მოდი, ვილოცოთ ღმრთისადმი, რომ მან შენი სიმართლე გამოგვიმჟღავნოს
მოდი, ვილოცოთ ღმრთისადმი, რომ მან შენი სიმართლე გამოგვიმჟღავნოს
იერუსალიმის ეპისკოპოსს, ნარკისს, სიძვა შესწამეს. განრისხებულ სამწყსოს ძლივს გადაურჩა და თავი უდაბნოს შეაფარა. მაგრამ მალე გამოაჩინა ღმერთმა მისი სიმართლე, ცილისმწამებლები კი დასაჯა: ერთი ხანძარმა შთანთქა, მეორე მძიმე ავადმყოფობით აღესრულა, ხოლო მესამემ თვალისჩინი დაკარგა.

***
მამა სებასტიანე ყარაღანდელს (+1966) არ მოსწონდა, როცა ვინმე ცრუობდა, თუნდაც ხუმრობით და ეტყოდა ხოლმე: თქვით ყოველთვის სიმართლე და ჭეშმარიტება და ნუ გაიცინებთ, რამეთუ სიცილსა და თავისუფალ მოპყრობაში იმალება სიძვა.

***
"ლავსაიკონის" ავტორი ჰყვება: - მივედით წმინდა იოანე ლიკოპოლელთან. ის ყველას სათითაოდ დიდი სიყვარულით მოგვესალმა. ჩვენ, პირველ რიგში, შევთხოვეთ, ელოცა ჩვენთვის. შემდეგ წმინდა იოანემ გვკითხა: თქვენ შორის ვინმე სასულიერო პირი თუ არისო. უარი განვუცხადეთ. ყურადღებით დაგვათვალიერა და სასულიერო პირი ამოიცნო, რომელიც ამას მალავდა და მიუთითა კიდეც: აი, ეს დიაკონიაო. დიაკონი კვლავ შეეცადა თავისი წოდების დამალვას. მამა იოანე მივიდა მასთან, ეამბორა ხელზე და უთხრა: ნუ უარყოფ ღვთის მადლს, შვილო, სიცრუით ნუ განაგდებ ქრისტეს ბოძებულ ნიჭს. სიცრუე უცხოა ქრისტესა და ქრისტიანებისთვის, გინდა მცირე იყოს და გინდაც საჭიროებამ მოითხოვოს. საქებარი არაა თუნდ კეთილი საქმისთვის სიცრუის თქმა, რადგან, მაცხოვრის სიტყვისაებრ: სიცრუე ეშმაკისაგანაა... მხილებულმა დიაკვანმა სიმდაბლით მიიღო წმინდა მამის ნათქვამი.

***
ქრისტიანების დიოკლეტიანესგან დევნისას წმინდა ანთიმოზ ნიკომიდიელმა ეპისკოპოსმა უცნობ ადგილს შეაფარა თავი და იქიდან ეპისტოლეებით განამხნევებდა მრევლს, მოუწოდებდა ქრისტეს აღმსარებლობისკენ. მისი ადგილსამყოფელი შეიტყვეს და ჯარისკაცები გაგზავნეს მის შესაპყრობად. ისინი გზად წმინდა ანთიმოზს გადაეყარნენ, მაგრამ ვერ იცნეს და ჰკითხეს: სად არის ანთიმოზი, ქრისტიანთა მასწავლებელიო. წმინდა მამამ უთხრა: მე მას გაჩვენებთ, მაგრამ მანამდე წამოდით ჩემთან, მოისვენეთო. შეიყვანა სახლში და კარგად გაუმასპინძლდა. როცა ჯარისკაცები დანაყრდნენ, მაშინღა გაუმჟღავნა წმინდა ანთიმოზმა თავისი ვინაობა: ახლა კი აღასრულეთ, რაც დაგავალეს, მე ვარ ის, ვისაც თქვენ ეძებთ, შემიპყარით და წამიყვანეთ მეფესთანო. ჯარისკაცები განცვიფრდნენ, აღარ იცოდნენ, რა ექნათ. ღირსი მამის გულითადმა მოპყრობამ, მისმა უშიშრობამ შეძრა ისინი და ურჩიეს, სადმე დამალულიყო. ჩვენ კი უფროსობას ვეტყვით, რომ ვერ გიპოვეთო. არა, - უპასუხა ეპისკოპოსმა, - ყოველი კაცის მოტყუება ცოდვაა ღვთის წინაშე და მით უმეტეს - მეფის მოტყუებაო, - მათთან ერთად გაუდგა გზას, წარუდგა მეფეს და ქრისტესთვის მოწამეობით აღესრულა.

***
წმინდა იაკობ ნიზიბიელმა ეპისკოპოსმა გზად ერთ სოფელში შეიარა. იქაურმა გლახაკებმა მას შორიდან მოჰკრეს თვალი და გადაწყვიტეს მისი სასაცილოდ აგდება: ერთი მათგანი მიწაზე დაწვა და თავი მოიმკვდარუნა. როცა მათ წმინდა იაკობმა ჩაუარა, "მკვდრის" მეგობრებმა მიცვალებულის წესის აგება სთხოვეს. წმინდა იაკობმა შეუსრულა თხოვნა, "მიცვალებულის" ცოდვების მიტევებისთვის ილოცა, შემდეგ კი დაემშვიდობა მათ. მეგობრები სიცილით მიცვივდნენ მეგობარს, მაგრამ სიხარული მწუხარებად შეეცვალათ - იგი მომკვდარიყო, ღმერთს დაესაჯა სიცრუისა და მკრეხელობისთვის.

ცოდვაა, როცა სხვას განვიკითხავთ. ხშირად ეშმაკი გვაცთუნებს აზრით: მოყვასი სცოდავს, ამხილე, "ფეხზე წამოაყენეო". ჩვენც ვიჯერებთ და ბოროტის დასაცინი ვხდებით, ჩვენ ხომ არ ვიცით იმ ცოდვის შემამსუბუქებელი გარემოება? ხშირად ეს გარემოებაც ვიცით, მაგრამ არ გვეჭაშნიკება და ისევ განვიკითხავთ მას, ისევ აღვსილი ვართ "მხილების სულით", რომელიც სინამდვილეში სიცრუის სულია, ჩვენი წინაპრების, ადამისა და ევას, მაცდუნებელი დასაბამიერი ეშმას სული. მერე ვამბობთ, ეშმაკი "გვებრძვისო"... ჩვენ ჩვენი გულისთქმები გვებრძვის, ხოლო ბოროტი წმინდა მამებს ებრძოდა.

***
მამა ელიამ თქვა: დავინახე, ვინმე ძმამ იღლიაში მცირე კოკით ღვინო დამალა. ვიფიქრე, განვაქიქებ ეშმაკსო და ვუთხარი ძმას: ჰყავ სიყვარული და მოსასხამი გაიხადე-მეთქი. გაიხადა, მაგრამ არაფერი აღმოაჩნდა, რადგან ეშმაკის ტყუილი იყო. ამიტომ ვიტყვი: თუნდაც თვალით იხილოთ, გინდა გაიგოთ რაიმე, ნუ დაიჯერებთ.

***
ეს ამბავი ოპტის უდაბნოში მოხდა მაშინ, როცა მის კუთვნილ სკიტს წმინდა ანატოლი ზერცალოვი წინამძღვრობდა. ერთხელ მან იხმო ბერი მამა იოილი, განმარტოვდნენ და ჰკითხა:

- მამა იოილ, სიმართლე მითხარი ღვთის წინაშე: შენთან, სენაკში, ღამით ერისკაცთაგანი ხომ არავინ დადისო. იოილი შეცბა: - შემიწყალეთ, მამაო, ვინ ივლის ჩემთან, თანაც ღამით? ან როგორ მოვა, სკიტი გარშემო დაკეტილია და გასაღებები თქვენ გაქვთო.

- უბედურება ისაა, რომ გასაღებები მე მაქვს, შენთან კი მაინც ვიღაც ქალი დადისო, - უთხრა მამა ანატოლიმ.

იოილს მღელვარებისგან კინაღამ გული წაუვიდა. მოძღვარმა შეამჩნია და დაამშვიდა: - კარგი, დაწყნარდი, რახან უარყოფ, შენი მჯერა. ტყუილად ცილი დაგწამე, წადი ღვთით.

- მამაო, ვინ დამწამა ცილი, ვინ დამაბეზღა ცრუდ? - შეეკითხა იოილი.

- ვინც არ უნდა იყოს, შენი საქმე არ არის, - მიუგო მამა ანატოლიმ, - ისიც საკმარისია, რომ შენი მჯერა და არა ცილისწამების.

- გავიდა რამდენიმე ხანი და მამა ანატოლიმ ისევ მოიხმო ბერი და განრისხებულმა უთხრა: - ახლა კი ჩემი თვალით დავინახე, რომ ჭიშკრიდან შენთან ღამე ქალი შემოვიდა. თვითონაც იცი, რომ ეს ასეაო. არადა, იოილი ცამდე მართალი იყო. თითქოს ვიღაცამ წასჩურჩულა ბერს: "ეს ხომ ბოროტი იყო და არა ქალი". ამ აზრმა გაამხნევა და უთხრა მოძღვარს: - მამაო, ღვთის წინაშე სიმართლეს ვამბობ. უბრალო ვარ, ეს ეშმაკის მზაკვრობა არისო. მამა ანატოლიმ დიდხანს დაჟინებით უყურა მამა იოილს, თითქოს მის სულში ჩაიხედაო და მშვიდად ბრძანა: - რახან ასეა, მოდი, ვილოცოთ ღმრთისადმი, რომ მან შენი სიმართლე გამოგვიმჟღავნოს. ვილოცოთ და ღამის 12 საათზე მოდი - ვნახოთ, რას გვეტყვის უფალი.

იმ დღეს განსაკუთრებული გულმხურვალებით ილოცა ბერმა, შემდეგ სენაკი დაკეტა და შუაღამისას მოძღვართან მივიდა. წავიდნენ ჭიშკრის სიახლოვეს და იქვე დადგნენ. შუაღამისას ჭიშკარი, რომლის გასაღებიც წინამძღვარს ჰქონდა, გაიღო და თავპირდაბურული ქალი შემოვიდა, რომელმაც პირდაპირ იოილის სენაკში შეაბიჯა. ქალმა სენაკის კარიც შიგნიდან ჩაკეტა. "აი, ახლა კი დავიჭერთ," - თქვა მამა ანატოლიმ და ნერვიულობისგან ცოცხალ-მკვდარი იოილი მიიყვანა სენაკთან. ბერმა ხელის კანკალით ძლივს მოარგო გასაღები კლიტეს, შეაღეს კარი, შევიდნენ, შიგნით კი არავინ დახვედრიათ. სენაკის ყველა კუთხე-კუნჭული დაათვალიერა მამა ანატოლიმ, მაგრამ "ქალი" ვერ იპოვა. გამოისახეს ორივემ პირჯვარი, დარწმუნდნენ, რომ ეს ეშმაკის ოინი იყო.

***
ათონზე, გრიგორიატის მონასტერში, მამა ი. მთავარი ეკლესიარხი იყო. მას, ამასთანავე, ცისკრის ლოცვისთვის ძმათა გაღვიძებაც ჰქონდა დაკისრებული. ამ საქმეში სხვა ბერი ეხმარებოდა. ერთხელ ეშმაკმა ასეთი რამ აფიქრებინა: "ყოველ ღამე უნდა გაიღვიძო და უკაკუნო სიმანტრონს (ხის ძელებს), უნდა მიატოვო ტკბილი ძილი. არადა ამ დროს დაღლილი ხარ, ცუდად ხარ, მიდი, დაასვენე სხეული, ერთხელ მაინც კარგად გამოიძინეო". ჰოდა, ერთ დილით ხალხის გასაღვიძებლად არ გამოვიდა. მეორე ეკლესიარხმა მიაკითხა და მიზეზი ჰკითხა, რაზეც მამა ი.-მ უპასუხა: "რა ვქნა, ძმაო, ცუდად ვარ, ფეხზე ვერ ვდგები, მოდი, შენ უკაკუნე სიმანტრონსო". გაიღვიძეს ძმებმა, გამოვიდნენ სენაკებიდან. დაიწყეს ლოცვა ტაძარში. მეორე ეკლესიარხმა მოახსენა მონასტრის იღუმენს, მამა ათანასეს (+1953). გამოცდილი მოძღვარი მიხვდა, თუ რა ავადმყოფობა სჭირდა ძმას და გადაწყვიტა, სიზარმაცის და სიცრუის ვნება ჩანასახშივე გაენადგურებინა. მოხდა ის, რასაც "ავადმყოფი" ძმა არ მოელოდა. მონასტრის ბერები გაკვირვებულები უცქერდნენ, რომ სავანის მღვდლები, იღუმენთან ერთად, სამღვდელოდ შემოსილნი პირდაპირ მამა ი.-ს სენაკისკენ წავიდნენ. აკურთხეს "ავადმყოფი", უთხრეს: მოვედით, რათა შენს სამყოფში აიაზმა ვასხუროთ და შვიდგზის ზეთი გცხოთო. მამა ი. შეშფოთდა, რომ სიზარმაცის გამო სიწმინდეთმკრეხელობაში ვარდებოდა. როცა მამებმა ნაკურთხი წყალი ასხურეს და შეუდგნენ ლოცვას, "ავადმყოფმა" ვეღარ გაუძლო სინდისის ხმას და ლოგინიდან წამოხტა: "არა, არა, მამებო, აღარ გინდათ ზეთის ცხება. საკმარისია. ყველაფერმა გამიარა, კარგად ვარ და ახლავე ტაძარში წავალო". ეს მისთვის კარგი ჭკუის სასწავლებელი იყო.

***
მამა ანობმა ბრძანა: იმ დღიდან, რაც ქრისტიანი მიწოდეს, ჩემს ბაგეთაგან ტყუილი არ თქმულაო.

***
მთავარეპისკოპოს ეპიფანეს 80 მონაზონი ჰყავდა. მათთვის საეკლესიო საქმეების განსასჯელად პატიოსანი და კეთილგონიერი მონაზონი საბიანე დაედგინა. ერთხელ საბიანესთან ორი მომჩივანი მივიდა - მდიდარი და გლახაკი. სამართალი მდიდრისკენ იხრებოდა, მაგრამ საბიანემ მოისურვა გლახაკის გამართლება და მცირედით უსამართლოდ მოიქცა. წმინდა ეპიფანე ჩუმად უსმენდა სასამართლოს და როცა საქმის ვითარება დაინახა, შევიდა და ცხადად სიყვარულით ამხილა საბიანე: შვილო ჩემო, საღმრთო წერილი იტყვის: "არ შეიწყალო გლახაკი დასჯისას". ეს ნიშნავს, რომ თუ გლახაკი მართალი არ არის, თუნდაც უფლისგან მასზე მოწყალების გაცემა გვქონდეს ნაბრძანები, უსამართლოდ მაინც არ უნდა მოვიქცეთ. ჭეშმარიტი სამართლიანობა მშვენიერია, მაგრამ გლახაკთა მიმართ წყალობა საიდუმლოდ უნდა ვყოთო.

***
წმინდა ისააკ ასურთან ერთხელ ჩამოძონძილი უცხოელები მოვიდნენ და სიშიშვლის დასაფარავად ტანსაცმელი სთხოვეს. ამ დროს ღირსმა მამამ სულიწმინდის მადლით განსჭვრიტა, რომ მათ ტანსაცმელი რომელიღაც ხის ფუღუროში ჰქონდათ დამალული და მოწყალების მისაღებად თავს გლახაკად აჩვენებდნენ. ღირსმა მამამ მორჩილი გაგზავნა, მოატანინა დამალული ტანსაცმელი, მისცა მათ "მოწყალებად" და ამით ამხილა ცრუნი.

***
ერთმა კეთილკრძალულმა ქრისტიანმა თავის ყრმას ღირს მამასთან ორი კალათა საჭმელი გაატანა. ბიჭმა ერთი კალათა გზაში დამალა, მეორე კი ბერს მიუტანა. დამალულ კალათაში შხამიანი გველი ჩამძვრალიყო და უკან მიბრუნებულ ბიჭს უთუოდ მოკლავდა, რომ არა ღირსი მამის კაცთმოყვარება. ბერმა უთხრა: შენ რომ მეცრუე და მეორე კალათა არ მომიტანე, იმაში გველი დაიმალა და არ გიკბინოსო. შერცხვენილმა ბიჭმა შენდობა სთხოვა ბერს და მადლობა შესწირა გადარჩენისთვის.

***
მამა პაისი ამბობდა: როცა ვინმე ცრუობს - სცოდავს. თუ ვინმე ცრუობს კეთილი მიზნით, მაგალითად, ვინმე რომ გადაარჩინოს - ეს ნახევარი ცოდვაა, იმიტომ რომ კაცი თავისთვის კი არა ცრუობს, არამედ ძმისთვის. თუმცა ეს ცოდვაც სიფრთხილეს მოითხოვს, რომ არ გვაცდუნოს და სხვა დროსაც არ ვიცრუოთო.

***
თქვა მამა პიმენმა: თუ სცოდოს კაცმა და იუაროს - არ შემიცოდავსო, ნუ ამხილებ მას, თორემ დააბრკოლებ გულმოდგინებისგან. ხოლო თუ ეტყვი: ნუ სულმოკლე იქნები, ძმაო, ამის შემდეგ გაფრთხილდი და ნუღარა სცოდავო, ამით მის სულს სინანულისთვის განაწყობ.

***
ღირსი მამები ამბობენ, თუ კაცი სასოწარკვეთილია და მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა გსურს, უნდა შეაქო. კაცთა ზედმეტად შექება კი ცოდვაა სიცრუისა და ღვთისთვის საძულველი მზაკვრობა. თვით ურიანი, ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემელნი, ჩაცვივდნენ ამ ცოდვაში. ერთხელ კესარიაში მისული ჰეროდე შეიმოსა სამეფო სამოსით, დაჯდა ტახტრევანზე და ესაუბრებოდა ჰურიათ. მათ კი ერთხმად ღაღადყვეს: ღვთის ხმა არის და არა კაცისაო. მეყსეულად უფლის ანგელოზმა ჰეროდეს სული ამოხადა და მატლთა შესაჭმელი შეიქმნა, ხოლო ურიებს სულ ცოტა ხანში მოეწიათ რისხვა. მტერმა დაანგრია იერუსალიმის ტაძარი, ნაწილი ხალხისა ამოხოცეს, ნაწილი კი მთელ მსოფლიოში განითესა.

***
წმინდა მამა ამბროსი ოპტელმა თავის მორჩილს, წმინდა იოსებს, უთხრა: გარდაცვალების შემდეგ "ჩემი სხეული აყროლდებაო". სულიერმა შვილმა მიზეზი ჰკითხა, რაზეც ღირსმა მამამ უპასუხა: ეს იმიტომ მოხდება, რომ სიცოცხლეში ბევრი დაუმსახურებელი ქება-დიდება მივიღეო. მართლაც, როცა წმინდა ამბროსი გარდაიცვალა, მის ცხედარს საშინელი სუნი აუვიდა. გეგონებოდა, საცაა, ერთიანად გაიხრწნებაო. მაგრამ მოხდა პირიქით - რაც დრო გადიოდა დაკრძალვამდე, ნელ-ნელა ქრებოდა ეს სუნი. ხოლო დაკრძალვისას ცხედრის გარშემო სასიამოვნო სურნელება დატრიალდა.

***
წმინდა სილუან ათონელის გარდაცვალების შემდეგ, როცა მამა სოფრომმა ღირსი მამის ცხოვრება აღწერა და წიგნად გამოსცა, წმინდა სილუანი გამოეცხადა მამა ტიხონ ათონელს და "შესჩივლა": "ამ დალოცვილმა სოფრომმა ბევრი საქებარი სიტყვა დაწერა ჩემზე, მე კი ეს არ მინდოდაო".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat