შეუძლებელია შეგროვება იმ ცილისწამებისა, შენ რომ წარმოთქვი და ვითომ ქარს გაატანე
შეუძლებელია შეგროვება იმ ცილისწამებისა, შენ რომ წარმოთქვი და ვითომ ქარს გაატანე
* როცა მამა იაკობი კუნძულ ევბეაზე წმინდა დავითის მონასტერს აღადგენდა, საჭირო გახდა მუშახელის დაქირავება. მამები იძულებულნი გახდნენ, მონასტერში ერთი მწყემსის ოჯახისთვის მიეცათ ბინა. ისინი მშენებლობაში ეხმარებოდნენ მამებს, მაგრამ ხალხმა, ვისაც სხვათა განკითხვა უყვარს, ჭორაობა დაიწყო მწყემსის ცოლზე. ათას რამეს ჰყვებოდნენ მასზე. საბრალო ქალი სხვათა დაბრკოლების ლოდად იქცა. აღსასრულის ჟამს მან მამა კირილესგან მიიღო უფლის სისხლი და ხორცი და, როგორც ამბობდა მოძღვარი, ზიარების შემდეგ სახე გაუბრწყინდა.

* წმინდა ბარნაბა გეთსიმანიელს სულიერმა შვილმა შესჩივლა, უსამართლოდ მლანძღავენო. მოძღვარმა უპასუხა: იცი, მე ცოდვილს როგორ მლანძღავენ? დაე, გვლანძღონ მე და შენ, ჩემო შვილო. როგორც არ უნდა ლანძღო ბერი, მისი ანაფორა ამაზე მეტად არ გაშავდებაო.

* მამა ვიტალის (სიდორენკოს) ათასნაირ ცილს სწამებდნენ. ამბობდნენ, რომ ჯადოქარი იყო და, როგორც კერპს, თაყვანს სცემდნენ, რომ ჰყავდა შვილები, რომლებიც ცოცხლად დამარხა, რომ მკვდრებს ნათლავდა და შემდეგ წესს უგებდა, რომ ეპისკოპოსის ლაქია იყო... ამ ყველაფერს თვითონ ჰყვებოდა მამა ვიტალი და მწუხარებით დასძენდა, ჩემს ადგილას ვერც ერთი თქვენგანი ერთ საათსაც ვერ გაძლებდაო, ხოლო თუ ვინმე შესჩივლებდა, ესა და ეს ცილს მწამებსო, ეტყოდა: "ის შენი მტერი კი არა, კეთილისმყოფელია, რადგან სიმდაბლეს გასწავლისო". გულწრფელად ებრალებოდა ცილისმწამებლები, უფალი ღმერთი მათ სნეულებითა და ათასგვარი განსაცდელით სჯისო. მამა ვიტალი ბრძანებდა: "დიდი განსაცდელი მოეწევა მას, ვინც სხვა განიკითხა ისე, რომ ღვთის ნება არ გამოიძიაო".

* მამა გაბრიელი (ურგებაძე) მკაცრად უკრძალავდა სულიერ შვილებს სხვათა განკითხვას და მით უფრო - ცილისწამებას. ამბობდა, როგორც ძაფმა - ნემსის ყუნწში, ისევე უნდა გაიაროს კაცმა იმ ცოდვაში, რომლის გამოც სხვას განიკითხავს თუ ცილს სწამებსო.

* ამბა თეოდორე რომაელი მოგვითხრობს: რომის მახლობლად მდებარე ერთ პატარა ქალაქ რომულუსს ფრიად პატიოსანი ეპისკოპოსი ჰყავდა. ერთხელ მავანი აღაპისტო რომის პაპთან მივიდა და ეპისკოპოსს ცილი დასწამა, საზრდოს წმინდა ფეშხუმიდან იხმევსო. განცვიფრდა პაპი, შეაპყრობინა ეპისკოპოსი და სენაკში ჩაკეტა. ასე ჰყავდა სამი დღე, ხოლო კვირას, გამთენიისას, ძილში ჩვენება იხილა: ნახა ვინმე დიდებულად მოსილი კაცი, რომელმაც უბრძანა, კვირას ნურც შენ და ნურც შენს გვერდით მყოფნი ნუ სწირავენ, უსისხლო მსხვერპლი მხოლოდ იმ ეპისკოპოსმა შესწიროს, დატუსაღებული რომ გყავსო. გაიღვიძა აღაპისტომ და დიდად გაუკვირდა: ნუთუ ამ ცოდვილმა უნდა სწიროსო?! მოაყვანინა ეპისკოპოსი და ჰკითხა, მართლა სცოდე თუ არაო. მას თავი არ უმართლებია, მხოლოდ ის თქვა, ცოდვილი ვარო. პაპმა ბრძანება გასცა, მხოლოდ მას ეწირა. წირვისას თვითონაც იქვე, საკურთხეველში იდგა. წართქვა ლოცვა ეპისკოპოსმა და შემდეგ რამდენიმეჯერ გაიმეორა იგივე. რატომ ამბობო მაგ ლოცვას მეოთხედ? - ჰკითხა პაპმა. შემინდე, წმინდაო მეუფეო, - მიუგო ეპისკოპოსმა, - რამეთუ სულიწმინდის მოსვლა ვერ ვიხილე; ამიტომაც არ განვაგრძე ლოცვა. გთხოვ, ჩემს გვერდით მდგომარე დიაკვანი მცირე ხნით განმაშორო საკურთხევლიდანო. უბრძანა აღაპისტომ დიაკონს და მანაც დატოვა საკურთხეველი. ილოცა ეპისკოპოსმა და აი, იხილეს მანაც და პაპმაც სულიწმინდის გარდამოსვლა და დაფარნა, რომელიც ფარავდა წმინდა შესაწირავს, თვით აღეხადა მრწამსის გალობისას და აგრილობდა მღვდელმთავრებს. მიხვდა პაპი, რომ ტყუილად დასწამეს ცილი ღვთის კაცს და მას შემდეგ ჯეროვანი გამოძიების გარეშე აღარავის ნათქვამი შეუწყნარებია.

* ვინმე ალექსანდრიელი ბერი ერთ მოხუცებულ ქალთან მიდიოდა ხოლმე მოწყალების სათხოვნელად. ხალხმა შეამჩნია ეს და დაბრკოლდა - ეგონათ, ქალი მისი ცოლი იყო, რომელსაც ბერი მალავდა. წავიდნენ და ქალაქის მთავარეპისკოპოსთან იოანე მოწყალესთან დაასმინეს: ანგელოზის სახე მიუღია იმ ბერს, სინამდვილეში კი ვინმე ქალთან ცოლქმრულად ცხოვრობსო. ვიხსნი ამ ცოდვისგანო, - იფიქრა, იოანემ, წარგზავნა ხალხი და ბერი საპყრობილეში ჩააგდებინა.

იმ ღამეს, ძილში, წმინდა იოანეს დატუსაღებული მონაზონი გამოეცხადა, უჩვენა წყლულები, შეპყრობისას რომ მიეყენებინათ და უთხრა: "მოგწონს, უფალო? ჭეშმარიტად, შეცდი, ვითარცა ერთი კაცთაგანიო". მეორე დღეს იოანემ ბერი მოაყვანინა. ის, აუტანელი ტკივილისგან გატანჯული, ძლივძლივობით შევიდა ოთახში. ეპისკოპოსმა შეხედა და განცვიფრდა - იცნო ძილში ნანახი ბერი. გაახდევინა სამოსი, რათა ბოლომდე დარწმუნებულიყო ჩვენების სინამდვილეში და რა დაინახა - მონაზონი საჭურისი ყოფილიყო!

შენდობა სთხოვა მღვდელმთავარმა ბერს, მისი შემასმენელი თვითონვე ჩააგდო საპყრობილეში, მონაზონს კი ურჩია, ფრთხილად ყოფილიყო და აღარ ევლო ქალაქში ქალებთან ერთად. "წმინდაო მეუფეო, - უთხრა ბერმა, - დიდი ხნის წინ ეგ დედაკაცი მუხლებში ჩამივარდა, მითხრა, რომ ჰურია იყო, ქრისტეს რჯულზე მოქცევა სურდა და დახმარება მთხოვა. წამოვიყვანე და ამ ქალაქში დავასახლე. ხანდახან მივდიოდი ხოლმე და მცირე რამ საზრდელს ვთხოვდი, ხოლო რაკი საჭურისი ვარ, ვნებებისა და ეშმაკეული საფრთხისა არ მეშინოდაო". "ჰოი, რამდენი ფარული მონა ჰყავს ღმერთს!" - ბრძანა წმინდა იოანემ და მას შემდეგ უფრო მეტად სცემდა პატივს მონაზონთ.

* წმინდა გრიგოლი აკრაგანტელს მრუშობის ცოდვა შესწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს, მაგრამ უფალმა გაამართლა და განადიდა თავისი მონა. მღვდელმთავართა ადგილობრივ კრებაზე, როცა მის ცილისმწამებლებს განიკითხავდნენ, წმინდა გრიგოლი შეევედრა, მკაცრად არ დაესაჯათ ისინი. ამ დროს ქარიშხალი ამოვარდა და ბნელმა დაფარა ყველაფერი. როცა განათდა, დაინახეს, რომ ცილისმწამებლები ნახშირივით გაშავებულიყვნენ, ხოლო მთავართ მათ შორის ისე ჩამოვარდნოდათ ტუჩები დაბლა, ვეღარ სწევდნენ და აღარც ლაპარაკი შეეძლოთ.

* მოძღვართან მივიდა ერთი ქალი, ცნობილი ცილისმწამებლობით, და აღსარება უთხრა. მოძღვარმა მას ეკლის თესლი მისცა და სთხოვა, ქარისთვის გაეტანებინა. ქალს გაუკვირდა, მაგრამ მაინც შეასრულა მოძღვრის ნათქვამი და ისევ მივიდა მასთან, მან კი გაბნეული თესლის შეგროვება უბრძანა. ქალმა უთხრა, შეუძლებელიაო. მაშინ მოძღვარმა განუმარტა: ასევე შეუძლებელია შეგროვება იმ ცილისწამებისა, შენ რომ წარმოთქვი და ვითომ ქარს გაატანე. ბოროტი თესლი სხვათა გულებში დაითესა, აღორძინდა, ბოროტი ნაყოფი გამოიღო, ახლა მას ქარმა მიჰბერა და მისმა თესლმა გარემო აავსოო.

* ნეტარი დედოფლის თეოფანიას ცხოვრებიდან ერთი ასეთი ამბავია ცნობილი: მის მეუღლეს ბასილი იმპერატორს ცილისწამების გამო თავისი ძე ლეონი დიდხანს ჰყავდა დამწყვდეული ციხეში. რამდენს არ ევედრებოდნენ პატრიარქები და წარჩინებულნი შვილის შეწყალებას, მაგრამ ამაოდ - ბასილის მტკიცედ სჯეროდა შვილის ღალატისა. მთელი სამი წელი იტანჯებოდა საპყრობილეში ლეონი. მან და დედამისმა თეოფანიამ მრავალი ცრემლიანი ლოცვა აღავლინეს. უფალმა შეისმინა მათი ვედრება - იხსნა ისინი არა კაცთა მიერ, არამედ ფრინველის დახმარებით. იმპერატორს ერთი მოლაპარაკე თუთიყუში ჰყავდა. ერთხელ, ნადიმზე, როცა ბასილი დიდებულებით იყო გარშემორტყმული, ამ ჩიტმა რამდენჯერმე ხმამაღლა წამოიძახა: "ვაი, ვაი, საცოდავი ბატონი ლეონი!" შეაძრწუნა იმპერატორი და მისი თანამეინახენი ჩიტის ნათქვამმა, მასში ღვთის ხმა დაინახეს. მეფემ მაშინვე გაათავისუფლა თავისი ძე და უწინდელ ხარისხში აღადგინა. ბასილის გარდაცვალების შემდეგ საიმპერატორო ტახტზე ლეონი ავიდა. მას ხალხმა ლეონ-ბრძენი უწოდა.

* წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელი (+266 ან 270) სიყმაწვილეში თანატოლებს არ უყვარდათ, რადგან კეთილმოკრძალედ ცხოვრობდა და სიქალწულეს იმარხავდა. მტრებმა, მისთვის ჩირქი რომ მოეცხოთ, ვინმე უწესო ქალი მოისყიდეს, რომელსაც ყველას წინაშე ცილი უნდა დაეწამებინა ახალგაზრდისთვის. მართლაც, ერთხელ, როცა გრიგოლი ფილოსოფოსებსა და მასწავლებლებთან ერთად იდგა, მივიდა მასთან ის დედაკაცი და ურცხვად მოითხოვა ფული "მასთან გატარებული ღამისთვის". ზოგმა დაიჯერა ქალის ნათქვამი, ზოგმა კი არა, რადგან იცოდნენ გრიგოლის უმანკო ცხოვრების ამბავი. ქალი ხმამაღლა გაჰყვიროდა და სულ მალე ირგვლივ უამრავი ხალხი შეიკრიბა. წმინდა გრიგოლი სირცხვილისგან გაწითლდა და როგორმე თავიდან რომ მოეშორებინა, მეგობარს სთხოვა, მიეცა მისთვის, რასაც ითხოვდა. მეგობარმაც იხსნა ჭაბუკი მონაზონი ამ დაუმსახურებელი სირცხვილისგან. გამოართვა თუ არა ქალმა ფული, მასზე ღვთის რისხვა მოიწია - მასში ეშმაკი შევიდა, დასცა მიწაზე და წამება დაუწყო. ქალის ტანჯვამ ყველა შეაძრწუნა. ასე იყო ის უბედური, სანამ ისევ წმინდა გრიგოლმა არ შეიწყალა. წმინდანი მივიდა ქალთან და იესოს სახელით განდევნა ეშმაკი. დედაკაცმაც, აწ უკვე სულიერადაც განკურნებულმა, გაამჟღავნა ცილისმწამებელთა ბოროტი ჩანაფიქრი.

* წმინდა ნარკის იერუსალიმის პატრიარქმა თავისი ღვთივსათნო ცხოვრებით სასწაულმოქმედების მადლი მოიპოვა. მაგრამ გამოჩნდნენ უკეთური ადამიანები, რომელთაც ღვთისა არ შეეშინდათ და წმინდა მღვდელმთავარს ცილი დასწამეს. მათ ბინძური ჭორი გაავრცელეს წმინდა ნარკისზე და კაცთა წინაშე ფიცით ამტკიცებდნენ. ერთი ამბობდა, თუ ვცრუობდე, დაე დავიწვაო. მეორე ამბობდა, თუ ვტყუოდე, კეთრი შემეყაროსო, მესამემ - დაე დავბრმავდეო. წმინდა ნარკისი კი გაექცა ჭორებს და რაკი საბაბიც მიეცა, აისრულა ოცნება - რამდენიმე წლით განშორდა იერუსალიმს და უდაბნოს შეეხიზნა.

სამაგიეროდ, ცილისმწამებლებზე მოიწია ღვთის რისხვა და ის სასჯელი, თავიანთ თავს რომ უსურვეს. პირველის სახლში პატარა ნაპერწკალი აალდა და ცეცხლმა დაწვა სახლიც და ის კაციც სახლეულითურთ. მეორეს კეთრი შეეყარა, მესამემ, როცა დაინახა მეგობრებზე მოწეული ღვთის რისხვა, აღიარა ცოდვა, მაგრამ ვერც ის გადაურჩა "გამოთხოვილ" სასჯელს - მხედველობა დაკარგა იმ სინანულის ცრემლის გამო, განუწყვეტლივ რომ სდიოდა.

* იყო ვინმე ბერი, ღირსი და პატიოსანი, მშვიდი, მდაბალი, წრფელი და ძვირუხსენებელი, მოყვარე სულიერ ძმათა. ერთხელ რომელიღაც ძმამ ვიღაცას ჭურჭელი მოჰპარა და ამ ბერთან შეინახა, თვითონ კი სადღაც წავიდა. ბერმა სიმართლე არ იცოდა. პატრონებმა დაიწყეს ჭურჭლის ძებნა და ბერთან აღმოაჩინეს, დაუწყეს ჩხუბი და განქიქება. ბერი კი სიმშვიდით მოითმენდა და ტკბილად მიუგებდა: "შემინდეთ, ღვთის გულისათვის, რამეთუ შევცდი". ამ დროს ჭურჭლის ქურდიც მოვიდა და მანაც "ქურდოს" ძახილი არ დაუწყო?! მაგრამ ღირსი მამა მასაც ჩაუვარდა მუხლებში და შენდობა სთხოვა. მაშინ კი მოეგო ქურდი გონებას, ლმობიერ იქმნა, შესტირა ღმერთს, დაეცა მუხლებზე, შენდობა სთხოვა ღირს მამას და ჯეროვნად შეინანა.

* წმინდა დავით გარეჯელი თავდაპირველად თბილისის დასავლეთით, ერთ მთაზე დასახლდა. ღირსი მამა ყოველ კვირას ჩამოდიოდა ქალაქში საქადაგებლად. მაშინ თბილისი სავსე იყო ცეცხლთაყვანისმცემლებით. წმინდა დავითმა მრავალი სული გამოსტაცა ეშმაკს და ქრისტეს სამწყსოს შერთო. ამან განარისხა ცეცხლთაყვანისმცემლები და მათაც ერთი დედაკაცი მოისყიდეს, რომელმაც ცილი დასწამა საქადაგებლად ჩამოსულ ღირს მამას: ამბობდა, დავითისგან ვარ ორსულადო. განცვიფრდა ერი, არ იცოდნენ, რა ექნათ. შეძრწუნდა მამა დავითიც და ხალხს მიმართა: "შვილნო და ძმანო, თვით ღმერთმა უწყის სიმართლე და დაე, გამოაჩინოს". ბრძანა, დედაკაცი მის წინ დაეყენებინათ და მიმართა: "რა მრუშება ვქმენ შენ თანა?" ქალი ურცხვად იმეორებდა ტყუილს. მაშინ წმინდა დავითმა ილოცა: "უფალო ღმერთო ჩემო, ღმერთო მართალთა და არა უსჯულოთაო. ვიცი, რომ შენს წინაშე არა არის რა დაფარული, გამოაჩინე ჭეშმარიტება და მიჩვენე მაცხოვარება შენი, ჰქმენ ესე ჩემი სულიერი მამისა და მისი მოწაფეების, ჩემთა ძმათა გულისთვისო". ლოცვა რომ დაასრულა, აიღო რკინის კვერთხი, რომელიც სულ თან დაჰქონდა, შეახო ქალს მუცელზე და ხმამაღლა თქვა: შვილო, გიბრძანებ, უფალ იესო ქრისტეს სახელით, თქვი ჭეშმარიტი - მე ვარ მამაშენი? ჰოი, საკვირველებავ - ბავშვმა მუცლიდან ამოიძახა: დავით მოღვაწე კი არა, მჭედელია მამაჩემიო. წმინდა დავითმა ვეღარ შეაჩერა განრისხებული ხალხი. მათ ცილისმწამებელი ქალი იქვე ჩააქვავეს.
ბეჭდვაელფოსტა
25.09. 2015
dailosos sheni madli..ufalo
Didi xar shen ufalo da sakvirvel arian sakmenni shenni..
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat