ერთი მანდილოსანი დედა პარასკევას უყვებოდა: საზღვარგარეთ ყოფნის დროს დაიკარგა ჩემი შვილის პასპორტი და თვითმფრინავის ბილეთი
, მოგეხსენებათ, რა ძნელია უცხოეთში დოკუმენტების დაკარგვა, თხოვნის შემდეგ მამა გაბრიელმა 5 წუთში გვაპოვნინა ეს დოკუმენტები, პასპორტიც და ბილეთიც ისე გაჩნდა ჩვენ წინ, ვინმე რომ ხელში ჩაგიდებსო.
საბერძნეთში მცხოვრებმა ქალბატონმა კი ასეთი რამ მოგვიყვა: ერთ საღამოს ხერხემალი ისე ამტკივდა, მოძრაობა აღარ შემეძლო, ლოგინში ჩავწექი და ვფიქრობდი, აღარ წამოვდგები, მირჩევნია ასე მოვკვდე-მეთქი. როგორც კი ჩავთვლიმე, მამა გაბრიელი ვიხილე ხელში კვერთხით. კვერთხი მიწას დაჰკრა და მიწიდან უზარმაზარი მონასტერი აღმოცენდა. მოძღვარს დავედევნე, ფეხებში ჩავუვარდი და ვუთხარი: _ რახან ამოდენა მონასტრის აშენება შეგიძლიათ, ჩემს განკურნებასაც შეძლებთ-მეთქი. მამა გაბრიელმა ორჯერ შემომკრა კვერთხი ხერხემლის დაზიანებულ ადგილას, სიზმარშივე საოცარი შვება ვიგრძენი. მითხრა, _ უკვე გამოჯანმრთელებული ხარო. მეორე დღეს საწოლიდან წამოვფრინდი, თითქოს მეორედ დავიბადე. მას შემდეგ საერთოდ დამავიწყდა, რა არის ტკივილი.
ერთ უჩვეულო ამბავსაც გიამბობთ. ეს საფრანგეთში მოხდა. ქართველი დედა მხურვალედ ევედრებოდა თურმე უფალს, გაეცნო ისეთი მოძღვარი, რომელიც შვილის მოსახელე იქნებოდა და შემწეობას აღმოუჩენდა მის ოჯახს. ერთხელაც სიზმარში იხილა ბერი, რომელიც ასე გაეცნო: "მე, მცხეთელი გაბრიელი, მზად ვარ დაგეხმაროთ. როცა ტაძარში თქვენს მეგობარს შეხვდებით, უთხარით მას, დაჭრას ჩემი კაბა და იმ კაბის ნაწილები შეახვედროს მათ, ვისაც ჩემი დახმარება უნდაო". ის ქალბატონი მხატვარია და სანამ შაბათ-კვირას ქართველთა სათვისტომოს ეკლესიაში წავიდოდა, მეორე დღესვე გაუკეთებია წინა ღამით სიზმრად გამოცხადებული ბერის გრაფიკული პორტრეტი. ეკლესიაში იგი შეხვდა მეგობარს, რომელმაც მამა გაბრიელზე გამოცემული წიგნი აჩვენა და ურჩია - წაიკითხე ეს წიგნი და მამა გაბრიელი შენს შვილს უმფარველებსო. როდესაც ქალბატონმა წიგნი გადაშალა და მამა გაბრიელის ფოტოსურათი იხილა, გაოცდა, ფოტოსურათზე გამოსახული ბერი ზუსტად ის იყო, ვინც მან სიზმარში ნახა და ვისი პორტრეტიც დახატა, ხოლო ქალბატონი, რომელსაც მამა გაბრეილის სამონაზვნო შესამოსელი უნდა დაეჭირა და გაჭირვებულთათვის დაერიგებინა, ის აღმოჩნდა, ვინც მხატვარს მამა გაბრიელის წიგნის წაკითხვა ურჩია, სწორედ მას შეუკერავს მამა გაბრიელსითვის სამონაზვნო კაბა და ამის შემდეგ გადასულა საფრანგეთში საცხოვრებლად.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი