იონას-სამების მამათა მონასტერი კიევში ბოტანიკურ ბაღში მდებარეობს. მონასტერი ღირსი იონას დაარსებულია და სახელიც სწორედ აქედან დაერქვა.
ეს მონასტერი სასულიერო პირებთან და კიევში სასწავლებლად წასულ მეგობართან, სალომე ვაშალომიძესთან ერთად მოვილოცე. უფრო ვრცლად ამ წმინდა ადგილისა და მამის შესახებ მან მიამბო.
-ივანე მიროშნიჩენკო (ბავშვობაში ასე ერქვა) 1802 წელს დაიბადა. მისი მშობლები პავლე და პელაგია ღარიბები იყვნენ და ვერ შეძლეს შვილისთვის განათლების მიცემა. იონამ ჟამნების კითხვა და ფსალმუნი შეისწავლა. მას ჯერ კიდევ ბავშვობაში ხილვა ჰქონდა. მან იხილა უფალი და სამოთხე. უფლის სახე ნათელი, მშვიდი და მადლიერებით სავსე იყო. მისმა ღვთიურმა სიყვარულმა ბავშვის გული მიიზიდა. ასეთი ხილვა განმეორდა მეორეჯერაც, როცა ივანე 7-10 წლის იყო. ბავშვობიდან იზიდავდა მონასტრებში სიარული. 1824 წელს, ივანემ დატოვა მშობლიური სახლი და მონაზვნად აღკვეცის სურვილის გამო მონასტრის საძებნელად წავიდა.
ივანემ გადაწყვიტა კიევისაკენ გამგზავრება, მან მოილოცა კიევ-პეჩორის ლავრის სიწმინდეები, ასევე კიევის სხვა მონასტრები. ივანე ევედრებოდა უფალს და დედა ღვთისმშობელს გამოეჩინა მისთვის უფლის ნება. ერთხელაც, როცა ის ლოცულობდა კიევ-პეჩორის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების მთავარ ტაძარში ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატთან მას სასწაულებრივად ეუწყა ღვთის ნება, წადი საროვოში, ბერ სერაფიმესთან. ივანეც გაემგზავრა ბერ სერაფიმესთან. მას უკვე ელოდებოდა ბერი. შეხვედრის შესახებ ყვება თავად იონა თავის წერილებში: "ბერი სერაფიმე შეხვედრისას მეუბნება: სად იყავი ამდენ ხანს? მე უკვე ორი წელია გელოდები...~ იქ იოანე რვა წელი ცხოვრობდა. შემდეგ სერაფიმემ ივანეს უთხრა: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს სურს თქვენი გამგზავრება. ძმაო ივანე, წადი "ბელობერეჟსკოს" უდაბნოში, ბრძენ ბერთან, სქემმონაზონ თეოდორესთან. შემდეგ ის გაგაგზავნის სხვა მამასთან. მიენდე მათ, ისე როგორც მე, ისინი პაისის მოწაფეები არიან. ხოლო შემდეგ მოგიწევს კიევში გამგზავრება მამათა მონასტრის დასაარსებლად. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უამრავ წმინდა მამებთან ერთად დაგლოცავს ამ წმინდა საქმეში. ბერი სერაფიმე ივანეს თვალცრემლიანი აძლევდა დარიგებას. შემდეგ გზა დაულოცა. საგზლად ორცხობილა გაატანა. მას მეგზურად ალექსანდრე გააყოლა, რომელიც ბერი სერაფიმეს კურთხევით სხვა მხარეს მიდიოდა. ალექსანდრემ ვერ გაუძლო მწუხარებას და გზაშივე გარდაიცვალა. `ხოლო მე ცოდვილს, ( ჰყვება იონა თავის წერილებში), ღმერთმა და ღვთისმშობელმა, ასევე ყველა წმინდანმა შემიფარეს და აი აქამდე ცოცხალი ვარ.
ივანე მივიდა იმ მონასტერში, სადაც სერაფიმემ გააგზავნა, მაგრამ იქ არ მიიღეს, რადგან არ ჰქონდა დოკუმენტები. შემდეგ ივანემ გააკეთა აუცილებელი დოკუმენტი და 1836 წლის 4 მაისს ჩაიწერა ძმათა რიცხვში. 1843 წლის 19 დეკემბერს ის მონაზვნად აღიკვეცა, ხოლო 1845 წლის 26 ივნისს ხელდასმულ იქნა დიაკვნის ხარისხში.
ბერ იოანას მოგონებებიდან "ბელობერეჟსკის" უდაბნოს მონაზვნებს, განსაკუთრებით მათ ვისაც თანამდებობა ჰქონდათ, არ შეუყვარდათ იონა. დაიწყეს მისი შევიწროვება და მათ გააგდეს მამა იონა მონასტრიდან. იონას თქმით, ის ჩაკეტეს ოთახში. მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. ჩაკეტილმა ცხოვრებამ მას მოუტანა დიდი სულიერი გამოცდილება. როცა ის გაანთავისუფლეს ჩაკეტილობიდან მას დაავალეს სნეულთა მოვლა-პატრონობა და ამის გამო მას არ შეეძლო მსახურებებზე დასწრება. მამა იონამ სიხარულით მიიღო მორჩილება.
ახლოვდებოდა ღვთის განცხადების დღესასწაული. იონა წუხდა, რომ ისევ ვერ ესწრებოდა მსახურებას, მაგრამ უფალმა გაამხნევა ის, ჰყვება თვით მამა იონა. მთელი დღე 4 და 5 იანვარს ვიყავი ცუდად, უკვე საღამო იყო, დამთავრდა ლიტურღიაც და წყლის კურთხევაც. მომიტანეს ნაკურთხი წყალი. მე წმინდა წყალი მივეცი წყალი სნეულებს მივეცი, დავალევინე და თავზე ვასხურე. ოთახის კარები ოდნავ ღია მქონდა, დავინახე როგორ ჩამოიარეს ბერებმა, ისინი ლიტანიობას აღასრულებდნენ და გალობდნენ. მე არ შემეძლო მათთან ერთად ლოცვა, რადგან მორჩილებად სნეულთა მოვლა მქონდა. მთელი ღამე არ მეძინა, მტანჯავდა იმაზე ფიქრი, რომ მსახურებას ვერ ვესწრებოდი. აი.. გაისმა სამრეკლოს ხმაც, დილის წირვა იწყება, მე ისევ ვერ ვესწრები წირვას, ღმერთო, როგორ ვცხონდები მე ცოდვილი... კიდევ უფრო შეუძლოდ გავხდი, ძალა მეცლებოდა, ყველა ბერი ტაძარშია ჩემს გარდა, ცრემლები მომდიოდა.
ამ დროს ვიღაცა შემოვიდა კარებში და ეუბნება: "კურთხევა, მშვიდობა, სიყვარული ღმერთი უფლისა და მხსნელისა ჩვენისა აქ". მე ვწევარ გვერდზე და ვფიქრობ, რომ ეს მეზობელი საცხოვრებლიდან ძველი დამხმარე მამა კესარიას ხმა იყო, ამიტომ ვიწექი დახუჭული თვალებით.
მომსვლელი მოშორებით დადგა და ამობობს: `ომია, მაგრამ არა მძიმე, მოუთმენელი და გადაუწყვეტი..." ის შეეხეო ჩემს მარცხენა ხელს და ამბობს: `რატომ წუხარ, ნუთუ შენ მიტოვებული ხარ? დადექი ფეხზე, მიიღე ძალა და მადლი". აიღო ჩემი ხელი, მე ვერ მივხვდი ვინ იყო ის, თვალები არ ავახილე, როგორც ყოველთვის სიბნელეში არ ვახელ თვალს. ვფიქრობ ვინ მოვიდა და რატომ მაწუხებს, ისედაც დარდში ვარ და კიდევ მიმატებს წუხილს, მაგრამ როცა გავახილე თვალი დავინახე დიდი ნათელი, შემეშინდა და მკვარივით დავეცი. ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. არ ვიცი ეს დიდხანს გაგრძელდა თუ არა, მხოლოდ ვიგრძენი, ჩემს ცოცხალ თავზე ხელი დამადეს, რისგანაც მთელს ჩემს სხეულში სიცოხლე შემოვიდა.
მან ნათელში მოელვარემ ასეთი რამ თქვა: "სული მისი მასში არს..." მე შევიგრძენი უფალი ღმერთი. მე მოვედი რომ შენ გაგკურნო, შეხედე, ნუ გეშინია, მე მოვედი ხალხის სახსნელად. მე მიყვარს ხალხი და მახარებს მონაზვნობის ხარისხში მყოფნი. უფალმა გაამხნევა იონა, ნუ გეშინია მე შენთან ვარ! დამადო მისი წმინდა ხელი ჩემს ცოდვილ თავზე, დამლოცა და მითხრა: "ემსახურე სნეულ მონაზვნებს ბოლომდე და ეს იქნება შენთვის მხსნელი!"
გავიდა უფალი ოთახიდან და დადგა სამხელიანი ღვთისმშობლის ხატთან. "ჭეშმარიტად იყოს ხსენება მისი", თქვა ეს. მისით მთელი ქვეყანა გადარჩება.. და მე დავამატე- ამინ!
წმინდა ნათება ავიდა ზეცად, მე დავბრუნდი კელიაში შიშით და სიყვარულით აღვსილი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი