XX საუკუნის უდიდესი წმინდანის, წმინდა ნექტარიოსის მოსახელე ცხოვრობს და დადის ჩვენს შორის. ის ეკლესიის მოკაშკაშე ვარსკვლავია, რომელიც თავისი ნათებით, დაუღალავი, უწყვეტი ლოცვებით გვჩუქნის სულიწმინდის მადლს.
მადლს, რომელშიც თვითონ ყოველდღიურად ლივლივებს.
ათენში მცხოვრები ჩვენი მეგობარი ეკატერინე ღონიაშვილი, სულიერი მოძღვრის, არქიმანდრიტი აბიბოსის (ტარიადისი) ლოცვა-კურთხევით, ქართველ მრველთან ერთად არაერთხელ ყოფილა მამა ნექტარიოსთან და უდიდესი მადლიერებით ჩვენც გვიზიარებენ შთაბეჭდილებებს, რასაც ამჯერადაც გთავაზობთ:
-ეკლესიის უდიდესი მოღვაწე, მამა ნექტარიოსი (ვიტალის), სიცოცხლეშივე აღიარებულია, როგორც ღვთის რჩეული. ღვთის რჩეული კი ის დაბადებიდან იყო. ჯერ კიდევ ჩვილი მძიმედ დაავადდა და მისი მონათლვა დააჩქარეს. ნათლობისას მღვდელმა დაინახა ემბაზში ჯვარი როგორ გამოისახა. გაოცებულმა მღვდელმა სასწაული ასე ახსნა: ეს ბავშვი ან გარდაიცვლება ან ღვთის რჩეული იქნებაო. მართლაც, პატარა ვასილიმ (ასე ერქვა მას) ადრეულ ასაკშივე იგრძნო, რომ თავი ღვთისთვის უნდა მიეძღვნა. სხვადასხვა ტანსაცმელს სამღვდელო შესამოსელად გადააკეთებდა და სამეზობლოს ბავშვებთან ერთად "ლიტურღიას" და "საიდუმლოებებს" აღასრულებდა. იმ დროიდან მოყოლებული მამა ნექტარიოსის ცხოვრებაში უამრავი ჩვენება თუ სასწაული მოხდა, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ამტკიცებდნენ მის გამორჩეულობას. მამა ნექტარიოსი, 1948 წელს, 17 წლის ასაკში, პირველად ჩავიდა ეგინაზე, წმინდა ნექტარიოსის საფლავის მოსალოცად. გულწრფელი, გულმხურვალე ლოცვის შემდეგ ახალგაზრდა ვასილის წმინდა ნექტარიოსი ეჩვენა, ხოლო შეკითხვაზე თავისი სურვილისამებრ გახდებოდა თუ არა მღვდელი, პასუხი წმინდანის საფლავიდან მოესმა: მღვდელიც გახდები და ჩემს სახელსაც მიიღებ! თუმცა, სასწაულები აქ არ მთავრდება. ღვთის მიერ მოვლენილმა სასწაულებმა, ურყევმა რწმენამ, დაუღალავმა შრომამ, ადამიანთა სულების გადარჩენაზე ზრუნვამ მამა ნექტარიოსი იმ შუქურად აქცია, რომელიც მუდმივად ანათებს ყველა ჩვენთაგანისათვის, ვინც ვებრძვით თანამედროვე ცხოვრების გამძვინვარებულ ტალღებს. მისი სულიერი ზრდა და ცხოვრება სასულიერო თუ საერო ადამიანებისთვის, ყველასთვის სამაგალითოა და მისაბაძი. მისი არსებობა გვაძლევს იმედს, რომ ჩვენს დროშიც არსებობენ ისეთი ჭურჭლები მადლისა, როგორიცაა მამა ნექტარიოსი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი