შეისმინა ღმერთმა ჩვენი ვედრება და მღვდელი გამოგზავნა შენს მოსანათლად
შეისმინა ღმერთმა ჩვენი ვედრება და მღვდელი გამოგზავნა შენს მოსანათლად
ნათლისღებით განანათლე ჩემი ვაჟი
* სპარსეთის მეფე სავორმა შეიტყო მისი ერთ-ერთი ახლობლის, დადას ქრისტიანობა და ბრძანა, გახურებულ ღუმელში ჩააგდეთო. დადამ ჯვარი გადასახა ამ ღუმელს და ცეცხლი ჩაქრა. ამის მნახველმა სავორის ვაჟმა, გავედაიმ, ქრისტე იწამა. ეს მეფეს აცნობეს. მან შვილი აწამებინა. სცემდნენ ჯოხებით, ძროხის ძარღვებით, ყურებში შამფურს უყრიდნენ, თავზე ტყავი ააძრეს, ფრჩხილები დააგლიჯეს... მოწამე კი უდრტვინველად დაითმენდა. როცა სიკვდილის ჟამი მოუახლოვდა, ორ ქრისტიანს წყლისა და ზეთის მოტანა სთხოვა წმინდა ნათლისღებისთვის - თუ ამის შესრულება შეუძლებელია, მაშინ შეევედრეთ ღმერთს, რომ ცოდვათაგან განმათავისუფლოსო. უმალ მცირე შავი ღრუბელი დაადგა თავს, საიდანაც წყალი და ზეთი გადმოიღვარა და მოისმა ხმა: "შენ ნათელ იღე, მონაო ღვთისა". ამის მერე გავედაი გარდაიცვალა. ასეთი სასწაულებრივი ნათლისღება ერთადერთი შემთხვევა არ იყო: საოცარი სახით მოინათლნენ მოწამეები: აკინდინა, ფილიმონი, იპატი, თეოდულე და ლუპი.

* იმპერატორ ტრაიანეს დროს ქრისტიანებს დევნიდნენ და მათ ნაწამებ სხეულებს არაწმინდა ადგილას ყრიდნენ. იყო ხუთი ქრისტიანი დედაკაცი, რომლებიც ჩუმად კრძალავდნენ მოწამეთ. მეფის ასულმა დროსიდამ ეს შეიტყო, საიდუმლოდ მივიდა ამ ქალებთან და მიეხმარა ამ კეთილ საქმეში. იმპერატორის ბრძანებით, ჩაუსაფრდნენ დამკრძალავთ და ხუთ დედაკაცთან ერთად მეფის ასულიც იხილეს. განრისხებულმა ტრაიანემ ქალიშვილი ბნელ დილეგში დაამწყვდია, დედაკაცები კი გავარვარებულ ღუმელში შეყარა. რამდენიმე ხნის შემდეგ ბრძანება გამოსცა, - ვინც კერპებს მსხვერპლს არ შესწირავდა, გახურებულ ღუმელში შეეგდოთ. საამისოდ ორი ღუმელი დადგეს ქალაქგარეთ. ბევრი ქრისტიანი დაწვეს მაშინ, დროსიდამაც მოისურვა მათთვის მიებაძა, მაგრამ მოუნათლაობა აწუხებდა, - როგორ წარვდგე სასიძოს წინაშე საქორწინო სამოსლის გარეშეო. მაგრამ არავინ იყო მომნათლავი. მაშინ ღმერთს ამგვარი ლოცვით მიმართა: "ჰოი, მეუფეო მეფეთაო, უფალო იესო ქრისტე! შენი გულისთვის დავტოვე ჩემი სამეფო, შემიყვანე შენს სასუფეველში და თვითონვე ნათელ მეც სულითა შენითა წმინდითა". ილოცა და ცეცხლში ამგვარი სიტყვების წარმოთქმით შევარდა: "ინათლება მხევალი ღვთისა დროსიდა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ".

ასეთი შემთხვევა ერთეული გამონაკლისია, განსაკუთრებული გარემოებაა, რომლის დროსაც შეიძლება ნათელ იღო არა მღვდლის ხელთაგან, არამედ თვითონ უფლისგან.

* ნეტარი მარკოზ მონაზონი მოგვითხრობს: "რომიდან კონსტანტინოპოლისკენ მივცურავდით. ქარმა უცნობ კუნძულზე მიგვაგდო. რამდენიმე დღე დავყავით იქ. ერთხელ კუნძულის დასათვალიერებლად წავედი. ადამიანს მოვკარი თვალი. მისვლა დავაპირე. მან მითხრა: "თუ ჩემი ნახვა გინდა, სამოსი გადმომიგდე, ვინაიდან დედაკაცი ვარ და ასე შიშველი ვერ დაგენახვები, მით უმეტეს, რომ მღვდელი ხარო". სამოსი გადავუგდე. მან ჩაიცვა, მუხლნი მოიდრიკა და ღმერთს მადლობა შესწირა "სურვილის აღსრულებისთვის". მერე კი მუხლნი მოიყარა ჩემს წინ. სადაურობა ვკითხე. მან მითხრა: ბერძენთა ქვეყნიდან ვარ. მე, ობოლი და ღატაკი, ერთმა ცნობილმა კაცმა გამზარდა. მერე კი თავის ვაჟს შემრთო ცოლად. მეუღლეს ძალზე ვუყვარდი, მაგრამ მეგობრები და ნათესავები უჩიჩინებდნენ, - ჯობდა, ასეთი ღატაკის ნაცვლად მდიდარი ქალი მოგეყვანაო. ქმარი უმტკიცებდა, ჩემი ცოლი მიყვარსო. ვურჩიე, - ახლობლებისგან რომ მოისვენო, მონასტერში გამიშვი და ცოლად სხვა მოიყვანე-მეთქი. იუარა. მაშინ ავდექი და გემით გამოვიპარე. მოვედი ამ კუნძულზე. თურმე ორსულად ვყოფილვარ. გავაჩინე ვაჟი, რომელიც ახლა ოცდაათი წლისაა, მღვიმეში ცხოვრობს და ჩემსავით შიშველია. მე მას ღვთისადმი ვედრება და გონების ზეცისკენ ჭვრეტა ვასწავლე. ყოველდღიურად ვევედრებოდი ღმერთს, გამოეგზავნა მღვდელი ჩემი ვაჟის წმინდა ნათლისღების საიდუმლოთი განსანათლებლად. და აი, ყოვლადმოწყალე ღმერთმა შეისმინა ჩემი ლოცვა და შენ გამოგგზავნა. ჰქენი წყალობა, პატიოსანო მამაო, ადი ხომალდზე, შეიმოსე სამღვდელო სამოსი, აიღე წმინდა მირონი და ნათლისღებით განანათლე ჩემი ვაჟი, მერე კი აღასრულე საღმრთო ლიტურგია და ღირსგვყავ წმინდა ზიარებისა. რაიმე ტანსაცმელიც წამოიღე ჩემი ვაჟისთვის და ამ ამბავს ნურავის გაუმჟღავნებ. მე აქ დაგიცდიო". ასეც მოვიქეცი და ერთად წავედით მღვიმისკენ. ვაჟმა როგორც კი დამინახა, მღვიმეში დაიმალა. დედამ შვილს უთხრა: - შეისმინა ღმერთმა ჩვენი ვედრება და მღვდელი გამოგზავნა შენს მოსანათლად. გამოდი მღვიმიდან და თაყვანი ეცი მასო. ვაჟი დაემორჩილა. მერე წყაროსთან წავედით. მე მთლიანად წავიკითხე ნათლისღების ლოცვები, ვაჟი ყოვლადწმინდა სამების სახელზე მოვნათლე. მერე კი საღმრთო ლიტურგია აღვასრულე და ორივე ვაზიარე. მცირედით ვიტრაპეზეთ. ბოლოს ქალმა მთხოვა, ხომალდზე არავისთვის მეთქვა მათი არსებობის შესახებ, არ გვინდა, ვინმემ გვიპოვოს, მით უმეტეს, რომ 30 წელია, კაცი შენს გარდა არავინ გვინახავსო. თაყვანი მცეს და განმეშორნენ. მე ღმერთს თვალცრემლიანმა მადლობა შევწირე".

* იუდეველი თეოდორე ქრისტიანებთან ერთად ალექსანდრიიდან ასურეთში მიდიოდა. როცა ასურეთის უდაბნოში შევიდნენ, ცუდად გახდა, ფეხის გადადგმა აღარ შეეძლო. თანამგზავრებმა გადაწყვიტეს, დაეტოვებინათ და წასულიყვნენ. თეოდორემ მათ შესტირა: - გაფიცებთ ცისა და ქვეყნის შემოქმედს, დედამიწაზე კაცთა სახსნელად მოსულს. ნუ დამტოვებთ იუდეველთა რწმენაში, მომნათლეთ და ისე გააგრძელეთ გზაო. მათ უთხრეს: არაფერი შეგვიძლია, არც მღვდლის ხარისხი გვაქვს და წყალიც არსად არისო. თეოდორემ კიდევ ერთხელ სთხოვა. მათ თეოდორეს ტანთ გახადეს, ძალისძალობით ფეხზე დააყენეს. ერთმა მათგანმა ხელით ქვიშა აიღო, თეოდორეს თავზე გადააყარა და თქვა: "ინათლება მონა ღვთისა თეოდორე, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა". "ამინ", - დაუმოწმეს სხვებმა. როგორც კი ეს უცნაური ნათლობა დასრულდა, თეოდორემ თავი ჯანმრთელად იგრძნო და ქრისტიანებთან ერთად გზა გააგრძელა.

ალექსანდრიაში მივიდნენ ეპისკოპოს დიონისესთან. მან კრება მოიწვია და თეოდორეს ქვიშით მონათვლის ამბავი მოუთხრო. "ვინც არ იშვას წყლისა და სულიწმინდისგან, არ შეუძლია ღვთის სასუფეველში შესვლაო", - თქვეს მღვდელმთავრებმა და თეოდორე მოსანათლად მდინარე იორდანეზე გაგზავნეს.

* ეკლესიის დევნის წლებში კომუნისტური ხელისუფლება ცდილობდა, მღვდლებს ნათლისღების საიდუმლო არ აღესრულებინათ. მამებს ზოგჯერ უხდებოდათ ღვთის საქმის აღსრულება ისე, რომ მის მოსალოდნელ შედეგებზე არ ეფიქრათ.

ერთხელ ახალგაზრდა მღვდელმონაზონ იოანესთან (კრესტიანკინი) საიდუმლო მისიით მივიდნენ. ვინმე მაღალჩინოსნის 6 წლის გოგონას მონათვლა მოსურვებია. საიდან შეიტყო მან ნათლისღების შესახებ, საიდუმლოდ დარჩა. გოგონამ ტირილითა და სიჯიუტით აიძულა მშობლები, მისთვის დაეთმოთ. მამა იოანემ უარი ვერ უთხრა. მათთან შინ შუაღამისას მივიდა. გოგონასთვის თეთრი პირსახოცი მოეფარებინათ, ქერა თმაზე დიდი თეთრი ბაფთა მოეკრათ. პატარა ზეციურ ქმნილებას ჰგავდა. ძილი ერეოდა, მაგრამ ჯიუტად ებრძოდა, ყველა სმენად იყო გადაქცეული.

საიდუმლო აღსრულდა. მაგრამ ეს ამბავი შეუმჩნეველი არ დარჩენია ხელისუფლებას. ვინ მონათლაო, - კითხულობდა ხელისუფლება. იზმაილოვის ეკლესიის მღვდელმაო. რომელმაო. მამა იოანე ცოტა ხნის გარდაცვლილმა ტაძრის წინამძღვარმა "გადაარჩინა" - მის ახალთახალ საფლავთან მიიყვანეს გამომძიებელი. გარდაცვლილმა მღვდელმა უჩუმრად აიღო თავისი თანამოძმის "დანაშაული" და საქმეც ამით დაიხურა.

* "საშინელი სულიერი აღრევაა გარშემო, - ბრძანებს მამა პაისი ათონელი, - ზოგიერთი კათოლიკე რომაელი, პროტესტანტი და სხვა მათი მსგავსნი იგებენ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ნათლისღებისას ადამიანი იცვლება, აღორძინდება. და აი, ეს ხალხი მართლმადიდებლური ნათლისღებით მონათვლას მოისურვებს, რათა ნორმალური ფსიქიკა დაუბრუნდეთ. ერთ პროტესტანტს მართლმადიდებლად გახდომა სურდა. ის, ვისაც მონათვლა სთხოვა, ჩემთან მოვიდა საკითხავად. "დამიჯერე, ნუ მონათლავ, ის ამისთვის მზად არ არის", - ვუთხარი მას. არა, თუ მოინათლება, უკეთესად გახდებაო. მაგრამ ნუთუ არ გესმით, რომ ნათლისღებისთვის მზად არ არის-მეთქი. არ დამიჯერეს, მიიყვანეს ეს პროტესტანტი ზღვასთან და მონათლეს! ორი-სამი დღის შემდეგ ახალმონათლული მოვიდა ჩემთან, - მოვინათლე, მაგრამ ფსიქიკა ნათლისღებამ არ გამიუმჯობესაო. ნუთუ ამისთვის მოინათლე? - ვკითხე, - ნათლისღების აუცილებლობა რომ გეგრძნო, რომ შეგეტყო მისი ღირსება და მისი დიდებულების გამო გესწრაფა ამ საიდუმლოებისკენ, მაშინ ფსიქიკა ნორმალური გახდებოდა. შენ კი ნათლისღების წმინდა საიდუმლოს მხოლოდ იმიტომ მიეახლე, რომ გამოკეთებულიყავი. გგონია, ფსიქიკა მაგიურად გამოგისწორდება-მეთქი. ასეთი ადამიანები ჯადოქრობას და სასწაულს ერთმანეთში ურევენ.

- მამაო, რა ეშველება ჩრდილოეთ ეპირის (1912 წლიდან ეკუთვნის ალბანეთს, - კ.კ.) მოსახლეობას - უმეტესობა მოუნათლავი კვდება, - ჰკითხეს მამა პაისის.

- მათი უმეტესობა ჰაერში ნათლისღებით მონათლეს მშობლებმა (ბერძნული პრაქტიკით, თუ ახალშობილს სიკვდილის საფრთხე ემუქრება, იგი შეიძლება ჰაერში მოინათლოს. ნებისმიერ ქრისტიანს შეუძლია აიყვანოს ხელში პატარა და ბავშვით ჰაერში სამჯერ გამოსახოს ჯვარი, თან გაიმეოროს სიტყვები: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა, ამინ, და ძისათა, ამინ, და სულისა წმიდისათა, ამინ". თუ ბავშვი გარდაიცვალა, იგი მონათლულად ითვლება, ხოლო თუ ცოცხალი გადარჩა, მასზე ხელახლა და მთლიანად ჩატარდება ნათლისღების საიდუმლო. იმ ქვეყნებში ბევრი მათგანი ჰაერში მონათლეს ძიძებმა ანდა სამშობიარო სახლებში მედიცინის დებმა. ვიცი ასეთი შემთხვევა, როცა მედიცინის დამ ბავშვი წყლით სავსე ტაშტში მონათლა. ღმერთი ამ ქალის განწყობას ხედავდა. ახალ ნათელღებულზე კი რამხელა მადლია! ერთხელ 350-კაციან ჯგუფში ერთი ნათელღებული ქალი გამოვარჩიე. ვიკითხე, ვინ არის-მეთქი. თურქია, რომელმაც წმინდა ნათლისღება მიიღოო. სახე უბრწყინავდა. მის გვერდით ყველა ბარბაროსად ჩანდა.

- მამაო, სწორია, რომ ნათლისღებისას ბავშვს ორ სახელს აძლევენ?

- თუ ცოლ-ქმარი ჩხუბობს და იყრება იმის გამო, რა დაარქვან ბავშვს, დაე, მას თუნდაც მესამე სახელიც მისცენ! მაგრამ ნახეთ, ნამდვილი ქრისტიანული სახელები დღეს რად აქციეს: ვიკი, პეპი, მიმო...

- მამაო, ადამიანები ზოგჯერ ძილში თავიანთ ნათესავებს ხედავენ და ესაუბრებიან. ეს ღვთისგან იმის გამო დაიშვება, რომ ადამიანები რწმენაში მოვიდნენ, სინანული მიეცეთ?

- დიახ. ერთი მთაწმინდელი ბერი წარმოშობით იმ სოფლიდან იყო, რომელიც ბულგარეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. იქ ბევრი მოუნათლავი ცხოვრობს. ეს ბერი მიყვებოდა, რომ ჯერ კიდევ ერისკაცმა და მოუნათლავმა ძილში ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი პატარა ძმისშვილი ნახა. ბიჭი იდგა მშვენიერი ბაღის ღობესთან და ტიროდა, რადგან ბაღში ბავშვები თამაშობდნენ და ხარობდნენ. "შენ რატომ არ შედიხარ ბაღში?" - ჰკითხა მან. "მე იქ როგორ შევალ, როცა მოსანათლი ვარო!" - უპასუხა ბიჭმა. ამ შემთხვევის შემდეგ კაცი წავიდა და მოინათლა. მერე კი მღვდელს მოუყვა, სიზმრად რა ნახა. ისე მოაწყო ღმერთმა, რომ სხვებიც მიმხვდარიყვნენ წმინდა ნათლისღების დიდ მნიშვნელობას. ამ ამბის შემდეგ ამ ბულგარული სოფლის მცხოვრებლებმა ბავშვების მონათვლა დაიწყეს.

* "რითი დავეხმარო ჩემს ქმარს, რომელიც მოუნათლავად გარდაიცვალაო?" - ჰკითხა მამა იოანეს (კრესტიანკინი) ერთმა დედაკაცმა და გარდაცვლილთათვის ლოცვა სთხოვა. მამა იოანემ უპასუხა: "შეუძლებელია თქვენი თხოვნის შესრულება. ეკლესიაში ღვთის შვილთა დაბადება წმინდა ნათლისღებით ხდება. ვინც სიცოცხლეში ვერ იშვა წყლისგან და სულისგან, მასზე ეკლესიაში ლოცვა უსარგებლოა და ცოდვაა. ამიტომაც მეუღლის სახელზე შეჭირვებულებს მოწყალება მიეცით და ამით დაკმაყოფილდით, ნუ გაკადნიერდებით, რომ ეკლესიაში წირვაზე მოიხსენიოთ და ნურც სხვებს სთხოვთ ლოცვას მისთვის, რომ ან თქვენ, ანდა ის ეშმაკების სათამაშო არ შეიქნათ.

მამა იოანე გვარიგებს: "ეკლესიაში არის ასეთი წესი: თუ კაცმა არ იცის დარწმუნებით, არის თუ არა მონათლული, თავის შინაგან შფოთს ეტყვის მოძღვარს და მას შეუძლია მონათლოს ასეთი ფორმულით: "ინათლება მონა ღვთისა, უკეთუ არ არის მონათლული".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat