როდის და სად გაიმართება მართლმადიდებელთა შეკრება?
მართლმადიდებელთა კრება - ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენელთა შეკრება - გაიმართება 18-დან 26 ივნისამდე
კუნძულ კრეტაზე.
კრება გაისხსნება ყოვლადწმინდა სამებობის დღესასწაულზე სადღესასწაულო მსახურებით, რომელსაც ირაკლიონის მთავარ ტაძარში ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურები აღავლენენ.
სამუშაო სხდომები ჩატარდება კრეტის მართლმადიდებლურ აკადემიაში, რომელიც კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა და რომელიც კოლიმვარის დასახლებულ პუნქტში მდებარეობს.
მართლმადიდებელთა კრების ჩატარების იდეა 1960-იან წლებში გაჩნდა. მისთვის მზადება 55 წელი მიმდინარეობდა.
არის თუ არა ეს მსოფლიო კრება?
მართლმადიდებელი ეკლესია იცნობს 7 მსოფლიო კრებას, მეშვიდე კრება VIII საუკუნეში ჩატარდა ნიკეაში.
ვინ მონაწილეობს კრებაში?
კრების წინა პერიოდში მონაწილეობას იღებდნენ 14 ეკლესიის წარმომადგენლები: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, საქართველოს, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, ელადის (საბერძნეთის), ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვაკეთის.
აგრეთვე - ავტონომიური და თვითმმართველობითი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები (ფინეთის ეკლესია, რომელიც კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში შედის და უკრაინის ეკლესია, რომელიც მოსკოვის პატრიარქატის იურისდიქციაშია), რომლებიც დაესწრებიან მართლმადიდებელთა კრებას.
თითოეული ავტოკეფალიური ეკლესია წარმოდგენილი იქნება დელეგაციით, რომლის შემადგენლობაში იქნება არა უმეტეს 24 სასულიერო პირისა. დელეგაციის პირთა სიები უკვე დამტკიცებულია.
ბოლო მონაცემებით, კრებას არ დაესწრებიან 4 ქვეყნის: საქართველოს, ანტიოქიის, ბულგარეთისა და რუსეთის დელეგაციები.
ვინ არის კრების თავმჯდომარე?
კრების თავმჯდომარე იქნება მსოფლიო პატრიარქი (უწმინდესი არქიეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა - ახალი რომისა და მსოფლიოს პატრიარქი) - "პირველი თანასწორთა შორის". სხვა ეკლესიათა ხელძღვანელები დასხდებიან მის მარჯვნივ და მარცხნივ.
კრების მუშაობა დაიწყება და დასრულდება საღმრთო ლიტურგიის აღვლენით. გახსნის დღეს სამებობის სადღესასწაულო წირვა ჩატარდება წმინდა მინას სახელობის ტაძარში ქალაქ ირაკლიონში.
რას განიხილავენ?
მართლმადიდებელთა კრებაზე განიხილება 6 დოკუმენტი.
1. მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში
2. მართლმადიდებელი დიასპორა
3. ავტონომია და მისი გამოცხადების წესი
4. ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები
5. მარხვის მნიშვნელობა და მისი შენახვა დღეს
6. მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი
კრების მიზანია განამტკიცოს ეკლესიათა ერთიანობა და შეთანხმებული ქმედება და დააზუსტოს პასუხები კითხვებზე, რომლებიც თანამედროვეობას უჩნდება საეკელისო გადმოცემათა შესახებ.
კრებაზე დისკუსიები შედგება კრების ოფიციალურ ენებზე, კერძოდ: ბრძნულად, რუსულად, ფრანგულად და ინგლისურად, აგრეთვე არაბულად, რომელიც კრების სამუშაო ენა იქნება.
როგორ მიიღებენ გადაწყვეტილებებს?
კრების ყველა გადაწყვეტილებას მიიღებენ კონსენსუსით ანუ ეკლესიათა საერთო აზრის გათვალისწინებით. თითოეულ ეკლესიას კრებაზე ერთი ხმა ექნება.
იქნებიან თუ არა კრებაზე კათოლიკეები?
კრებას დაესწრებიან დამკვირვებლები სხვა ქრისტიანული კონფესიებიდან და ორგანიზაციებიდან ხმის უფლების გარეშე. თუმცა სამუშაო სხდომებზე ადგილობრივ ეკლესიათა დელეგაციების გარდა არავინ იქნება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი