მოწყურებული ადამიანი რომ მივა უცბათ ანკარა წყალთან და დაეწაფება, დაახლოებით ასეთი იყო უწმინდესის გამოჩენა
მოწყურებული ადამიანი რომ მივა უცბათ ანკარა წყალთან და დაეწაფება, დაახლოებით ასეთი იყო უწმინდესის გამოჩენა
უწმინდესის აღსაყდრებიდან 38 წელი გავიდა
გვესაუბრება ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტრის წინმაძღვარი, დეკანოზი რევაზი სიხარულიძე:

-უფლის შეწევნით მორწმუნე ოჯახიდან ვარ და ჩემი მშობლები პატარაობიდანვე მაჩვევდნენ ეკლესიურ ცხოვრებას. კარგად მახსოვს მისი უწმინდესობა ეფრემ II (სიდამონიძე), პატრიარქი დავით V (დევდარიანი), მაგრამ ჩემი ცხოვრება განსაკუთრებით შეიცვალა, მას შემდეგ, რაც პატრიარქის ტახტზე მისი უწმინდესობა ილია II (შიოლაშვილი) ავიდა. ხშირად ვესწრებოდი სიონის ტაძარში წირვა-ლოცვას. როდესაც მისი აღსაყდრება მოხდა, 1977 წელს, სვეტიცხოველში, იქაც ვესწრებოდი. მას შემდეგ არ გამიცდენია უწმინდესის წირვა-ლოცვები. 1978 წლის იანვარში, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით სტიქარი ჩამაცვეს. ჩემთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანი გახდა სტიქაროსანი. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩვენ უნდა ვყოფილიყავით სტიქაროსნები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ სამღვდელმთავრო მსახურებაში. ვთქვათ, როცა დასჭირდებოდა კვერთხის მიწოდება, პატრიარქის შემოსვა, ხელბანვა, რაც სამღვდელმთავრო წირვას თან ახლავს. ერთ დღესაც პატრიარქმა ასეთი რამ გვითხრა. დღეს საღამოს 7 საათზე, როდესაც სიონის ტაძარს დაკეტავენ, მობრძანდით და რეპეტიციას გავივლითო. მართლაც, დაახლოებით 7-8 კაცი ვიყავით, მივედით სიონში. მისი უწმინდესობა ჩამოვიდა, ჩაკეტა კარები და გვასწავლიდა როგორ უნდა დავხვედროდით პატრიარქს, როგორ უნდა მოგვეცვა მანტია, როგორ უნდა მიგვეწოდებინა კვერთხი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უწმინდესმა საკუთარ მაგალითზე გვაჩვენა, როგორ უნდა გაგვეკეთებინა. ამის შემდეგ დავიწყეთ პატრიარქთან მსახურება. ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო, შინაგანად სულ სხვა სამყაროში ვიყავით, საკურთხეველში რომ ვიდექით და ვემსახურებოდით უწმინდესს. მეათე კლასში გლანდების ოპერაცია გავიკეთე. მოხდა ისე, რომ ვერ მივედი მსახურებაზე, არადა დღესასწაული იყო, ალექსანდრე ნეველის ხსენების დღე. უწმინდესი წაბრძანებული იყო ალექსანდრე ნეველის ტაძარში. უწმინდესს წირვის შემდეგ გადასცეს ძვირფასი, ოქროსფერი ფაიფურის ვაზა, რომელზედაც მაცხოვრის დიდი ჯვარცმა იყო გამოსახული. ამასთან ერთად წირვის შემდეგ უწმინდესს დიდი ღვთისმშობლის სეფისკვერი გადასცეს. ჩემზე უკითხავს, სად არის რეზოო? უთქვამთ, გლანდების ოპერაცია გაიკეთა, სახლში წევს და ვერ მოვიდაო. ჰოდა, ეს გადაეცით ღვთისოო (მამა ღვთისო შალიკაშვილი მაშინ უწმინდესის მძღოლი იყო). მართლაც, მოიტანა ვაზა, ღვთისმშობლის დიდ სეფისკვერთან ერთად. იმდენად სასიხარულო იყო, რომ არასდროს დამავიწყდება.

***
KARIBCHEKARIBCHE
გავიხსენებ კიდევ შემდეგს: -დედაჩემი სქემიღუმენია იოანა გახლდათ. მამის გარდაცვალების შემდეგ ის მონაზონი გახდა. 1985 წლიდან, ჯერ სამთავროში, მერე იღუმენიად იყო ბოდბის მონასტერში. მან დაიბრუნა მონასტრის ტერიტორიზე არსებული ის დიდი შენობა, რომელიც მანამდე მუზეუმს ეკუთვნოდა. დედას უკავშირდება საკმაოდ ბევრი ეკლესია-მონასტრის გახსნა. დადიოდა, ხალხს ხელს აწერინებდა ხოლმე და ისე იხსნებოდა ტაძრები. წინააღმდეგ შემთხვევაში ტაძარი არ გაიხსნებოდა. ოცეული ანუ თუ ოცი ადამიანი ხელს არ მოაწერდა და არ მოითხოვდა ტაძრის გახსნას. დედაჩემი ხშირად დადიოდა სოფლებში და ტაძრების გახსნაში ეხმარებოდა და ათვიცნობიერებდა სოფლის მოსახლეობას. ღვთის განგება არის ის, რომ ადამიანმა დროულად შეიცნოს თავისი მისია. ღმერთი მისგან რას მოითხოვს. როცა ადამიანი სულიერი თვალით ჭვრეტს უფალს, რა უნდა მისგან, უფალიც ეხმარება.

***
ჩვენ ექვსი დედმამიშვილი ვართ. ათეისტურ პერიოდში მამა ხშირად დაიქირავებდა ხოლმე ავტობუსს და დავდიოდით წმინდა ადგილებში, ღამეს ვათენებდით, დილით წირვას შეუკვეთავდით, მაშინ ეს ხალხში ცოტა უცნაურად ჩანდა. მას შემდეგ რაც უწმინდესი ილია II-ე მობრძანდა ტახტზე, ხალხი მასიურად მოექცა, ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავი იყო ათიათასობით ადამიანი გახდა მისი ქადაგებებით ეკლესიური.. აღსანიშნავია, რომ მისი უწმინდესობის ქადაგება ძალიან გამორჩეული იყო. საოცარი აქტუალურობით გამოირჩეოდა, საოცარი სითბოთი და უბრალოებით. ქადაგებებს კასეტებზე ვიწერდით და მთელი კვირა მის ქადაგებას ვუსმენდით. ერთი სული გვქონდა კვირას როდის წავიდოდით წირვაზე. ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი სტიმული იყო, ღვთის განგება შეესრულებინა და უფლის მცნებებით გვეცხოვრა.
გამორჩეული თაობა იყო. მოწყურებული ადამიანი რომ მივა უცბათ ანკარა წყალთან და დაეწაფება, დაახლოებით ასეთი ეფექტი იყო უწმინდესის გამოჩენა. ხალხი დაეწაფა უფლის მადლს.




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat