ნუთუ იმ წუთიერი სიტკბოების გამო, ცოდვა რომ განიჭებს, ისურვებ, წარწყმდე საუკუნოდ?
ნუთუ იმ წუთიერი სიტკბოების გამო, ცოდვა რომ განიჭებს, ისურვებ, წარწყმდე საუკუნოდ?
"ცოდვა შეურაცხყოფაა ღვთისა, - ამბობს მამა სამსონი (სივერსი), - გეშინოდეს, შეურაცხყო ღმერთი. სწორედ ესაა სიყვარული უფლისა". მაგრამ, როგორც ბრძანებს პაისი ათონელი, "ჩვენს დროში ცოდვა მოდად იქცა". სამყარო დღეს იმით კეკლუცობს, რაც სირცხვილი იყო თუნდაც ათი წლის წინათ. მართლაც რომ "სოფელი მოსწრაფებით ირღვევა". "არ არსებობს დიდი და პატარა ცოდვა, - გვასწავლის მამა იოილი, - დიდია თუ მცირე, ცოდვა ყოველთვის ცოდვაა. მრავალი პატარა ცოდვა უფრო მეტ ბოროტებას მოგვაწევს, ვიდრე ერთი დიდი, ვინაიდან თუ დიდი ცოდვა ყოველთვის ჩვენს თვალთა წინაშეა, პატარა შეცოდებანი შეუმჩნევლად ჩაივლიან და მათ გამოსწორებას არ ვცდილობთ ". პატარა ცოდვამ, თუ არ შევინანებთ, შეიძლება წარგვწყმიდოს. ამიტომაც იყო, რომ ღირსი მამები მცირე ცოდვასაც ასე მწვავედ განიცდიდნენ. მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II მოგვიწოდებს: "კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ ყველას - ღრმად ჩაუფიქრდეთ თქვენს ცხოვრებას. ვიფიქროთ ყველამ, რას ვაკეთებთ, ვინ ვართ და სად მივდივართ". იმედი გვაქვს, ქვემოთ მოთხრობილი ამბები მცირედ დაგვეხმარება საკუთარი თავის პოვნაში.

* მამა პლატონ ოპტელთან აღსარებას ამბობდა წმინდა ამბროსი ოპტელი. დაავადებული კუჭის გამო წმინდა ამბროსის, ეკლესიის კანონთა საწინააღმდეგოდ, ოთხშაბათსა და პარასკევს რამდენიმე ნაჭერი ჰოლანდიური ქაშაყის შეჭმა უხდებოდა. ამ ცოდვასაც (ჩვენ რომ ცოდვად არ ჩავთვლიდით) ღირსი მამა ღვთის წინაშე ცრემლებით აღიარებდა. იდგა მუხლმოდრეკილი წმინდა ხატების წინ, როგორც მსჯავრდადებული მკაცრი მსაჯულის წინაშე და შეწყალებას ევედრებოდა. "ვუცქერდი, ვუცქერდი ატირებულ მოძღვარს და მეც ავქვითინდებოდი ხოლმეო", - ჰყვებოდა მამა პლატონი.

* წმინდა ბარსანოფი ოპტელი მოგვითხრობს: "მამა ბენედიქტე ჰყვებოდა, რომ ერთ მონაზონს ასეთი სიზმარი უნახავს: გამოსცხადებია მამა ანატოლი ოპტელი (ახლა - წმინდანი) და უთქვამს, რომ ძლივს გადარჩა ჯოჯოხეთის სატანჯველს. უხსნია იგი იესოს ლოცვას, რომელსაც მთელი სიცოცხლე აღავლენდა, ადამიანთა სიყვარულს და კიდევ რაღაცას... დამავიწყდა, რას. შემაშინა მამა ბენედიქტეს მონათხრობმა. მე რაღა მეშველება, - გავიფიქრე უნებურად, - თუ მართალნიც ძლივსღა გადარჩებიან, მაშინ ცოდვილნი სადღა მივალთ?"

* წმინდა სერაფიმე ვირიცელი ბრძანებს: "სიცოცხლეში ერთხელ მაინც დაანთე სანთელი მათთვის, ვინც გაანაწყენე, შეურაცხყავი, მოჰპარე რამე ან ვალი არ დაუბრუნე".

* მამა არსენი მღვიმელი ჰყვებოდა გრიგორიატის მონასტრის ბერზე მაკარზე, რომელიც 1975 წელს გარდაიცვალა: "მამა მაკარი ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბერი იყო, რომ სძლია მშობელთა სიყვარულმა და მცირე ხნით ერში წავიდა. იქ დაეცა და შემდეგ დაქორწინდა კიდეც. შეეძინა ვაჟი, რომელმაც, უკვე წამოზრდილმა, თავისი უცოდველი თვალებით მამის მკერდზე გამოსახული წითელი ჯვარი დაინახა (ბერძნები ბერის შავ სქემაზე წითელ ჯვარს ქარგავენ) და უთხრა მამას: "მამიკო, მკერდზე წითელი ჯვარი გახატია და კიდევ - რაღაც ასოები". მამა მიხვდა, რასაც ნიშნავდა ეს, სინდისისაგან მხილებული უკან, ათონზე დაბრუნდა და მონასტრის ძმობას სინანულის მაგალითი მისცა. ღმერთმა კი ნიშანი მოგვცა, რომ შეიწირა მისი სინანული და ცოდვა მიუტევა - გარდაცვალების შემდეგ მამა მაკარის სხეულს მირონი დაედინა".

* მამა იაკობ ემბეელს ერთი მოხუცი ქალი ასეთ რამეს მოუყვა: "წმინდა პარასკევას ხსენების დღე იყო და ჩემი სოფლის საყდარში კანდელებს ვანთებდი. დედაკაცური ცნობისმოყვარეობით საკურთხეველშიც შევედი. თავი შევყავი და დავინახე, წმინდა ტრაპეზზე ვიღაც ზის, ასე, ოცდაათი წლის. განცვიფრებულმა ვკითხე: "ვინ ხარ, რომ გაბედე და წმინდა ტრაპეზზე დაჯექი?" "მე ყოველთვის აქ ვზივარ, - მომიგო მან, - რამეთუ აქ ჩემი ადგილიაო". ხელებსა და ფეხებზე ჭრილობები ემჩნეოდა, მარჯვენა გვერდი კი განგმირული ჰქონდა. ვკითხე: "ვინ დაგჭრა ასე საშინლად?" "შენ დამჭერი შენი ცოდვებით", - მომიგო მან.

* მამა გაბრიელ ზირინიანოვი ბრძანებდა: ღმერთი მოწყალეა და იოლად პატიობს ცოდვას, როცა მის მიმართ შესცოდავენ, მაგრამ მკაცრად მოგვკითხავს კაცთა წინაშე ჩადენილ ცოდვებს და არ შეგვირიგდება, სანამ მათ არ გამოვისყიდით. რაისთვის განიკითხავს უფალი ცოდვილებს საშინელ სამსჯავროზე? - იმისთვის, რომ სიცოცხლეში სიყვარულსა და მოწყალებას არ გასცემდნენ.

ერთხელ მამა გაბრიელთან აღსარებაზე ცნობილი ბერი მივიდა და თავისი დიდი დაცემა, დიდი ცოდვა აღიარა. მამა გაბრიელი მძიმე დღეში ჩავარდა: მიუტევოს ცოდვა - უჭირს, არ მიუტევოს და არ შეუძლია. ბოლოს მაინც მიუტევა, მაგრამ თვითონ დაკარგა სიმშვიდე, თავს იუდაზე უარესად მიიჩნევდა. სასოწარკვეთამ მოიცვა. არადა, ლიტურგია უნდა აღესრულებინა. შიშით შეუდგა ლოცვას. დადგა დრო ლიტურგიის უმთავრესი ნაწილისა. როცა მამა გაბრიელმა სულიწმინდა მოიწვია ცრემლითა და გოდებით, ამ დროს ცა გაიხსნა, საკურთხევლის წინა მხარე თითქოს გაქრა და ბერმა დაინახა მაცხოვარი, ანგელოზებით და წმინდანებით გარშემორტყმული, რომელთაც მოწიწებით მოედრიკათ თავი.

წმინდანი მაცხოვრის ჭრილობათაგან გამომავალ მოვარდისფრო ნათელს მოეცვა. უფლის წყლულთაგან მომავალი ნათლის სვეტი ბარძიმში ჩაბრუნებულ წმინდა ძღვენს ეცემოდა. მაცხოვარი თითქოს თავის თავს თვითონვე შესწირავდა უფალ საბაოთს, ღმერთსა და მამას თვისას. დახრილიყო ზემოდან დაშვებული ენით აუწერელი და დიდებული ნათლის სვეტისაკენ. აი, რას ნიშნავს "დაე დუმდეს ყოველი ენაი კაცობრივი". "ამ აღსარების გამო შეიქმენი ღირსი ამის ხილვისო", - აუხსნეს მამა გაბრიელს. მამა გაბრიელი გონს რომ მოვიდა, აღმოჩნდა, რომ ანალოგიასთან იდგა, ხელით ეყრდნობოდა მას და ამ სიტყვებს წარმოთქვამდა: "და ჰყავ პური ესე პატიოსან..." ანუ პური და ღვინო უფლის სისხლად და ხორცად გადაიქცეოდა. მამა გაბრიელი სულიერად განთავისუფლდა, თითქოს დიდი ტვირთი მოაცილესო. მალე ის კაცი დაავადდა, არაერთხელ აღიარა ცოდვები, ეზიარა და ასე ჩააბარა სული უფალს.

* ათონის მთის წმინდა ანას სახელობის სკიტის ბერი მამა ანტონი ჰყვებოდა მამა საბაზე, წმინდა ილარიონ ქართველის მოწაფეზე: მე მაშინ ახალგაზრდა ბერი ვიყავი და ჯერ კიდევ არ დამვიწყებოდა ერისკაცული ჩვევანი. ერთხელ ერთ სულიერ ძმასთან წავკამათდი და დაუფიქრებლად უშვერი სიტყვებით გავლანძღე. აღსარებაზე მამა საბასთან მივედი და ყველაფერს მოვუყევი. მან მამაშვილურად დამარიგა, განაქარვა ჩემი საწუხარი და ბოლოს ღიმილით მითხრა: "შენს ენას, შვილო, მცირე ეპიტიმია უნდა დავადოთ". "ბრძანეთ, წმინდაო მამაო", - ვუთხარი მე. "წმინდა ანას სავანეში რომ დაბრუნდები, მიდი კირიაკონში (სავანის მთავარ ტაძარში), გამოყავი ენა და ზღურბლიდან მაცხოვრის ხატამდე წაათრიე, შეევედრე უფალს, ცოდვები გაპატიოს". დავბრუნდი წმინდა ანას სკიტში, შევასრულე ეპიტიმია და რამდენიმე საათში ისევ მამა საბას კალივაში ვიყავი. "მამაო, - ვუთხარი მას, - აი, ეპიტიმიის აღსრულებამ რას დაამსგავსა ჩემი ენა, მთლად დამეგლიჯა, დამისივდა და გამიწითლდა!" თან ენა გამოვყავი და ვუჩვენე. მან გაიღიმა და მითხრა: "ჩემო შვილო, სწორედ ასეთი ენა გჭირდება". ის დღე იყო და ის დღე, ჩემს ბაგეთაგან ამგვარი უშვერი სიტყვა არ ამოსულა, - ბრძანა მამა ანტონიმ.

* წმინდა ლევი ოპტელი გვასწავლის: ჩადი გონებით ჯოჯოხეთში და წმინდა წერილის სარკით შეხედე სიძვის მოყვარულებს: ნუთუ იმ წუთიერი სიტკბოების გამო, ცოდვა რომ განიჭებს, ისურვებ, წარწყმდე საუკუნოდ? გახსოვდეს, რომ მოკვდავი ხარ.

* ყოველთა წმინდათა ხსენებისას წმინდა ამბროსი ოპტელმა ბრძანა: წმინდანები, როგორც ჩვენ, ცოდვილი ადამიანები იყვნენ, მაგრამ შეინანეს, დაადგნენ ხსნის გზას და მართალი ლოთის ცოლივით უკან აღარ მოუხედავთ.

* არსებობს ცოდვები და არსებობს სასიკვდილო ცოდვები. სასიკვდილოა ცოდვა, რომელსაც კაცი არ ინანიებს. სასიკვდილო კი იმიტომ ჰქვია, რომ მისგან სული კვდება და ხორციელი სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში მიდის, - ბრძანა წმინდა ბარსანოფი ოპტელმა.

* ერთხელ ერთმა ქალმა წმინდა ბარსანოფი ოპტელთან თავისი ყრუ-მუნჯი ბიჭი მიიყვანა და შესჩივლა: "მამაო, მთელი ქონება დავხარჯე და ვერ ვუშველე, თორმეტი წლისა დაყრუვდა, დამუნჯდა და მას შემდეგ ასეა, ილოცეთ ჩვენთვის, მამაო". ბარსანოფიმ ბიჭს შეხედა და თქვა: "შესცოდა ამან და ამ დიდი ცოდვის გამო უნდა შეინანოს, ეზიარება და გამოჯანმრთელდება, ილაპარაკებს და გაიგონებს". "რას ამბობ, მამაო, - შეწუხდა ბიჭის დედა, - განა შეიძლებოდა, თორმეტი წლისას ასე შეეცოდა?" მაშინ ღირსი მამა ბიჭს შეეკითხა: "გახსოვს, რა ჩაიდინე?" მან შემცბარმა დაუქნია თავი. "მამაო, მას ხომ არ ესმის!" - წამოიძახა დედამ. "შენი არ ესმის, ჩემი კი გაიგო", - უთხრა მამა ბარსანოფიმ, დაიხარა და ბიჭს ყურში რაღაც წასჩურჩულა. ბიჭს განცვიფრებისგან თვალები გაუფართოვდა - მას ყველაფერი გაახსენდა. ერთი კვირის შემდეგ ბავშვი გამოჯანმრთელდა.

* წმინდა ილარიონმა ერთხელ ერთი გოგონასაგან ეშმაკი განდევნა. როცა წმინდა მამამ ჰკითხა ეშმაკს, რატომ არ ჩაუსახლდი იმ ვაჟს, რომელმაც ჯადოქრობით ამ გოგონასთან გამოგაგზავნაო, ეშმაკმა უპასუხა: "იმ ვაჟში უკვე სახლობს ჩემი მეგობარი, სიძვისმოყვარე ეშმაკიო".

* წმინდა მარტინიანეს სახელი მთელს კესარიაში იყო განთქმული. ერთხელ ერთმა მეძავმა მისი ცდუნება გადაწყვიტა, ლამაზად გამოეწყო და ასე მივიდა მარტინიანესთან. ღირსი მამა არ დაჰყვა ცდუნებას, თავისი სენაკის წინ ცეცხლი დაანთო, შიშველი ფეხებით შედგა ნაკვერჩხლებზე და უთხრა საკუთარ თავს: "მარტინიანე, დაფიქრდი, როგორი იქნება ჯოჯოხეთის ცეცხლი. თუ გინდა ჯოჯოხეთში ჩავარდნა, მაშ, მიდი და შეეყავ იმ ქალს". ღირსი მამის მოთმინებისა და ტანჯვის შემხედვარე ქალი მყისვე მოვიდა გონს, დაემხო მის წინაშე, აღიარა ცოდვები და შეევედრა, ეპატიებინა და ელოცა მისთვის. იგი გახლავთ ღირსი დედა ზოია.

* ერთხელ მონასტრის ბერები ერთად შეიკრიბნენ და ღმრთივსათნო საქმეებზე საუბრობდნენ. საუბრისას იქ მყოფმა რამდენიმე მამამ ამგვარი რამ იხილა: როცა ბერები რწმენაზე საუბრობდნენ, მათთან მივიდნენ უფლის ანგელოზნი და აქებდნენ თითოეულ ბერს ღვთის სიყვარულისთვის. ხოლო როცა ერთ დაცემულ ძმაზე ალაპარაკდნენ, ეშმაკნი იხილეს განმკითხველ მამათა შორის. მაშინ ბერებმა მოუთხრეს ძმებს ნანახი და ერთი რამ დაასკვნეს: ყელამ უნდა შეიყვაროს მოყვასი, როგორც თავი თვისი, იტანჯებოდეს მასთან ერთად, ხარობდეს და ტიროდეს. მაშინ მოვა სიყვარული, როცა მოყვასის გამო იმწუხარებ, ვითარცა საკუთარი თავისთვის.

* წმინდა ნიფონტს ღვთისგან ბოძებული ჰქონდა მადლი დაფარულთა ხედვისა. ერთხელ ღირსი მამა მივიდა ტაძარში და ხედავს, რომ გუმბათი გაიხსნა, გაიხსნა ცანიც და გამოჩნდა ბილიკი მიწიდან ცად მიმყვანებელი - უფლის ტახტრევნამდე. ხედავს მამა ნიფონტი, რომ ამ გზაზე უფლის ანგელოზებს ვიღაც გარდაცვლილის სული მიჰყავთ. მათ კვალდაკვალ მიჰყვებიან ეშმაკნი და დაჟინებით გაიძახიან: "რად მიგყავთ ჩვენგან ეგ სული, განა არ იცით, რომ სიცოცხლეში მეძავი, ყაჩაღი, ვერცხლისმოყვარე და ყველა ცოდვის თანაზიარი იყოო?" "ვიცით, - უთხრეს მათ ანგელოზებმა, - ვიცით, რომ ეს კაცი დიდად ცოდვილი იყო, მაგრამ ისიც ვიცით, რომ დასტიროდა თავის ცოდვებს, სიკვდილის წინ აღიარა მოძღვრის წინაშე, რის გამოც მრავალმოწყალე ღმერთმა აპატიაო". "თუ ამას მიუტევა ღმერთმა, მაშინ ყველა ცოდვილი წაიყვანეთ, აბა, ჩვენ რისთვის ვშრომობთო!" - აყვირდნენ დემონები, ანგელოზებმა კი მშვიდად უპასუხეს: "გახსოვდეთ, ყოველი ცოდვილი, რომელიც თავის ცოდვებს შემუსვრილი გულით აღიარებს, ღვთისაგან მიტევებას მიიღებს, ხოლო ვინც უნანელი მოკვდება, მას ღმერთი თქვენთან ერთად საუკუნო სატანჯველს მიუსჯის".

* ღირსი მამა პაისი ათონელი ბრძანებს: ჭეშმარიტი მონანიება ის არის, რომ თავდაპირველად, შეიცნობს რა თავის საქციელს, კაცი იგრძნობს ტკივილს მის, გამო, შეწუხდება და სთხოვს ღმერთს მიტევებას, მერე კი აღსარებას იტყვის. ამის შემდეგ გადმოვა მასზე საღმრთო ნუგეშისცემა. ამიტომაც ვურჩევ ადამიანებს, ჯერ შეინანონ და მერეღა თქვან აღსარება. მხოლოდ აღსარების თქმა არასოდეს მირჩევია მათთვის.

იმისთვის, რომ ცოდვაში არ ჩავარდეს, კაცი უნდა ეცადოს, გაექცეს ყველაფერ იმას, რაც უბიძგებს ამ ცოდვებისკენ... საჭიროა ცოტაოდენი გულმოდგინება და კეთილად განწყობა და მაშინ მოწყალე ღმერთი დაგვეხმარება სიძნელეთა გადალახვაში.

* ხოლო მონანულ ცოდვილს მამა ამფილოქემ უთხრა: ძმაო, დაივიწყე შენი ცოდვები, რამეთუ ისინი ქრისტემ აღხოცა სიცოცხლის წიგნიდანო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat