უცრემლოდ და მუდმივი შემუსვრილების გარეშე ვერავინ განწმენდილა, ვერავინ გამხდარა წმინდანი და ვერც სულიწმინდა მიუღია
უცრემლოდ და მუდმივი შემუსვრილების გარეშე ვერავინ განწმენდილა, ვერავინ გამხდარა წმინდანი და ვერც სულიწმინდა მიუღია
*ღირსი პაისის (ველიჩკოვსკი) მორჩილების პერიოდი გავიხსენოთ. ერთ კვირა დღეს ღრმად ჩაძინებულმა მამა პლატონმა (ასე ერქვა მორჩილებაში) ცისკრის ზარების ხმა ვერ გაიგონა. როცა გაიღვიძა, ტაძარში უკვე ცისკრის ლოცვა მიმდინარეობდა, სახარება წაეკითხათ და კანონს კითხულობდნენ. თავისი საქციელისა შერცხვა და უკან გაბრუნდა, დაჯდა ხის ქვეშ და მწარედ დასტიროდა თავის დაცემას. დამთავრდა ლიტურგია, მამები შეიკრიბნენ ტრაპეზზე, პლატონი არ ჩანდა. მოძღვარმა მის მოსაძებნად მამა ათანასე გაგზავნა. მან ძლივს დაითანხმა პლატონი, სკიტში შესულიყო. მოძღვრისა და ძმების დანახვაზე პლატონი უფრო აღელდა, ცრემლმდინარი დაემხო იატაკზე. ძმებმა წამოაყენეს და გლოვის მიზეზი ჰკითხეს. მაგრამ მას ცრემლები ახრჩობდა, სიტყვას ვერ ძრავდა. როცა მამა ათანასემ ყმაწვილის ტირილის მიზეზი თქვა, ძმებმა ამოიოხრეს და დადუმდნენ. მერე ერთად შევიდნენ სატრაპეზოში. პლატონს ჭამის თავი არ ჰქონდა. წინამძღვარი კი თავის მოწაფეებს ესაუბრებოდა და არიგებდა, რომ ლოცვით მოეპოვებინათ ისეთი მხურვალე საღმრთო მწუხარება, როგორიც ახალგაზრდა პლატონს ჰქონდა.

* ახლა კი ყველაზე წმინდა ცრემლი ვახსენოთ: რატომ ტიროდა უფალი გეთსიმანიის ბაღში? ამაზე წმინდა ამბროსი ოპტელი გვიპასუხებს: "უფალი გეთსიმანიის ბაღში იმიტომ ტიროდა, რომ იცოდა, მისი ჯვარზე ვნებით ბევრი არ ისარგებლებდა და მრავალნი თავიანთი ბოროტი ვნებით უარს იტყოდნენ ცხონებაზე".

* ერთხელ ღირსი დიოსკურე კელიაში იჯდა და ტიროდა. ეს რომ დაინახეს მისმა მოწაფეებმა, ჰკითხეს: "რატომ ტირი, ამბა?" "ჩემს ცოდვებს დავტირი", - უპასუხა დიოსკურემ. "შენ ხომ იცი, რომ ცოდვები აღარ გაქვს", - შეპასუხა მოწაფე. "ეჰ, ჩემო შვილო! - უპასუხა ბერმა, - მე უბედურს იმ ზომამდე რომ მიმეღწია, ჩემი ცოდვები დამენახა, სამი-ოთხი კაციც არ მეყოფოდა, რომ ისინი ღირსეულად გამომეტირაო!"

* სქემიღუმენმა ლუკა ბალაამელმა თქვა: "წმინდა მამები ამბობენ, თუ აქამდე ვერ მოგიპოვებია ცრემლნი, იცოდე, ჯერ კიდევ საიდუმლოდ ემსახურები სოფელს. სულიერი ნაყოფნი ცრემლთაგან მორწყვით იზრდება. როცა სრულყოფილებაში წარემატები და ცრემლთა დენის ნიჭს მოიპოვებ, მაშინ იცოდე, რომ გამოხვედი მიწიერი საპყრობილიდან და ახალი ცხოვრების გზაზე შედექი".

* მამა იერონიმე ეგინელი (+1966) ასწავლიდა სულიერ შვილებს: "ნუ შეწყვეტ ლოცვას, ვიდრე ერთ წვეთ ცრემლს არ ჩამოაგდებო". ერთ-ერთ მოძღვარს კი უთხრა: "ნურასოდეს შეასრულებ ლიტურგიას, ვიდრე ნახევარი საათი მაინც ცრემლებით არ ილოცებო". სხვას კი ურჩია: "გთხოვ დღეში ერთი წვეთი ცრემლი მაინც ჩამოაგდე. დაე დღე ნუ ჩაივლის შენთვის ცრემლთა ღვრის გარეშე". წმინდა გრიგოლ ნოსელი ბრძანებს: "ღრმა ამოოხვრა ადრე განშორებულ ღვთის მადლს აბრუნებს".

* ბერი ვლასი მოგვითხრობს ერთ მეუდაბნოეზე, რომელსაც თავისი განმარტოებული ცხოვრების დასაწყისში ცრემლთა დენის ნიჭი და ლოცვით შემუსვრილი გული ჰქონდა. მაგრამ ეტყობა, უყურადღებობის გამო დაკარგა. გავიდა ორი-სამი წელი და ცრემლი აღარ სდიოდა. ერთხელ, საღამოჟამს, რამდენიმე მლოცველი ეწვია. ორი მათგანი მრავალშვილიანი იყო. მათ მოწყალება მისცა, რაც კი შეეძლო, ვინაიდან სთხოვეს. კაცები წავიდნენ. იმავე საღამოს, როცა მეუდაბნოემ კეთილი საქმე მოიმოქმედა, რომელიღაც სასულიერო წიგნის კითხვისას, გული შეემუსრა და ატირდა. არ ახსოვს, ამდენი ცრემლი ოდესმე დაეღვაროს. მას გულშემუსვრილების ნიჭი დაუბრუნდა...

* წმინდა სვიმეონ ღვთისმეტყველი წერდა: "უცრემლოდ და მუდმივი შემუსვრილების გარეშე ვერავინ განწმენდილა, ვერავინ გამხდარა წმინდანი და ვერც სულიწმინდა მიუღია".

* ერთხელ მამა იოსებ მღვიმელის (ათონელის) თანამოსაგრეს, მამა არსენს, ტრაპეზარმა შესჩივლა, - საჭმელი დამეწვაო. მამა არსენმა უთხრა: "ეტყობა, ბოროტი გულისთქმით გონება განგეფანტა და იესოს ლოცვა შეწყვიტე". "განა ეს ერთმანეთთან არის დაკავშირებული?" - გაუკვირდა ტრაპეზარს. მამა არსენი ნათქვამის დასტურად მოჰყვა: "ჩვენი მოძღვარი (მამა იოსები, - კ.კ.) თვითონ გვიმზადებდა ხოლმე საჭმელს. ვხედავდი, მთელი ამ მზადების პერიოდში თვალზე ცრემლი არ შეშრობია. სად იყო ამ დროს მისი გონება? რომ იცოდე, როგორ გემრიელ საჭმელებს ამზადებდა! მას სხვადასხვა კალივიდანაც კი იწვევდნენ თავიანთი ტაძრის დღესასწაულზე საზეიმო ტრაპეზის მოსამზადებლად".

მამა იოსები ვერ იკავებდა ცრემლებს, როცა თავის სულიერი შვილების სულიერ წარმატებებს ხედავდა. დიდი უნარი ჰქონდა და იცოდა, თითოეულ მის მორჩილს რამხელა ტვირთის აწევა შეეძლო. ყოველთვის, როცა მისი მორჩილი რაიმე საქმეზე მიდიოდა, თვითონაც ინაწილებდა იმ ტვირთის სიმძიმეს, რომელსაც სხვებს ადებდა კისერზე. ხოლო როცა ძალაგამოცლილი მორჩილი დაბრუნდებოდა, ეუბნებოდა: "შეხედე, შვილო, იატაკს. რასაც ხედავ, წყალი არ არის. იმ წუთიდან, რაც წახვედი, ჩემს თვალებს არ შეუწყვეტიათ შენ გამო ცრემლთა დენა".

* მამა გრიგოლი ასწავლიდა ხოლმე ახალგაზრდა მორჩილ ქერუბიმს: "ბერის ცრემლი განმწმენდია სულისთვის, როცა ის ოფლს ერევაო". ამაში ქერუბიმს ყოველ ფეხის ნაბიჯზე არწმუნებდნენ ათონელი მამები. "როგორ ცხოვრობ, მამა ევგენი?" - ჰკითხა ერთ განდეგილს. "ვცდილობ, მთელი ღამე ღმერთთან საუბარში გავატარო. მაგრამ ჯერ არ მაქვს იმის მტკიცებულება, რომ ეს ლოცვები შეწირულ იქნა. მჯიღს ვირტყამ მკერდში, ვითარცა მეზვერე და ვითარცა უძღები შვილი და ვყვირი, "შევცოდე", რათა განმართლება და "პირველი სამოსელი" მივიღო", - უთხრა მას მამა ევგენიმ და ამ დროს თვალთაგან ცრემლის ნაკადული წამოუვიდა - "ეს იყო ცრემლნი წმინდანისა. ყველაფერი ეს მოწმობდა იმას, რომ იგი განწმენდილი ბერი იყო", - ბრძანებს არქიმანდრიტი ქერუბიმი.

* წმინდა ამბროსი ოპტელი ბრძანებს, - მართალია, რომ ვნებათაგან განწმენდამდე ცრემლები ჯერ მთლად წმინდა არ არის, არამედ ისინი, სიტყვისაებრ კიბისაღმწერლისა, განიწმინდებიან და მართალნი ხდებიან, თუ კაცი ტირილისა და ცრემლთა ღვრისას ფიქრობს ამ სოფლიდან გასვლაზე, საშინელ სამსჯავროსა და მისთვის გამოტანილ საბოლოო მსჯავრზე და ამით წმენდს მგლოვიარე სულს. ცრემლთა დენისას ყველანაირად უნდა ვეცადოთ, თავი დავაღწიოთ მედიდურობასა და თავმაღლობას, რომელთაგანაც ცრემლები ქვეწარმავლების საბინადრო ჭაობის წყლად იქცევა. მეორე, ცრემლთა დენისას, სიტყვისაებრ კიბისაღმწერლისა, ყველანაირად უნდა მოვერიდოთ, რომ ჩუმი სიხარულით არ მოვიხიბლოთ და მგელი მწყემსად არ მივიჩნიოთ. წმინდანი გაკვირვებული ამბობს, თუ როგორ მზაკვრობს ბოროტი მტერი, რომ გლოვას, სათანოებათა წყაროს, გადააქცევს ხოლმე ვნებათა წყაროდ. თუ კაცს ტირილი შეუძლია, კეთილგონივრული იქნება, იტიროს თავმდაბლობით, გულის შემუსვრილებით, თავის ცოდვათა მოგონებით, სიკვდილისა და ღვთის სამსჯავროს ხსოვნით.

* - არ შეიძლება კაცი მწარედ იყოს დამწუხრებული, - ბრძანებს მამა პაისი ათონელი, - ვინაიდან თუ თავის მწუხარებას ქრისტესთან მიიტანს, მაშინ ის ტკბილ ნექტრად გადაიქცევა. თუ ვინმე მწუხარეა, ეს ნიშნავს, კაცი თავისი ნაღველით ქრისტესთან არ მიდის. იცით, როგორ ვჯავრობ, როცა ვხედავ, რომ მონაზონი ისეთი სახით დადის, თითქოს სავაჭრო ფარდულის პატრონი იყოს, რომელმაც იზარალა? სხვა არის უფლისმიერი მწუხარება, სიხარულის მომცემი მწუხარება. ამ დროს კაცი ხარობს. მისი მდუმარება, მისი განკრძალულობა გულში თაფლს უღვრის. როცა ასეთ კაცს ვხედავ, მისი ფეხების დაკოცნა მინდება.

- მამაო, როგორ მიხვდება კაცი, რომ მისი მწუხარება ჭეშმარიტად უფლისმიერია?

- ვთქვათ, ადამიანმა შესცოდა და განიცდის. თუ იმას ჯავრობს, რომ ცოდვით ქრისტე დაამწუხრა, მაშინ გულში საამო მწუხარებას გრძნობს, რადგან ღმერთი გულში სიტკბოებასა და საღმრთო ნუგეშისცემას უღვრის. ასეთია უფლისმიერი მწუხარება. ხოლო თუ კაცი მუდმივად დამწუხრებულია, შიშსა და სასოწარკვეთას გრძნობს, მაშინ უნდა იცოდეს, რომ ეს მწუხარება ღვთისგან არაა. ღვთისმიერი მწუხარება - სულიერი სიხარულია, რომელსაც გულში ნუგეშისცემა მოაქვს. მწუხარებას კი, რომელიც ღვთისგან არაა, აუცილებლად მოაქვს კაცისთვის შიში და უსაშველობის გრძნობა.

* ერთი მამა, რომელიც 60 წელი სენაკში განმარტოებით ცხოვრობდა, განუწყვეტლივ ტიროდა და ამბობდა: "ეს დრო ღმერთმა სინანულისთვის მოგვცა და მხოლოდ მას ვეძიებდეთო".

* წმინდა მოციქულ პეტრეს მოწაფე წმინდა კლიმენტი ამბობდა, რომ მთელი სიცოცხლე, ყოველ ღამე, როცა მამლის ყივილი ესმოდა, წმინდა პეტრე საწოლიდან დგებოდა, დაემხობოდა მიწაზე და ცრემლს ანთხევდა. ისტორიკოსი ამ ცნობას უმატებს იმასაც, რომ ტირილით წმინდა პეტრეს თვალები შეშუპებული და ჩასისხლიანებული ჰქონდა.

* წმინდა ეფრემ ასური არაფერზე იმდენს არ წერდა, რამდენსაც გულის შემუსვრილებაზე, რადგან თვითონ იყო ამგვარი გრძნობით განმსჭვალული. წმინდა გრიგოლ ნოსელი მასზე ამბობდა: "განუწყვეტელი ცრემლთა დენა ეფრემისთვის იგივე იყო, რაც სხვებისთვის სუნთქვა". ვინ არ იცის მისი გულიდან აღვლენილი ლოცვა - "ჰე, უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო"? მაგრამ მისი გულის შემუსვრილება არ იყო სასოწარკვეთილებისა. მისი ცრემლები იღვრებოდა ღვთის იმედითა და სიყვარულით სავსე გულიდან. ისევ წმინდა გრიგოლს დავესესხებით: "ეფრემის სახე ყვაოდა და ბრწყინავდა სიხარულით, მაშინ როცა ცრემლთა ნაკადული მოედინებოდა მისი თვალებიდან".

* "ადამიანები სამი განსხვავებული სახის ცრემლებს აფრქვევენ. არსებობს ცრემლი ხილულ საგნებზე დაღვრილი - რომელიც ძალზე მწარეა და ამაო. არის ცრემლი სინანულისა, როცა სული საუკუნო სიკეთეებს მოისურვებს - იგი ტკბილია და სასარგებლო და არის ცრემლიც სინანულისა, იქ სადაც ტირილია და ღრჭენა კბილთა (შეად. მათე 8,12) - ეს ცრემლები მწარეა, უსარგებლო, და რადგან ამ დროს აღარ არის ჟამი სინანულისა, იგი სრულიად უნაყოფოა", - ბრძანებს წმინდა ეფრემ ასური.

* ერთმა ძმამ ჰკითხა ერთ ბერს: "რატომ სურს ცრემლნი ჩემს სულს, როცა მგლოვიარე მამებზე მონათხრობს ვისმენ და რატომ არ მომდის ის, რაც ასე მიმუსრავს სულს?" მამამ უთხრა: "ძენი ისრაელისანი ორმოცი წლის შემდეგ შევიდნენ აღთქმულ მიწაზე. ცრემლნი სახეა აღთქმული მიწისა. თუ მას მისწვდები, ომების არ შეგეშინდება. ღმერთს შენი სულის შემუსვრა უნდა, რათა მუდმივად ამ მიწისკენ ისწრაფოდე".

* ამბა ორესა და ამბა დოროთეზე ჰყვებოდნენ: ერთხელ კელიის სახურავზე თიხას შლიდნენ, მერე ერთმანეთს უთხრეს: - რას ვიზამთ, ახლა უფალმა რომ მოგვინახულოსო? ატირდნენ, დაუტევეს თიხა და თავ-თავის კელიაში განმარტოვდნენ.

* ამბა პიმენს უთქვამს: "ტირილი არის გზა, რომლის შედგომასაც გვასწავლიან წმინდა წერილი და ჩვენი მამები, რომლებიც ამბობდნენ: იტირეთ - არ არსებობს ამის გარდა სხვა გზა".

* "უფლის მიერ მწუხარებისაგან ჯერ სიმდაბლე იბადება, რომლიდანაც წარმოიშობა სიხარული და მხიარულება გამოუთქმელი. სიმდაბლის გვერდით კი ცხონების იმედი იზრდება", - ბრძანებს წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი.

* "უფლისმიერი მწუხარება კაცს სასოწარკვეთილებაში არ აგდებს, - ბრძანებს ღირსი ესაია განდეგილი, - პირიქით, ანუგეშებს და ეუბნება: "ნუ გეშინია, კვლავ მიისწრაფე ღვთისკენ. ის სახიერი და მოწყალეა. მან იცის, რომ ადამიანი უძლურია და ეხმარება მას".

* წმინდა ტიხონ ზადონელი ბრძანებს: "ვხედავთ ამ სოფელში მოტირალ ადამიანებს: ტირილით იბადებიან, ტირილში ცხოვრობენ და ტირილითვე იხოცებიან. ტიროდნენ, რამეთუ ჭირ-ვარამით ცხოვრობენ ადგილსა გლოვისასა. მრავალი რამის გამო ტირიან კაცნი და ყველას თავისი გლოვის მიზეზი აქვს. იტირე შენც, ქრისტიანო! რამეთუ ცხოვრობ ამქვეყნიური ჭირ-ვარამით და მრავალი მიზეზი გაქვს, რომელთა გამოც უნდა ტიროდე. იტირე, ვიდრე გასულა ეს დრო, როცა შენი ცრემლები ჯერ კიდევ სასარგებლოა: იტირე ახლა, რომ მერე საუკუნოდ არ იტირო. იტირე, რათა ინუგეშო, "ნეტარ არიან მგლოვარენი, რამეთუ ისინი ნუგეშისცემულ იქმნენ" (მათე 5,4).

ტირიან ადამიანები იმის გამო, რომ უბედურები არიან. იტირე შენც, ქრისტიანო, რომ ცოდვილი ხარ, რომ შესცოდე უფლის წინაშე, რამეთუ დიდი უბედურებაა ცოდვა. ტირიან ადამიანები იმიტომ, რომ არ აქვთ ხორციელი ჯანმრთელობა, იტირე შენც, რომ სულიერად ჯანმრთელი არ ხარ. ტირიან ადამიანები იმის გამო, რომ უძლურნი და სნეულნი არიან, იტირე შენც, რომ სული შენი უძლურია, სნეულია და იტანჯება, რამეთუ მძიმე სნეულებაა სიამაყე, შური, არაწმიდება, დიდებისმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა... "განმკურნე მე, უფალო, და განვიკურნები" (იერემია 17,14), რამეთუ შენ ხარ ღმერთი მაცხოვარი ჩემი".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat