ნახეს და შეიტკბეს ერთმანეთი მიქაელმა და სერაპიონმა და სიხარულის ცრემლით მადლობდანენ ღმერთს
ნახეს და შეიტკბეს ერთმანეთი მიქაელმა და სერაპიონმა და სიხარულის ცრემლით მადლობდანენ ღმერთს
IX საუკუნის II ნახევარში კლარჯეთის ერთ პატარა სოფელში დაიბადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მშვენება - წმინდა სერაპიონ ზარზმელი. მისი მშობლები უბრალო ქართველები იყვნენ, ღირსნი და პატიოსანნი, რომელნიც მიწის დამუშავებით ირჩენდნენ თავს და თავისი ნაშრომით მრავალ გლახაკსა და გაჭირვებულს შეეწეოდნენ. წმინდა სერაპიონის მამას კვიპრიანე ერქვა, დედის სახელი კი თუმცა დაფარა წლების სიმრავლემ, მაგრამ ვიცით, რომ წმინდა სერაპიონის გარდა მან ორი ვაჟი მოავლინა ამ ქვეყანაზე და "ნათლად გამომყვანელი მათი ნათლად წარუვალად მიიცვალა".

უმცროსი, იოანე, დარჩენილა "ყოვლად უსრული" - ჯუჯა და ენაბლუ. მცირედ წამოუზრდია კვიპრიანეს ვაჟები და ისიც გარდაცვლილა. დარჩენილა სამი ყრმა "ალსა მას შინა სიგლახაკისასა შეთხეულნი". ობლობამ, სიღარიბემ, განსაცდელით აღსავსე ცხოვრებამ სერაპიონის სულში ამ სოფლის სიყვარული ნელ-ნელა გააქრო და როცა უფალმა მოუწოდა, აღარ უყოყმანია, მოჰკიდა ხელი თავის უმცროს ძმას და მამა მიქაელ პარეხელს მიაშურა მონასტერში. მამა მიქაელი წარმოშობით შავშეთის სოფელ ნორგოლიადან ყოფილა, ბერად მიძნაძორში აღკვეცილა, უმოღვაწია ხანძთის უდაბნოში, იქიდან კი მარტომყოფობის მოსურნე ბერთის პარეხში წასულა (პარეხი კლდეში ნაკვეთ გამოქვაბულს ნიშნავს) - ასე მოგვითხრობს "წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება", "წმინდა სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების" მიხედვით კი წმინდა მიქაელს ოპიზის უდაბნოში უმოღვაწია და იქიდან წასულა ბერთის გამოქვაბულში (თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მეცნიერთა გარკვეული ნაწილი ამ ორ "ცხოვრებაში" ნახსენებ მიქაელს არ აიგივებს, წმინდა სერაპიონს კი საერთოდ VII საუკუნის მოღვაწედ მიიჩნევს).

განვაგრძოთ თხრობა და ჩვენც ვეწვიოთ ბერთას პარეხს. მამა მიქაელი სულიერად უკვე დიდად გამოცდილი და მრავალჭირნახული მოძღვარი გახლდათ. მას გვერდით ედგნენ სულიერნი შვილნი ბასილი და მარკელაოსი, რომლებიც მოღვაწეობით მობაძავნი იყვნენ სულიერი მამისა. სწორედ ამ ღვთის კაცთა შორის აღიზარდნენ სერაპიონი და იოანე და წმინდა მიქაელის ხელშივე სრულნი იქმნენ სათნოებით. აქვე გვსურს გავიხსენოთ კვიპრიანეს უფროსი ვაჟი, რომელმაც ერისკაცული ცხოვრება ირჩია, სოფელში დაემკვიდრა და შეიტკბო სათნოება უცხოთა და გლახაკთა გამოზრდისა.

გავიდა ხანი და წმინდა მიქაელის ბრძანებით ბერი სერაპიონი მღვდლად აკურთხეს. ერთხელ, ლოცვისას, წმინდა მიქაელს განკვირვება დაეცა და იხილა წმინდა, მღვდელმშვენიერად შემოსილი კაცი, რომელმაც აუწყა, რომ ღვთის ბრძანებით სერაპიონსა და იოანეს სამცხეში მონასტერი უნდა აეშენებინათ და ის ნიშნები უთხრა, რომელთა პოვნის შემდეგაც უნდა აეგოთ ტაძარი. გაუძნელდა მამა მიქაელს საყვარელ შვილთან განშორება, მაგრამ ღვთის ნებას წინ ხომ ვერ აღუდგებოდა! დაიბარა სერაპიონი და უფლის ნება განუცხადა: სამცხეში უნდა ააშენო მონასტერი - "სულთ სამზრუნველო", იქ, სადაც ღმერთი გიჩვენებსო. შეწუხებულმა სერაპიონმა ცრემლთა ღვრით სთხოვა მოძღვარს: "უკეთუ სათნოა შენთვის, მამაო, ევედრე ღმერთს, არ განმაშოროს შენს წმინდა კრებულს!" წმინდა მიქაელმა მიუგო: "შეწყვიტე, შვილო, სიტყვის მოგება, რათა საღმრთო მორჩილების გვირგვინს არ დააკლდე. მოემზადე წასასვლელად და თან შენი ხორციელი ძმა იოანე და მონასტრის ოთხი ბერი წაიყვანეო". აუწყა ის ნიშნებიც, რომლებითაც უნდა ეცნოთ სამონასტრე ადგილი და ესეც უთხრა: "უწყოდეთ, შვილნო, მრავალ სულთა საუკუნო ცხოვრების მიზეზნი იქნებითო". დაემორჩილა სერაპიონი ღვთის ნებას. დაემშვიდობნენ სამცხისკენ მიმავალი ძმები პარეხის მკვიდრთ, საგზლად წმინდა მიქაელის ლოცვა გაიყოლეს და გაეშურნენ უცხო მხარისკენ, თან მოძღვრის მიერ გატანებული ფერისცვალების ხატს მიაბრძანებდნენ. საკმაოდ რთული გზა უჭირველად გაიარეს. მცირე ხნით ბერასჯვართან გაჩერდნენ. წმინდა სერაპიონმა ძმებს ის ადგილი დაანახა, სადაც მონასტრის აშენებას ფიქრობდა. დაისვენეს და გზა განაგრძეს. ჩაიარეს მდინარე უტყვისას ხეობა და მიადგნენ ერთ ადგილს, ძინძეს რომ ეძახდნენ. იქაურობა ძმებს სამონასტროდ ძალზე მოეწონათ. წმინდა სერაპიონმა ჯერ იუარა - აქ არ არის ის ნიშნები, რომელთა შემწეობით სამონასტრე ადგილს უნდა მივაგნოთო, მაგრამ მერე ძმების გულმოდგინებას წინ აღარ აღუდგა. აიშენეს მცირე ტალავერი და შემოღობეს სამონასტრო ადგილი. მაგრამ დაბის ურწმუნო მკვიდრთ რომ შეიტყვეს, ვინმე მონაზონთ მონასტრის აშენება სურთო, განრისხდნენ, მიუხდნენ მათ და მდინარის პირამდე გაყარეს.

ბერები მდინარეს აუყვნენ და განაგრძეს გზა ტყე-ღრეში, სადაც კაცის ნავალიც კი არ ჩანდა. ამ სიარულში პოვეს ის ნიშნები, რომლებიც წმინდა მიქაელს ეთქვა მათთვის. გაიხარეს დიდი სიხარულით ძმებმა - თურმე ამაოდ არ გამოევლოთ ეს გზა! იქვე ერთი პატარა გორა დაინახეს, რომლის აღმოსავლეთით წყარო მოედინებოდა. დაათვალიერეს იქაურობა, მაგრამ ვაკე ადგილი ვერ ნახეს, ამიტომაც წმინდა სერაპიონმა ბრძანა, გორასა და წყაროს შორის მიწა მოეჭრათ და ადგილი გაესწორებინათ, რათა ზედ მცირე სახლი აეგოთ. ძმები ასეც მოიქცნენ და ფერისცვალების ხატი ამ სახლში დააბრძანეს. ის მიდამოები გიორგი ჩორჩანელს, დიდაზნაურს, ჩორჩანისა და ზანავის ტაძრების მაშენებელს ეკუთვნოდა, ამ ადგილებში კი ნადირობდა ხოლმე და ღამის გასათევი ქოხიც ედგა. როცა მამებმა ცეცხლი დაანთეს, გიორგიმ კვამლი დაინახა და გაუკვირდა უცხო კაცთა კადნიერება. ნეტავ ნადირს ვინ ეძიებსო, - იკითხა, მერე იფიქრა, ეგებ ვინმეს გზა აებნა და დახმარება სჭირდებაო და ამბის გასაგებად მონა გააგზავნა.

ჩორჩანელის მონამ ცეცხლის გარშემო შემომსხდარი ბერები რომ იხილა, გაკვირვებულმა ვინაობა ჰკითხა. წმინდა სერაპიონმა უთხრა: "ჩვენ მოწაფენი ვართ დიდი სასწაულმოქმედი მამის მიქაელ პარეხელისა და ღვთის ბრძანებით აქ მონასტერი უნდა ავაგოთო". უკან მიბრუნებულმა მონამ ყოველივე მოუთხრო მთავარს.

გამთენიისას გიორგიმ ბერების სანახავად ორი ახლობელი გაგზავნა, რათა ზედმიწევნით შეეტყოთ ყოველივე.

ღირსი სერაპიონი მიხვდა, რომ თვით ამ მხარის მთავრის ახლობლები ეწვივნენ, მიეგება მათ და მდაბლად მოიკითხა, წარავლინა ტალავერში და ფერისცვალების ხატისთვის თაყვანი აცემინა. შემდგომ სასაუბროდ დასხდნენ. გიორგის ხალხმა ჰკითხა წმინდა სერაპიონს, რისთვის ენებებინა ამ მხარეში მოსვლა. წმინდა მამამ იგივე უთხრა, რაც მონას. გაიხარეს ჩორჩანელის წარგზავნილებმა; ჯერ ერთი, წმინდა მიქაელი მთელ ქვეყანას სასოებად მიაჩნდა, მეორეც, მისი მონასტრის დარი მამათა მონასტერი უხილავი გალავანი იქნებოდა ამ მხარისა.

მესამე დღეს ჩორჩანელმა ბრძანა, წმინდა მამათა სამყოფელამდე გზა გაეკვალათ, ჩაალაგებინა მცირე რამ საზრდელი, მეუდაბნოეთა საკადრისი, წაიყვანა ხუცნი და წმინდა სერაპიონის სანახავად წავიდა. ღირსი მამები წყაროსთან ხატით ხელში მიეგებნენ მთავარსა და მის მხლებლებს. მოიდრიკეს წარჩინებულებმა მუხლნი, თაყვანი სცეს წმინდა მამას და მისგან კურთხევა ითხოვეს. აღაღო პირი წმინდა სერაპიონმა "და ვითარცა მდინარე ედემისა, ამოუწყაროოდა ოქრონაკადული პირით მისით". მისმა ღვთივგანბრძნობილმა საუბარმა მოხიბლა გიორგი. ჰკითხა: "ვითარცა ერთი მოციქულთაგანი, გამოგვიგზავნა ღმერთმა შენი თავი; აწ რის გაკეთებას გვიბრძანებო?"

მამებმა მონასტრისთვის შერჩეული ადგილი აჩვენეს. არ მოეწონა გიორგის და სთხოვა ღირს მამებს: "ეს ადგილი უქმი და უღვაწია, ვხედავ, ღმერთმა მოგავლინათ და ეს საქმე ჩემი დახმარების გარეშე არ გამოვა. ხომ არ სჯობია, სხვა, უფრო მარჯვე ადგილას ააგოთ მონასტერი? განა შეიძლება, კაცმა ჭირი თავისი ნებით მოიწიოსო?" წმინდა სერაპიონმა უპასუხა: "შეუძლებელია, წინ აღვუდგეთ ღვთის ბრძანებას და ადგილი შევუცვალოთ მონასტერს; ნურც შენ გვაიძულებო". გიორგიმ თავი მოიდრიკა და ჩაფიქრდა, შემდეგ კი მამებს სთხოვა: "ილოცეთ ჩემთვის, მამებო; იცის ღმერთმა, რომ ეს ადგილი არ მენანება, მაგრამ აქ თქვენი შეწევნა არ შემიძლიაო", - და დამწუხრებული წავიდა. მდინარესთან მისულს ერთი კლდე მოეწონა და მამების მოსაყვანად ხალხი გაგზავნა, იქნებ მონასტრის აქ აშენებას მაინც დამთანხმდნენო, მაგრამ მამა სერაპიონმა კვლავ მტკიცედ იუარა. მაშინ გიორგიმ ერთ ჭაბუკს უბრძანა: "შვილო საყვარელო, ხვალვე გაჰყევი წმინდა მამებს და განთიადიდან მწუხრამდე რა ადგილიც შემოვლოთ, ამათთვის მიმიცია. თუ ვინმე წინ აღუდგება მათ, უთხარით, რომ მე დავრთე ნებაო". მერე ღირს მამებს მიუბრუნდა, დახმარება აღუთქვა და სამი დღით დაემშვიდობა.

ბერებმა ის ღამე კლდეზე გაათიეს. იმ ღამეს ანგელოზი უხილავს წმინდა სერაპიონს, რომელიც განაძლიერებდა მას და გულმოდგინე შრომას უბრძანებდა. ამ ხილვის გამო წმინდა მამამ ორი დღის შემდეგ აქვე საკუთარი ხელით შექმნილი ორი ჯვარი აღმართა წმინდა მთავარანგელოზთა სახელზე.

მეორე დღეს ბერები მდინარეს აუყვნენ და მივიდნენ ორი მდინარის შესაყართან, სადაც წისქვილი გაემართათ. უცხო ხალხი რომ დაინახეს, მტრულად შეხვდნენ. მაშინ უთქვამს წმინდა სერაპიონს: "ვნახე უღმრთო ამაღლებული ნაძვთამდე ლიბანისთა და თანაწარვჰხედ და არა იპოვა ადგილი მისი". განაგრძეს გზა. ერთგან მხცოვანი კაცი მიეგებათ, სახელად ია, და ტკბილად მოიკითხა მამები, რადგან უკვე მთელ მხარეს მოსდებოდა მათი ამბავი. ევედრებოდა, ღამით მასთან დარჩენილიყვნენ. ძმებმა იუარეს, მცირედ წაიხემსეს და გაუყვნენ გზას. მათ იაც შეუერთდა. ერთ ადგილას წმინდა სერაპიონმა რკინის ორთოხით ლოდზე ჯვარი გამოკვეთა.

გზად, ტბასთან, მამებს ჩასაფრებულმა თახვებზე მონადირეებმა გაუმრუდეს გზა.

ბოლოს ბერები ერთ დაბას მიადგნენ. მათ ერთი კეთილი კაცი, სახელად გარბანელი მიეგებათ. ევედრა: "მზე ჩადის, ამაღამ ჩემთან დარჩითო", - მაგრამ წმინდა სერაპიონმა იუარა: "დათქმულ დრომდე უნდა მივაღწიოთო ადგილს". მათი მეგზური იქ დარჩა, ბერებმა კი განაგრძეს გზა და იმავე კლდესთან მივიდნენ, საიდანაც წამოვიდნენ. მოხდა საკვირველი რამ - მთელი ამ ხნის განმავლობაში მზე არ ჩასულა, სიტყვისაებრ წმინდა სერაპიონისა: "როგორც ისუ ნავეს ძეს გაუჩერა მზე უფალმა, მანვე ღირსმყოს ამ მზესთან ერთად ხილვად და თაყვანისცემად თვისისა წმინდა ხატისაო".

გათენდა, იწყეს ლოცვა მესამე ჟამისა. ამ დროს მათ შიშისგან გაფითრებული გუშინდელი თანამგზავრი და ორი უცხო კაცი მიადგნენ. "თქვენ რომ წამოხვედით, იძრა მიწა, ატყდა ხმაური, გაიპო კლდე და ტბის წყალი მდინარეს შეუერთდა", - უამბეს ბერებს. წყალს წაუღია წისქვილი და სახლი... ტბის ადგილას კი ქვები და ლოდები დარჩენილა. ეს ამბავი ელვის სისწრაფით მოედო მთელ იმ მხარეს. უამრავი ხალხი შეიკრიბა წმინდა მამებთან, მივიდა გიორგი ჩორჩანელიც მღვდლებსა და იმ მხარის ბერებთან ერთად. ზარითა და მიუთხრობელი შიშით შეპყრობილმა ხალხმა ღამე ლოცვასა და გალობაში გაათია. სწორედ მას შემდეგ ეწოდა იმ ადგილს ზარზმა.

დილით ხალხი ბერებს გამოეთხოვა, გიორგი კი მამებთან დარჩა და უბრძანა, ეკლესიის ასაშენებლად ადგილი მოეძებნათ. წმინდა სერაპიონს უნდოდა, ტაძარი მაღალ გორაზე აეშენებინათ, დანარჩენები კი იწუნებდნენ და იყო ერთი ცილობა. მაშინ მამა სერაპიონი და მისი ძმა იოანე თავთავიანთ არჩეულ ადგილებზე დადგნენ, თქვეს, ავანთოთ ლამპრები, ღამე ლოცვაში გავატაროთ და ვისი ლამპარიც არ ჩაქრება, მის ამორჩეულ ადგილას ავაგოთო ეკლესია. მართლაც ასე მოიქცნენ და დილით დაინახეს, რომ წმინდა სერაპიონის ლამპარი ჩამქრალიყო, ხოლო იოანესი სამხრამდე იწვოდა. "ძმაო იოანე, - უთხრა წმინდა სერაპიონმა ძმას, - ღმერთმა შენი გონების ნაკლულევანება იხილა და ეს საკვირველება გაჩვენა. მაგრამ იცოდე: ცოტა ხნის შემდეგ იმ ბორცვზეც აიგებაო ეკლესია".

დაიწყო მშენებლობა, გამრავლდა საძმო. სამი წლის შემდეგ დასრულდა ეკლესია, შეიმკო ყოვლითურთ, დააბრძანეს შიგ ფერიცვალების ხატი. შემდგომ კი სენაკებიც აიშენეს. გიორგი ჩორჩანელი დიდად დაეხმარა მამებს, მისცა ყველაფერი, რაც მონასტერს სჭირდებოდა, წმინდა სერაპიონმა კი ტიპიკონი განუჩინა.

გამოხდა ხანი და ბერებმა წმინდა მიქაელის წერილი მიიღეს. ის სასწრაფოდ იბარებდა სერაპიონსა და იოანეს, რადგან იცოდა, რომ მისი გარდაცვალების ჟამი მოახლოებულიყო.

ნახეს და შეიტკბეს ერთმანეთი მიქაელმა და სერაპიონმა და სიხარულის ცრემლით მადლობდნენ ღმერთს. ილოცეს, იტრაპეზეს, დაისხეს ღვინოც და შიგ სულიერი და ხორციელი სიხარული განაზავეს. ტრაპეზის ჟამს წმინდა მიქაელმა ეკლესიის კედლიდან ბზის გამხმარი ტოტი აიღო და წმინდა სერაპიონს უბრძანა, ეკლესიის ახლოს დაერგო. "თუ განედლდება, ნაყოფიერია ის ადგილი, წადი და გულმოდგინედ აშენეო". წმინდა სერაპიონი დაემორჩილა მოძღვარს. მცირე ხნის შემდეგ ბზის ტოტი განედლდა და ამოიყარა...

კარგა ხანს დარჩნენ სულიერი შვილნი მოძღვართან, მაგრამ ერთ დღეს წმინდა მიქაელმა ლოცვისას ხილვა იხილა და მამა სერაპიონს უბრძანა, სასწრაფოდ სამცხეში დაბრუნებულიყო, რადგან მცირე ხანში შფოთი ატყდებოდა იმ ადგილას, იოანეზე კი თქვა, "სხვაგან წავიდეს და იქაურ ბერებს მონასტრის აშენებაში შეეწიოსო" და აღუწერა ის ადგილი, სადაც უნდა მისულიყო.

პარეხიდან წამოსულმა ღირსმა მამებმა რამდენიმე დღე ოპიზის მონასტერში დაჰყვეს, იქიდან გარდავლეს არსიანის მთა და შევიდნენ ყველის ხეობაში.

ყველის ხეობაში შესულებს ვინმე მონაზონნი მიეგებნენ და ღვთის გამოცხადება აუწყეს: "აქ თქვენს მიერ უნდა აღეშენოს მონასტერი და ჩვენც მოგელით, თქვენ უნდა იყოთ ჩვენი მასწავლებლებიო". წაიყვანეს და აჩვენეს სამონასტრო ადგილი, სადაც ღირსმა მამებმა წმინდა მიქაელის ნაუწყები ნიშნები იპოვეს.

გაუძნელდა იქ დარჩენა წმინდა იოანეს, მაგრამ დაემორჩილა მამა მიქაელისა და მამა სერაპიონის ნებას, რომელიც იქ მონასტრის აშენებას უბრძანებდა. მხოლოდ ერთი რამ სთხოვა ხორციელ ძმას: ხანდახან მოვალ ხოლმე ზარზმაში და გიხილავო.

წმინდა მამების ლოცვით მამა იოანემ მალევე ააშენა მონასტერი "იოანეწმინდა" და საბოლოოდ იქ დაემკვიდრა.

ზარზმაში დაბრუნებულ წმინდა სერაპიონს ძმობა საკმაოდ გამრავლებული დახვდა, რამაც ძალზე გაახარა. მაგრამ მისი სიხარული დიდმა მწუხარებამ შეცვალა, როცა დიდი მთავრის გიორგი ჩორჩანელის გარდაცვალება აუწყეს. მეორე დღესვე ეწვია ღირსი მამა ზანავის მონასტერს და აკურთხა ჩორჩანელის საფლავი. გიორგის ცოლ-შვილი ადრევე დაჰხოცოდა და ყოველი მონაგები დის ოჯახისთვის დაეტოვებინა. მონასტრისთვისაც მრავალი რამ შეეწირა.

ერთი წლის შემდეგ ატყდა ის შფოთი, წმინდა მიქაელი რომ ამბობდა: ჩორჩანელის დისშვილმა სიძე მოკლა. ამის გამო იმ მხარის ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ეს შფოთი მხოლოდ წმინდა გიორგი მაწყვერელმა ჩააცხრო ოთხი წლის შემდეგ, როცა აწყურის სამღვდელმთავრო ტახტი დაიკავა.

გამოხდა ხანი, დაცხრა შფოთი. წარემატებოდა ზარზმის მონასტერი. მამა იოანეც ხშირად მოდიოდა და სულიერად განძლიერდებოდა თავისი ძმისგან. ასეთი წესი დაუდგინეს თავიანთ თავს ღირსმა მამებმა: შუაღამისას ძმებთან ერთად ლოცულობდნენ, ხოლო ცისკრისას განშორდებოდნენ ქვის სატყორცნ მანძილზე და მაცხოვრის მსგავსად მყუდროებით აღავლენდნენ ლოცვას.

ასე გარდავლეს მრავალი წელიწადი წმინდა სერაპიონმა და იოანემ, "სიბერითა კეთილითა განპოხნეს და ფუფუნებულ და ჩჩვილ იქმნეს საღმრთოითა ცნობითა".

იგრძნო მამა სერაპიონმა გარდაცვალების მოახლოება, მოიხმო ძმათა კრებული და უკანასკნელად დაარიგა: "ღვთისა და მოყვასის სიყვარული, მარადის ლოცვა, მარხვა და მორჩილება შეიტკბეთ, დაიმარხეთ და აღასრულეთო", - უბრძანა სულიერ შვილებს. მათივე თხოვნით, ძმათა კრებულიდან გამოარჩია მამა გიორგი, კაცი ღირსეული ყოველმხრივ, და მონასტრის წინამძღვრად დაადგინა.

კვირის თავზე დასნეულდა და ჩაწვა. მეხუთე დღეს, "ვითარ ახალგანჭაბუკებული", წამოდგა, შევიდა წმინდა საკურთხეველში, ეამბორა წმინდა ტრაპეზს და ფერისცვალების ხატს, ეზიარა უფლის სისხლსა და ხორცს, სათითაოდ მოიკითხა მონასტრის ძმობა და სთხოვა: "ილოცეთ ჩემთვის, ძმანო, და ცხონდით, რამეთუ არღარა მიხილოთ სოფელსა ამას". გაბრუნდა თავის სენაკში, მიწვა და მეცხრე ჟამს სული თვისი შეჰვედრა უფალს.

მონასტრის ძმობამ დიდად იგლოვა თავისი ობლობა, მაგრამ მათ მწუხარებას გულის სიღრმიდან მომავალი შინაგანი სიხარული აცისკროვნებდა. ნიშან-სასწაულნი, კურნებანი, რომლებიც ღირსი მამის ცხედრის ოდენ შეხებით აღესრულებოდა, უმსუბუქებდათ მწუხარებას. მათ გვერდით იყო მამა იოანეც, რომელსაც თურმე ღვთისაგან ეუწყა თავისი ძმისა და მოძღვრის აღსასრული. მობრძანდა გიორგი მაწყვერელიც სამღვდელოებასთან ერთად და ჯეროვანი პატივით მიაბარეს მიწას მამა სერაპიონის ნეშტი. დაკრძალეს საკურთხევლის აღმოსავლეთით, სამარეში, რომელიც, სიკვდილი მარად რომ ხსომებოდა, თვითონვე გაეთხარა წმინდა სერაპიონს.

მამა გიორგის შემდგომ ზარზმის მონასტერს წინამძღვრობდა მამა მიქაელი. მის დროს დაიწყო აგება ტაძრისა წმინდა სერაპიონის არჩეულ ბორცვზე. ტაძარი შემდგომმა წინამძღვარმა მამა პავლემ დაასრულა, განამშვენა და შიგ ფერისცვალების ხატი დააბრძანა. წმინდა სერაპიონის ძმისწულმა კი გახსნა ღირსი მამის საფლავი, ჩაასვენა მისი წმინდა და მირონმდინარე ნაწილნი ახალ ქვის ლარნაკში და დაკრძალა მახლობლად "საჩინოსა შტოსა ახლისა ეკლესიისასა". და აღმართეს მას ზედ ჯვარი წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელზე.

უამრავი სასწაული აღესრულებოდა და აღესრულება წმინდა სერაპიონის საფლავთან, "რამეთუ უშურველად ფშვის მადლი ნაწილთა მისთა სარწმუნოებით მვედრებელთათვის".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat