მამა გაბრიელი განსაკუთრებით შეეწევა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს
მამა გაბრიელი განსაკუთრებით შეეწევა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს
ერთი მანდილოსანი დედა პარასკევას უყვებოდა: საზღვარგარეთ ყოფნის დროს დაიკარგა ჩემი შვილის პასპორტი და თვითმფრინავის ბილეთი , მოგეხსენებათ, რა ძნელია უცხოეთში დოკუმენტების დაკარგვა, თხოვნის შემდეგ მამა გაბრიელმა 5 წუთში გვაპოვნინა ეს დოკუმენტები, პასპორტიც და ბილეთიც ისე გაჩნდა ჩვენ წინ, ვინმე რომ ხელში ჩაგიდებსო.

საბერძნეთში მცხოვრებმა ქალბატონმა კი ასეთი რამ მოგვიყვა: ერთ საღამოს ხერხემალი ისე ამტკივდა, მოძრაობა აღარ შემეძლო, ლოგინში ჩავწექი და ვფიქრობდი, აღარ წამოვდგები, მირჩევნია ასე მოვკვდე-მეთქი. როგორც კი ჩავთვლიმე, მამა გაბრიელი ვიხილე ხელში კვერთხით. კვერთხი მიწას დაჰკრა და მიწიდან უზარმაზარი მონასტერი აღმოცენდა. მოძღვარს დავედევნე, ფეხებში ჩავუვარდი და ვუთხარი: _ რახან ამოდენა მონასტრის აშენება შეგიძლიათ, ჩემს განკურნებასაც შეძლებთ-მეთქი. მამა გაბრიელმა ორჯერ შემომკრა კვერთხი ხერხემლის დაზიანებულ ადგილას, სიზმარშივე საოცარი შვება ვიგრძენი. მითხრა, _ უკვე გამოჯანმრთელებული ხარო. მეორე დღეს საწოლიდან წამოვფრინდი, თითქოს მეორედ დავიბადე. მას შემდეგ საერთოდ დამავიწყდა, რა არის ტკივილი.

ერთ უჩვეულო ამბავსაც გიამბობთ. ეს საფრანგეთში მოხდა. ქართველი დედა მხურვალედ ევედრებოდა თურმე უფალს, გაეცნო ისეთი მოძღვარი, რომელიც შვილის მოსახელე იქნებოდა და შემწეობას აღმოუჩენდა მის ოჯახს. ერთხელაც სიზმარში იხილა ბერი, რომელიც ასე გაეცნო: "მე, მცხეთელი გაბრიელი, მზად ვარ დაგეხმაროთ. როცა ტაძარში თქვენს მეგობარს შეხვდებით, უთხარით მას, დაჭრას ჩემი კაბა და იმ კაბის ნაწილები შეახვედროს მათ, ვისაც ჩემი დახმარება უნდაო". ის ქალბატონი მხატვარია და სანამ შაბათ-კვირას ქართველთა სათვისტომოს ეკლესიაში წავიდოდა, მეორე დღესვე გაუკეთებია წინა ღამით სიზმრად გამოცხადებული ბერის გრაფიკული პორტრეტი. ეკლესიაში იგი შეხვდა მეგობარს, რომელმაც მამა გაბრიელზე გამოცემული წიგნი აჩვენა და ურჩია - წაიკითხე ეს წიგნი და მამა გაბრიელი შენს შვილს უმფარველებსო. როდესაც ქალბატონმა წიგნი გადაშალა და მამა გაბრიელის ფოტოსურათი იხილა, გაოცდა, ფოტოსურათზე გამოსახული ბერი ზუსტად ის იყო, ვინც მან სიზმარში ნახა და ვისი პორტრეტიც დახატა, ხოლო ქალბატონი, რომელსაც მამა გაბრეილის სამონაზვნო შესამოსელი უნდა დაეჭირა და გაჭირვებულთათვის დაერიგებინა, ის აღმოჩნდა, ვინც მხატვარს მამა გაბრიელის წიგნის წაკითხვა ურჩია, სწორედ მას შეუკერავს მამა გაბრიელსითვის სამონაზვნო კაბა და ამის შემდეგ გადასულა საფრანგეთში საცხოვრებლად.
ბეჭდვაელფოსტა
03.03. 2016
megi
Shegvewie chemo wmida mama Gabriel!!!...
09.01. 2016
zaza
amin!
09.01. 2016
gvparavdes misi madli ,amin
gvparavdes misi madli yvela samshoblos mowyvetil kartvelebs,amin
08.01. 2016
ნინო
შეგვეწიოს მამა გაბრიელის მადლი ყველა ემიგრანტს და სრულიად საქართველოს.
04.11. 2015
mzia
gvfaravdes misi madli kvela emigrants chven ak mxolod gmertis da locvis imedad vart,
სხვა სიახლეები
21.11.2019
მონაზონი მარიამი იხსენებს:

„მე მაშინ 27 წლის ვიქნებოდი, მამა გაბრიელი კი 27-30 წლისა, დავდიოდით დანგრეულ ეკლესიებში,
02.09.2019
ბერი იოსები გვარიგებდა: "ძილის შემდეგ, თვალის გახელისთანავე დაიწყე იესოს ლოცვა. არ მისცე გონებას ფუსფუსის უფლება,
02.08.2019
არქიმანდრიტი ფოკას (მარკოზია) მოგონებებიდან

ფოკის მონასტერში მოღვაწეობის
23.06.2019
მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რამე შეცდომა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში
28.05.2019
ბოლო დროს გარეჯის მრავალმთის უდაბნოსთან დაკავშირებით, განვითარებული მოვლენების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის
15.05.2019
წმინდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი, ეკლესიის უდიდესი მამა
25.03.2019
ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძრის დეკანოზი ნიკოლოზ ბითაძე:
22.03.2019
მიტროპოლიტი დავითი, ერისკაცობაში გივი, გრიგოლი ივანეს ძე (ჭკადუა) დაიბადა 1926 წლის 22 მარტს, ქ. თბილისში. პროფესიით ექიმი გახლდათ.
30.11.2018
1 დეკემბერი მამა ვიტალის (სიდორენკო) გარდაცვალების დღეა
არქიმანდრიტი ანდრია (ტარიადისი) იხსენებს:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის ურჯულო იმპერატორ მაქსიმიანეს ზეობისას ალექსანდრიაში ცხოვრობდა ერთი ქალწული, სახელად ეკატერინე. წარმოშობით ბერძენი გახლდათ, სამეფო გვარის ჩამომავალი.