ნუ იფიქრებ ზამთრის სიცივეზე, თორემ აგვისტოშიც კი გაიყინები
 ნუ იფიქრებ ზამთრის სიცივეზე, თორემ აგვისტოშიც კი გაიყინები
* წმინდა ანტონი ჭყონდიდელმა ბერად შედგომისთანავე საეკლესიო განათლების წყურვილი იგრძნო. მას მარტვილის რჩეული ბერები ასწავლიდნენ მამათა თხზულებებს. კათოლიკე ბერების შემწეობით კი იმ დროს მიღებული სქოლასტიკური ფილოსოფია უნდა ესწავლა. ანტონს არ მოეწონა არც ფრანგების ქცევა და არც მათი სწავლება - შეატყო, რომ ისინი მწვალებლობის ღვარძლს ურევდნენ მართლმადიდებლობის მოძღვრებაში. ერთხელ, სადილობის დროს, ანტონმა ჰკითხა კათოლიკე ბერს: - შეგიძლია, ამ წყლიან ჭიქაში ღვინო ისე ჩაასხა, წყალს არ გაერიოსო? არაო, - მიუგო კათოლიკე მოძღვარმა. როგორც ერთ ჭიქაში წყალი და ღვინო შეურევლად არ ჩაისხმება, ასევე ერთი კაცის გონება ვერ დაიტევს მართლმადიდებლობისა და მწვალებლობის მოძღვრებათ, ერთმანეთს რომ არ გაჰრიოსო და იმ დღიდან დაითხოვა კათოლიკე მოძღვარი.

* ათონის სამხრეთით, ერთ-ერთ კალივაში, თურქების ბატონობის დროს სულიერი მამა-შვილი ცხოვრობდა. ერთხელ, ხარების წინა დღეს, მორჩილმა (დიაკვანმა) მოძღვარს თევზაობის ნებართვა სთხოვა, მაგრამ რადგან ზღვაზე ძლიერი ღელვა იყო, მოძღვარს შეეშინდა, ავი არ შეემთხვასო და უარი უთხრა. მეორე დღეს, ხარებობის საღმრთო ლიტურგიის მერე, დიაკონი ულოცველად, მოძღვრის კურთხევის გარეშე თევზაობდა ერთ ციცაბო ნაპირას. ამ დროს შორს, ტინოსის კუნძულზე ერთმა თურქმა თავისი ეშმაკეული ქალიშვილი ღვთისმშობლის ადგილობრივ სასწაულთმოქმედ ხატთან მიიყვანა კურნებისათვის. უფლის ძალით, ღვთისმშობლის ლოცვით ეშმაკი თურქი გოგონასაგან კი გამოვიდა, მაგრამ დაიქადნა: - სამაგიეროდ, ათონზე რომელიმე ბერდიაკონს ვავნებო. მართლაც, მოთევზავე ბერდიაკონი წაბორძიკდა და წყალში გადავარდა. ტალღებმა რამდენიმე დღის მერე სადღაც ყურეში გამორიყეს.

შვილგანკურნებულმა თურქმა დაიმახსოვრა სასწაულის მოხდენის დღე და საათი. მერე კი ცნობისმოყვარეობის გამო გაიკითხა, ათონზე ვინმე დიაკონს ცუდი ხომ არაფერი დამართიაო. ბერის ამბავი უამბეს...

* დიდი საფრთხის შემცველია კაცთა განკითხვა. ღირსი მამა ეფრემ კატუნაკელი ჰყვება: "ერთხელ ვიღაც მოვიდა ჩემთან და საუბრისას შეუმჩნევლად განკითხვაში ჩავვარდით. მერე წავედი ლიტურგიის ჩასატარებლად, მაგრამ ლოცვა ვერ შევძელი. ნეტავ რა მოხდა-მეთქი, გავიფიქრე. გამახსენდა, მეზობელთან ერთად რომ განვიკითხე ერთი მეუფე.

დავიწყე ლოცვა ლიტურგიის წინ: "ღმერთო, შეგცოდე, შემინდე". ცოტა დავმშვიდდი და გულში ვთქვი: "თუ გინდა, ვერ შესწირო უსისხლო მსხვერპლი, სხვა განიკითხე!"

* მამა პაისი ათონელი ჰყვება: - ერთი მღვდელმონაზონი გარეგნულად სათნო ჩანდა, მაგრამ შიგნით ამპარტავნებას მალავდა. ერთხელ ამ მონასტერში ეშმაკეული გოგონა მოიყვანეს და იღუმენმა შეფუცვის ლოცვების წაკითხვა ამ ბერს დაავალა. ძმებს კი უთხრა, სკვნილზე მისთვის ილოცეთო. ეტყობა, ამ ლოცვამ შედეგი გამოიღო, ეშმაკი აწრიალდა და იყვირა: "ჰოი, უმოწყალოვ, სად განმდევნი?" მღვდელმონაზონმა უთხრა: - ჩემში შემოდიო. მას მერე ეშმაკი დიდხანს ტანჯავდა და შვებას არ აძლევდა. ერთი ადგილიდან მეორეში მიდიოდა, ხან ერში და ხან ათონზე. დაიღალა სულიერად, სხეულითაც - ერთიანად კანკალებდა. სიბერისას, როცა ამდენი ვაების შემდეგ საკმაოდ დამდაბლდა, უფალმა იგი განკურნა. ამის მერე უკვე თავმდაბლად ესაუბრებოდა ყველას.

* ის, რაც სოფლისთვის სიკეთეა, მონასტრის სულიერი ცხოვრებისთვის შეიძლება სახიფათო იყოს. მამა პაისი ათონელიც ბრძანებს: "როცა ერთმა მონაზონმა მთაწმინდზე ქათამი შემოიყვანა, მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და ჰკითხა: "შენ აქ ჩემი ბაღის დასაქცევად მოხვედიო?"

ასევე, როცა წმინდა ანას სკიტელმა მამამ თხა მოიყვანა მთაწმინდაზე, რათა თავისი სნეული მოწაფისთვის რძე ესმია, თხამ, რძის მაგივრად, ცურში სისხლი ჩაიყენა. ბერი მიხვდა, რომ ღვთისმშობელს არ უნდოდა მისი ბაღი თხებს გაენადგურებინათ და მოწაფეს შედედებული რძე უშოვა. როგორც ვხედავთ, ადრე ღვთისმშობელი ამხილებდა ბოროტების მოფიქრალთ. ახლა კი რით დაიწყებს მხილებას, როცა ასე გამრავლდა ერისკაცული სული მის წილხვედრ მხარეში! როგორც კეთილი დედა, მხოლოდ გვითმენს!

* ძალზე საშიშია უღირსად ზიარება. მამა იაკობ ევბეელი (+1991წ.) დიდად შემწყნარებელი იყო მონანულ ცოდვილთა მიმართ, მაგრამ მთავარ კანონიკურ წესებს არ არღვევდა. ერთხელ ერთ გოგონას ზიარების ნება არ მისცა. გოგონამ ეპისკოპოსისგან ნებართვა მიიღო და ორჯერ სცადა ზიარება, მაგრამ ორჯერვე კოვზზე უფლის ხორცი გაქრა. გოგონას შეეშინდა, შეინანა და მამა იაკობთან აღსარების სათქმელად გაიქცა.

მამა იაკობი ჰყვებოდა ერთ ადამიანზე: "როცა მას ვაზიარებდი, წმინდა კოვზიდან გაიბრწყინა ოქროსფერმა ნათებამ, თავზე გადამიარა და წმინდა ტრაპეზისკენ წავიდა". მამა იაკობის განმარტებით, სულიწმინდამ არ დაუშვა, უფლის სისხლი და ხორცი მოხვედრილიყო არაწმინდა კაცთან, რომლის სახეც მან გაშავებული იხილა. როგორც გამოირკვა, ეს კაცი მაგიას მისდევდა.

* ერთმა ერისკაცმა ყური მოჰკრა, - სხვადასხვა ნიშანი გვარწმუნებს, რომ ბოლო ჟამია და ანტიქრისტე მალე მოვაო... მძიმე დღეში ჩავარდა. არ იცოდა, ოჯახი შეექმნა თუ არა. ჩავიდა ათონზე და მამა პაისის ჰკითხა. მან კი უპასუხა: დიოკლეტიანესა და ნერონის დროის წმინდა მოწამენი, რომელთაც სასტიკად დევნიდნენ, ქორწინდებოდნენ და მათთვის მოწამეობა ზეიმი იყო, არაერთი ქრისტიანი ეწამა ოჯახთან, ცოლ-შვილთა ერთად. ასე იქნება ყოველთვისო. სხვა მორწმუნეს კი უთხრა: - ნუ იფიქრებ ზამთრის სიცივეზე, თორემ აგვისტოშიც კი გაიყინებიო.

* წმინდა იოანე ქოზიფელი (+1960) მკაცრი მიმდევარი იყო მართლმადიდებელი ეკლესიის საღმრთო კანონებისა და დოგმატებისა. არასოდეს ეძებდა გამორჩენას და დახმარებას არ ითხოვდა (და არც იღებდა) ეკლესიისგან შორს მდგარ მდიდართაგან. "სჯობს იყო ღარიბი, მაგრამ შეუბილწავიო", - ამბობდა.

* მამა იოსებ ვათოპედელი ჰყვება ათონელ ბერ კალისტრატეზე: ათონის მთაზე მორჩილად შედგომიდან ორი წლის მერე რწმენა შეერყა და სოფელში წასვლა გადაწყვიტა. მოძღვარმა ვერ გადაარწმუნა და დახმარება მეზობლად მცხოვრებ ბერებს სთხოვა. მათ დაამშვიდეს და ბერთან გააბრუნეს მორჩილი, რომელმაც ცხადად დაინახა, რომ ეს ბრძოლა ეშმაკისგან იყო. იმავე საღამოს, როცა ბერმა და მორჩილმა კანონი წაიკითხეს და თავიანთ კელიებში წავიდნენ, მორჩილს ეშმაკი გამოეცხადა. გამძვინვარებულმა ქეჩოში ჩასჭიდა კლანჭები და კარისკენ გაათრია, თან უყვიროდა: - რატომ გადაიფიქრე და არ წახვედიო?! მორჩილმა საშველად მამებს მოუხმო, მოაჯირს ჩაეჭიდა და ამგვარად გაითავისუფლა თავი. მამები ამ ბრძოლას ხედავდნენ.

იმავე კელიაში მეტად დამაფიქრებელი ამბავი მოხდა: იქაურ ბერს ერთი ახალგაზრდა მორჩილი მიუღია, რომელსაც თავიდან დიდი მოშურნეობით დაუწყია მოღვაწეობა, მაგრამ მერე თანდათანობით გაზარმაცებულა და აღარ ასრულებდა საბერო კანონს. მალე თურმე დასნეულდა და სიკვდილის პირას მივიდა. ერთხელაც ყვირილი ატეხა: - მამაო, მიშველე, ჩემი წაყვანა უნდათ! ეს რამდენი მოვიდნენ! გადამარჩინეო. სასოწარკვეთილი ხელებს იქნევდა, თითქოს თავს იცავდა, ოფლში ცურავდა, საწოლში ტრიალებდა. შეიკრიბნენ მეზობელი კელიების მამებიც. უთხრეს, ჯვარი გამოისახე და ქრისტეს მოუხმეო. ის კი გაიძახოდა, - გადარჩენის იმედი აღარ მაქვს, განა ვერ ხედავთ, ეშმაკთა ლეგიონი მოვიდა ჩემს წასაყვანადო. მოძღვარმა ჰკითხა: - რატომ გაწამებენ, რა უნდათ შენგანო. შეშინებულმა მიუგო, - პასუხს მთხოვენ იმ საბერო კანონების გამო, რომელსაც არ ვკითხულობდი და ამიტომაც მიეცათ ეშმაკებს ჩემზე ხელმწიფების უფლებაო. სულიერმა მამამ და იქვე მყოფმა მამებმა პირობა დადეს, რომ სნეულის სულიერ ვალებს გაისტუმრებდნენ. მაშინ ეშმაკები გასცილდნენ და ავადმყოფმა მშვიდად ჩააბარა სული უფალს.

* დიდი საფრთხე იმალება მოუნანიებელ პატარა ცოდვებში, რომელთაც შეიძლება წარწყმიდონ დიდი ცოდვების შემნანიებელნი. ეს ამბავი ლაკედემონიის მხარეში მოხდა. სოფელში ერთი ერისკაცი გარდაიცვალა. სამი წლის შემდეგ, ბერძნული ტრადიციის მიხედვით, მისი საფლავი გახსნეს და იგი უხრწნელი იხილეს, ახალთახალივით იყო მისი ტანსაცმელიც. შეატყობინეს მეუფე თეოფანეს, რომელიც მაშინვე მივიდა. დარწმუნდა მეუფე, რომ კაცი გაუხრწნელი იყო, დაფიქრდა და ბრძანა: სოფლის მოედანზე მოვიდეს მთელი მოსახლეობა იმ სოფლისა და გარდაცვლილს შენდობა მისცეს, რადგან მას ან სწორი რწმენა არ ჰქონდა, ანდა რაღაც შესცოდაო. ყველა მიდიოდა შენდობის მისაცემად. ერთი უბრალო და მოუხეშავი კაცის რიგიც დადგა. მან გაბოროტებით თქვა, - ასე უნდა მაგას, ახლა გაიგებს, ვინ არის ღმერთი, ვინც სხვას სამართლიანად მიაგებსო. ეპისკოპოსმა ჰკითხა: - შვილო, რატომ არ პატიობ შენს გარდაცვლილ მოყვასსო.

- მეუფეო, თვითონ რატომღა მომექცა უსამართლოდ, როცა ასე ვევედრებოდი?

- რა გაწყენინა?

- მან პანგრაცი (ცხვრის რძის ჩასაწველი სპილენძის ჭურჭელი, - კ.კ) გამომართვა და აღარ დამიბრუნა. მე ხომ ღარიბი ვარ, ის კი არა.

- და ახლა არ გინდა შეუნდო?

- დამიბრუნონ ჩემი პანგრაცი და შევუნდობ.

გარდაცვლილის ახლობლებს მოატანინეს ეს სპილენძის ჭურჭელი. გლეხმა მხარზე შეიდო, მივიდა მიცვალებულთან და უთხრა: - ახლა კი გაპატიოს ღმერთმაო. უეცრად უხრწნელი სხეული ყველას თვალწინ ჩაინაცრა. შერწუნებულმა ეპისკოპოსმა თქვა: "თუ ერთი ჭურჭლის საფასურად სული ასე განიკითხა და მხოლოდ მას მერე მიეტევა, რაც მისი საფასური გადაიხადეს, რით გავიმართლებ თავს კაცი, რომელსაც მრავალი ათასი სული მაბარია? რა ვქნა, თუკი ჩემ გამო რომელიმე მათგანი დაიღუპება? მართლაც მძიმეა ჩემი მდგომარეობა და პასუხისმგებლობაც უდიდესია". მეუფე თეოფანემ ჩუმად დატოვა კათედრა, ლაკედემონია და ათონის მთაზე მწირივით მივიდა.

დღევანდელი ქართველების მდგომარეობაც მძიმეა და პასუხისმგებლობაც - უდიდესი, რადგან გარკვეული ნაწილი სხვების ხარჯზე ცხოვრობს, სხვათა ძარცვით გამდიდრდა და არც სამშობლოს ძარცვას ერიდება. ნეტავ თუ მოისმენს რომელიმე მათგანი ამ ამბავს და ჩაფიქრდება?!

* წმინდა ნიკოლოზ სერბი ჰყვება არქიმანდრიტ სერაფიმეს მონათხრობს იმაზე, რაც ჯერ კიდევ უბრალო ბერმა სტუდენიცას მონასტერში საკუთარი თვალით იხილა:

არქიმანდრიტ თეოდოსის ძალიან უყვარდა სამეურნეო საქმეები და სავანის კეთილდღეობისთვის ზრუნავდა. ერთხელ გარშემო სოფლების მკვიდრნი შეკრიბა ხორბლის დასათესად. ეს დღე ნიკოლოზობას დაემთხვა. ერთი თესლიც არ გაღვივებულა. ამან ვერაფერი ასწავლა მამა თეოდოსის. მეორე წელს წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს შეკრიბა ხალხი, არა ლოცვისთვის, არამედ სამკალად. როგორც კი პირველი ბულული დადგეს, იქუხა და გლეხების თვალწინ მეხი ამ ბულულს დაეცა და მოსწვა. ხალხი პირჯვრის წერით მიმოიფანტა. ამის მერეღა მიხვდა თეოდოსი, რომ ღმერთი მკაცრად სჯის მას, "ვინც იცის ნება უფლისა და არ აღასრულებს მას".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat