მათი საქმენი მარადიულობაში ბრწყინავენ
მათი საქმენი მარადიულობაში ბრწყინავენ
24 დეკემბერს საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს ხსენებას ყოველთა წმინდათა საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა. ჩვენს სამშობლოში მრავალი უცხოტომელი ეზიარა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. მათ ქრისტეს მოძღვრება იმდენად შეიყვარეს, რომ საკუთარი სისხლით დაამოწმეს უფლის სიყვარული, უდრტვინველად შესწირეს სიცოცხლე ქრისტიანობას.

ეს სარწმუნოება კი ჩვენში პირველად თვით იესო ქრისტეს პირველმა მოწაფემ წმინდა ანდრია მოციქულმა იქადაგა. მას პირველწოდებული ეწოდება, რადგან მაცხოვარმა თავისი ამქვეყნიური მოღვაწეობისას პირველად სწორედ წმინდა ანდრიას უხმო, რომელიც ძმასთან, წმინდა პეტრე მოციქულთან ერთად, თევზაობდა. უფალმა ისინი ადამიანთა მებადურებად აქცია და დაავალა, მთელ დედამიწაზე ექადაგათ ქრისტეს მოძღვრება.

სულთმოფენობის შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში უნდა ექდაგა ქრისტიანობა. საქართველო დედა ღვთისას შეხვდა, მაგრამ რაკი მოახლოებული იყო მისი ამ ქვეყნიდან გასვლის ჟამი, უფლის ბრძანებით, წმინდა ანდრია მოციქული გამოემართა ივერიისკენ.

13 დეკემბერს საქართველოს წმინდა ეკლესია ჩვენი გამაქრისტიანებლის წმინდა ანდრია მოციქულის ხსენებას აღნიშნავს. მისი წყალობით ეწოდება ჩვენს დედაეკლესიას სამოციქულო, რადგან სწორედ უფლის მოწაფემ ჩაუყარა საფუძველი საქართველოს ეკლესიას.

***
ჩვენმა ეკლესიამ თავის მფარველ წმინდანად წმინდა ნიკოლოზი გამოაცხადა. წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, ლუკიის ოლქის ქალაქ პათარში დაიბადა. მის კეთილმსახურ მშობლებს - თეოფანესა და ნონას - შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას. თან აღთქმა დადეს - თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს უფალსვე შესწირავდნენ. წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა შეისმინა უფალმა და ნონამ შვა ძე, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს.

წმინდანმა დაბადებისთანავე აღასრულა პირველი სასწაული: მშობიარობის შემდეგ დედამისი ხანგრძლივი სნეულებისგან განიკურნა. ახალშობილი ყრმა ნათლისღებისას ემბაზში ფეხზე იდგა ყველას დაუხმარებლად. წმინდა ნიკოლოზმა მარხვაც ჩვილობაში დაიწყო: ოთხშაბათობით და პარასკეობით მხოლოდ ერთხელ იღებდა დედის რძეს, მას შემდეგ, მშობლები საღამოს ლოცვით კანონს რომ აღასრულებდნენ.

ნიკოლოზი სიყრმიდანვე საღვთო წერილით იწვრთნებოდა, დღისით ტაძარში იყო, ღამით კი ლოცულობდა და წმინდა წიგნებს კითხულობდა. წმინდანის ბიძამ, პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა, რომელსაც ძალიან ახარებდა ძმისწულის სულიერი წინსვლა და ღვთისმოშიშება, ჯერ მედავითნედ დაადგინა იგი, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. ხელდასხმის დღეს სულიწმინდის მადლით აღვსილმა მღვდელმთავარმა სამწყსოს წმინდა ნიკოლოზზე მიუთითა და თქვა: "მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ამქვეყნად ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინისცემად. ნეტარ არს სამწყსო, რომლის მწყემსიც იგი შეიქნება". ჭეშმარიტი იყო ეს სიტყვები, რამეთუ ახლაც, მრავალი საუკუნის შემდეგ, წმინდა ნიკოლოზი განსაცდელისგან იცავს ყოველ ადამიანს, ვინც მას შემწეობას შესთხოვს.

ქართველი ერი 19 დეკემბერს დიდი სიხარულითა და განსაკუთრებული სიყვარულით აღნიშნავს ჩვენი ეკლესიის მფარველის წმინდა ნიკოლოზის ხსენებას.

***
I საუკუნიდან მოყოლებული ჩვენი მტერი ცდილობდა, პირველ რიგში ქრისტიანობა აღმოეფხვრა ჩვენში, რადგან ხედავდა, რომ სწორედ ჭეშმარიტი სარწმუნოება იყო ის ერთადერთი ძალა, ასე ერთ მუჭად რომ კრავდა ქართველ ხალხს.

VI საუკუნეში განსაკუთრებით გაუარესდა მდგომარეობა. ჩვენი დამპყრობელი, ერთი მხრივ, ქრისტიანობის სრულიად აღმოფხვრას და მის ნაცვლად ქართველების ცეცხლთაყვანისმცემლობაზე მოქცევას ცდილობდა, მეორე მხრივ კი, რომ ხედავდა, რა მედგრად იცავდა ქართველი ერი ჭეშმარიტ რჯულს, მხარს უჭერდა საქართველოში მონოფიზიტობის გავრცელებას. მაგრამ მოწყალე უფალს დედა ღვთისას წილხვედრი ივერია არასოდეს მიუტოვებია თავისი მფარველობის გარეშე. ძნელბედობის ჟამს მანუგეშებელს მოგვივლენდა ხოლმე.

ასეთები იყვნენ ასურელი მამები, რომლებიც იოანე ზედაზნელის წინამძღვრობით მოვიდნენ ქართლში VI საუკუნეში. მათ დანერგეს საქართველოში მოღვაწეობის ისეთი სახეები, როგორიც არის მემღვიმეობა, მესვეტეობა, მეუდაბნოეობა და საზოგადოდ საბერო ცხოვრების წესი.

წმინდა აბიბოს ნეკრესელი, რომელიც ნეკრესის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული, განსაკუთრებულად ებრძოდა მაზდეანობას. მან შუა ქალაქში კერპად აღმართული ცეცხლი ჩააქრო და ასეთი ქმედებით დაამტკიცა ცეცხლის გაღმერთების მცდარი შეხედულება. მან საქვეყნოდ განაცხადა, რომ არ შეიძლება ცეცხლი, რომლის გაქრობაც ნებისმიერ მოკვდავს ძალუძს, იყოს ღმერთი. წმინდა აბიბოსი საშინლად აწამეს და სიკვდილით დასაჯეს.

წმინდა მღვდელმთავრის წმინდა სხეული მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის საკურთხეველში განისვენებს. მის მიერ დაარსებულ მონასტერში - ნეკრესში კი სამონასტრო ცხოვრება ჩქეფს. წმინდა მღვდელმოწამის ხსენებას საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესია 12 დეკემბერს აღნიშნავს.

15 დეკემბერს კიდევ ერთი ასურელი მამის წილკნელი ეპისკოპოსის ისეს ხსენებაა. წილკნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძართან დღესაც მოედინება წყარო, რომელიც წმინდა ბერის ლოცვით სასწაულებრივად გაჰყვა მღვდელმთავრის კვერთხს, აუყვა აღმართს და მონასტრის კართან გაჩერდა.

***
17 დეკემბერს მართლმადიდებელი სამყარო წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენებას აღნიშნავს.

კერპთაყვანისმცემელთა ასული უფალმა გამოირჩია. ერთხელ წმინდა ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც, მამამისის ბრძანებით, აბანოს აშენებდნენ. ბარბარემ მარმარილოზე თითით გამოსახა ჯვარი და მოხდა სასწაული - იქ წყალმა ამოხეთქა, რომლითაც შემდგომში მრავალი სნეული განიკურნა. ჯვარი მარმარილოში ამოკვეთილივით დარჩა. აღიბეჭდა ბარბარეს ნატერფალიც.

წმინდა ბარბარემ მშენებლებს მოსთხოვა, ორი სარკმლის გვერდით მესამეც გაეჭრათ, რათა ადამიანის ნახელავშიც ღვთის სამგვამოვნება აღბეჭდილიყო.

სასახლისკენ მიმავალმა თვალი მოჰკრა კერპებს, რომლებსაც მამამისი ეთაყვანებოდა და სულიწმინდით აღვსილმა წარმოთქვა: "მსგავს თქვენდა იყვნენ მოქმედნი თქვენნი და ყოველი, რომელსა რწმენეს თქუენი".

როცა წმინდა ქალწულის მამამ სამი სარკმელი ნახა, ძალიან განრისხდა, რომ მისი ბრძანება არ შეასრულეს. მშენებლებმა შიშით მიუგეს, ასე ბარბარეს დაჟინებული თხოვნით მოვიქეცითო. გაკვირვებულმა დიოსკორემ ქალიშვილს სთხოვა, აეხსნა თავისი საქციელი. წმინდა ბარბარემ სიყვარულით მიუგო მამას: "მე ამ სამი სარკმლით მინდა, სულიერი წყვდიადიდან გამოგიყვანო და ნათელს გაზიარო; ეს სამი სარკმელი სიმბოლოა ჭეშმარიტი ღმერთის სამგვამოვნებისა - მამისა, ძისა და სულიწმინდისა". მამა განარისხა ქალიშვილის ნათქვამმა და მრავალი ხერხით სცადა, აეძულებინა, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა. ქალწული კი სიკვდილსაც არ შეუშინდა და მოწამებრივი აღსასრულით დაამოწმა ქრისტე ღმერთის სიყვარული.

წმინდა ბარბარე განსაკუთრებული შემწეა ბავშვებისა და ზიარების მსურველებისა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat