შეწყვიტეთ, დალოცვილო ჩიტებო, ხომ ხედავთ, რომ ადამიანებს ვესაუბრები! როცა ლაპარაკს მოვრჩები, თქვენ მაშინ დაიწყეთ
შეწყვიტეთ, დალოცვილო ჩიტებო, ხომ ხედავთ, რომ ადამიანებს ვესაუბრები! როცა ლაპარაკს მოვრჩები, თქვენ მაშინ დაიწყეთ

თევზი. ბრმის კვირიაკის კვირადღე იდგა. მამა პაისი თავს უძლურად გრძნობდა. გაიფიქრა, ახლა თევზი თუ არ შევჭამე, ჩემი საქმე ცუდად იქნებაო.
იმ დროს მას კუჭი აწუხებდა, ამიტომაც თევზი სამკურნალოდ უნდოდა და არა გემოთმოყვარეობისთვის. უცებ მეზობელ კელიაში რაღაც საქმეზე წასვლა მოუხდა. უკან რომ ბრუნდებოდა, თავზე უზარმაზარმა ფრინველმა გადაუფრინა. ისე დაბლა მოფრინავდა, თავი რომ არ დაეხარა, ალბათ დაეჯახებოდა. ბერს შეეშინდა, ეშმაკის ოინი ხომ არ არისო და სასწრაფოდ თავის კელიაში შევიდა. მალევე კელიიდან გამოსვლამ მოუწია. იმ ადგილას, სადაც წეღან კინაღამ ფრინველი დაეჯახა, მიწაზე უზარმაზარი ცოცხალი თევზი ფართხალებდა. ბერმა ჯვარი გამოისახა, განა ამისთანა ცხადი სასწაულის მერე მას თევზის ჭამა მოუნდებოდა? ღვთის ეს სასწაული რომ მუდამ ხსომებოდა, მამა პაისიმ ეს ამბავი თავისი ხის საწოლის ზურგზე ამოკვეთა: "უზარმაზარ არწივს ბრჭყალებით თევზი უპყრია".

ათენის გზები და ავტომობილები. 1977 წელს მთაწმინდაზე კამათი გაჩაღდა - უნდა ესარგებლათ თუ არა ავტომანქანებით. ერთნი ამბობდნენ, უფრო მეტად გამოვიყენოთ ავტომობილები, ლოცვისთვის მეტი დრო რომ დაგვრჩესო. სხვები კი ფიქრობდნენ: იმისთვის, რომ არც მყუდროება დაირღვეს და არც ათონის ბუნებრივი სახე შეირყვნეს, აუცილებელია, ახალი გზების დაგება შეწყდეს და ავტომობილები ათონს მოშორდნენო. მამა პაისიც ამ აზრის იყო: "თუ ამგვარი სახის კეთილმოწყობილი ცხოვრება უნდათ, ერში არსებულ მონასტერში გადავიდნენ, ათონს ნუ დაანგრევენ. ისინი ერში თუ ქალწულებას დაკარგავენ, ეს უფრო ნაკლები ბოროტება იქნება, ვიდრე ათონის მთაზე რომ დარჩნენ და ამ წმინდა ადგილის ქალწულება დაარღვიონ. თვით ათონის მთის ქედზეც კი აპირებენ გზის გაყვანას. მერე უამრავი ტურისტი დაიწყებს მანქანით ათონის მთაზე ხეტიალს. ზოგიერთი იქამდეც კი მივა, ჩაციებულ სასმელს დაუწყებს გაყიდვას და ათონის მთა, რომელიც მამებმა თავიანთი ღვაწლით გაწმინდეს, საგიჟედ გადაიქცევა... მაგრამ ღვთისმშობელი არ დაუშვებს, რომ მისი ბაღი განადგურდეს..." ამ მდგომარეობით შეწუხებული მონასტრების წინამძღვრები მიდიოდნენ მამა პაისისთან. შეადგინეს საერთო მიმართვა, რომლის საფუძველზე წმინდა კინოტმა მონასტრებს ნება დართო, მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე გამოეყენებინათ მანქანები, მაგრამ ამან უარესი შედეგები გამოიღო. მამა პაისის ყურს აღარც უგდებდნენ. "ამ ყველაფერში დამნაშავეები პასუხს ღმერთს გასცემენ. ახლა კი ისიც საკმარისია, რომ მათ არ დაეთანხმო და ამ საქმეში მონაწილეობა არ მიიღო".

ერთ ზამთარს მამა პაისი ერიდან ათონზე დაბრუნდა. ხვავიანად მოთოვა. ხომალდიდან ჩამოსული მგზავრები ერთ-ერთი მონასტრის მანქანაში ჩასხდნენ. მამა პაისის ეხვეწნენ, დიდი ზურგჩანთა გაქვს წასაღები, დაღლილი ხარ, გაციებული, ჩაჯექი, მანქანით წამოდიო. მაგრამ მან უარი უთხრა და ფეხით გაუდგა გზას. შეუწყვეტლად თოვდა. გვიან საღამოს მიაღწია კარიესს დაღლილ-დაქანცულმა, ღამე გაათია და მეორე დღესღა მივიდა თავის კელიაში. მამა პაისის ერჩია, ძნელი გზა ფეხით გაევლო, ვიდრე საქმით დაერღვია ის, რასაც სიტყვით ამტკიცებდა. პოზიცია სიცოცხლის ბოლომდე არ შეუცვლია და ამხილებდა ათონის მთაზე საავტომობილო გზების მომწყობებს.

წმინდა ისააკი. ერთხელ მამა პაისი სტავრონიკიტას მონასტრის სიახლოვეს ქვის შვერილზე იჯდა და მომლოცველებს ესაუბრებოდა. ერთმა საღვთისმეტყველო ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა მტკიცება დაიწყო, წმინდა ისააკ ასური მართლმადიდებელი და წმინდანი კი არა, ნესტორიანელი იყოო - იმეორებდა დასავლურ შეხედულებას ამ საკითხზე. მამა პაისიმ სცადა მისი დარწმუნება, რომ წმინდა ისააკის ასკეტური სიტყვა (სწავლება) აღსავსე იყო მადლითა და ძალით, მაგრამ მისი ძალისხმევა ამაო გამოდგა. მამა პაისი დამწუხრებული წავიდა თავის კელიაში და ლოცვა დაიწყო. უკან რომ ბრუნდებოდა, მონასტერს გამოსცდა თუ არა, ხილვა ჰქონდა - თავის წინ მიმავალ ღირს მამათა დასი იხილა. ერთი ღირსი მამა გაჩერდა მამა პაისის წინ და უთხრა: "მე გახლავარ ისააკ ასური და ძალზე მართლმადიდებელი ვარ. დიახ, იმ ოლქში, სადაც ეპისკოპოსი ვიყავი, ნესტორიანელთა ერესი იყო გავრცელებული, მაგრამ მე მას ვებრძოდიო". ამ ხილვამ ცხადად აუწყა ბერს ამბა ისააკის მართლმადიდებლობა და სიწმინდე. წმინდა ისააკის წიგნი მამა პაისის სასთუმალთან ედო. წაიკითხავდა ერთ ფრაზას ამ წიგნიდან და მთელი დღე იმეორებდა. ამ წიგნის სულიერ ღირსებას დიდად აფასებდა და ერისკაცებსაც ურჩევდა, წაეკითხათ ცოტ-ცოტა, რომ აეთვისებინათ წაკითხული. ამბა ისააკის სიყვარულის გამო მამა პაისიმ ერთ-ერთ ბერს ისააკი უწოდა, როცა ის დიდი სქემით შემოსა. ღირსი ისააკის ხსენებას იგი 28 სექტემბერს დღესასწაულობდა. მანვე დაადგინა, რომ ამ დღეს გარშემო მცხოვრებ მამებს ღამისთევით ელოცათ.

ეშმაკთა სიმრავლე. მამა პაისი ჰყვებოდა: "კელიაში უცებ ზანზალაკის ხმა მომესმა. ფანჯრიდან გავიხედე. საშინელი რამ დავინახე: შავი მაგიის მქადაგებელი გურუ ჩემი კელიის კართან იდგა, თან ახლდა ეშმაკთა ხროვა. რა საშინელებაა! ადამიანი ხომ ღვთის ხატია. მესმის, რომ კაცს ერთი ეშმაკი დაჰყვებოდეს, ამას კი ეშმაკთა ლეგიონი ახლავს! კარები არ გავუღე. რისთვის გამეღო - მასთან ტყუილად დრო რომ დამეკარგა?"

როცა რამდენიმე დღის შემდეგ მამა პაისი სტავრონიკიტას მონასტერში მივიდა, მამებმა უამბეს ერთ უცნაურ სტუმარზე, რომელიც მონასტერში წინა დღეებში ყოფილა.

უჩვეულო დამცველი. ერთხელ მამა პაისისთან ერიდან რამდენიმე მღვდელი, სულიერი მოძღვარი მოვიდა. ისინი სოფელში აღსარებებს იღებდნენ (ბერძნულ ეკლესიაში აღსარების მიღების უფლება აქვს მხოლოდ იმ მღვდელს, ვისაც ეპისკოპოსი ამის ნებას დართავს) და ამიტომაც მამა პაისის ეკითხებოდნენ, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს აღმსარებელთა მიმართო. სურდათ, განუსჯელად მიეღოთ წმინდა კანონების აკრიფია და სიმკაცრე. ბერმა უპასუხა, რომ ადამიანებს შემწყნარებლურად და სიყვარულით უნდა მოვექცეთ. მოძღვრები ისევ თავისას გაიძახოდნენ. მაშინ მამა პაისიმ უთხრა, სიყვარული უნდა მოვფინოთ არა მარტო ადამიანებს, არამედ გველებსაც კიო.

როცა მამა პაისი ამ სიტყვებს ამბობდა, მასთან მიცურდა დიდი გველი და ისარივით აღიმართა, თითქოს ამგვარად მამა პაისის სიტყვების სისწორე დაამოწმაო. ამ შემთხვევამ თანამოსაუბრენი დაარწმუნა მისი სიტყვის სიმართლეში, რომელსაც უჩვეულო დამცველი გამოუჩნდა.

ეჭვი. მღვდელმონაზონი ქრისტოდულო ჰყვებოდა: "გაგვეგონა, რომ მამა პაისი ესაუბრებოდა ფრინველებსა და ცხოველებს, ხელში აჰყავდა გველები. ეს ყველაფერი ერისკაცული ჭორები მეგონა, რათა ბერს სახელი გავარდნოდა. 1971 წელს დავამთავრე ათონიადა (ათონის მთაზე ყმაწვილებისთვის არსებული სასულიერო სასწავლებელი) და ჩემს სულიერ ძმასთან ერთად მამა პაისი მოვინახულე. მან თბილად მიგვიღო, ზეთისხილის ხის ქვეშ მოწყობილ არქონდარიკში დაგვსვა და გაგვიმასპინძლდა. ამავე დროს სულიერ საკითხებზე გვესაუბრებოდა. იმ ადგილას, სადაც ბერის კელია იდგა, უამრავი ფრინველი მოგროვილიყო, ფრთებს აფათქუნებდნენ, ჭიკჭიკებდნენ, გალობდნენ, საუბარში ხელს გვიშლიდნენ. მამა პაისიმ მათ უთხრა: "შეწყვიტეთ (არ უთქვამს, "გაჩუმდითო"), დალოცვილო ჩიტებო, ხომ ხედავთ, რომ ადამიანებს ვესაუბრები! როცა ლაპარაკს მოვრჩები, თქვენ მაშინ დაიწყეთო". იმავე წამს ჩიტებმა შეწყვიტეს ხმაური და ჩუმად ისხდნენ.

ამ შემთხვევამ ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ საუბრის გაგრძელების თავი აღარ მქონდა. ეს ამბავი იყო საიდუმლო პასუხი პირადად ჩემთვის იმ ეჭვზე, მამა პაისის მიმართ რომ მქონდა. დაე, შემინდოს მან, რომ მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ ვყვები ამას".

მფარველი ანგელოზი. მამა პაისი იგონებდა: "წმინდა ისიდორე პელუსიოტის ხსენების დღე იდგა. მრავალთაგან გაღიზიანებულსა და დამწუხრებულს საშინლად მტკიოდა თავი. მაღალი წნევის გამო თვალი მიტოკავდა, საშიში იყო, ინსულტი არ დამმართოდა. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს შიგნიდან ვიღაც ჩაქუჩს მირტყამდა და გარეთ გამოსვლას ლამობდა. დაახლოებით საღამოს ცხრა საათზე ლოგინზე წამოვწექი და უეცრად ვიხილე მშვენიერი ანგელოზი, რომელიც თითქოს ჩემგან გამოვიდა, თორმეტი წლის ბავშვის სახით. ქერა, ფაფუკი თმა მხრებზე ეცემოდა. მან გამიღიმა და ხელი ნაზად შემახო თვალებზე. ტკივილი მაშინვე დამიცხრა და გამიქრა. ისეთ სიტკბოებას ვგრძნობდი, რომ ვისურვებდი, ტკივილი დამბრუნებოდა, ოღონდ ჩემი მფარველი ანგელოზი კიდევ ერთხელ მენახა".

უჩვეულო დღესასწაული. კვიპროსის ქალაქ ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე ჰყვებოდა: "1977 წლის სექტემბერში, ჯვართამაღლების წინა დღეს, მამა პაისისთან მივედი. "მადლობა ღმერთს, რომ მოხვედი, დიაკონო, - გახარებულმა მითხრა მამა პაისიმ, - ხვალ ტაძრის დღესასწაული მაქვს, მგალობლებიც მოვლენ სადილად, გემრიელი თევზი შევუკვეთე. დიაკონიღა გვაკლდა. ახლა სრული წესით ჩატარდება დღესასწაული". მერე კი დაუმატა: "დღეს საღამოს აქ დარჩებიო". ვიცოდი, მამა პაისი თავისთან არავის ტოვებდა და ახლა სიხარულით კინაღამ ტაში შემოვკარი. შემიყვანა პატარა საყდარში და მთხოვა, წმინდა ტრაპეზი მომეწესრიგებინა. მტვერი ავიღე, იატაკი მოვწმინდე, გული სიხარულით მიფრთხიალებდა. მერე სადილად დავსხედით. მან ჩაი მოამზადა, სუფრაზე ორცხობილა და თავისი ბაღის მწვანილი მოიტანა. განმაცვიფრა იმან, თუ როგორ კითხულობდა "მამაო ჩვენოს". ხელები ზე ასწია. ისეთი სიყვარულით და კეთილმოკრძალებით ამბობდა, მართლაც გრძნობდი, რომ უფალს ესაუბრებოდა. მცირე მწუხრის მერე სკვნილზე ვილოცეთ. მამა პაისიმ ამიხსნა, სკვნილზე როგორ უნდა ჩამომელოცა შუაღამიანის ლოცვა. "თუ ხმაურს გაიგებ, არ შეგეშინდეს, - მითხრა ბერმა, - კელიის ახლოს გარეული თხები, ტურები და სხვა მხეცები დადიან". პატარა არქონდარიკში დამაბინავა, მითხრა, შუაღამისას დაგიბარებ და ეკლესიაში ზიარებისწინა ლოცვები წავიკითხოთო... დაახლოებით ღამის პირველ საათზე ეკლესიაში შევედით, ხელში სანთელი მომცა და ზიარებისწინა კანონის ლოცვა დავიწყეთ. როცა ღვთისმშობლის ტროპარის წაკითხვის დრო დადგა, მახსოვს, ძლივს მოვასწარი მისი წაკითხვა და რაღაც ვიგრძენი... არ ვიცი, ამის აღწერა არ შემიძლია. შევჩერდი. ღვთისმშობლის ხატის წინ კანდელი ქანაობდა ხატის ერთი კუთხიდან მეორემდე. ტაძარი სინათლით აივსო. ზიარებისწინა კანონს უსანთლოდ ვკითხულობდი, ერთ მომენტში ვიფიქრე კიდეც, სანთელი ხომ არ ჩამექრო. უეცრად მამა პაისი გულზე ხელებდაკრეფილი იატაკზე დაეცა. ნიშანი მომცა, რომ არაფერს შევკითხებოდი. ბერისგან ისეთი სიყვარული და კეთილმოკრძალება იფრქვეოდა, თავი სამოთხეში მეგონა. ამ მდგომარეობაში დავყავით ნახევარი თუ ერთი საათი, დროს ვეღარ ვსაზღვრავდი. ჩემდა უნებურად ზიარების კანონის კითხვა განვაგრძე. როცა იმ ადგილას მივედი, სადაც ნათქვამია, "ბაგისაგან ბილწისა", ეს უჩვეულო ნათელი გაქრა. კანდელმაც ქანაობა შეწყვიტა. ლოცვის მერე გარეთ გამოვედით და ჩამოვჯექით. ვკითხე, "მამაო, რა მოხდა?" "რა უნდა მომხდარიყო?" "კანდელი ასე დიდხანს რად ირხეოდა?" "შენ რა დაინახე?" "ვხედავდი, რომ ღვთისმშობლის ხატის წინ კანდელი დიდხანს ქანაობდა". "მარტო ეს დაინახე?" "კიდევ - ნათელი". მამა პაისიმ სიტყვა ბანზე ამიგდო, არ მიპასუხა. კიდევ ერთხელ ჩავეკითხე. "განა არ გაგიგონია, რაც წიგნებშიც დაუწერიათ: ღვთისმშობელი სტუმრობს ბერებს, ნახულობს, რას აკეთებენ ისინი. ჩვენთანაც შემოვიდა და დაგვხედა ჭკუიდან გადასულ ორ ბერს. მოისურვა, ვენუგეშებინეთ, თავისი კანდელი შეარხია და ასე მოგვესალმა", - მითხრა ბერმა. დილით მღვდელი მოვიდა და ლიტურგია აღვავლინეთ. ეს გახლდათ დაუვიწყარი მსახურება ჩემს ცხოვრებაში.

ღმერთი ვალდებულია, დაეხმაროს ადამიანს. კრიტელი ელეფთერი ჰყვებოდა: - მრავალი მოვალეობით დამძიმებული, სულიერი ნუგეშისთვის ათონზე წავედი. ავდრიანი დღე იყო. მამა პაისის კელიამდე მივაღწიე. გელოდიო, - მითხრა ბერმა. რა თქმა უნდა, არ გამიფრთხილებია. "დიდება შენდა, ღმერთო!" - სამჯერ გაიმეორა და ყავადანში მცენარეები ჩაყარა მოსადუღებლად. ამის გარდა ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ჩაი მოადუღა და დამისხა. თანაგრძნობით შემომხედა, გამიღიმა. "რაო, რას განიცდი? ღმერთი დაგეხმარება". ამან უფრო გამანერვიულა. ახლოს ვიყავი მამა პაისისთან და თამამად წამოვიძახე: "გეყოფა, რა, მამაო! ღმერთი ერთხელ დაგეხმარება, მეორედაც... მაგრამ მოვალე ხომ არ არის, მუდმივად გეხმარებოდეს?" მაშინ მან სერიოზულად შემომხედა და მისმა ნათქვამმა სიტყვებმა ელვასავით განმგმირა: "დიახ, ღმერთი მოვალეა, მუდმივად დაგეხმაროს". ისეთი დარწმუნებით მითხრა, რომ გამიქრა ნერვიულობა. "ღმერთი მოვალე რატომ არის, რომ დაგვეხმაროს?" ბერმა მითხრა: "აი, შენ შვილები დაბადე, ახლა თავს მოვალედ გრძნობ, მათ დაეხმარო. სალონიკიდან ათონზე ჩამოდიხარ ასეთ ამინდში და ჩემთან მოდიხარ მხოლოდ იმიტომ, რომ მათზე წუხხარ. ასეა ღმერთიც, რომელმაც შეგვქმნა და ვისთვისაც შვილები ვართ - ისიც ზრუნავს ჩვენზე, რადგან გრძნობს ჩვენთვის დახმარების აუცილებლობას. დიახ, ის მოვალეა დაგვეხმაროს!"

შემძრა მისი პასუხის უბრალოებამ. გულიდან სიმძიმე მომეხსნა და იმ დროიდან მომავალზე ღელვას თავი ვანებე.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat