მადლიერებით აღვსილმა ბერმა პორფირემ არ იცოდა, რითი გადაეხადა სამაგიერო მშობლებისთვის
მადლიერებით აღვსილმა ბერმა პორფირემ არ იცოდა, რითი გადაეხადა სამაგიერო მშობლებისთვის
იმ დროს, როდესაც ჩვენს სამშობლოს ძალზე უჭირდა, როცა ქვეყანას აკლდა ხმლის მომქნევი და გუთნისდედა, ჩვენი მონასტრები ავსებული იყო სასუფევლისკენ ვიწრო გზით მავალი ქართველებით. მარტო იმის გახსენება რად ღირს, რომ ურჯულო შაჰ-აბასის შემოსევისას მხოლოდ გარეჯის უდაბნოში 6000 ბერი მოღვაწეობდა. და განა ეს გასაკვირია?! ბერ-მონაზონნიც ხომ იგივე მეომარნი არიან, ქრისტესა და სამშობლო-ქვეყნისთვის მებრძოლნი, დაუცხრომელი ლოცვით რომ აოტებენ ჩვენზე მომავალ ხილულ თუ უხილავ მტერს. ამიტომაც უძღვნიდნენ ხოლმე უფალს შვილებს ძველი ქართველები, რადგან იცოდნენ, რომ ბერმონაზვნური ცხოვრების გალავანში "ჩატანებული" მათი ძე თუ ასული საიმედოდ იცავდა საქართველოს უსაფრთხოებას.

სწორედ ასეთი, ღვთისთვის აბელის ძღვნად და აბრაამის მსხვერპლად შეწირული გახლდათ ბერ-დიაკონი პორფირე, რომელიც შვილი იყო "ბრწყინვალეთა ტომთა". დაბადებულა იგი 1774 წელს. ღვთისმსახურ მშობლებს კეთილად აღუზრდიათ, ჩაუთესიათ ყრმის სულში ღვთის რწმენა, შიში და სიყვარული და ჯერ კიდევ ძალზე პატარა, ათიოდე წლისა, მიუბარებიათ გარეჯის უდაბნოში. წმინდა დავითის სავანეში ამ დროს ბევრი ღირსი მამა მოღვაწეობდა, რომლებიც თავიანთი ანგელოზებრივი ცხოვრებით სიცოცხლეშივე ხატნი იყვნენ პირმეტყველნი ღვთის უხილავი სამყაროსი. ყმაწვილის მოძღვრად სახიერმა ღმერთმა წმინდა გაბრიელი (მცირედ წოდებული) განაჩინა, სულიერებით გამორჩეული ბერი, რომელიც ტკბილმოუბარი ენით, ღვთივმშვენიერი ქადაგებით დაატკბობდა ხოლმე იმდროინდელ ქართველთა გონებას. თექვსმეტი წლის ყმაწვილმა შეიმოსა ხატი ანგელოზებრივი სახისა (ანუ ბერად აღიკვეცა). მას სახელად პორფირე უწოდეს და მალევე დიაკვნად აკურთხეს. წმინდა გაბრიელის ხელში მრავალი სათნოებით აღივსო ბერი პორფირე, რამეთუ იყო მდაბალი გონებით, სულით წრფელი, მოწყალე სიტყვით და საქმით, მმარხველი, მლოცველი. ღვთის სიყვარული ჰქონდა ზესთა ბუნებისა და მოყვასიც ათასგზის თავის თავზე მეტად უყვარდა. ხოლო როცა ოცი წლის შეიქნა, "მონაზონებისა სრულება მიიღო მაზარის კურთხევითა" და ტოლს არ დაუდებდა სულიერ მამას, მწიგნობარ-მგალობლობასა და სიტყვამადლიან ენამჭევრობაში. მრავალი სათნოება ჰქონდა, მაგრამ განსაკუთრებით წმინდა წიგნების გადაწერა უყვარდა, რომელთაგან თვითონაც განათლდებოდა გონებითა და სხვებსაც ჩუქნიდა სულის ნაყოფიერებისთვის. უმეტეს წიგნებს კი ჰყიდდა და საფასურს გლახაკებს ურიგებდა მოწყალებად.

ძალზე უყვარდა მონასტრის ძმობას ბერი პორფირე, უმეტესად კი, რა თქმა უნდა, თავის სულიერ მამას. წმინდა გაბრიელს შეუდგენია "ღმრთივსულიერი წიგნაკი - ჯვარშემოსილი", რომელიც მთლიანად კითხვა-მიგების ფორმითაა აგებული. აქ ყრმასა და მოძღვარს შორის მიმდინარეობს დიალოგი. ყრმის სახით გამოყვანილია ახალგაზრდა ბერი პორფირე, მოძღვრის სახით კი სტავროფირე (ჯვარშემოსილი). "ჯვარშემოსილი" შედგება ქვეთავებისგან, რომლებშიც მოძღვარი პასუხობს სულიერ შვილს და განუმარტავს საღმრთო ლიტურგიას, "მამაო ჩვენოს", მაზარის კურთხევას, მონაზვნობას. აქვე მოთხრობილია გარეჯელ მამათა ცხოვრება და ცხოვრება მამა ონისიფორესი. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს წიგნი ამგვარად მხოლოდ დიალოგის ფორმის გამო არ არის დაწერილი, სინამდვილეში ასე იყო: სულიერი მამა-შვილი წიგნების გადაწერისას გამოეძიებდნენ ხოლმე მასში მონათხრობს, ამაღლდებოდნენ გონებით ზეცად და ერთად ჭვრეტდნენ, თუ რომელი უმეტესია - სერაფიმნი თუ საყდარნი.

მადლიერებით აღვსილმა ბერმა პორფირემ არ იცოდა, რითი გადაეხადა სამაგიერო მშობლებისთვის იმ დიდი ნეტარებისთვის, იმ დიდი სულიერი სიმშვიდისთვის, მას რომ არგუნეს მონასტერში გაგზავნით. ბოლოს ისევ სულიერ მამას ურჩევია, რომელიმე ღვთივმშვენიერი წიგნი გადაწერე და გაუგზავნე საჩუქრადო. მიუცია კიდეც წიგნი გადასაწერად; ეს ყოფილა "გვირგვინი" - რომელიც შედგებოდა წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის, ბასილი დიდის და წმინდა მაქსიმეს სწავლათაგან. ამ კრებულისთვის პორფირეს თან ეპისტოლე დაურთავს. ძალზე ლამაზი და ამაღლებულია ეს წერილი. აი, რას სწერს ოცდაორი წლის ჭაბუკი მშობლებს: "მე, გლახაკმან ამან ძემან, რა პატივი უპყრა თქვენსა პატიოსნებასა, რომელიც, ვითარცა შვილი საყვარელი, ყოვლითა პატივითა განმაშვენეთ... მე, ყოვლად უპატიო, წარმომავლინეთ სიყრმესა ჩემსა ქვეყნიერსა ამას სამოთხესა - წმინდა იოანე წინამორბედის უდაბნოში, სადაც ჩემი სიყრმე სიჭაბუკედ მოვაქციე და თექვსმეტი წლისა უკვე ბერ-დიაკონი შევიქმენი. ოცდაორი წლისამ განვიზრახე თქვენი პატივისცემა, მაგრამ ვერ შევძელ, რადგან, საყვარელნო, არაფერი მომეპოვება, სანაცვლოდ რომ მოგაგოთ სიკეთეთა წილ. ჩემმა სულიერმა მამამ თქვენი სულის სიყვარულისთვის ინება და წიგნი გადამაწერინა, სადაც აღწერილია სანოვაგენი სულისანი, ნათელმყოფელნი სწავლანი და საკვირველებანი, რომელნიც ღვთივმშვენიერად ნაყოფიერ ჰყოფენ სულსა აღმასრულებელთასა... ესე არიან, საყვარელნო, ჩემისა ამის სამოთხისა ყვავილნი! ესე არიან სიჭაბუკისა ჩემისა მიერ არმაღანად მორთმეულნი. ესე არიან ძისაგან უღირსისა პატივისცემანი მშობელთანი! კვალად ესე არიან მოსახსენებელნი თქვენის ბრწყინვალების და ჩვენისა უნდოებისა... მიიღეთ, საყვარელნო, უღირსისაგან ძისა, ცოდვილისაგან ბერისა გლახაკისაგან პორფირისა, ძღვენი ესე სულიერი". ბერი პორფირი წერილის დასასრულს მოიკითხავს ნათესავებს და ლოცვაში მოხსენიებას სთხოვს, რათა "კურთხევისა წილ მიიღონ კურთხევა კურთხეულისგან".

ბერ-დიაკონი პორფირე ოცდაშვიდი წლისა რომ შეიქნა, წმინდა გაბრიელმა მისი მღვდლობა მოისურვა, მაგრამ ჭაბუკს უკურნებელი სალმობა ეწია და ლოგინად ჩააგდო. სამკურნალოდ სოფელში წაიყვანეს და ვერაფერი ირგო წამალთაგან. ოთხი თვე საშინელ ტკივილებს უძლებდა, მდუმარედ დაითმენდა და ღმერთს მადლობას შესწირავდა. დადუმებულიყო აქამდე მჭევრმეტყველი მისი ენა, "გონებას თვისას ღვთის ხედვასა და ღმრთისმშობლის ტრფიალებას არ მოაცილებდა", და როცა ექიმებმა მის კურნებაზე ხელი აიღეს, მღვდელმთავრის მიერ ზეთის კურთხევის საიდუმლო მიიღო, არქიმანდრიტის ხელთაგან კი უფლის სისხლსა და ხორცს ეზიარა. მეორე დღეს თვით ღვთისმშობელი იხილა. წარმოთქვა ხმამაღლა: - აი, ღმრთისმშობელი მარიამი, ღმრთივბრწყინვალე დედოფალი, მოვიდა მშვენიერ ანგელოსებთან ერთადო. გამოისახა ნიში პატიოსნისა ჯვარისა, მიწვა და მიიძინა მართალთა ძილით, ვითარცა შვენის წმინდათა და ღმრთივსათნოთა კაცთა.

მისმა გარდაცვალებამ დიდად დაამწუხრა გარეჯელი მამები, ტიროდნენ, რამეთუ მრავალ სიკეთეს მოელოდნენ მისგან. ადრე ფიქრობდნენ, რომ პორფირე იზრუნებდა მათი სულებისთვის. როცა გარდაიცვლებოდნენ, ეიმედებოდათ მისი წირვა-ლოცვისა და მისი სიყვარულისა, რომ იგი იქნებოდა ერთ-ერთი ბურჯი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა. მაგრამ ყოველივე მათი იმედი უეცრად განქარდა. დაიწყეს პორფირეს სულისთვის ყოველდღიურად წირვის ჩატარება. ერთმა მოხუცებულმა ღირსმა მამამ ცხრაჯერ სწირა მისი სულისთვის და მეათე ლიტურგიისთვის ემზადებოდა, რომ იხილა ჩვენებით თავი თვისი ეკლესიაში, სადაც საყვარელი პორფირე გამოეცხადა, მშვენიერი სამღვდელო სამოსით მოსილი. ხელთ ის კეთილმშვენიერი წიგნები ეპყრა, თავისივე ხელით გადაწერილი, მოწყალებად და საჩუქრად რომ გასცემდა ხოლმე. პორფირემ ბერს უთხრა: "აჰა, მამაო პატიოსანო, ეს წიგნები არიან დიდებად ჩემდა, სიხარული, სასოება და გვირგვინ სულისა ჩემისა". გაეღვიძა ბერს, მოუთხრო ძმებს თავისი ხილვა და ყველამ ადიდა "ყოვლისა შესაწირავისა სათნომყოფელი ღმერთი".

პორფირეს ცხედარი გარეჯის უდაბნოში გადმოასვენეს. წმინდა გაბრიელმა მოიყვანა თავისი მეგობარი მღვდელმთავარი სტეფანე ჯორჯაძე, აწირვინა მისთვის და მისი საფლავის კურთხევისას დაწერა ეპიტაფია. ეს არის "შვიდმუხლედნი სიტყვანი გულის ტკივილით აღმოთქმულნი". მოძღვარი დასტიროდა სულიერ შვილს და ევედრებოდა: "შეიწირე, ღირსო, გვირგვინისაგან მემსხვერპლეობა და მამისაგან გულსმოდგინება და მეცა მსწრაფლ წარმიყვანე შენ თანა სავანესა მას შენსა სამკვიდრებელსა". პორფირემაც მალევე "აღუსრულა" ნატვრა სულიერ მამას. რამდენიმე თვეში, 1802 წლის 11 მარტს, მონასტრიდან თბილისში მიმავალი მამა გაბრიელი იოანე დიაკონთან ერთად ლეკებმა შეიპყრეს. იოანე ტყვიით განგმირეს, ხოლო წმინდა გაბრიელს თავი მოჰკვეთეს. მოწამის გვირგვინით შემოსილი ღირსი გაბრიელი გადასახლდა თავისი პორფირეს სავანეში და ახლა ღვთის საუფლოში გადასახლებული სულიერი მამა-შვილი პირისპირ ჭვრეტენ, "რომელია უზესთაესი - სერაფიმნი თუ საყდარნი".

დიდი მადლია ღვთის სიტყვის გავრცელება, მით უმეტეს, ბოლო ჟამის საქართველოში, და ვინც ამას უანგაროდ, ღვთის სადიდებლად აკეთებს, მათთვისაც, ვითარცა პორფირესთვის, ეს საღმრთო წიგნები თუ გაზეთები იქნება დიდებად, სიხარულად, სასოებად და გვირგვინისმყოფელად სულისა, ოდეს უფალი მათ თავისთან იხმობს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat