ათონის წმინდა პანტელეიმონის მონასტრის წინამძღვარმა იერემიამ თვისი თითქმის საუკუნოვანი ცხოვრების მანძილზე მრავალი მძიმე განსაცდელი გამოიარა
ათონის წმინდა პანტელეიმონის მონასტრის წინამძღვარმა იერემიამ თვისი თითქმის საუკუნოვანი ცხოვრების მანძილზე მრავალი მძიმე განსაცდელი გამოიარა
ათონის მთაზე, წმინდა პანტელეიმონის მონასტერში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეს, ბერ ერმოლაოსს (ჭეჟია) "კარიბჭის" მკითხველი კარგად იცნობს.. მამაოს რამდენიმე შეკითხვით მივმართე.

-თქვენ მრავალ ათონელ ბერთან გაქვთ ურთიერთობა, გვიამბეთ რომელიმე მათგანზე?

-აქ ათონზე ერთი, უკვე ხანდაზმული ბერი ცხოვრობს - ბერი სოფრონი, მას უფლის წინაშე ერთი უჩვეულო ღვაწლი აქვს აღებული: ის დადის მონასტრიდან მონსტერში (როგორც იცით ათნოზე ოცი დიდი მონასტერი და ამდენივე სხვადასხვა ზომის სავანეა), შედის ეკლესიაში და მივა რა თითოეულ ადამიანთან ხელზე ეამბორება და სთხოვს პატიებას და დალოცვას, როგორც კი დაივლის ყოველ ადამიანს, არა აქვს მისთვის მნიშვნელობა თუ ვინ არის, მთავარია არავინ გამორჩეს, შემდეგ მიდის შემდეგ სავანეში და ასე ორმოცი წელიწადია დადის სავანიდან სავანეში. მინდა გამოვხატო ის შეგრძნება, რომელსაც მე ვგრძნობ, როცა ეს სიყვარულით სავსე, წმიდა მოხუცი ჩემს ცოდვილ ხელებს ეამბორება, მაგრამ ჩემი სიტყვა ამისთვის მეტად უძლურია, ერთს კი გეტყვით, რომ ამ დროს აშკარად ვგრძნობ, რომ გაცილებით უფრო სუფთა ვხდები ვიდრე მასთან შეხვედრამდე ვიყავი, თითქოს მისმა სიწმინდემ ტალღასავით შემოაღწია ჩემს უგრძნობ გულში და ამ დროს მხოლოდ ტირილი მინდება! დიახ! არაფერი არ ასუფთავებს გულს ისე, როგორც თავგანწირული, მიმტევებელი სიყვარული! ღმერთო მოჰმადლე ყოველ ადამიანს ასეთი სიყვარულის გრძნობა!

-მამაო, წმინდა პანტელეიმონის მონასტრის წინამძღვარიც გაგვაცანით?

-ჩვენი მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი იერემია, 90 წელს არის გადაშორებული. მან თვისი თითქმის საუკუნოვანი ცხოვრების მანძილზე მრავალი მძიმე განსაცდელი გამოიარა: 14 წლის იყო, როცა ბოლშევიკებმა განკულაკებულ მშობლებთან ერთად ციმბირში გადაასახლეს, იქ დედ-მამა და დედ-მამიშვილები შიმშილისაგან და სიცივისგან დაეხოცა, თვითონ კი იძულებული გახდა გადასახლების ადგილიდან გამოქცეულიყო. უსაბუთოდ და უსახსროდ თითქმის წელიწადი დასჭირდა, რომ ფეხით ციმბირიდან ოდესაში ჩამოსულიყო, სადაც მთავრობის ახალი დევნის ობიექტი გახდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ღიად აღიარებდა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო. გერმანელთა ოკუპაციის დროს ტყვედ ჩავარდა და ამჯერად ფაშისტთა საკონცენტრაციო ბანაკში მოუწია თითქმის ოთხი წელი არაადამიანურ პირობებში არსებობამ. მიუხედავად ამდენი ტანჯვისა და ტკივილისა მისი გული არ გაბოროტდა და არ შეერყა ურყევი რწმენა უფლის მიმართ და როცა მოკავშირეებმა გაანთავისუფლეს, საბჭოთა ოფიცერს კითხვაზე -თუ რას აპირებდა მომავალში -უპასუხა, რომ ოცნებობს უფლის სამსახურში გაატაროს დარჩენილი ცხოვრება. არ არის ძნელი წარმოსადეგი, თუ რა საშინელი დევნა ელოდა მას ამ განცხადებისთვის, მაგრამ მან ყველა განსაცდელი თვინიერად გადაიტანა და 1949 წელს ოდესის წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში ბერად აღიკვეცა. მას შემდეგ აგერ უკვე 64 წელია ის განუწყვეტლივ ლოცულობს ყოველი ადამიანისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მას ამდენი ტანჯვა და ტკივილი მიაყენა.

მახსენდება ერთი ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან: მის 90-ე წლისთავზე მას სტუმრად ეწვია რუსეთის ემიგრაციის ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი -ყოფილი საბჭოთა ბანაკების ტყვე, მეორე მსოფლიო ომის დროს პარტიზანი და ასევე გერმანულ ბანაკებში ტყვედყოფილი. მათ შეხვედრას ჩემთან ერთად ესწრებოდა ერთი ბერი, რომელიც სტუმრის წარსული ცხოვრებით დაინტერესდა. სტუმარმა მძიმედ ამოიხვნეშა და დაიწყო საბჭოთა ბანაკების საშინელებების მოყოლა, განსაკუთრებით აღნიშნა ადამიანთა სისასტიკე და ის ბანაკის ზედამხედველი ძაღლების დაუნდობლობას შეადარა, ბოლოს კი მამა იერემიას მიმართა: მამაო, განა თქვენ ეს ჩემზე უკეთესად არ იცით, თქვენც ხომ იგივე გამოიარეთ? წინამძღვარი ოდნავ ჩაფიქრდა, მერე სახე გაებადრა და თქვა: დიახ, დიახ, მეც იგივე გამოვიარე, მახსოვს მშობლები რომ დავმარხე ბანაკის უფროსმა გამომიძახა, ჯიბეში ფული ჩამიტენა და ყურში მიჩურჩულა წადი აქედან გაიქეციო, მერე სულ სოფელ-სოფელ ვიარე და ყველგან სიხარულით მხვდებოდნენ ადამიანები, ზოგი საჭმლით მიმასპინძლდებოდა, ზოგი მასვენებდა, რომ არა ის ღვთისნიერი ადამიანები უეჭველი სიკვდილი მელოდა, დიდება უფალს!

წინამძღვრის პასუხით გამოწვეული უხერხულობის გაფანტვის მიზნით ბერმა სტუმარს მორიგი კითხვით მიმართა: "ფაშისტურ ბანაკებშიც ისეთივე სისასტიკე იყო?" სტუმარს საშინელი მოგონებებისგან სახე დაეღრიცა და კბილებს შორის გამოსცრა: "იმ საშინელების აღწერა შეუძლებელია, ეხლაც კი გერმანელს რომ ვხვდები ძლივს ვიკავებ თავს, რომ კბილებით კისერი არ გამოვღადრო! აი მამაოს ჰკითხე და გეტყვის თუ რა არაადამიანურ პირობებში ვიყავით იქ". წინამძღვარი ისუვ ოდნავ ჩაფიქრდა, მერე ისევ გაებადრა სახე, თითქოს რაღაც სასიამოვნო გაახსენდაო და თქვა: "დიახ, დიახ, მახსოვს გერმანელი ქალები ახლადგამომცხვარ პურებს ღობის იქიდან გვიგდებდნენ, თან რა გემრიელი პური იყო, დღესაც მახსოვს მისი გემო."

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat