მან საკუთარი თავი იპოვა
მან საკუთარი თავი იპოვა
ბერი ვლასი - ათონური ლიმონარი
თავი 14. ამბები სინანულისა
მკვლელობის გამოსყიდვა. დიდი ლავრის სიახლოვეს, ვიგლას უდაბნოში, ოდესღაც დაყუდებით ცხოვრობდა მონაზონი იერონიმე.

მას სიყმაწვილეში, ჯარში მსახურობისას, ღამის მორიგეობის დროს ჩაეძინა. ოფიცერმა, რომელიც პოსტებს ამოწმებდა, მძინარე დარაჯს ჩუმად აართვა იარაღი და წავიდა.

ვიდრე დარაჯები შეიცვლებოდნენ, ოფიცერი პოსტზე კვლავ მოვიდა. ამასობაში ჯარისკაცმა გაიღვიძა და იარაღი ვეღარ იპოვა. თუმცა შემთხვევით "აღმოაჩნდა" სხვა იარაღი. ოფიცერმა ეს არ იცოდა და პოსტისკენ ფეხაკრეფით მიმავალს დარაჯმა შესძახა: - შესდექ, ვინ მოდის? ოფიცერი არ შეხმიანებია. ბოლოს დარაჯმა გააფრთხილა უცნობი, - შეჩერდი, თორემ ვისვრიო. ოფიცერმა იცოდა, რომ დარაჯი უიარაღო იყო და არ შეშინებულა. ჯარისკაცმა კი ესროლა და მოკლა.

დაქვრივდა ოფიცრის ცოლი, დაობლდნენ ბავშვები, ჯარისკაცი ტრიბუნალს გადასცეს. სინდისმა ქენჯნა დაუწყო, მაგრამ ხომ არსებობს ღვთივკურთხეული მონანიება.

ყველა ამ ტრაგიკული მოვლენის მერე ჯარისკაცმა დაუტევა სოფელი, წავიდა მთაწმინდაზე, წმინდა ვარლაამისა და იოდასაფის კალივაში იპოვა მოძღვარი და მალევე მონაზვნად აღკვეცის ღირსი შეიქმნა, ერისკაცული სახელი ბერული იერონიმეთი შეიცვალა და ვიგლის უდაბნოში იწყო მონანიე ცხოვრება.

მას მერე მრავალი წელი გავიდა. სიბერეში იერონიმე სათნოებებში წარემატა. ხოლო როცა მისი მოძღვარი მიიცვალა, კალივის მამა იერონიმე გახდა.

ერთხელ დიდ ლავრაში მორჩილად შედგა ერთი სულიერად სნეული, მაგრამ რადგანაც ნივთების გაფუჭება დაიწყო და ათასნაირ უწესობას სჩადიოდა (ტაძრის კარიბჭეში ფრესკებზე ეშმაკებს თვალებს უჩიჩქნიდა), მონასტრიდან გამოაგდეს.

გამოძევებულმა ხეტიალში მამა იერონიმეს კალივამდეც მიაღწია. მან კი, როგორც გულჩვილმა და სათნო ადამიანმა, შეიწყალა იგი და შეიფარა.

ერთხელაც ეს სულიერად სნეული მორჩილი მამა იერონიმეს წაეჩხუბა რომელიღაც ხატის გამო. ბერი ამბობდა, ეს კარგი ხატია და მას თაყვანი უნდა ვცეთო, მორჩილი კი გაიძახოდა, - არ შეიძლება, ხატი ერეტიკულიაო. ბოლოს მორჩილმა მოძღვარს თავში ქვა ჩაარტყა და მოკლა.

როცა მიხვდა, რაც ჩაიდინა, სკვნილი აიღო, თავს დაადგა გარდაცვლილ მოძღვარს და ლოცვა დაიწყო: - უფალო იესო ქრისტე! შეიწყალე სული მონისა შენისა! ამგვარ მდგომარეობაში ნახა ის კალივაში შემოსულმა მეზობლად მცხოვრებმა მონაზონმა.

ღვთის დაშვებით ასეთი სიკვდილი ერგო მამა იერონიმეს. ჩანს, ეს ღმერთმა იმიტომ დაუშვა, რომ სურდა, ან მისთვის ჩადენილი დანაშაული მიეტევებინა - ამით მას სამაგიერო გადაეხდებოდა და თავისი მოსაგრეობითა და სულიერი ღვაწლით განწმენდილი ღვთის სასუფეველში გადავიდოდა, ანდა იმიტომ, რომ იგი თვითონ სთხოვდა ღმერთს ამას ცოდვის გამოსასყიდად.

ღმერთსა ჩვენსა, რომელიც ყოველივეს საკეთილოდ მოიმოქმედებს, შვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მამა მიქაელ კოჭლი. ეს მამა, დიდი ლავრის, მაშინ იდიორითმული მონასტრის მონაზონი, იყო ზარმაცი, მემთვრალე და ბილწადმეტყველი. დიდად ცოდვილი.

მაგრამ სიცოცხლის ბოლოს იგრძნო თავისი ცოდვების სიმძიმე, გულწრფელი სინანული გამოაჩინა და ცრემლებით შესთხოვდა შებრალებას სახიერსა და ყოვლადმოწყალე უფალს. გაიხსენა, თუ რატომ გახდა მონაზონი, რისთვის შეიმოსა ანგელოზის სქემა და ცდილობდა, თუნდაც მეათერთმეტე ჟამს მოწყალე გაეხადა ღმერთს თავისი სინანულით.

მას ბევრი მორჩილება ჰქონდა, ბოლო წლებში კი მონასტრის ნავმისადგომის უფროსი იყო და იქვე ცხოვრობდა. როცა მთლად დაუძლურდა, მონასტერში გადავიდა და ლავრის კელიაში დასახლდა. აქ მან საკუთარი თავი იპოვა - ცრემლები, ოხვრა, ღვთისა და ღვთისმშობლისადმი ვედრება. ამიტომაც არ ეთმობოდა თავისი სადგომის დატოვება, სადაც გონს მოეგო და მონასტრის საავადმყოფოში არ გადადიოდა, სადაც ბევრი სნეული იწვა, რომლებიც ყურადღებას გაუფანტავდნენ და მისთვის დიდად ფასეულ მყუდროებას დაურღვევდნენ. დარჩა კელიაში და აღსასრულისთვის ემზადებოდა. ღირსსახსოვარი მამა მიქაელი მართალი იყო. რამეთუ, ბრძანა ღირსმა მამამ ისააკ ასურმა, - მყუდროების გარეშე სრულყოფილ სინანულს ვერ მოიპოვებ, თუ ამ აზრს ვინმე ეწინააღმდეგება, ნუ შეეკამათებიო.

ძმებმა კელიასი დარჩენა ურჩობად ჩაუთვალეს და საჭმელი აღარ მიჰქონდათ, რათა ამით მონასტრის საავადმყოფოში გადასვლაზე დაეთანხმებინათ. მისი მოუდრეკლობა რომ დაინახეს, უკვე ყველაფერში ეხმარებოდნენ. რამდენიმე დღის მერე მამა მიქაელი მიიცვალა უფლისა მიმართ. მისი ნეტარი სული "სიკვდილიდან სიცოცხლში გარდავიდა".

დამთხვევით და არა შემთხვევით, იმ დღეს, როცა ტაძარში მას წესს უგებდნენ, მონასტერს სტუმრობდა სამი ეპისკოპოსი, მათ შორის ნეტარი ნათანაელი, რადოსტოლის ეპისკოპოსი, მაშინ ათონის სკოლის რექტორი. ის ადრე დიდ ლავრაში ცხოვრობდა. მათ წაუკითხეს მამა მიქაელს ცოდვათაგან განხსნის ლოცვები და მონასტრის სასაფლაოზე დაკრძალეს.

ამგვარად, როცა ღმერთმა დაინახა მისი გულწრფელი სინანული და ცრემლები, თავისი "წარმომადგენლები" გამოგზავნა, რათა მათ უფლის სახელით მიეტევებინათ.

მონაზვნის უნებური ცოდვა და სინანული.
ძველ დროში კავსოკალივის სკიტში ორი მონაზონი ცხოვრობდა. მათი მოძღვრის განსვენების შემდეგ გადაწყვიტეს, სანადირო თოფები ეყიდათ და ნადირობისთვის მიეყოთ ხელი, რადგან იმ მხარეში ბევრი თხა ბინადრობდა. ერთმანეთს გულუბრყვილოდ ეუბნებოდნენ, - ჭამა ცოდვა არ არის. ქრისტე ხომ ამბობს, პირიდან შემავალი კი არ შეაგინებს კაცის სულს, არამედ ბაგეებიდან გამომავალი, ბოროტი და მზაკვრული სიტყვებიო. მთავარია სულიერი ცხოვრება გვქონდეს მოწესრიგებული, ჭამა არაფერია. ოთხშაბათსა და პარასკევს ვიმარხულოთ, დანარჩენ დღეებში კი მცირეოდენი ახალი ხორცი შევჭამოთო. ნადირობას შეუდგნენ, მაგრამ დაივიწყეს მოციქულ პეტრეს სიტყვები: ეშმაკი, როგორც ლომი მოღრიალე, მიმოივლის სოფელს, ვინმე რომ იპოვოს და გადაყლაპოს. ერთხელ ღამეს თხებზე ნადირობა გადაწყვიტეს. ტყეში შევიდნენ. უფროსმა მონაზონმა უთხრა უმცროსს: - აქ გაჩერდი, არ გაინძრე. მე ტყეს მეორე მხრიდან შემოვუვლი, რაღაც ხმა მომესმა. თუ თხას გადავეყარე, მოვკლავ. თუ გამომექცა, აქეთ წამოვა და შენ ესროლეო.

ამგვარად, მონაზონი გაემართა მითითებული ადგილისკენ ისე, რომ არ ილოცა და არც ჯვრის ნიში გამოისახა, რომელიც დაარღვევდა ეშმაკის საფრთხეებს. არც დარჩენილ ძმას ულოცია.

ამასობაში დარჩენილმა მონაზონმა დაარღვია ძმის ბრძანება და ისიც იქით წავიდა, საითაც წასვლა აუკრძალეს. უფროსი მონაზონი კი სუნთქვაშეკრული ელოდა ნადირის მოახლოებას. უეცრად ბუჩქების შრიალი მოესმა. ნადირი რომ არ დაეფრთხო, ძმას ვეღარ დაუძახა და იმ მხარეს ისროლა, საიდანაც ხმა მოესმა. ვაი, რომ თხის მაგივრად საკუთარი ძმა მოკლა. ყვირილი მოესმა, მიირბინა და მონაზონს უკვე დაეტოვებინა ეს სოფელი.

ამ ტრაგედიამ ცოცხლად დარჩენილს თავზარი დასცა. როცა ეს ამბავი შეიტყვეს სკიტელმა მამებმა, სცადეს უნებური მკვლელის ნუგეშისცემა - რადგან ღმერთი პატიობს საკუთარი ნებით მკვლელებს, თუკი ისინი ინანიებენ, მით უმეტეს შეუნდობს უნებურ მკვლელსო. მათ ის სინანულისკენ აღძრეს, რათა ღვთისგან მიტევება მოეპოვებინა და თავი ენებებინა ნადირობისთვის.

ცოტათი ნუგეშცემულმა მონაზონმა მოკრიბა აუცილებელი ნივთები და ღირსი ათანასე ათონელის მღვიმეში გადასახლდა, რომელიც დიდ ლავრას მიეკუთვნებოდა. შეუძლებელია აღიწეროს მარხვა და ლოცვა, თავმდაბლობა და ცრემლები დაცემული ძმისა. ასევე შეუძლებელია მოთხრობა იმ განსაცდელებისა, რომელიც ეშმაკებმა ამ მონაზონს მოაწიეს: ტრაგიკულ შემთხვევას ახსენებდნენ, სასოწარკვეთილებისკენ უბიძგებდნენ და შთააგონებდნენ, ჯოჯოხეთის ტანჯვისთვის ხარ განკუთვნილიო.

მაგრამ ბოლოს და ბოლოს, უფალმა იხილა რა მისი მოთმინება და სინანული, დაიხსნა ეშმაკის შემოტევისგან. ამასთან, უფალმა მოხედა სხვა მისთვის მლოცველი მამებისა და მისივე სულიერი მოძღვრის ლოცვას და ამ ძმამ ეს ადგილი მანამდე არ დატოვა, ვიდრე უფლისგან სხვადასხვა ნიშ-სასწაულით არ ეუწყა, რომ ღმერთმა შეუნდო ცოდვა.

თავი 15. ამბები სიკვდილის ხსოვნისა
მამა ტიხონ მეუდაბნოე. რუსი მამა ტიხონი სტავრონიკიტას მონასტრის ერთ-ერთ კელიაში ცხოვრობდა. მოგვიანებით იქ მან ჯვარიპატიოსნის სახელობის ეკლესია ააშენა. ამ მამას ლმობიერებასთან ერთად სიკვდილის ხსოვნაც ჰქონდა.

ყოველ საღამოს მათეს სახარებას კითხულობდა და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა მონაკვეთს საშინელ სამსჯავროზე. სურდა, მისი გონება ყოველთვის სამსჯავროს წინაშე წარმდგარიყო. ამისთვის საფლავი გაითხარა, რათა ეცქირა მისთვის, ეტირა და თან სიხარულით მოელოდა, როდის მიირქვამდა საფლავი კუბოს და მის სხეულს, ხოლო სული მისი სასურველ უფალთან წავიდოდა.

კერასიელი მამა. კერასიაში განმარტოებით ცხოვრობს ერთი რუმინელი მონაზონი. მან საფლავი გაითხარა, ხშირად წვება შიგ და სიკვდილის საიდუმლოზე ფიქრობს. გონებაში მუდმივად ქრისტეს საშინელი სამსჯავრო და ჯოჯოხეთის საშინელებები აქვს, ფიქრობს, თუ რაოდენ მშვენიერი იქნება სამოთხეში მოხვედრა. ზოგჯერ მხურვალე ცრემლებს ღვრის, სულიერად განახლებული ამოდის საფლავიდან და მონაზვნურ ცხოვრებას განაგრძობს სიფხიზლესა და მყუდროებაში, იცის, რომ კაცის ცხოვრება მოკლეა და წარმავალი. ამ ხერხით ის დემონებს განდევნის, სძლევს ვნებებს, მოიდრეკს ღვთის მადლს...

კარულელთა სიბრძნისმოყვარეობა.
კარულში, არწივის ბუდეებივით კლდეებს მიწებებულ კელიებსა და მღვიმეებში ძველად მრავალი განდეგილი ცხოვრობდა. მათ, სხვა სათნოებებთან ერთად, სიკვდილის ხსოვნაც ჰქონდათ. ზოგიერთი გარდაცვლილი მამის თავის ქალას საწოლის გვერდით ინახავდა, რათა სიკვდილი ხსომებოდა.

თავი 16. ამბები მწირობისა და სოფლის უარყოფა
ათონზე მოსულ მონაზვნად შემდგარ მრავალ მოსაგრეს გამოუთქვამს სურვილი, არასოდეს დაეტოვებინა ღვთისმშობლის წილხვედრი ბაღი და აქ აღსრულებულიყო. მაგრამ ცოტამ თუ მოახერხა ეს, რადგან მონასტრის საქმეები, ხელსაქმის მასალის შესყიდვა, სნეულება თუ მონასტრის ხელმძღვანელთა თუ მოძღვრის დავალებები ყოველთვის არ აძლევენ ბერს ამ სათნოების მოპოვების საშუალებას. მაგრამ იყვნენ ისეთი მონაზვნები, რომელთაც, უფლისა და ათონის მფარველის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი სასოებით, ეს შეძლეს.

მოგითხრობთ ზოგიერთ მათგანზე, ვინც ეს სათნოება მოიპოვა.

ღირსი პეტრე ათონელი.
ღირსმა პეტრემ თავისი მეუდაბნოე ცხოვრება ათონის სამხრეთით, ერთ მღვიმეში გაატარა. იგი ითვლება მთაწმინდის პირველ მეუდაბნოედ და განდეგილად. 53 წელი იცხოვრა მღვიმეში განმარტოებით და მიიცვალა უფლისა მიმართ. სიცოცხლის ბოლოს, ღვთის განგებულებით, შეხვდა მონადირეს, ვისგანაც გახდა ცნობილი ამ ღირსი მამის ამბავი.

ღირსი ლეონტი.
სოფლიდან განდგომილი ეს ღირსი მამა დიონისეს მონასტერში 60 წელი დაყუდებით ცხოვრობდა. მას არა მარტო არ დაუტოვებია მთაწმინდა, თავისი მონასტრის კარსაც არ გასცილებია.

მამა ამბაკუმ ფეხშიშველი.
კიდევ ერთი სოფლის უარმყოფელი მამა გახლდათ ლავრელი მონაზონი ამბაკუმი, რომელიც მოგვიანებით განდეგილობდა ვიგლაში, სადაც წმინდა ფანურის ტაძარი ააშენა და იქვე დაეყუდა. ის დროდადრო ლავრაში მიდიოდა და იქ ცხოვრობდა. ამბობენ, მთელი წმინდა წერილი ზეპირად იცოდა და ნებისმიერ ადამიანთან შეეძლო საუბარიო. როცა ახალგაზრდა იყო და ერში ცხოვრობდა, იეღოველების საცთურს ამხილებდა.

ერთხელ ერთმა უნივერსიტეტის მასწავლებელმა მასთან საუბრის შემდეგ თქვა: საღმრთო მადლით მოსილი, უსაზღვრო მეხსიერებით დაჯილდოებული ნამდვილი მოსიარულე ბიბლიოთეკააო.

ის წარმოშობით სიმისელი იყო და მთაწმინდა არ დაუტოვებია 1919 წლიდან 1978 წლამდე - სიკვდილამდე.

მამა ესაია კავსოკალიველი. სკიტელი მონაზონი მამა ესაია დაყუდებით ცხოვრობდა კავსოკალივაში, წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის კალივაში. 1992 წელს, როცა მას ვესტუმრე, მითხრა, მთაწმინდაზე 47 წელია ვცხოვრობ. აქ მოსვლის მერე არასოდეს გავსულვარ სოფელშიო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat