მოლდავეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა სრულიად მოლდავეთისა და კიშინიოვის მიტროპოლიტმა ვლადიმერმა
, ოცდახუთი წმიდა ნაწილი (მათ შორის ერთი ცხოველსმყოფელი ჯვრისა და ოცდაოთხი - სხვადასხვა წმიდანისა) საჩუქრად გამოუგზავნა მაღალყოვლადუსამღვდელოეს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს.
აღნიშნული სანაწილე, დღეს, 22 აპრილს იქნა მობრძანებული ქუთაისის (სიონის) ბაგრატის საკათედრო ტაძარში, სადაც მას შეეგება ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე, ეპარქიის სამღვდელო და სამონაზვნო დასთან ერთად. მღვდელმთავარმა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი შეასრულა.
აღნიშნული წმიდა ნაწილები სამარადჟამოდ დაბრძანდა ბაგრატის საკათედრო ტაძრის წმიდა ტრაპეზზე, ხოლო მრევლს მისი მთხვევის საშუალება მიეცემა ყოველ შაბათს, საღამოს ლოცვიდან, კვირას, საღმრთო ლიტურგიის დასრულებამდე.
ღვთის ნებითა და წყალობით, შეეწიოს ხსენებულ წმიდა ნაწილთა მადლი და მფარველობა ქუთაის-გაენათის უძველეს სამიტროპოლიტო ეპარქიასა და სრულიად საქართველოს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი