...ერთხელ წმინდა გაბრიელი( ურგებაძე) სამთავროს მონასტრში სამრეკლოს გვერდით მშვიდად იჯდა.
ამ დროს მოვიდა საკმაოდ ლამაზი, თვალებშეღებილი ქალი, შარვლით. მოსვლისთანავე მიეჭრა ბერს და ჩაუჯდა კალთაში, დაუწყო კოცნა: "მამა გაბრიელ რა ლამაზი ხარ, რა მშვენიერი, როგორ მომწონხარ, მე კიდევ მოვალ და გინახულებ"...
მამა გაბრიელს თვალები ზეაღეპყრო და თითქოს გაქვავდაო, ხმას არ იღებდა. ბერი საკმაო ხანს დუმდა და ისე ისმენდა უაზრო ლაპარაკს. მერე უცბად შეხედა მას და უთხრა:" ხო, მაყვალა,მოდი კიდევ". თავის სახელის გაგონებამ ლამის გააგიჟა მაყვალა და ხვევნა-კოცნა გააორმაგა. როცა გული იჯერა, როგორც იქნა კარგა ხნის შემდეგ, თითქოს გამოფხიზლდაო, წამოხტა ბერის მუხლებიდან და თვალი მოავლო იქ მყოფთ, ნელ-ნელა უკან დაიხია და ჭიშკრისაკენ ჩქარი ნაბიჯით გაემართა.
მაყვალა მეორე დღესაც მოვიდა. მაგრამ მოხდა სასწაული, მას წინა დღით მოსულ ქალთან არაფერი აკავშირებდა, გარდა სახელისა. ჩაეცვა გრძელი შავი კაბა, დაეფარებინა თავსაფარი, საღებავები კი არა და ტირილისაგან თვალები ჰქონდა დაწითლებული. მიადგა ბერის სენაკის კარს და დაიწყო მოთქმა: "მამა გაბრიელ, ვიცი კარს აღარ გამიღებ. ვიცი აღარასოდეს გნახავ. შემინდე ჩემი გუშინდელი საქციელი. ვგრძნობ რაც გამიკითე, აღმადგინე მკვდარი და ცხოვრებაზე ხელჩაქნეული. მადლობას გიხდი ყველაფრისათვის."
ისეთი სულის შემძრავი სანახავი იყო ყოველივე ეს, ირგვლივ მყოფნი დიდხანს ატირა. შემდგომში მონაზვნებს გაახსენდათ ერთი დეტალი: ვიდრე მაყვალა მოვიდოდა მეორე დღეს, ბერი მოულოდნელად ადგა და შევიდა თავის სენაკში. ეჭვი არაა, რომ მან იგრძნო მისი მოსვლა და არ ისურვა მასთან შეხვედრა და კიდევ ერთი, როგორც კი წავიდა მაყვალა წინა დღეს, ბერი მაშინვე ადგა, შევიდა თავის სენაკში და მერე აღარავინ მიუღია. მუხლთმოდრეკილი ლოცულობდა ღვთისმშობლის ხატის წინ...
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი