"მომეცი წყალი და ახლა შენ დაიბანე ხელები, შვილო"
"მომეცი წყალი და ახლა შენ დაიბანე ხელები, შვილო"
მორჩილების აპოლოგეტი, თანამედროვე ღირსი მამა ეფრემ კატუნაკელი, ბრძანებს: ჰოი, მორჩილებავ, შენ ღმერთი ადამიანი გახადე და შენვე შეიქმ ადამიანს ღმერთად. და განაგრძობს: გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ მორჩილება ლოცვაზე მეტია. ვინც თავისი მოძღვრის მორჩილია, ამით ბაძავს ქრისტეს, რომელიც მორჩილი იყო ზეციური მამისა. ღმერთიც აკურთხებს კაცს, რომელიც მას მიბაძავს. ხშირად ჩვენ, მოძღვრები, შეიძლება ვცდებით კიდეც, მაგრამ თუ შენ მორჩილებით აღასრულებ ჩვენს რჩევას, ეს ცუდის მაგივრად კეთილად მოგიბრუნდება, რადგან მორჩილება არასოდეს ამაოდ არ ჩაგივლის, რადგან იგი მიბაძვაა ქრისტესი.

***
მამა საბა ოსტაპენკო ბრძანებდა: სულიერი მამისადმი ურჩობის გამო მადლის 99% გერთმევა და ცხოვრების ჯვარი გიმძიმდება. თუ მამის ურჩი კიდეც ბრაზობს მასზე, მაშინ ის უფალს განეშორება და სასოწარკვეთილებაში ვარდება. ასეთნი ხშირად თავსაც იკლავენ... მორჩილი შვილი კი, ღვთის მოწყალებით, მადლის ას პროცენტს იღებს, რომელსაც თვითონ, თავისი ღვაწლით, იმავე მადლს დაუმატებს. მათგან გამოდიან ღირსი მამები, რომლებიც სულიწმინდის მადლით მწყემსავენ სამწყსოს.

***
გასულ საუკუნეში ათონზე მოღვაწეობდა მამა თეოფილაქტე. ერთხელ, შუაღამისას, მისი სენაკის კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. გააღო კარი და რას ხედავს - მის წინ შველი დგას. შველმა ბერს მოტეხილი ფეხი აჩვენა. მამა თეოფილაქტემ გადაუხვია ფეხი და უთხრა, - რვა დღის შემდეგ დაბრუნდიო. მართლაც, რვა დღის შემდეგ, იმავე დროს, შველმა ისევ მიაკითხა. ბერმა კიდევ გადაუხვია და ისევ რვა დღის შემდეგ დაიბარა. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ერთხელ მამა თეოფილაქტემ ნახა, რომ შველს ფეხი მორჩენოდა და უბრძანა ცხოველს, აღარ მისულიყო მასთან, რაც პირუტყვმა "მორჩილებით" აღასრულა.

***
მამა იოსებ ათონელი ერთი ხანობა დასასვენებლად ლოგინში საერთოდ არ წვებოდა, მთელ ღამეებს მუხლთდრეკასა და განუწყვეტელ ლოცვაში ატარებდა. ასე ცხოვრობდა მისი მორჩილი მამა არსენიც. ერთხელ ერთ დედათა მონასტერში დარჩნენ სტუმრად. მონასტრის დედებს ლოგინი რამდენჯერმე ისევ ისე დახვდათ, როგორც გაშალეს საღამოთი. ეს ამბავი იღუმენიას შეატყობინეს. დაიბარა მან მამა იოსები და უთხრა: შეგიძლია მორჩილება? - შემიძლია, - უპასუხა მამა იოსებმა. - მაშინ დღეიდან დაწექი ლოგინში და ისე დაისვენე. მამა იოსებს თუმცა გაუჭირდა, მაგრამ მაინც დაემორჩილა იღუმენიას. რამდენიმე წლის შემდეგ პირველად დაწვა ლოგინზე და დაიძინა. როცა გაიღვიძა, სულიერი და ფიზიკური ძალების მობერვა იგრძნო. დარწმუნდა კიდევ ერთხელ საღვთო წერილის ჭეშმარიტებაში, რომელიც გვასწავლის: მორჩილება მსხვერპლის შეწირვაზე აღმატებულია.

***
ათონელ ბერს, ჰაჯი გიორგის (+1886), ჰქონდა ხილვა, რომ მის მორჩილ ბერებს შორის ანგელოზი იდგა და აძლიერებდა მათ, ხოლო ურჩებს ეშმაკი თავგზას ურევდა და მოძღვრის დარიგების საწინააღმდეგოს ასწავლიდა.

მამა გიორგიმ ეშმაკეული განკურნა. მართალია, ეშმაკს დიდად არ უნდოდა ეს, მაგრამ ღირსი მამის ლოცვის გამო "აღიარა" - უდიდესი გულმოდგინებით ვცდილობ მოძღვრისთვის სულიერი შვილის ჩამოშორებას. როცა ამას შევძლებ, მორჩილი ხელში მყავსო...

***
მამა იოანე ათონელს (+1892) ერისკაცობაში უმძიმესი სენი შეეყარა. მან აღთქმა დადო, თუ გამოჯანმრთელდებოდა, ათონზე აღიკვეცებოდა ბერად და არასოდეს გაეკარებოდა არც რძის ნაწარმს, არც კვერცხს და არც თევზს. მართლაც, გამოჯანმრთელდა სასწაულებრივად. დიდხანს აღარ დააყოვნა, ათონზე ღირს მამა პახომს დაემოწაფა და უამბო თავის აღთქმაზეც. მალე ბერად აღკვეცეს. ერთხელ მამა პახომმა მისი მორჩილება გამოსცადა და უბრძანა, ეჭამა ყველაფერი. იოანემ სიტყვის შეუბრუნებლად დაარღვია აღთქმა და აღასრულა მორჩილება. მამა პახომმა რომ დაინახა მისი გულწრფელობა და, რაც მთავარია, მორჩილება, კვლავ ნება მისცა აღესრულებინა აღთქმა.

***
ოპტის უდაბნოს სკიტს წინამძღვრობდა მამა ანტონი. მას ერთი ზარმაცი ბერი ჰყავდა, რომელიც ცისკრის ლოცვაზე მიუსვლელობას უძლურებით ამართლებდა. მიუხედავად მოძღვრის მრავალგზის შეგონებისა, არაფერი ეშველა. ერთ დილას, ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, მამა ანტონი ამ ბერის სენაკში შევიდა. შეშინებული ბერი ლოგინიდან წამოხტა. მოძღვარი კი, როგორც იყო შემოსილი, ისევე დაემხო მის წინაშე და შეჰღაღადა: - ძმაო ჩემო, დაღუპვის გზას დადგომიხარ. მე შენი სულის გამო სიტყვა უნდა მივუგო უფალს. შენს მაგიერ ლოცვაზე მორჩილებისთვის მე წავედი. შეიწყალე თავი და მეც, ცოდვილი, შემიწყალეო.

დაემხო ღირსი მამა და ფეხსაცმელთაგან სისხლი წამოუვიდა - იგი დახეთქილი ფეხებით აკეთებდა მეტანიებს და ღმერთს ავედრებდა ურჩ სულიერ შვილს. ამის მხილველი სულიერი შვილი უკვე მორჩილი შეიქმნა და ლოცვას აღარ დაუტევებდა.

***
წმინდა ამბროსი ოპტელს მოკვეთილი ჰქონდა თავისი ნება. ეს გულისხმისსაყოფელი ამბავი მაშინ მოხდა, როცა იგი უკვე სკიტის მოძღვარი გახლდათ. ღირსმა მამამ ტყეში კელიის აშენება გადაწყვიტა. თავის ორ სულიერ შვილთან ერთად ადგილი შეარჩია. მამა ამბროსიმ ბერებს უთხრა: - მაკურთხეთ, ძმებო, რომ აქ კელია ავიშენოო. ძმები დუმდნენ და ვერ ბედავდნენ მის კურთხევას. მაშინ მამა ამბროსიმ იქვე მდგომ პატარა ბიჭს, ევგენის, ხელზე ხელი მოჰკიდა, ჯვარი გადაასახვინა შერჩეულ ადგილზე და პატარა აიძულა, დაელოცა ამ სიტყვებით: სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ამინ. ღმერთმა გაკურთხოს, რომ აქ კეთილად იცხოვროო.

ყრმისგან აღებული კურთხევის შემდეგ კელია მალევე აშენდა.

***
წმინდა სერაფიმე ვირიცელს სულიერმა შვილმა კურთხევა სთხოვა: - მამაო, მანქანა შევიპირე, ხვალ შინ თივა უნდა მივიტანო და დამლოცეო. მეორე დღე კვირა იყო და წმინდა მამამ უთხრა: - ალექსანდრე, ექვსი დღე აკეთე შენი საქმე, ხოლო მეშვიდე უფალს დაუთმეო.

ალექსანდრე შინ დაბრუნდა და ცოლს უთხრა, მოძღვარმა არ მაკურთხაო. ეტყობა, კარგად ვერ აუხსენიო, - დატუქსა ცოლმა და უკანვე გაგზავნა. ალექსანდრემ "აუხსნა" მოძღვარს, რომ მანქანას მხოლოდ კვირა დღეს აძლევდნენ, მაგრამ მოძღვრისგან ისევ ის პასუხი მოისმინა. ცოლმა მესამედ გაგზავნა მამა სერაფიმესთან. იმავე პასუხის შემდეგ ქალმა ქმარი მაინც დაითანხმა და თივის მოსატანად გაუშვა. დატვირთეს მანქანა. ალექსანდრე თივაზე დაჯდა. დაიძრნენ შინისკენ. მძღოლმა უცბად დაამუხრუჭა. ალექსანდრე ჩამოვარდა და ხერხემალი სამ ადგილას გადაუტყდა. ატირებული ცოლი მამა სერაფიმესთან გაიქცა და ქმრის ამბავი შეატყობინა. წმინდა მამამ უთხრა: - მე გავიგონე ხერხემლის მტვრევის ხმა. მოდი, ვილოცოთ, შევევედროთ ღვთისმშობელსა და წმინდა სერაფიმე საროველს. ალექსანდრე მათი ლოცვით განიკურნება და ფეხზე დადგებაო. უბრძანა ქალს, ავადმყოფისთვის მაგრად შეეხვიათ წელი, თვითონ კი მისთვის ლოცვა დაიწყო. რამდენიმე თვეში ალექსანდრე უკვე ჯოხით დადიოდა.

***
ერთი ღმერთშემოსილი მამა ლოცვისას გონებით ზეცად აღიტაცა და იხილა წმინდანთა ოთხი მწყობრი. ესენი იყვნენ: უძლურნი, მადლობით რომ დაითმენენ ავადმყოფობას, უცხოთა შემწყნარებლები, მარადის მლოცველნი. ამ სამ მწყობრს სილამაზით და შემკულობით აღემატებოდა მეოთხე მწყობრი - მორჩილთა. მათ, იმის გარდა, რომ ოქრო-ვერცხლით იყვნენ შემკულნი, თავზე გვირგვინებიც ედგათ. გვირგვინი რატომ ახურავთო, - ჰკითხა ბერმა ანგელოზს. მან კი უპასუხა: სხვები თავიანთი ნებით აკეთებენ კეთილ საქმეს და ეს სათნოა უფლის წინაშე. მორჩილება კი სხვისი ნების აღსრულებაა და მორჩილი ამით მოწამეთა თანა გვირგვინოსანიაო.

***
იყო წმინდა ბერი, კეთილგონიერი და სიტყვამადლიანი. ჰყავდა მორჩილი, რომელსაც ყოველ მიმწუხრს სულიერად განსწავლიდა, დალოცავდა და გაუშვებდა დასაძინებლად. ერთ დღეს ბერს მთავარი ეწვია და დიდხანს ესაუბრა. ამ დროს მივიდა სულიერი შვილიც და უსმენდა მათ საუბარს. მთავარი შინ წავიდა, ხოლო დაღლილ მოძღვარს მიეძინა. სულიერი შვილი იდგა და ელოდა მის გაღვიძებას. ბერს შუაღამისას გამოეღვიძა. იხილა თავისი მორჩილი იქვე მდგომარე და უთხრა: - რად არ გამაღვიძე, შვილო საყვარელო? მან მიუგო: - ვეკრძალებოდი შენს სიწმინდეს, პატიოსანო მამაო. ბერმა დალოცა მორჩილი და გაისტუმრა. თვითონ კი ლოცვა დაიწყო. და იხილა: დიდებულ სამეფო დარბაზში დგას ლამაზად შემკული ტახტრევანი, მასზე შვიდი უბრწყინვალესი გვირგვინი დევს. იკითხა ბერმა: - ვისია ნეტავ ეს ყოველივე? გამოეცხადა უფლის ანგელოზი და აუწყა, ეს დიდებული დარბაზი შენ მოგანიჭა ღმერთმა, ვინაიდან სიყვარულით მოძღვრავ მოწაფეს, ხოლო საყდარი (ტახტი) შენს მორჩილს მიემადლა, რადგან მორჩილებით ისმენს შენს სწავლებას. შვიდი ბრწყინვალე გვირგვინი ამ ღამეს მოიპოვა თავისი მოთმინებით, რადგან შვიდჯერ მოინდომა წასვლა და შენს გარეშე არ წავიდაო.

***
ერთ მონასტერში წინამძღვარს ათი მოწაფე ჰყავდა. მათგან მორჩილებით და თავმდაბლობით გამოირჩეოდა ბერი მარკოზი. ის დახელოვნებული იყო წიგნის გადაწერაში. მორჩილების გამო იგი ყველას უყვარდა და განსაკუთრებით - მოძღვარს. ერთხელ მათ სხვა მონასტრის ბერნი ესტუმრნენ. საუბარში მარკოზი ახსენა წინამძღვარმა. სტუმრებმა ჰკითხეს: ღმერთშემოსილო ძმაო, რამდენად კეთილად მორჩილია შენი ძმა მარკოზიო. მან უთხრა: წავიდეთ და ვნახოთ მისი მორჩილებაო. წინამძღვარი, სტუმრებთან ერთად, მარკოზის სენაკის კართან მივიდა და დაუძახა: "მარკოზ!" მორჩილი წამსვე გამოვიდა. წინამძღვარმა იგი რაღაც საქმეზე გაგზავნა, თვითონ სტუმრებთან ერთად მის სენაკში შევიდა. მარკოზი იმ დროს თურმე წიგნს წერდა. ასო "ონის" დაწერა დაეწყო. მოძღვრის დაძახილზე დაუდვია კალამი და ასო არ დაუმთავრებია. ამის მხილველი ძმები გაკვირვებულნი ამბობდნენ: მამაო წმინდაო, ნამდვილად სამართლიანად გიყვარს ძმა მარკოზი, ჩვენც გვიყვარს ჭეშმარიტად. ღმერთსაც უყვარს ასეთი მორჩილება, ხოლო ანგელოსნი გვირგვინს შეუმზადებენ. ნეტარ ხარ, მამაო პატიოსანო, რამეთუ ისეთი მორჩილი გყავს, რომელიც ახარებს შენ სულსო.

***
წმინდა ბასილი დიდი ერთ მონასტერში მივიდა და განანათლა ძმები ღმრთივმშვენიერი სწავლებით. ბოლოს წინამძღვარს ჰკითხა: მამაო პატიოსანო, გყავს მოწაფენი, რომელთაც აქვთ ჭეშმარიტი მორჩილება? მან მიუგო: ყველანი მონანი არიან შენი სიწმინდისა, მეუფეო ჩვენო. მოიყვანა ერთი მორჩილი და მის წინაშე დააყენა. წმინდა ბასილმა ძმის გამოცდა მოინდომა. წირვისას ძმამ წმინდა ბასილს დაუსხა წყალი და ხელები დააბანინა. წმინდანმა მორჩილს მიმართა: "მომეცი წყალი და ახლა შენ დაიბანე ხელები, შვილო". მან, როგორც ჭეშმარიტმა მორჩილმა, მისცა წყალი. წმინდა ბასილი უსხამდა და ძმა ხელებს იბანდა. წმინდანმა უთხრა: როცა საკურთხეველში მსხვერპლის შესაწირად შევალ, მოდი ჩემთან, რათა დიაკვნად გაკურთხო, რადგან მორჩილების გამო შენზე ღვთის სული განისვენებსო.

***
იყო ერთი ძმა, სიმდაბლით - მშვიდი, სიყვარულით - სრული, სიწრფოებით - უმანკო, მორჩილებით - უზაკველი. საღმრთო სურვილით წავიდა მონასტერში, ერთ წმინდა მამას დაემოწაფა და გულმოდგინებით მორჩილებდა სულიერი მამის ბრძანებას. მოძღვარმა განიზრახა შეეტყო, ამ მორჩილებით რა საზომს იყო მიწევნული მისი მოწაფე. ნაფოტი მისცა მოწაფეს და უბრძანა, ჩაერგო მიწაში, დილა-საღამოს კი მოერწყა. მოწაფე მორჩილ ექმნა მოძღვრის ბრძანებას. სამი წლის შემდეგ განედლდა ხე და - ჰოი, საკვირველებავ - ნაყოფიც არ მოისხა?! მოწყვიტა წმინდა ბერმა ხიდან ნაყოფი, მიუტანა ძმებს და უთხრა: - აჰა, ძმანო, ჭამეთ ნაყოფი ესე მორჩილებისა.

***
დაბოლოს, ისევ ღირსი მამის ეფრემ კატუნაკელის სწავლებებით გვსურს დავამთავროთ: იცით, რამხელა ძალა აქვს სიტყვებს, როცა ჩვენი მოძღვრის წინ დამხობილი წარმოვთქვამთ: მაკურთხე, მამაო! თქვენ ვერც წარმოიდგენთ, ეს მხოლოდ მან იცის, ვინც მორჩილების სკოლა გაიარა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ათონზე მოღვაწეობდა ერთი ღირსი მამა. მას ჰყავდა მორჩილი, რომელიც დასნეულდა და საცაა გარდაიცვლებოდა. გარდაცვალების წინა დღეს მივიდნენ მასთან დემონები და აშინებდნენ: შენ ჩვენი ხარ, ჯოჯოხეთში უნდა წაგიყვანოთო. ავადმყოფს ძალზე შეეშინდა. როცა მასთან მოძღვარი შევიდა, ყველაფერი მოუთხრო. "ნუ გეშინია, შვილო, - უთხრა მოძღვარმა, - შენ ხომ მორჩილი ხარ. როცა ეშმაკები მოვლენ, უთხარი მათ: მე ჩემი მოძღვარი მყავს-თქო". როცა ეშმაკები კვლავ გარს შემოერტყნენ ავადმყოფს, მორჩილმა უთხრა: - ჩემთან რატომ მოდიხართ? მე მორჩილი ვარ და ჩემი მოძღვარი მყავსო. ამ სიტყვების გაგონებისთანავე ეშმაკები გაქრნენ.

როგორ უმშვიდდება სული მოძღვარს, როცა მისი სულიერი შვილი მორჩილია, როგორ ეძლევა ამით ნუგეში და მისი სულის სიღრმეებიდან მოედინება სიმშვიდე და ლოცვა: შვილო, გაკურთხოს ღმერთმა! და ეს ლოცვა შენ მთლიანად მოგიცავს. ხუთი წელი მებრძოდა ბოროტი, რომ მოძღვარს დავშორებოდი, მაგრამ ერთი ნაბიჯითაც არ დამიხევია უკან.

არსებობს მრავალი საშუალება, რომლითაც მოძღვართან უფრო მეტ ერთობას მოიპოვებ. როცა დასაძინებლად ვწვები, ვამბობ: "ჩემი მამის, იოსების, ლოცვით..." და ვიძინებ. მივდივარ სადმე, მაგალითად, კატუნაკიდან დაფნაში, ვამბობ: "ჩემი მამის, იოსების, ლოცვით". როცა ვატოპედში მივდივარ, სენაკში ჩემი მოძღვრის, იოსების, ფოტოსურათს ვემთხვევი და ვამბობ: "ჩემი მამის, იოსების, ლოცვით".

მოძღვრის ლოცვა აღმატებულია ძალით მთელი სამყაროს ლოცვაზე, გამოითხოვე კურთხევა მისგან - მაშინ ნურაფრის შეგეშინდება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat