მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა)
მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა)
მიტროპოლიტი დავითი, ერისკაცობაში გრიგოლ ივანეს ძე ჭკადუა, დაიბადა 1926 წლის 22 მარტს ქ. თბილისში, სასულიერო პირის ოჯახში. მამა - ივანე ჭკადუა თბილისის ქაშუეთის ეკლესიის მოძღვარი იყო. 1955 წელს მან დაამთავრა პიატიგორსკის სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. 1956-1978 წლებში მუშაობდა სტომატოლო¬გიური კაბინეტის გამგედ. 1978 წლის 13 აგვისტოს ეკურთხა მღვდლად და დაინიშნა მარტყოფის ღვთაების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად.

1978 წლის 20 ოქტომბერს გრიგოლ ჭკადუა მცხეთის სამთავროს მონასტერში აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად დავითი, 15 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად. ეპისკოპოსმა დავითმა ამ სიტყვებით მიმართა მის უწმიდესობას:

"დღეს წარმოუდგენელი სიხარულის დღე დადგა ჩემს ცხოვრებაში. ჯერ არ შენელებულა ის დიდი მღელვარება, რომელიც მე განვიცადე ამ რამდენიმე თვის წინათ. მაშინ მთელი რწმენით ჩავიცვი ანაფორა, როდესაც მე შევუდექი ამ, მართლაც მძიმე და რთულ სამსახურს, თქვენ, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, გზა დამილოცეთ, ამ ხნის მანძილზე ხშირად ვეკითხებოდი ჩემს თავს: შევძლებ თუ არა, რომ გავამართლო თქვენი იმედი, და კიდევ, შევძლებ თუ არა, არ შევარცხვინო ჩემი წინაპრების - მამაჩემის, პაპის და მისივე მამის - პაპაჩემის სახელი, რომელნიც უმწიკვლოდ ემსახურნენ საქართველოს ეკლესიას, არ შევარცხვინო თვით მამაჩემის სახელი, რომელიც დღესაც მისი მსახურია. ეს კითხვები ყოველთვის მაწუხებდა და მაღელვებდა. ერთი შეხედვით, მღვდლობა თითქოს სულ არ არის ძნელი. სინამდვილეში, მღვდლობა ისეთი მძიმე სამსახურია, როგორც ექიმობა. მათ შორის ძალიან ბევრია საერთო. ექიმი ავადმყოფის მკურნალია - ეს ასეა, მაგრამ რაგინდ კარგი მკურნალიც უნდა იყოს ექიმი, თუ მას არ აქვს უნარი მორალურადაც დაამშვიდოს და განკურნოს ავადმყოფი, ამ შრომას სასურველი შედეგი ვერ მოჰყვება. მის კეთილ საქმეს შედეგი მხოლოდ მაშინ აქვს და მადლიც მაშინ მოსდევს, როცა იგი ავადმყოფის სულს ჩასწვდება. მღვდლობაც ასეა... მოძღვარი მორწმუნე ხალხის სულიერი მკურნალია. არ არის იოლი მისი გზა, მღვდელი მორწმუნისათვის სიწმიდისა და სიკეთის მაგალითია, მისი გზის მანათობელი სინათლეა.



მიტროპოლიტი დავით ჭკადუა პროვოკატორ რუს ქალს პასუხობს


დიახ, სასულიერო პირი თავისი ცხოვრებით, თავისი გრძნობით მორწმუნე ადამიანების გზის მანათობლად უნდა ევლინებოდეს. აი, ასე მესახებოდა მე ის გზა, რომელიც ავირჩიე, არ ვიცი შევძლებ თუ ვერ შევძლებ, მაგრამ ღმერთს მუდამ შევთხოვდი და შევთხოვ, მომცეს ძალა და შეწევნა ამ დიდი სამსახურის შესრულებისათვის. მუდამ ამ ფიქრით ვემსახურები ჩვენს მრავალნატანჯ, მართლმადიდებელ ქრისტიანულ ეკლესიას. ამჯერად კი უღელი, რომელიც მხრებზე დამედგა, კიდევ უფრო დამძიმდა, ვდგავარ რა თავდახრილი თქვენს წინაშე უღირსი მონა ღვთისა, ჩემს თავს ვეკითხები; მე რითა ვარ ღირსი ვატარო ეპისკოპოსის სახელი? სახელი, რომელსაც ატარებდა დიდი გაბრიელი, ან გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე, ან ანტონ ჭყონდიდელი? ვატარო მათსავით ღირსეულად და შეურცხვენელად...

დიახაც, დიდი ტვირთი და დიდი მოვალეობაა ეს. ერთადერთს, ისევ თქვენ მოგმართავთ, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, რადგან ზეგარდმო ღმერთის ნებით მიიღეთ ასეთი დადგინება, გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის და შეევედროთ უფალსა ჩვენსა, რათა მან შემაძლებინოს ეს უმძიმესი სამსახური ჩემი მშობელი ხალხის წინაშე, რათა გავამართლო თქვენი ნდობა და იმედები, თუნდაც ნაწილობრივ მაინც. მე მხოლოდ და მხო¬ლოდ ის დარჩენია, რომ მუდამ მახსოვდეს პავლე მოციქულის სიტყვები: "კაცად-კაცად მან თავისი ტვირთი იტვირთოს". პავლე მოციქული აგრძელებს რა თავის აზრს, ამბობს: "ჯერ არს ეპისკოპოსისა, რათა უბრალო იყოს, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ-მოყვარე, სწავლული." ამ სიტყვების აზრი დიდია, დიდია ისევე, როგორც დიდია თვით ღმერთი მაღალი, ასეთი სირთულის წინაშე ვდგევარ და ისევ შევთხოვ უფალს მის მოწყალებას; რადგანაც მე მყო მღვდელმთავრად ბათუმ-შემოქმედის ეპარქიისა. მანვე სახიერმან მომცეს ძალა და გონება, რათა კეთილად აღვასრულო ნება მისი. მისი ბრწყინვალებით იყოს განათებული ჩემი შავი სამოსი და გზა. ამინ." (60, 1979, N1).



მიტროპოლიტი დავითი ჭკადუა კომანში 1989 წელი

1980 წლის 14 ოქტომბერს მეუფე დავითი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორად. ამ თანამდებობაზე იყო 1984 წლამდე. 1981 წლის 8 სექტემბერს მეუფე დავითი გადაყვანილ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად. 1984 წლიდან იგი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილების ხელმძღვანელია და მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ ეკლესიათა მიერ მოწყობილ ფორუმებში, როგორც საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი. 1981 წელს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ჟურნალი "უან უელდ" წერდა: "წვეროსან მართლმადიდებელ პრელატთა რიგებში 53 წლის ეპისკოპოსი დავით ჭკადუა ისე გამოიყურება, თითქოს იგი სასულიერო პირად დაიბადა. სინამდვილეში, ეს ტანმორჩილი, მკვრივი აღნაგობის ქართველი ეპისკოპოსი, ორთოდოქსალური ეკლესიის მსხურთა შორის, მეტად უჩვეულო წარმოშობისაა. 30 წელი იგი კბილის ექიმი იყო, შემდეგ კი ბაბუისა და მამის ნაკვალევს გაჰყვა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის მსახური გახდა. ეპისკოპოსი დიდად განიცდის მსოფლიოს ჩაგრული ხალხის ბედს: "როგორც იცით, ჩვენმა ქვეყანამ სასტიკი ომი გადაიტანა ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირს მილიონობით ხალხის სიცოცხლედ დაუჯდა გამარჯვება. ამ ომში უსაზღვროდ დიდი მსხვერპლი გაიღო საქართველომაც. ამ ფაქტმა ღრმა ნაკვალევი დააჩნია ჩემს მეხსიერებას. ახლაც, როცა მესმის, რომ კაცობრიობა კვლავ ომის საშინელებების წინაშე დგას, მწუხარებით ვივსები. კვლავ ცოცხლდება მეხსიერებაში წარსულის საშინელებანი და ის უაზრო მსხვერპლი... მე მჯერა, რომ მსოფლიოს ხალხებს შორის უსათუოდ უნდა არსებობდეს თბილი, მეგობრული დამოკიდებულება. ასეთი იყო ჩემი რწმენა და ასეთივე დარჩა მას შემდეგაც, რაც ჩემი ცხოვრება მაცხოვრის სამსახურს მივუძღვენიო" (60, 1981 წ. N2) - თქვა მან.

1983 წლის 26 ივნისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მეუფე დავითი მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა. მიტროპოლიტი დავითი დაჯილდოებული იყო მეორე პანაღიისა და სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. იგი დაჯილდოებული იყო საქართველოს, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, იერუსალიმის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის, რუსეთის საპატრიარქოს ორდენებით.



მიტრიპოლიტ დავითის გასვენება, 1992 წელი

1990 წელს მიტროპოლიტი დავითი შედიოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომელმაც კონსტანტინოპოლიდან ჩამოიტანა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის მტკიცებულების სიგელი. მეუფე დავითი ლიტერატურულ საქმიანობასაც ეწეოდა. მისი მოთხოვნილების კრებული "რწმენა" გამოიცა 1992 წელს და მკითხველთა მოწონება დაიმსახურა. მეუფე დავითს რთულ ეპარქიაში მოუხდა მოღვაწეობა, აფხაზებსა და ქართველებს შორის გარე ძალების ინსპირირებით ადგილი ჰქონდა დაპირისპირებებს, რომელიც 1992 წელს შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა. რუსეთის რეგულარულმა შეიარაღებულმა ძალებმა აიღეს გაგრა, გუდაუთა და შემოუტიეს სოხუმს. მეუფე დავითი მგზნებარე სიტყვით გამოვიდა სოხუმში ქართველობის მრავალათასიან მიტინგზე... 1992 წლის 7 ოქტომბერს მიტროპოლიტი დავითი მოულოდნელად გარდაიცვალა, განსვენებულს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. იგი დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.

სერგო ვარდოსანიძე
"ქართველი მღვდელმთავრები" (XX-XXI საუკუნეები), თბილისი, 2010 წ.
ბეჭდვაელფოსტა
26.07. 2016
jaba
უფალმა აცხონოს და შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა სრულიად საქართველოს !
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat