როგორ შეიძლება, არ ვიტირო, ძმებო, როცა ვხედავ აქ წმინდა კაცებს, რომლებიც მე ცოდვილს მემსახურებიან?!
როგორ შეიძლება, არ ვიტირო, ძმებო, როცა ვხედავ აქ წმინდა კაცებს, რომლებიც მე ცოდვილს მემსახურებიან?!
წმინდა იოანე კრონშტადტელი ბრძანებს: "უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ღვთისაგან საუკუნო სიცოცხლისთვის, საუკუნო ნეტარებისთვის შევიქმენით , ცოდვის მიერ დავკარგეთ ეს ნეტარება, განგდებული ვიქმენით სამოთხიდან, ღვთის წყევამოწეულნი განვიწირეთ შრომისთვის, მწუხარებისთვის, სიკვდილისთვის - რომ გაძევებულნი ვმწირობთ და ვეძებთ დაკარგულ სამშობლოს და დაკარგულ ნეტარებას. სამშობლო და ნეტარება კვლავ დაგვიბრუნდება ზეციური მამის მიერ, მისი საყვარელი ძის, იესო ქრისტეს შუამდგომლობითა და დამსახურებით, ოღონდ იმ პირობით, რომ უნდა გვწამდეს მისი და აღვასრულოთ უფლის მცნებები. ამინ".

* გამოჩენილ საეკლესიო მოძღვარს, დიდად განათლებულ კლიმენტი ალექსანდრიელს, კათაკმეველთა სკოლის მასწავლებლობის გარდა, სხვა თანამდებობა არ უნდოდა. ნეტარ ავგუსტინეზე კი ამბობენ, - სამი წელი ყველანაირად ცდილობდა, არ გაჰკარებოდა რომელიმე ჩრდილოაფრიკულ ქალაქს, სადაც საეპისკოპოსო კათედრები თავისუფალი იყო. ეშინოდა, არ დაეძალებინათ მღვდელმთავრად კურთხევა.

* პირტიის ლავრაში ცხოვრობდა ერთი ღირსი მამა. როცა ლავრის წინამძღვარი მოკვდა, ბერებმა მის ადგილზე ამ ბერის დადგენა გადაწყვიტეს. "დამტოვეთ, ძმებო, ჩემი ცოდვების სატირლად, - ეხვეწებოდა მათ ეს ღირსი მამა, - რამეთუ სხვათა სულებისთვის ზრუნვა დიდ მამათა საქმეა, რომლებიც ამბა ანტონისა და სხვა მის დარ მოძღვართა სულის მატარებელი არიან". რომ არ მოეშვნენ, სთხოვა: "სამი დღე მაცალეთ, ვილოცო, და რაც უფალს უნდა, იმას აღვასრულებო". ეს იყო პარასკევს, კვირა დღეს კი იგი გარდაიცვალა.

* სკიტში ცხოვრობდა ერთი მოღვაწე ღირსი მამა, მონადყოფილი. სრულიად თავისუფალი იყო, სხვათა ხელმძღვანელი და დამრიგებელი, მაგრამ ყოველწლიურად ჩადიოდა ალექსანდრიაში და თავისი ყოფილი ბატონებისთვის ღალა მიჰქონდა. თასში წყალს ჩაასხამდა და მათ ფეხებს ბანდა. ბატონები წუხდნენ: "მამაო, რატომ გვაიძულებ, მივიღოთ შენი მომსახურება, ეს ჩვენთვის დამამძიმებელიაო". პასუხობდა: "ამით ვმოწმობ, რომ თქვენი მონა ვარ. ფეხებს კი მადლიერების ნიშნად გბანთ იმის გამო, რომ გამათავისუფლეთ უფლის სამსახურისთვისო". ბატონებს არ უნდოდათ ღალის მიღება. "თუ ღალას არ მიიღებთ, მაშინ აქ დავრჩები და გემსახურებითო". მაშინ ბატონები საშუალებას აძლევდნენ, რაც უნდოდა, ის გაეკეთებინა და უკან დიდი შეწირულობით უშვებდნენ.

* ამბა ისაია ხშირად ცრემლმორეული ამბობდა: "ვაი, რომ არ მიღვაწია საკუთარი თავის განსაწმენდად ისე, რომ ღვთის კეთილგანწყობილი მოწყალება დამემსახურებინა. ვაი, რომ არ მიღვაწია იმდენი, უფალო, რომ შენი მტრებისთვის მეძლია, რათა შენ გაბატონებულიყავი ჩემში".

* ამბა პახუმის სავანეში ერთი ბერი ცხოვრობდა, რომელიც ერში მასხარა იყო. პახუმისთან მისვლის შემდეგ გაიხსენა ძველი ხელობა. როცა შეგონებამ არ უშველა, პახუმმა მისი გაგდება გადაწყვიტა. მაშინ კი შეინანა ბერმა, და ისეთი სინანული მიეცა, რომ ცრემლი წყაროსავით წარმოუდიოდა, თვით ტრაპეზობისასაც კი, და თავის შეკავება აღარ შეეძლო. ძმები სთხოვდნენ: "ჭამისას მაინც ნუღარ იტირებო", პასუხობდა, - "მინდა შევწყვიტო ტირილი, მაგრამ აღარ შემიძლიაო. რაზე ტირი, - ჰკითხეს ძმებმა, - პურობისა გვრცხვენია, როცა მტირალს გხედავთო. "როგორ შეიძლება, არ ვიტირო, ძმებო, როცა ვხედავ აქ წმინდა კაცებს, რომლებიც მე ცოდვილს მემსახურებიან, მათი ფეხის მტვრის ღირსიც კი არ ვარ! განა არ უნდა ვიტირო, რომ მე, ცოდვილ მასხარას, ასეთი პატივცემული და ღვთივსათნონი მემსახურებიან. ვტირი მთელი დღე, რომ არ შემწვას ცეცხლმა ჩემი ცოდვების გამოო!" თვით ღირსი პახუმი ძმის ასეთი სინანულის გამო ამბობდა, სავანის ისტორიაში ასეთი სინანული და გულშემუსვრილება არავის უნახავსო.

* ერთი განმარტოებით მცხოვრები მამა თავისი განდეგილობის 60 წლის მანძილზე ცრემლთა ღვრას არ წყვეტდა და ამბობდა: ღმერთმა ეს დრო სინანულისთვის მოგვცა და ამიტომაც მხოლოდ იგი უნდა ვეძიოთო.

* ერთ მამაზე ჰყვებიან, ერისკაცობაში ჯორების მწყემსი იყოო. ერთხელ პირუტყვი იერიქონისკენ გაირეკა. ერთმა ჯორმა პატარა ბავშვს ფეხი დაადგა და მოკლა. ამით შეძრულმა მწყემსმა მიატოვა ყველაფერი, უდაბნოში განმარტოვდა და თავისი ცოდვების გამოტირება დაიწყო: "როგორც მკვლელი, განვიკითხები ღვთის წინაშეო". იქვე, ახლოს, ჩანჩქერთან, ლომი ბინადრობდა. ეს მამა ყოველდღე მიდიოდა ლომის ბუნაგთან, აბრაზებდა მხეცს, სცემდა, მაგრამ ის არ ეკარებოდა. გზაზე დავწვები, როცა ლომი წყლის დასალევად წავა, დამინახავს და იქნებ შემჭამოსო. მაგრამ ლომი მშვიდად გადაახტა მას და თავისი გზით წავიდა.

მიხვდა ბერი, რომ ღმერთმა ცოდვად არ შეურაცხა. ერთ-ერთ სავანეში დასახლდა და იქ დაასრულა თავისი ღვთივსათნო ცხოვრება.

* ჰუნების ბელადმა, ატილამ ხუთასი ქალაქი ააოხრა. რომს მიადგა. ქალაქიდან ყველა გარბოდა. "ღვთის მათრახისა" მხოლოდ რომის პაპს ლევს არ ეშინოდა. იმპერატორმა ატილასთან ის გაგზავნა. მღვდელმთავარმა მშვიდად მიმართა დამპყრობელს: "ატილა, შენ მთელ სამყაროს მოერიე. სძლიე ახლა საკუთარ თავს, დაგვინდე, ნუ დაანგრევ ჩვენს ქალაქსო". წმინდა ლევის მშვიდმა და მდაბალმა სიტყვებმა შეძრა ბარბაროსის გული. "შენმა სიტყვებმა ამაღელვა. ვინც არ უნდა იყო, კაცი თუ ანგელოზი, რომი გადარჩენას შენ უნდა გიმადლოდეს. ბერო, შენ ერთ წუთში რამდენიმე სიტყვით შეძელი ის, რაც ვერ გააკეთეს მრავალრიცხოვანმა არმიებმა, ჩემს წინააღმდეგ რომ იბრძოდნენ. მე თავს დამარცხებულად ვაღიარებო!"

* ღირსმა იაკობ ნიზიბიელმა შეიტყო, რომ სპარსმა მსაჯულებმა უსამართლოდ გადაწყვიტეს საქმე და იქვე, ახლომდებარე ლოდს უბრძანა, დამსხვრეულიყო, გამქრალიყო და ამგვარად ემხილებინა უსამართლობა მსაჯულისა. ქვა იმწამსვე დაიშალა. შეძრწუნდნენ იქ მყოფნი, შეეშინდა მსაჯულსაც და უსამართლო მსჯავრი სამართლიანით შეცვალა, რადგან დაინახა, ღირსმა მამამ, რომელსაც შეეძლო იგი უსამართლობის გამო მკაცრად დაესაჯა, თავისი კაცთმოყვარებით ქვა დაამსხვრია და ამით ასწავლა მას სამართალი.

* ღირსი კირი თავისი სიმშვიდისა და სიმდაბლის გამო ძმებს არ მოსწონდათ. შეურაცხყოფით გამოცდიდნენ, სუფრიდან ხშირად მშიერს აგდებდნენ. ერთხელაც ამ სავანეში წმინდა იოანე კლემაქსი მოხვდა სტუმრად. როცა კირისადმი ძმების დამოკიდებულება იხილა, ჰკითხა: "მითხარი, ძმები ასე უმოწყალოდ რატომ გექცევიან?" - "დამიჯერე, ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო, - უპასუხა ბერმა, - ისინი ბოროტებით კი არ იქცევიან, არამედ მხოლოდ გამომცდიან, ღირსეულად ვატარებ თუ არა მონაზვნის ხარისხს. გამიგონია, რომ განდეგილი ოცდაათი წელი უნდა გამოიცადოს, მე კი მხოლოდ ამის ნახევარი გავიარეო".

* ამბა იოანე ერთხელ ეკლესიის სიახლოვეს იჯდა. გარს ძმები ეხვივნენ და გულისთქმებზე ეკითხებოდნენ. ერთ-ერთ მამას მისი შეშურდა და უთხრა: "შენი ჭურჭელი შხამით არის სავსეო". მართალი ხარ, ამბა, - მშვიდად უპასუხა იოანემ, - შენ ეს თქვი მხოლოდ ერთი თვალის შევლებით. რას იტყოდი მაშინ, შინაგანიც რომ დაგენახაო.

* წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი მეფემ სასახლეში მიიწვია. სამეფო პალატის მცველმა იგი გლახაკად მიიჩნია. ჯერ დასცინა, მერე ლოყაზე შემოსცხო. კეთილმა ღირსმა მამამ მაცხოვრის სიტყვისაებრ მეორე ლოყაც მიუშვირა. მცველი მიხვდა, რომ მის წინაშე მღვდელმთავარი იდგა, ფეხებში ჩაუვარდა და შენდობა სთხოვა.

* მრავალ ღირს მამასა და დედას, მორწმუნე ერისკაცს შიოდა და სწყუროდა სიმართლისთვის, მეუდაბნოეები, მესვეტეები, განდეგილები და სხვანი ამ ნეტარების აღმსრულებელნი იყვნენ. ქრისტესთვის სულელნიც მათ რიგში არიან.

წმინდა პროკოფიმ XIII საუკუნეში დატოვა ხუტინის მონასტერი და ქალაქ დიდ უსტიუგში მივიდა. მთელი დღე დადიოდა ქალაქის ქუჩებში და სალოსობდა. ღამით კი ტაძრებს მიმოივლიდა და ცრემლმორეული ეკლესიების შესასვლელთან ლოცულობდა. დაქანცული პირდაპირ მიწაზე, ქვაზე, ნამჯაზე წვებოდა. ზამთარ-ზაფხულ ფეხშიშველი, ჩამოძონძილი დადიოდა. მწირი საჭმელსაც მხოლოდ ღვთისმოშიშ კაცთა ხელთაგან იღებდა. მისი საყვარელი ადგილი მდინარე სუხონის პირას ერთი დიდი ქვა იყო, იჯდა მასზე და მდინარეში მოცურავეთათვის ლოცულობდა.

ცნობილია, რომ ქალაქი ფსკოვი ივანე მრისხანისაგან დანგრევას წმინდა ნიკოლოზ სალოსის წყალობითაც გადაურჩა. მეფეს ფსკოველი ნიკოლოზ სალოსი გამოეცხადა და ხორცი შესთავაზა. "მე ქრისტიანი ვარ და დიდ მარხვაში ხორცს არ ვჭამო", - იუარა მეფემ. "სამაგიეროდ, ადამიანთა სისხლს სვამო", - თამამად ამხილა სალოსმა და სთხოვა, ფსკოვი დაეტოვებინა. მართლაც, იოანე მალევე მოსკოვში დაბრუნდა.

* მოწყალების მრავალი მაგალითიდან მხოლოდ ერთს ვიტყვი: მეფის დავალების აღსასრულებლად მიმავალი მაგისტრიანე გზად მკვდარ შიშველ გლახაკს წააწყდა. შეეწყალა. მონა წინ გაუშვა, გაიხადა კაბა და მიცვალებულს სიშიშვლე დაუფარა. გავიდა ხანი. ერთხელ მაგისტრიანე ცხენიდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. ექიმებმა მისი მოკვეთა გადაწყვიტეს. ატირდა კაცი... ოთახში მარტო იყო და კანდელი ენთო. შუაღამისას უცნობი გამოეცხადა: - რატომ ტირიო. "როგორ არ ვიტირო, როცა ფეხის მოკვეთას მიპირებენო". უცნობმა - ფეხი მაჩვენეო. მაგისტრიანემ აჩვენა. "ახლა კი წამოდექი", - უთხრა კაცმა. "ვერ წამოვგები, გადატეხილი მაქვსო". "დამეყრდენი", - უთხრა უცნობმა. მაგისტრიანე დაეყრდნო და გაჭირვებით გაიარა. "შენ კიდევ კოჭლობ", - უთხრა კაცმა, მერე კი თითქოს ფეხზე რაღაც წაუსვა და უთხრა: "ახლა დაწექი და დაიძინეო". "უნდა მიმატოვო?" - შესძახა მაგისტრიანემ. "უკვე ჯანმრთელი ხარ, მეტი რაღა გინდა?" - დაამშვიდა უცნობმა. "ჩემთან გამომგზავნელი ღმერთის სახელით მითხარი, ვინ ხარ". "აბა, კარგად დამაკვირდი, - უთხრა უცნობმა, - შენი კაბა ხომ არ მაცვია?" "დიახ, ბატონო", - უპასუხა გაოცებულმა მაგისტრიანემ. მაშინ უცნობმა ბრძანა: "მე ვარ ის შიშველი მიცვალებული, კაბა რომ მიაფარე. შენი კეთილი საქმისთვის ღმერთმა შენს განსაკურნებლად გამომგზავნა და მადლობა ღმერთს უთხარიო". გამოცხადებული კაცი უჩინო შეიქნა, მაგისტრიანემ კი, სრულიად ჯანმრთელმა, ღმერთი ადიდა. ყველა დიდი მოღვაწე სულის განწმენდას ცდილობდა და შეძლებისდაგვარად აღწევდა ამას.

* ღირსი სილუანი ბრძანებს, - არასოდეს დამიშვია გულში ღვთის განმარისხებელი გულისთქმაო. ღირს ისიდორეზე ამბობენ: თავისი მოღვაწეობის ორმოცი წლის მანძილზე გრძნობდა ცოდვიან გულისთქმებს, მაგრამ არასოდეს დაჰყოლია მათ ნებას, არც რისხვის გულისთქმას დანებებიაო. წმინდა ისააკ ასურს კი გულის განწმენდის მაგალითად ღირსი სისოი დიდის ცხოვრება მოჰყავს, რომელმაც უარყო ერისკაცული გულისთქმები და სურვილები და პირველქმნილ უბრალოებას მიაღწია. იგი თავის მოწაფეს ეკითხებოდა ხოლმე, - საჭმელი ვჭამე თუ არაო. ერისთვის ბავშვივით უბრალო - ღვთის წინაშე სრულყოფილი სულისა გახლდათ.

* როცა წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა შეიტყო, რომ მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების მამები დაობდნენ კონსტანტინოპოლში მისი პატრიარქობის კანონიერებაზე, მან ტახტზე უარი თქვა და ბრძანა, "იონაზე უკეთესი არა ვარ, ჩამაგდეთ ზღვაში, რომ ჩაცხრეს ჩემს გამო ატეხილი ღელვაო".

* ამბა პავლე და მისი ძმა ტიმოთე სკიტში ერთად ცხოვრობდნენ და ხშირად კამათობდნენ. ბოლოს ამბა პავლემ უთხრა ძმას: "დიდხანს ვიყოთ ასე?" ტიმოთემ უპასუხა: - ქენი სიკეთე და როცა შეურაცხყოფას მოგაყენებ, დამითმინე. მეც მოვითმენ, როცა ლანძღვას დამიწყებო. ასე მოიქცნენ და დარჩენილი ცხოვრება მშვიდად გაატარეს.

* უჩვეულოდ აწამეს ხატმებრძოლებმა ორი ძმა - თეოდორე და თეოფანე. ისინი იერუსალიმის პატრიარქმა გამოგზავნა კონსტანტინოპოლში მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად. ისინი სამჯერ გაასახლეს და სამჯერ დაბრუნდნენ ახალი განსაცდელების დასათმენად. მაშინ ხატმებრძოლმა თეოფილემ ბრძანა, მათ სახეზე ნემსებით დაეწერათ სამარცხვინო ტექსტი და უკანვე გაეგზავნათ იერუსალიმში. რამდენიმე დღე მოანდომეს ჯალათებმა წარწერის დასრულებას. როცა მორჩნენ, აღმსარებლებმა უთხრეს: "იცოდეთ ყველამ, ვინც გვისმენს, რომ სამოთხის მცველი ქერუბიმები როცა დაინახავენ ჩვენს სახეს, განზე გადგებიან და სამოთხეში თავისუფლად შეგვიშვებენ, რამეთუ საუკუნიდან არ გაგონილა ასეთი სახის მოწამეობა. ამ წარწერას იხილავენ საშინელ სამსჯავროზე და თქვენ წაგაკითხებენ, რამეთუ თქმულა: "რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მათე 25,40).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat