ამიერიდან ნუღარ განიწვალებ სინდისს სიცრუითა და ანგარებით
ამიერიდან ნუღარ განიწვალებ სინდისს სიცრუითა და ანგარებით
ადამიანები სხვადასხვანაირ საუნჯეს აგროვებენ: ზოგი - ნივთიერს, ამქვეყნიურს, ზოგი - სულიერს. გრიგორიატის მონასტრის წინამძღვრის მამა ათანასეს გარდაცვალების შემდეგ (+1953) მის საფულეში ერთ ზომაზე დაჭრილი ქაღალდის ფურცლები იპოვეს, რომელთა ცალ მხარეს ეწერა: "100 დრაქმა", "500 დრაქმა", "1000 დრაქმა", მეორე მხარეს კი იოანე კლემაქსის, ეფრემ ასურის და სხვა ღირს მამათა დარიგებები. ეს იყო მამა ათანასეს "ფული", ესოდენი "ანგარებით" რომ იუნჯებდა მთელი სიცოცხლე.

***
მამა ფილოთეოს ზერვაკოსი ამბობდა: "ზოგს ჰგონია, ბედნიერება სიმდიდრეშია, ამიტომაც თითქმის ყველა მიწიერი სიმდიდრის მოპოვებას ცდილობს. ჩემს სამშობლოში ვიცნობდი ორ ადამიანს, რომლებიც გამდიდრდნენ არა მძიმე შრომითა და ჯაფით, არამედ უკეთური გზით: ქურდობით, ყალთაბანდობით, ძალადობით. ისინი კონტრაქტებს უდებდნენ ღარიბებს და თუ ისინი შეთანხმებას ვერ შეასრულებდნენ, ართმევდნენ ვენახებს, მინდვრებს, სახლებს, პირუტყვსაც კი. დიდი ქონება დააგროვეს, მაგრამ ბედნიერებას ვერ ეღირსნენ. როცა ერთი მათგანი გარდაიცვალა, არავის დასცედნია სინანულის სიტყვა. პირიქით, ყველა მას წყევლიდა, რადგან ის არა მხოლოდ ძარცვავდა ღარიბებს, პურის ნატეხსაც არ იმეტებდა მათთვის. როცა სამი წლის შემდეგ მისი საფლავი გათხარეს (ასეა მიღებული საბერძნეთში), დაინახეს, რომ გვამი გაუხრწნელი იყო, გაშავებული, პირი გაეღო, ენა გადმოვარდნოდა, ხელები კი ისე გაეშვირა წინ, თითქოს რაღაცას უნდა ეცეს და მიითვისოსო. მისი შემხედვარე ხალხი შეშინებული გაიქცა. შემდეგ მიტროპოლიტი მოიწვიეს, რათა მისი სულისთვის ელოცა. ლოცვა აღასრულეს, დაკრძალეს და ორი-სამი დღის შემდეგ ნახეს - ისევ გაუხრწნელი იყო! ბოლოს მის ნეშტს ქვა გამოაბეს და ზღვაში გადააგდეს, მაგრამ ზღვამაც გამორიყა. ამ უბედური კაცის შვილებმაც ცუდად დაასრულეს სიცოცხლე. ერთმა ბანქოს თამაშს გადააგო თავისი ქონება და ბოლოს თავი მოიკლა. მეორემ მრუშობაში გაანიავა ფული, სიფილისი, ტუბერკულოზი და სხვა სნეულებანი დაატყდა თავს და სიღარიბეში ამოხდა სული. მესამეც სიღატაკეში ცხოვრობდა, იდგა ქუჩაში, ხან ფულს ითხოვდა და ხან სიგარეტს. არც ერთ მათგანს ერთხელაც არ გაუცია მოწყალება გარდაცვლილი მამის სულისთვის, წირვაში მოხსენიებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ისინიც, ისევე როგორც მათი მამა, სიმდიდრემ არარაობად აქცია".

***
ერთხელ ლაოდიკიის ეპისკოპოსი წმინდა ბასიანე ეკლესიის საქმეთა გამო ქალაქ მედიოლანში ჩავიდა. ბაზარშიც მოუხდა შევლა და ერთ დახლთან ასეთი რამ დაინახა, - დახლი ეკუთვნოდა ერთ ვაჭარს, ძალზე ხარბ, ანგარ კაცს, რომელიც სხვათა მოტყუებით გამდიდრებულიყო, - და აი, რას ხედავს წმინდა ბასიანე: ვაჭრის სასწორის ერთ პინაზე პატარა ზანგის მსგავსი ეშმაკუნა ზის და თავის მხარეს გადაწონის მეორე პინაზე დადებულ საქონელს. გაკვირვებულმა ეპისკოპოსმა მხლებლებს ჰკითხა: "იმ დახლთან უცნაურს ვერაფერს ხედავთ?" მათ იუარეს. მაშინ წმინდა ბასიანემ ილოცა და სხვებმაც დაინახეს სასწორზე მჯდომი ეშმაკი.

წმინდანმა თავისთან იხმო ის უბედური ვაჭარი და ჰკითხა: "სწორია შენი საწონები?" სწორიაო, დაიფიცა ვაჭარმა. მაშინ წმინდანმა მას ის ეშმაკი დაანახა, სასწორზე რომ იჯდა და უთხრა: "იცოდე, ეს ეშმაკი ცრუ ფიცისთვის შენს სხეულში შემოვა და წამებით ამოგხდის სულსო". ვაჭარს, უწმინდური სული რომ დაინახა, შიშისგან თავზარი დაეცა, გონს მოვიდა, წმინდანს მუხლებში ჩაუვარდა და გულწრფელად აღუთქვა, რომ გამოსწორდებოდა. წმინდა ბასიანემ ეშმაკი განდევნა და ვაჭარს უბრძანა, სიცრუით მონაგები გლახაკთათვის დაერიგებინა.

***
ერთი ვაჭარი დროდადრო წმინდა სპირიდონისგან სესხულობდა საბრუნავ ფულს. როცა ვალს აბრუნებდა, წმინდა სპირიდონი სთხოვდა, ფული იმავე ყუთში ჩაედო, საიდანაც ამოიღო. მოძღვარს სჯეროდა მისი და თანხას არასოდეს ითვლიდა.

და აი, ერთხელ ვაჭარმა ფული აღარ დააბრუნა - ვითომ ყუთში ჩადო, სინამდვილეში კი უკან წაიღო. მაგრამ ამ ფულმა ხეირი ვერ მოუტანა, პირიქით, სულმთლად გაღატაკდა. ბოლოს ისევ წმინდა სპირიდონს მიადგა თხოვნით. მანაც, ჩვეულებისამებრ, ყუთიდან ფულის ამოსაღებად გაგზავნა, მაგრამ ვაჭარს იქ ფული არ დახვედრია. ხელცარიელი დაბრუნდა და მოძღვარს უთხრა, სკივრი ცარიელიაო. წმინდა სპირიდონმა ბრძანა: შენს გარდა სკივრისთვის ხელი არავის უხლია, მაშინ ფული რომ ჩაგედო, ახლაც დაგხვდებოდა, ამიტომ ნუღარ დრტვინავ, დამნაშავე თვითონვე ხარო. სირცხვილით სახეალეწილი ვაჭარი წმინდანს მუხლებში ჩაუვარდა და შენდობა სთხოვა. ღირსმა მამამ დაარიგა და უთხრა, ამიერიდან ნუღარ განიწვალებ სინდისს სიცრუითა და ანგარებითო.

***
ადრეულ შუა საუკუნეებში ერთი ბერი, სახელად დანიელი, მოღვაწეობდა. ერთ დღეს შემთხვევით ქვისმთლელ ევლოგიოსის სახლში მოხვდა. ევლოგიოსი ღარიბულად ცხოვრობდა, მაგრამ ძალზე კეთილი იყო. თუ ვინმე ხელის გამართვას სთხოვდა, მთელი დღის ნამუშევარს აძლევდა. ამიტომ მის კართან ყოველთვის უამრავი ხალხი ირეოდა. ევლოგიოსმა დანიელი დიდი სიყვარულით მიიღო და როგორც შეეძლო, უმასპინძლა. "როგორ ცხოვრობო?" - ჰკითხა დანიელმა. "მადლობა ღმერთს, კარგად, ხვალინდელი დღისთვის, მაცხოვრის სიტყვისაებრ, არ ვზრუნავ. ისიც არ მივიწყებს და იმდენს მიგზავნის, რომ არამცთუ მე, ჩემს მოყვასსაც ჰყოფნისო", - მიუგო მასპინძელმა.

განცვიფრებული დანიელი უდაბნოში დაბრუნდა. ფიქრობდა, ამ კაცს დიდი ქონება რომ ჰქონდეს, რამდენ სიკეთეს იზამდაო, და უფალს მხურვალედ ევედრებოდა, ევლოგიოსი გამდიდრებულიყო.

ერთხელაც ლოცვისას თვით უფალი გამოეცხადა და ჰკითხა: "თავს იდებ ამ კაცის სულს? დარწმუნებული ხარ, რომ სიმდიდრე არ დაღუპავს?" "თავს ვიდებ, უფალო, თავს ვიდებ!" - შესძახა გახარებულმა დანიელმა. "მაშ, იყოს სიტყვისაებრ შენისა", - ბრძანა მაცხოვარმა.

სულ მალე ქვის სამტეხლოში ევლოგიოსმა განძი იპოვა და გამდიდრდა, მაგრამ სულიერად გაღარიბდა. მისი სახლის კარი ყველა გაჭირვებულისთვის დაიხურა. ბოლოს სოფელში ცხოვრებაც მოსწყინდა, კონსტანტინოპოლში გადასახლდა და იმპერატორსაც კი გაეცნო. მის სასახლეში დიდგვაროვანთათვის ნადიმები იმართებოდა, ეზოს კართან კი ავი ძაღლები ება, ღარიბები რომ არ მიჰკარებოდნენ.

ერთ დღეს დანიელს, რომელიც ისევ უდაბნოში მოღვაწეობდა, მეორედ გამოეცხადა მაცხოვარი და უთხრა: "შენი ლოცვები, მუხლთადრეკა და მარხვა საძულველია ჩემთვის, რადგან მონა ჩემი ევლოგიოსი იღუპება. შენ თავს იდე მისი სული, მაშ, დამიბრუნე იგი!" ზარი დაეცა დანიელს, დაემხო უფლის წინაშე, წყალობა ითხოვა. მაცხოვარმა უბრძანა, კონსტანტინოპოლში წასულიყო. დანიელი მყისვე გაემართა დედაქალაქისკენ და ევლოგიოსის სასახლეს მიადგა. მცველებმა შიგნით არ შეუშვეს და ბერმა გადაწყვიტა, სახლის პატრონს ალაყაფთან დალოდებოდა. მალე კართან ევლოგიოსის ეტლი შეჩერდა. დანიელი მივარდა, ყოფილი ქვისმთლელის ფერხთით დაემხო და მომისმინეო, სთხოვა, მაგრამ ევლოგიოსმა ბრძანა, ბერი იქაურობისთვის მოეშორებინათ. ერთი გზაღა დარჩა დანიელს: ელოცა, რათა ევლოგიოსი გაღარიბებულიყო. ცრემლითა და გოდებით შეევედრა უფალს და მანაც შეისმინა ვედრება: ევლოგიოსს იმპერატორი განურისხდა და მოკვლით დაემუქრა. შეშინებულმა ქვისმთლელმა ყველაფერი მიატოვა, გაიქცა, ცარიელ-ტარიელი ისევ თავის სამტეხლოს დაუბრუნდა და ძველებურად ცხოვრება განაგრძო: ღატაკებს შეიწყნარებდა და მოწყალებას უხვად გასცემდა.

***
კონსტანტინოპოლში ერთი შეძლებული კაცი ცხოვრობდა. ერთხელ რაღაც უცხო სნება შეეყარა. ექიმებმა ვერაფერი უშველეს. მაშინ სნეულმა ოცდაათი ლიტრი ოქრო მოწყალებად გასცა. შეიწყნარა უფალმა მისი საქმე და კაცი გამოჯანმრთელდა. როცა თავი კარგად იგრძნო, იფიქრა, რა ტყუილად გავეცი ეს ფულიო და სინანულმა შეიპყრო. ერთხელ ნაცნობს (ისიც მასავით მდიდარი იყო, მაგრამ სულით გლახაკი) გაუმხილა თავისი შეცდომა. "ნუ, ძმაო, ნუ აჰყვები ბოროტ აზრებს, რათა ღმერთი არ განარისხო, - უთხრა მოყვასმა, - მან ხომ სწორედ მაგ მოწყალების გამო წამოგაყენა ფეხზეო", - მაგრამ ხარბმა მდიდარმა არც კი მოუსმინა და უფრო მეტად დაიწყო დრტვინვა. "რაკი ჩემს სიტყვას არ ისმენ, მაშ, ერთ რამეში მაინც დამიჯერე: წავიდეთ ეკლესიაში, ხატის წინაშე დაიფიცე: "მე არა ვარ ამის გამცემი, არამედ ეს არის", - და მოგცემ შენ ოცდაათ ლიტრ ოქროს", - სთხოვა მეგობარმა. ანგარებით შეპყრობილი ასეც მოიქცა, მიიღო თავისი ოქრო და უკან გამობრუნდა, მაგრამ ტაძრის კართან მივიდა თუ არა, დაეცა და სული განუტევა. ამ ამბის მხილველნი ძრწოლამ შეიპყრო, გარდაცვლილის მონებმა კი უთხრეს მის მეგობარს: "მიიღე, ბატონო, შენი ოქრო - ჩვენი პატრონი მოკვდა!" "ღმერთმა ფიქრითაც კი მაშოროს ეგ საქმე! - მიუგო მან, - ეს ჩემს მიერ გაცემული მოწყალებაა. თუ მაგისგან სარგებელი გინდათ, ეგ ოქროც მოწყალებად გაეცით. ღმერთი კაცთმოყვარეა, შეიწყნარებს მოწყალების გამღებს და განწმენდს ცოდვისაგან, რამეთუ თვითონვე ამბობს: "მიეცით მოწყალება და აჰა თქვენი ყოველივე წმინდა არს".

***
მეფე ზენონმა, გლახაკთა მიმართ ფრიად მოწყალე და გულუხვმა კაცმა, ერთ ქვრივს ასული წაართვა და მხევლად დაიყენა. საბრალო ქვრივმა ტაძარს მიაშურა და გულმხურვალედ შეევედრა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს: "ჰოი, დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო, შური იძიე და სამაგიერო მიუზღე მეფე ზენონს!" ქალი დაუცხრომლად და ცხარე ცრემლით შესტიროდა ყოვლადწმინდა ქალწულს. ერთხელაც, ლოცვის ჟამს, დედა ღვთისა გამოეცხადა მას და უთხრა: "გჯეროდეს ჩემი, დედაკაცო, მრავალგზის ვინებე შურისგება შენთა ცრემლთა წილ, მაგრამ მისი ხელები მაკავებენ - ვითარცა წყარო, მოედინება მათგან მოწყალება, მოწყალე კაცისთვის კი ძვირის ქმნა არავის ძალუძს".

***
ბაგრატიონები სხვა სათნოებებთან ერთად ქველმოქმედებითაც გამოირჩეოდნენ. განსაკუთრებით სამაგალითო იყო წმინდა თამარის კაცთმოყვარეობა. განსაკუთრებით ბერ-მონაზვნობა უყვარდა, საბოძვრით ავსებდა, სნეულებს ინახულებდა, ნუგეშს სცემდა, თვითონვე განუმზადებდა სარეცელს; დაადგინა ხაზინასა ზედა კაცნი სარწმუნონი და მათი ხელით სამეფოს შემოსავლის ყოველ მეათედს გლახაკებს ურიგებდა. რაჟამს მოიცლიდა, აიღებდა საკერავს ან საქსოვს და თავის ნახელავს ხუცესთა და გლახაკთა განუყოფდა. ყოველი დიდი ბრძოლის წინ კი ათმაგად გასცემდა მოწყალებას. ასე იყო შამქორის ბრძოლის წინაც. მეფემ ლაშქრის შეკრების ბრძანება გასცა. ბრძანების მეორე ნაწილში ნათქვამი იყო, რომ ეკლესია-მონასტრებს განუწყვეტლივ ელოცათ და წარეგზავნათ "ფრიადი საფასე და სახსარი გლახაკთათვის, რათა მოიცალონ ლოცვად და მოწყალე ყონ ღმერთი, ნუ სადა თქვან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი?" მართლაც, უხვად გასცეს მოწყალება და უფალიც მოწყალე იქმნა - ქართველებმა გაიმარჯვეს.
ბეჭდვაელფოსტა
19.05. 2017
romanozi
ღმერთმა გაგახაროთ ბატ კახაბერ
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat