწავლა თავისი საქმით, რათა ყველას ერწმუნა, რომ მისი განმაძლიერებელი ქრისტეს მიერ ყველაფერი შეეძლო. ამიტომ მთელი წლის განმავლობაში აღარ ასწავლიდა და დუმდა, რადგან მას აკითხავდნენ ხოლმე, როგორც მკურნალს და მის მიერ განათლდებოდნენ.

მაშინ კი დადუმდა იმ დრომდე, ვიდრე თვით მისი ბრალმდებელნი არ ევედრნენ და არ აღიარეს, რომ სულთა სარგებლად აღმომდინარე წყარო დაწყდა და ეს მრავალთ დაღუპვით ემუქრებოდა. მაშინ მრავალი ადამიანის ნებას დაემორჩილა კვლავ და ისევ ყველას დამოძღვრასა და განათლებას შეუდგა".

ადამიანთაგან თავისი ღვაწლი რომ დაეფარა, ღირსი იოანე ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე გამოქვაბულში, მაგრამ მისი მოღვაწეობის ამბავი ყველგან იყო ცნობილი. ხალხი რჩევის თუ ლოცვის სათხოვნელად უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა მასთან. 74 წლის ასაკში წმინდა მამა სინას სავანის იღუმენად აირჩიეს. სიცოცხლის ბოლო წლებში წმინდა იოანეს სასწაულმოქმედებისა და წინასწარ ხედვის ნიჭი მიემადლა უფლისაგან.

KARIBCHEროდესაც ყველამ იხილა სათნოებათა სიმრავლე და სიღრმე მისი მოძღვრებისა, ორმოცწლიანი დაყუდების შემდგომ იგი, ახალგამოჩინებული მოსეს მსგავსად, სინას მთის მონაზონთა საძმომ მონასტერში აიყვანა და ბრწყინვალე სანთელი წინამძღვრობის სასანთლეზე დაადგინა და აღამაღლა. მართლაც, არ ცდებიან ისინი, ვინც მეორე მოსე უწოდა მას, რადგან ისიც უხილავ ნისლში შევიდა, ღვთისაგან დაწერილი რჯულისდება მიიღო, ღვთის სიტყვის აღმოსათქმელად გახსნა ბაგე, მოიღო სული და გულის საუნჯიდან აღმოთქვა კეთილი სიტყვა.

ამგვარად დაასრულა მან თავისი ცხოვრება იმ ჭეშმარიტ ისრაიტელთა წინამძღვრობაში, მონაზვნები რომ ჰქვიათ, და ცათა სასუფეველში ღვთის მიმართ მიიცვალა. მხოლოდ ერთი რამით არ ემსგავსებოდა იგი მოსეს: იერუსალიმში შეუსვლელობა არ მოწეულა მასზე, როგორც მოსეზე, რომელიც ქვეყნიურ იერუსალიმში ვერ შევიდა, წმინდა იოანე სინელი კი - მოსესთან ერთად ზეციურ იერუსალიმში შესვლის ღირსი გახდა".

ღირსი მამის - იოანე კიბისაღმწერლის აღსრულების თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა ცნობები არსებობს. ზოგიერთნი მიიჩნევენ, რომ ამბა იოანე 80 ან 85 წლისა აღესრულა, ფსალმუნის დანართში ნათქვამია, რომ მან 95 წელი იცხოვრა. აღმოსავლეთის ეკლესია მის ხსენებას 30 მარტს აღასრულებს, ამავე დღეს იხსენიებს მას დასავლეთი.

***
რაითის მონასტრის იღუმენის წმინდა იოანეს (ხს. ყველიერის შაბათს) თხოვნით წმინდა იოანემ დაწერა "კიბე" - სახელმძღვანელო სულიერი სრულყოფილების მიღწევისთვის. ამ ნაწარმოების მიზანია ქრისტიანს ასწავლოს, რომ ცხოვრებისათვის აუცილებელია თავგანწირვა და მოღვაწეობა. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ცოდვათაგან განწმენდა, ძველი ადამიანის ნაკლისა და ვნებების აღმოფხვრა, შემდგომ კი ადამიანში ღვთის ხატის აღდგენა. თუმცა წიგნი მონაზვნებისთვის დაიწერა, მისი მეშვეობით ნებისმიერი ქრისტიანი სწავლობს სულიერი ცხოვრების კიბის საფეხურების გავლასა და უფალთან მიახლოებას. წმინდა იოანე სინელმა, "დიდი მოსეს მსგავსად, თავისი ღვთისმხილველობით, რაც იხილა სინას წმინდა მთაზე, ამ წიგნში, როგორც რჯულის ფიცრებზე, კეთილად აღწერა სწავლება ახალ ისრაელთათვის, რომლებიც დღეს გამოსულან უხილავი ეგვიპტიდან და ამა სოფლის ზღვისაგან. მან, მოსეს კვერთხის ნაცვლად, თავისი ღვთისმეტყველი ენითა და ღვთის მადლით მრავალი სასწაული აღასრულა და მრავალი იხსნა ამა სოფლის აღძრული ზღვისგან. მისი სწავლებები შეუცდომლად გაუძღვებიან წინ ყველას, მონაზონსაც და ერისკაცსაც. ეს წიგნი არის ზეცის ბჭემდე აღმყვანებელი კიბე მათთვის, ვინც შეუდგება, და ზე ასვლას ისურვებს და ამ სწავლების საშუალებით დაუბრკოლებლად განერიდება უკეთურ სულებს, ბნელ სოფლისმპყრობელებს და ჰაერის მთავრებს".
(წმინდა იოანე რაითელი)

"სათნოებათა კიბის" შესავალში ვკითხულობთ:

"ყველამ, ვინც ამ სიტყვას წაიკითხავს, ან მის გადაწერას მოისურვებს, უნდა იცოდეს, რომ ამ სულთგანმანათლებელი წიგნის მთქმელის - ნეტარი მამის სახელი როდია "კლემაქსი". არა! მას სახელად იოანე ჰქვია, ხოლო კლემაქსი წიგნის სახელწოდებაა. "კლემაქსი" ბერძნულად "კიბეს" ნიშნავს. "კიბე" იმიტომ ეწოდა, რომ ეს წიგნი სათნოებითა კიბის დარად შეიქმნა. იგი უდაბლეს საქმეთაგან იწყებს და თანდათანობით მაღლა მიიწევს, ისე რომ, წიგნის ბოლოს სათნოებათა დასრულებულ კიბეს იხილავთ".

წიგნის შესავლიდან ირკვევა, რომ მისი პირველი თარგმანი არ ყოფილა სრულყოფილი. ბევრი რამ გამოტოვებული იყო, ანდა არასწორად დაწერილი. ეს წიგნი მისივე მოძღვრის თხოვნით ბერძნულიდან უთარგმნია ვინმე "გლახაკ ექვთიმეს" (ასე მოიხსენიებს თავის თავს). თავების გამოყოფა, დასათაურება – ეს ყველაფერი მას ზედმიწევნით და ზუსტად გადმოუტანია დედნიდან. რაითელმა მონაზონმა - დანიელმა ამ სულთა განმანათლებელ წიგნზე შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: "ყველას, ვინც ესწრაფვის, რომ მათი სახელები ზეცაში, ცხოვრების წიგნში ჩაიწეროს, ეს წიგნი საუკეთესო გზას უჩვენებს. ამ გზაზე სვლისას ვნახავთ, რომ იგი უცდომელი წინამძღვარია მათთვის, ვინც მის მითითებებს მიჰყვება, ყოველგვარი დაბრკოლებისაგან უვნებლად დაიცავს მათ და წარმოგვიდგენს განმტკიცებულ კიბეს, რომელიც მიწიდან წმიდათა წმიდისაკენ მიემართება და რომლის მწვერვალზეც დამყარებულია ღმერთი სიყვარულისა. ამიტომ გევედრებით, ძმებო, ჩვენც სარწმუნოებით და სიყვარულით ავუყვეთ ამ სულიერ, ზეცაში ამყვანებელ კიბეს, რომლის პირველი საფეხური კეთილად გვასწავლის. ღირსმა მამამ ბრძნულად განსაჯა, რომ აღემართა ჩვენთვის ასასვლელი, რომელიც უფლის ხორციელი ასაკის (თანარიცხვედი) შესაბამისი იქნებოდა; რადგანაც უფლის 30 წლის სრული ასაკის შესაბამისად მჭვრეტელურად გამოგვისახა კიბე, რომელიც სულიერი სრულყოფის 30 საფეხურისაგან შედგება; მისი საშუალებით, როდესაც უფლის ასაკის სისრულეს მივაღწევთ, ჩვენ აღმოვჩნდებით ჭეშმარიტად მართალნი და დაცემისკენ მიდრეკილება აღარ გვექნება. ხოლო იგი, ვინც ამ საზომს ვერ მიაღწევს, ჯერაც ჩვილია და გულის ზუსტი მოწმობით სრულიად არასრულყოფილია".

როგორც აღვნიშნეთ, ცად აღმყვანებელი "სათნოებათა კიბე" 30 საფეხურს მოიცავს. შესაბამისად, ამ საფეხურების დახასიათება წიგნის 30 თავის შინაარსს შეადგენს: 1) სოფლისაგან განშორებისათვის; 2) ამ სოფლისა და მის საქმეთა მოძულებისათვის; 3) უცხოობისათვის; 4) მორჩილებისათვის; 5) სინანულისათვის; 6) სიკვდილის მოხსენებისათვის; 7) ცოდვათაგან განმწმედელი გლოვისათვის; 8) ურისხველობისათვის; 9) მოშურნეობისათვის; 10) ბოროტმეტყველებისათვის; 11) დუმილისათვის; 12) ტყუილისათვის; 13) მოწყინებისათვის; 14) ნაყროვნებისათვის; 15) სიძვისათვის; 16) ვერცხლისმოყვარეობისათვის; 17) უპოვარებისათვის; 18) ულმობელობისათვის; 19) ძმათა შორის ფსალმუნებისათვის; 20) მღვიძარებისათვის; 21) მოშიშობისათვის; 22) ზვიადობისათვის; 23) ამპარტავნებისათვის და გმობისათვის; 24) სიმშვიდისა და სიწრფელისათვის; 25) სიმდაბლისათვის; 26) განსჯისა და გულისხმიერებისათვის; 27) დაყუდების, განშორებისა და გონების დაცვისათვის; 28) გონიერი ლოცვისათვის; 29) უვნებლობისათვის; 30) სიყვარულის, სარწმუნოებისა და სასოებისათვის.

ბიბლიურმა მწყემსმა იაკობმა სიზმარში ზეციური კიბე იხილა. პირმეტყველ ცხოვართა მწყემსმა და მოძღვარმა, ღირსმა იოანე კიბისაღმწერელმა კი ამ კიბით თავის სამწყსოს ღვთისკენ მიმავალი შეუმცდარი გზა აჩვენა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat