ხშირად ვგრძნობდი ამ გამოუთქმელ კეთილსურნელებას
ხშირად ვგრძნობდი ამ გამოუთქმელ კეთილსურნელებას
გაგრძელება. დასაწყისი იხ. 2008: ##22-25; 2009: ##1, 3-16, 18-21.

ეშმაკეულთა განკურნება.
მამა პაისი ებრძოდა ბოროტ ძალთა მთავარს და ამარცხებდა კიდეც. უფლისაგან ჰქონდა მადლი ეშმაკთა განდევნისა. ხვდებოდა, ადამიანი როდის იყო მართლა ეშმაკეული, ეშმაკის ზემოქმედების ქვეშ, ანდა ვერ გახლდათ გონებაზე. ამბობდა: ხშირად სულიერად დაავადებული იმავდროულად ეშმაკითაცაა შეპყრობილი. სატანისთვის ეშმაკეული ისეა, როგორც ქალაქგარეთ აგარაკიო. როგორც გამოცდილი ექიმი, ბერი ადამიანებს ზუსტ დიაგნოზს უსვამდა და სწორ სულიერ რეცეპტს უწერდა. "როცა ბერი სულიერ მდგომარეობას აღწევს და ლოცულობს, მისი შემხედვარე ეშმაკი შეშინებული სამპირად მოიგრიხება და მოკურცხლავს, - ბრძანებდა მამა პაისი, - მაგრამ აქ მოსულ ათას კაცთაგან, თავს ეშმაკეულად რომ თვლის, სინამდვილეში მხოლოდ ხუთია ასეთი. ადამიანში ეშმაკი რომ შევიდეს, მან ამის უფლება უნდა მისცეს, ანუ ძალზე მძიმე ცოდვა ჩაიდინოს. თუ პატარა ბავშვები არიან შეპყრობილნი, ეშმაკისაგან განთავისუფლებაში მათ შეფუცვის ლოცვები და საღმრთო ზიარება ეხმარებათ, ვინაიდან ისინი თავიანთ ეშმაკეულობაზე პასუხს არ აგებენ. მაგრამ სხვა საქმეა, თუ მოზრდილები არიან ეშმაკეულნი. მაშინ ისინი იკურნებიან სინანულითა და აღსარებით. ამიტომაც თავიდან უნდა ვიპოვოთ ეშმაკეულობის მიზეზი. შემდეგ მღვდელმა უნდა წაუკითხოს შეფუცვის ლოცვები, რათა წესრიგში მოიყვანოს".

"ერთი პელოპონესელის ვაჟი, - ჰყვებოდა მამა პაისი, - ეკლესიას განუდგა. სისულელეა მღვდლები და ეკლესიაო, - ამბობდა. ის ღვთის დაშვებით ეშმაკეული გახდა, მძვინვარე და საშიში, როგორც გარეული მხეცი! საკუთარ დედას ისე აწამებდა, რომ საცოდავი იძულებული გახდა, შინიდან წასულიყო. მამამისი მონასტრიდან მონასტერში ატარებდა. ჩემთანაც მოიყვანა და მკითხა, - როდის გამოჯანმრთელდებაო. მაშინ, როცა შენი სულიერი მდგომარეობა იქნება მტკიცე და შეურყეველი-მეთქი. ამ კაცმა ყველა წმინდანის ცხოვრება წაიკითხა, მოიარა უამრავი მონასტერი... ხედავ, როგორ ეხმარება ადამიანებს განსაცდელი! კაცი იძულებულია, ღმერთს დაუბრუნდეს. სულიერი კანონები, განსაცდელები სწორედ იმისთვის არის საჭირო, რომ ადამიანი ღმერთს დაუბრუნდეს".

მამა პაისი ჰყვებოდა: "ერთხელ სუროტში ეშმაკეული მოიყვანეს და მისი ნახვა მთხოვეს. საცოდავი ძალზე იყო დაუძლურებული. მარჯვენა მხარზე ქვასავით სიმსივნე მაჩვენა. სიმსივნეს დავადე გულსაკიდი ნიჟარა, რომელშიც წმინდა არსენ კაპადუკიელის თითს ვინახავ. ეშმაკეულმა ისე დაიყვირა, მთელი მონასტერი ფეხზე დააყენა. შემდეგ გულისრევის სპაზმები დაეწყო. ნიჟარა ყელზე დავადე და ქალმა ისე სწრაფად დაიწყო თავის ქნევა, რომ შეიძლებოდა კისერი მოეტეხა, ამიტომაც თავს ხელებით იჭერდა. ბოლოს და ბოლოს, ეშმაკი გამოვიდა ამ საცოდავისგან და სრულიად დამშვიდებული, არაქათგამოცლილი წავიდა შინ.

ერთხელ კი პანაღუდაში მოვიდა ავადმყოფი, სულიერად გატანჯული ახალგაზრდა. გაუთავებლად ლაპარაკობდა, მე ვპასუხობდი, მაგრამ არ მისმენდა. ძლიერი სულიერი აშლილობა სჭირდა და თან ეშმაკიც ძალავდა - როცა ადამიანს საღმრთო მადლი ტოვებს, საქმეში ეშმაკები ერთვებიან. ეს ახალგაზრდა ღრმა სასოწარკვეთილებაში ჩავარდა...

დრო გადიოდა. ვიჯექი და ვცდილობდი, არ გავნძრეულიყავი, რათა არ ეფიქრა, დავღალეო. ცხრასაათნახევარი მშვიდად ვუსმენდი. ახალი დაბრუნებული ვიყავი ღამისთევიდან. მაშინ კუჭი მაწუხებდა. ვიჯექი ქვაზე და ვიყინებოდი. მაგრამ რადგან მივიღე, საქმე უნდა მომემთავრებინა. მე თუ დავითმენდი ამდენ ხანს და მერე გავაგდებდი, მთელი შრომა წყალში ჩამეყრებოდა. მეორე დღეს ჩემთან სამადლობლად მისი ძმა მოვიდა. რად მიხდი მადლობას, განა რა გავაკეთე ისეთი? ეს ახალგაზრდა რვა წელი იტანჯებოდა, მე კი ცხრასაათნახევარს ვუსმენდი. განა რითიმე დავეხმარე-მეთქი? მაგრამ კაცი გონს მოვიდა, განიკურნა. ახლა ეკლესიაში დადის, სწამს ღმერთის. სკოლაში მასწავლებლობს და ათონზეც ჩამოდის ხოლმე ჩემს სანახავად".

მამა პაისი ერთ საგულისხმო ამბავსაც მოჰყვა: "ერთხელ სუროტში ეშმაკეული მოიყვანეს. საცოდავს, ეკლესიაში შესვლისთანავე ეშმაკეულობის შეტევა დაეწყო, მოჰყვა ღვთის გმობას და ყვირილს. საკურთხევლიდან ღირსი არსენის პატიოსანი თავი გამოვაბრძანე და თავზე დავადე. მან დაიყვირა და იატაკზე დაეცა. მაშინ ღირსი არსენის თავი მკერდზე დავადე. ამ დროს დედები იესოს ლოცვას წარმოთქვამდნენ. როგორც კი წმინდა ნაწილი მკერდზე დავადე, აძაგძაგდა, მერე კი დამბლადაცემულივით გახდა. ეშმაკი მისგან გამოვიდა. გონს რომ მოვიდა, მადლობა შესწირა ღირს არსენს. მერე ხშირად მოდიოდა მონასტერში და მონაზვნებისთვის საჩუქრები მოჰქონდა.

მაგრამ ერთხელ სიზმარში რაღაც ნახა, თავისი ჭკუით განმარტა, აიშალა, სასო წარეკვეთა და კვლავ ცოდვიანი ცხოვრება დაიწყო, კვლავ ეშმაკეული გახდა. ადრინდელზე უაღრესად იყო. ამ შეპყრობილობამ გატანჯა მისი ცოლ-შვილი. ის დემონებს ცხადად ხედავდა და ებრძოდა გმირულად და თავგამოდებით. ეშმაკები სცემდნენ მას, იატაკზე ანარცხებდნენ. ერთად ნუ მოდიხართ, სათითაოდ მოდითო, - ეუბნებოდა. კეთილმა ხალხმა ურჩია, იესოს ლოცვა წარმოთქვიო. როცა იესოს ლოცვას წარმოთქვამდა, ეშმაკები ჩასჩურჩულებდნენ: - ნუ იმეორებ მის სახელს. სჯობს პირზე გეკეროს კაზანძაკისიო (ბერძენი კომუნისტი). ეშმაკები სხვა სახელების გამეორებასაც ასწავლიდნენ. მათ შორის ვალუქიოტისისა (ცნობილი ბერძენი კომუნისტისა). საცოდავმა დაიჯერა, ამ უღმერთოებს ლოცვა სჭირდებათო და მოსახსენებელში ჩაწერა, რომ მღვდლისთვის წირვაზე გადაეცა.

ბოლოს გადაწყვიტა, მთაწმინდაზე ჩამოსულიყო და მე ვენახე. კარიესიდან ჩემს კალივაში რომ ეშვებოდა, ეშმაკები ეუბნებოდნენ: "რა გინდა იმ ჩონჩხებთან, რაში დაგეხმარებაო". მოვიდა და ლოცვა მთხოვა. დავიტოვე, ცოტაოდენი შეჭამა. მერე არქონდარიკში გავიყვანე, მიწვა მოსასვენებლად. ჩვენ მეზობელ ოთახში გავედით. უეცრად საშინელი სტვენა გავიგონეთ, თითქოს ბომბი ვარდებაო. ეშმაკებმა იგი შეიპყრეს და არქონდარიკიდან დერეფანში ოთხ-ხუთ მეტრზე გადმოაგდეს. დაეცა იატაკზე, დაიწყო ბორგვა და ღვთის გმობა. ეშმაკები ემუქრებოდნენ, უშვერი პირით ლანძღავდნენ, ტანსაცმელში უძვრებოდნენ. ეშმაკებს ვერა, მაგრამ ვხედავდი, როგორ ეწეოდა სამოსის კალთები, მესმოდა მათი ბილწსიტყვაობა. არ ვიცოდი, რა მექნა. საკურთხევლიდან წმინდა არსენის თითი გამოვაბრძანე და საცოდავს მისით ჯვარი გადავსახე, თან იესოს ლოცვას წარმოვთქვამდი. მცირე ხნით გონს მოდიოდა, ეშმაკები მოშორდებოდნენ, მერე კი ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ეს ორ-სამ საათს გაგრძელდა. მერე გონს მოვიდა და მადლობის გადახდა დამიწყო. ჰყვებოდა, ოთხი ეშმაკი დამეძგერა, არქონდარიკის კარის პირდაპირ კედელზე მიმანარცხეს, მეხუთე კი ამ დროს ცხვირზე მეჭიდებოდაო. ის უკან ჯანმრთელი გაბრუნდა და ახლაც თავს კარგად გრძნობს. ამ კაცს ადრე მნიშვნელოვანი სახელმწიფო პოსტი ეკავა.

ერთიც მოვისმინოთ, მამა პაისის მონათხრობი: "ერთი ერისკაცი ხიბლში ჩავარდა. ვიღაც ეშმაკეულმა უთხრა: თავზე ჯვარი გიჩანს, ამიტომაც ადამიანებს საღმრთო ჭეშმარიტებაზე უნდა უქადაგოო. ჩემთან მოვიდა კურთხევის ასაღებად. ვუთხარი: - მისმინე, დალოცვილო სულო, ეშმაკი გყავს ჩასახლებული. წადი სტავრონიკიტას მონასტერში, რომ შეფუცვის ლოცვები წაგიკითხონ-მეთქი. არ დამიჯერა, ერში დაბრუნდა და ქადაგება დაიწყო. ერთხელ, ქადაგებისას, უამრავი ხალხის თანდასწრებით, ეშმაკმა შეიპყრო და ღვთისმშობლის გმობა დაიწყო. შეძრწუნებული ხალხი დაიშალა, თვითონ კი საგიჟეში წაიყვანეს. იქ დაცხრა, მაგრამ სასოწარკვეთამ შეიპყრო და თავის მოკვლას აპირებდა - ღვთისმშობელი და წმინდანები როგორ ვლანძღეო. ვუთხარი: - ღმერთი იმდენად შემწყნარებელია, რომ შენი და სხვათა ცხონებისთვის შენგან შეგინებული გახდა-მეთქი. ამის მერე გამოკეთდა".

მირონი გარდამომდინარე. ამ მძიმე ამბების მოთხრობის მერე საღმრთო კეთილსურნელებაზეც ვიტყვით მცირედს.

მამა პაისი ამბობდა: "ზოგჯერ ღმერთი კეთილსურნელებას ლოცვისას მოგივლენს, ზოგჯერ - როცა არ ლოცულობ. ამ კეთილსურნელებას იმიტომ გვიბოძებს, რომ განგვამტკიცოს, გვანუგეშოს ანდა რაიმე გვაუწყოს. კეთილსურნელების მოვლინებას მიზეზი აქვს. კეთილსურნელება ძალზე მძაფრია, არ ჰგავს ოდეკოლონის ანდა სუნამოთა სურნელს. კეთილსურნელებით მოცული შვებას გრძნობ. ზოგჯერ ამ კეთილსურნელების დათმენაც აღარ შეგიძლია".

საღმრთო კეთილსურნელება გვიმჟღავნებს სულიწმინდის სიახლოვეს. ის მიმოიფრქვევა განწმენდილ ადგილებში, ანდა იქ, სადაც წმინდა ნაწილები იმყოფება.

მამა პაისი ჰყვებოდა: "ფილოთეოსის მონასტერში ცხოვრებისას ღირსი დომენტის კელიაში წავედი. უეცრად ძლიერი კეთილსურნელება ვიგრძენი, სუნთქვა გამიჭირდა. ბერებმა მითხრეს, - სადღაც აქ წმინდა დომენტია დაკრძალულიო".

როცა პატიოსანი ჯვრის კელიაში ცხოვრობდა, ბერი პაისი ხშირად ჩაუვლიდა ხოლმე წმინდა სამების სახელობის მიტოვებულ რუსულ კელიას, საიდანაც ყოველთვის ძლიერ კეთილსურნელებას გრძნობდა. ერთხელ, როცა სულიერ შვილთან ერთად ამ კელიას ჩაუარა, ჰკითხა, - კეთილსურნელებას თუ გრძნობო. კიო, - დაეთანხმა ის. ავიდნენ კელიის საძვალეში. ეს კეთილსურნელება ერთი მოსაგრე ბერის თავის ქალადან მოდიოდა.

როცა მამა პაისი "წმინდა არსენ კაპადუკიელის ცხოვრებას" გამოსაცემად ამზადებდა, სუროტის რამდენიმე მონაზონთან ერთად იჯდა ოთახში და ტექსტს ასწორებდა. უეცრად საოცარი კეთილსურნელება იგრძნო, არაფერი უთქვამს, აცალა, სხვებიც თუ იგრძნობენო. მალე მონაზვნებმა ერთმანეთის მიყოლებით წამოიძახეს: რისი სურნელია? ეს რა კეთილსურნელებააო. ბერმა მათ განუმარტა, რომ ეს იყო ღირსი არსენის კეთილგანწყობა მისი ცხოვრების გამოცემის გამო.

მამა პაისი არა მარტო შეიგრძნობდა კეთილსურნელებას, არამედ თვითონ გახდა "კეთილსურნელება ქრისტესი". საღმრთო მადლი უამრავჯერ გასცემდა მას კეთილსურნელებით, რომელიც, როგორც "მირონი გარდამომდინარე", მიმოიფრქვეოდა მისგან, მისი პირადი ნივთებიდან, ადგილიდან, სადაც ის ცხოვრობდა და აუწყებდა სხვებს მის წმინდანობას.

ერთი მთაწმინდელი ბერი ჰყვება: "მამა პაისისგან მომდინარე კეთილსურნელებას ვერაფერს შეადარებ. ხშირად, როცა ხელზე ვეამბორებოდი, წმინდა მირონის მსგავს ზებუნებრივ არომატს ვგრძნობდი. იმავე სურნელს ვგრძნობდი მის ბაგეთაგან, როცა მესაუბრებოდა. არადა, ადამიანურად თუ ვიმსჯელებთ, მკაცრი მარხვების გამო პირიდან უსიამოვნო სუნი უნდა ამოსვლოდა. ხშირად ვგრძნობდი ამ გამოუთქმელ კეთილსურნელებას მაშინ, როცა ბერთან მივდიოდი, მდინარეზე, ხიდზე გადასვლისას და ეს კეთილსურნელება თან მდევდა, ვიდრე პანაღუდამდე არ მივაღწევდი".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat