ბერი პაისის მოგონებებიდან:
ერთხელ ჩემთან მეორე კლასელი გიმნაზიელი ბიჭუნა მოვიდა,
მან ჭიშკარზე რკინის ურდულით დამიკაკუნა. თუმცა წასაკითხი წერილების მთელი ტომარა მედგა, გადავწყვიტე, გავსულიყავი და მეკითხა, რა უნდოდა. "აბა, ყმაწვილო, მიბრძანე, რა გნებავს"? – ვეკითხები. ის კი ამბობს: "ეს მამა პაისის სენაკია? მამა პაისი მინდოდა". "სენაკი კი მისია, მაგრამ თვითონ მამა პაისი არ არის, სიგარეტის საყიდლად წავიდა". ვპასუხობ მე. "ალბათ სიგარეტისათვის იმიტომ წავიდა, რომ ვინმემ სთხოვა". კეთილი ზრახვებიდან გამომდინარე დაასკვნა ბიჭმა. "თავისთვის უნდა იყიდოს, სიგარეტი გაუთავდა და ცეცხლ მოკიდებულივით გავარდა მაღაზიაში, აქ მარო დამტოვა და იცის კი არ ვიცი, როდის დაბრუნდება. თუ ვნახავ, რომ აგვიანდება, მეც წავალ". ვეუბნები ბიჭს.
მას თვალებში კი ცრემლი აკიაფდა და კვლავ კეთილი ზრახვიდან გამომდინარე წარმოსთქვა: "როგორ ვღლით წმიდა მამას"! " შენ რა გინდოდა მასთან" ? ვეკითხები. "კურთხევა მინდოდა ავიღო". მიპასუხა. "რა კურთხევა , შე სულელო, ის ხომ ხიბლშია, ასეთ გზააბნეულ კაცუნას ჯერ არსად შევხვედრივარ, ასე რომ, ამაოდ ელი. რომ დაბრუნდება, ძალიან უხასიათოდ იქნება, თანაც მთვრალი გამოგვეცხადება. ყველაფერთან ერთად შეიძლება, კარგათაც წაგითაქოს". რა არ ვუთხარი ამ ყმაწვილს, მაგრამ მისი კეთილი ზრახვა არ შეიცვალა. ბოლოს ვუთხარი "კარგი, მე კიდევ ცოტა ხანს დაველოდები მამა პაისის, მითხარი, რა გინდა და გადავცემ". " მე მისთვის წერილი მაქვს გადასაცემი, მაგრამ დავუცდი, რომ კურთხევა ავიღო". მომიგო მან.
ხედავთ?! რაც არ უნდა მეთქვა, ყველაფერს კეთილი ზრახვით იღებდა. მე ვეუბნები: "ეს პაისი ცეცხლმოკიდებულივით გავარდა სიგარეტისთვის". მას კი ამის გაგონებაზე თვალზე ცრემლი მოადგა და ოხვრა დაიწყო, იფიქრა: " ვინ იცის რისთვის წავიდა, ალბად კეთილი საქმის გასაკეთებლად". სხვები ამდენ წიგნებს კითხულობენ და კეთილი ზრახვები მაინც არ აქვთ. გიმნაზიის მეორე კლასის მოსწავლე კი ესოდენ კეთილი ზრახვებითაა სავსე. შენ უნგრევ მას წარმოდგენას, ის კი ხელახლა უკეთესს აგებს და მასზე დაყრდნობით საუკეთესო დასკვნამდე მიდის. ამ ბავშვმა აღტაცება მომგვარა. ასეთი ვინმე პირველად ვნახე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი