ღირს მამა სერაფიმეს საოცარი ხილვები ჰქონდა - ის ზეციურ სავანეებს ჭვრეტდა
ღირს მამა სერაფიმეს საოცარი ხილვები ჰქონდა - ის ზეციურ სავანეებს ჭვრეტდა
"ერთ ბერს წილად ხვდა ბედნიერება მოესმინა მამა სერაფიმეს მონაყოლი მისი აღტაცების შესახებ, რომელიც სამოთხის სავანეებში განიცადა. ბერმა ასე თქვა: "მე გეტყვი გლახაკ სერაფიმეზე. მე ვტკბებოდი ჩემი უფალი იესო ქრისტეს სიტყვით, როცა იგი ამბობს: "მამაჩემის სახლში ბევრი სავანეაო"; მე გლახაკი ამ სიტყვებზე შევჩერდი, იმ ზეციურ სავანეთა ხილვა ვინატრე და ვევედრებოდი ქრისტე მაცხოვარს, ეჩვენებინა ისინი ჩემთვის. ღმერთმა მომანიჭა ეს წყალობა. ამ სავანეებში ვიქმენ ატაცებული, ოღონდ ეს კი არ ვიცი სხეულიც თან მახლდა თუ უსხეულო ვიყავ. ღმერთმა უწყოს, ჩვენთვის ეს მიუწვდომელია. მაგრამ ვერ აღვწერ იმ ზეციურ ნეტარებას და სიტკბოებას, რაც იქ ვიგემე." მამა სერაფიმე დადუმდა. მან თავი დახარა, ხელს მკერდზე გულთან ახლოს ისვამდა. მისი სახე ისეთ შუქს გამოსცემდა, რომ კაცი თვალს ვერ გაუსწორებდა. შემდეგ კვლავ ამეტყველდა: "რომ იცოდე, რა სიხარული ელის მართალი კაცის სულს ზეცაში, გადაწყვეტდი, წარმავალ ცხოვრებაში აგეტანა ყოველგვარი მწუხარება, დევნა, ცილისწამება, ჩვენი კელია სავსე რომ ყოფილიყო ჭიებით და ამ ჭიებს ეღრღნათ ჩვენი სხეული მთელი ჩვენი წარმავალი ცხოვრების მანძილზე, ამაზე კი უნდა დავთანხმებულიყავით, ოღონდ ის ზეციური სიხარული არ მოგვაკლდეს. თუკი თვით წმინდა მოციქულმა პავლემ ვერ შეძლო აღეწერა ის ზეციური დიდება, სხვა ვინღა შეძლებს ზესთა სოფლის მშვენების გადმოცემას?"

მეორე ჩვენება კი ასეთი იყო: "მემამულე ქალბატონი იეროპკინა გადმოსცემს ბერთან ერთი საუბრიდან მიღებულ შთაბეჭდილებას: "წილად მერგო მისგან მომესმინა ნუგეშსაცემი მონათხრობი ცათა სასუფეველზე. არ შემიძლია ზუსტად გადმოგცეთ არც მისი სიტყვები და არც ის შთაბეჭდილებები, რაც მან მაშინ ჩემზე მოახდინა. მას სრულად უჩვეულო გამომეტყველება ჰქონდა, კანის შიგნიდან მადლმოსილი ნათელი ეღვრებოდა. თვალებში სიმშვიდე და რაღაც არამიწიერი აღტაცება ეხატა. უნდა ვიფიქროთ, რომ სულიერი მჭვრეტელობის შედეგად იმყოფებოდა ხილული სამყაროს გარეთ, წმინდა ზეციურ სავანეებში და გადმომცემდა, თუ რა ნეტარებით ტკბებოდნენ მართალნი. ყველაფერი არ დამამახსოვრდა, მაგრამ ვიცი, რა მითხრა მან სამი მღვდელმთავრის: ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის და იოანე ოქროპირის შესახებ, თუ რა დიდებაში არიან ისინი იქ. დაწვრილებით და ცოცხლად აღწერა წმინდა თებრონეს და მრავალი სხვა წამებულის სილამაზე და ზეიმი. მსგავსი ცოცხალი მონათხრობი არავისგან მსმენია. მაგრამ ეჭვგარეშეა, მან მაშინ ყველაფერი არ მითხრა და ბოლოს დაამატა: ოჰ, ჩემო სიხარულო, იქ ისეთი ნეტარებაა, რომ გამოთქმა შეუძლებელია!"


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat