სიმდაბლის მასწავლებელი
სიმდაბლის მასწავლებელი
მარილს იმიტომ უმატებენ სადილს რომ ის გემრიელი გამოვიდეს, ასევე წმინდა პაისის ცხოვრება, მისი ყოველი მოქმედება დამარილებული იყო სიმდაბლის სიყვარულით, მისი სული შემოსილი იყო სიმდაბლის ამ ღვთაებრივი სამოსით.
სასწაულებს და თვით კეთილისმყოფელობას, ბერი პაისისთვის სიამაყის გულისთქმები არ მოჰქონდა. ისინი მისთვის საბაბი ხდებოდა, უფრო დაემდაბლებინა თავი და უფრო მეტად ეღვაწა. იგი ყველა ქმნილებაზე მდაბლად თვლიდა თავს, ცხოველებზე უარესადაც კი. "ჩვენ თავს ცხოველებს ვადარებთ და ამით განვიკითხავთ იმ საცოდავებს. მაგრამ ჩვენ ხომ მათი მსგავსნი კი არა, უარესები ვართ. ერთხელ ჩემთვის ვფიქრობდი, ვის ვგავდი. ნეხვის ხოჭოზე უკეთესი ვერაფერი გავიხსენე. მაგრამ კარგად რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ უსამართლო ვიყავი იმ საცოდავის მიმართაც კი. ის ხომ თავის დანიშნულებას ასრულებს, მოჰკვეთს ნეხვს, მისგან ბურთულებს აკეთებს და ასუფთავებს არაწმიდებას. მე კი, გონიერმა კაცმა, ღვთის ქმნილება, მის ხატად და მსგავსად შექმნილმა, ჩემი ცოდვები ღვთის ტაძარში შევიტანე, ამიტომ ნეხვს ვადრი საკუთარ თავს. უბედურებაა, რომ ვერ დავითმენთ ხოლმე არა მარტო მაშინ, როცა ნეხვის ჭიას გვეძახიან და ვბრაზდებით, არამედ მაშინაც, როცა ჩოჩორს გვიწოდებენ, რომლის მრავალი დამქანცველი ნამუშაკევი ადამიანის საკეთილდღეოა. ეს ცხოველიც უდიდეს მოთმინებას იჩენს და თავისი ცხოვრების ბოლოს არყოფნაში მიდის".
მამა პაისის სიტყვა "სიმდაბლეც" განსაკუთრებით უყვარდა და საუბრისას ხშირად იყენებდა. მაგალითად: "სინათლე ცოტათი დაამდაბლე; "მდაბალი სკამი", "ეს ხე ცოტათი უნდა დავამდაბლოთ (ანუ გავსხლათ)" და სხვა. არც იმის აღიარება უჭირდა, როცა ცდებოდა. თავისი საზომი იცოდა. თავს არ იტყუებდა იმით, თითქოს ყველა შეკითხვის პასუხი სცოდნოდა. თუ ხალხი მას სპეციალურ, საეკლესიო, კანონიკურ ანდა სამეცნიერო კითხვებს უსვამდა, მათ კომპეტენტურ ადამიანებთან გზავნიდა".
სიმდაბლის მასწავლებელი. როგორც ფუტკარი გაურბის კვამლს, ისე მამა პაისი -ქებას და პატივს. როცა ჯერ კიდევ ჯარისკაცი იყო და სიმამაცის ორდენით დააჯილდოვეს, მის მაგივრად მწყობრიდან მისი თანამომსახურე გამოვიდა და ორდენი მან მიიღო. "სწორედ მოიქეცი, რად მჭირდება ეგ ორდენი?" -უთხრა პაისიმ.
ერთხელ მამა პაისი კერკირაზე (კუნძული კორფუ) ჩავიდა. ჯარის მეგობარმა პანტელისმა დედას გააცნო, -ეს არის, ვინც გადამარჩინაო. ბერმა იუარა: რას ამბობ! უფალმა გადაგარჩინა და არა მეო. მან მეგობარს თავისი ბერული სახელი არ გაუმჟღავნა, რომ შემდგომში მისი ძებნა არ დაეწყო.
მამა პაისი როცა ტაძარში ღამისთევის ლოცვაზე მიდიოდა, მოშორებით მდებარე სტასიდიაზე დგებოდა. ყოველთვის თავს არიდებდა ლოცვის წარმოთქმას, როცა სთავაზობდნენ. "მრწამს", "მამაო ჩვენოს" თუ ექვსფსალმუნს ათონური წესით, მოძღვარი ანდა ყველაზე პატივცემული მონაზონი კითხულობს. მიუხედავად იმისა, რომ ლოცვაზე მეტწილად მისი სულიერი შვილები იყვნენ და შვილებად და შვილიშვილებად ეკუთვნოდნენ, ბერს "თავის გამოჩენას" მყუდრო ლოცვა ერჩივნა. რომ არ დავიწყებოდა, თუ ვინ არის, კელიის კედელზე წააწერა: "უფალმან აღადგინის ქვეყნისგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი" (ფ. 112,7).
როცა ვინმე მამა პაისის ფოტოგადაღებას ან მისი საუბრის მაგნიტოფონზე ჩაწერას ცდილობდა, მკაცრი ხდებოდა -ფოტოებს ართმევდა და ხევდა, მაგნიტოფონის კასეტებს წვავდა. ერთ მორწმუნეს, რომელიც სხვებს აღფრთოვანებული უყვებოდა მამა პაისიზე, მან ეპიტიმია დაადო, სამი წელი ჩემთან კელიაში არ მოხვიდეო. ერთხელ ვინმე სუროტელმა პირში უთხრა, წმინდანი ხარო და მამა პაისი ატირდა. რა ექნა? გაურბოდა სახელსა და დიდებას, მაგრამ ღმერთს სურდა, ამ სიცოცხლეშივე განედიდებინა თავისი მორჩილი.
ერთხელ ათონის მთა მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოს I (1991წ.) მოინახულა. მამა პაისიც, სხვა ათონელ ბერებთან ერთად, მივიდა კურთხევის მისაღებად. როცა პატრიარქს უთხრეს, -უწმინდესო, მამა პაისი მოვიდაო, თავდმაბალი პატრიარქი წამოდგა სამღვდლემთავრო ტახტიდან, რათა ბერს მისალმებოდა. მამა პაისი მას ფეხებში ჩაუვარდა, შუბლი იატაკს დაადო და ასე დარჩა, ვიდრე ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა ფეხზე არ წამოაყენა. ამ დროს პროტატის ტაძარში იმყოფებოდა საბერძნეთის პრეზიდენტი. პრეზიდენტის დაცვის უფროსი კონსტანტინე პაპუცისი ჰყვება: "მამა პაისიზე ბევრი რამ გამეგონა. მაღალი, დიდებული შესახედაობისა წარმომედგინა და ველოდი, რომ ტაძარში საპატიო ადგილს დაიკავებდა. მაგრამ მაჩვენეს ჩია მოხუცებული ბერი, რომელიც ტაძრის მოფარებულ ადგილას, სვეტის უკან იდგა -ეგ არის ბერი პაისიო. მის პიროვნებაში იყო რაღაც ღვთაებრივი, რომელიც გიზიდავდა... პრეზიდენტის პირადმა მცველებმა ბერთან მიირბინეს კურთხევისთვის. პრეზიდენტთან მარტო მე დავრჩი. დავიბენი, ვცდილობდი, მათ მობრუნებას, მაგრამ არ მისმენდნენ. უეცრად მეც გულის ზრახვას დავემორჩილე, მივატოვე პოსტი და ბერთან გავჩნდი. ღმერთმა დაგვიფარა, რომ არაფერი მოხდა.
ბერმა თავი ვერ დააღწია უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა "შეტევებს", მსუბუქად დაგვიკაკუნა თითოეულ ჩვენგანს თავზე (კურთხევის ნიშნად), თან გვეუბნებოდა: "მიდით, ბიჭებო, მიდით, საქმეს დაუბრუნდით".
თითოეულ ჩვენგანში რაღაცნაირი შინაგანი ცვლილება მოხდა. ჯერგანუცდელი სიხარულით ავივსეთ". მამა პაისის ეკითებოდნენ, სიამაყეს თუ გრძნობ ასეთი პატივისცემის გამოო. პასუხობდა, -რა მაქვს საამაყო, როცა ვიცი, ასეთი არ ვარ. თუ იმასაც გავიფიქრებ, რამდენი ლიტრი დაღვარა ჩემთვის ქრისტემ, ლამის გონება დავკარგოო. ასევე ამბობდა: "მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი გოგრა ვარ, წყურვილით გატანჯული ადამიანები ვეღარ ითმენენ და ჩემთან მოდიან წყურვილის მოსაკლავად და ჰგონიათ, ჩემი სახით მწიფე საზამთროს ნახავენ".
მამა პაისი შეწუხებული იყო იმით, რომ მისი სახელი ყველასთვის ცნობილი გახდა. ამბობდა: "ჩემი ყველაზე დიდი მტერი ჩემი სახელია. ყველაზე დიდი ბოროტება მტრებმა კი არა, ნაცნობ-მეგობრებმა მომაყენეს. ჩემი მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში რომ მცოდნოდა, ეს რითი დამთავრდებოდა, წავიდოდი იერუსალიმში, დაფარული ბერი ვიქნებოდი, ჩავიცმევდი შავ პალტოს, დავიხურავდი სკუფიას, მოვუშვებდი თმა-წვერს. არავის ეცოდინებოდა ჩემი მონაზვნობა და სხვათათვის სრულიად უცნობი ვიქნებოდიო.
ბერს არ უყვარდა შექება, არ ტკბებოდა ცრუ ადამიანური დიდებით. ჩემი საქმეებით ღვთის სახელი იგმობა, მაგრამ მე ამ ბოროტებას შეგნებულად არ ჩავდივარ, ამიტომაც მწამს, რომ ღმერთი შემიწყალებსო, -ამბობდა.
მას უხაროდა, როცა სხვები აღწევდნენ სხვადასხვა საეკლესიო საფეხურებს: ხდებოდნენ მღვდლები, მოძღვრები, იღუმენები, ეპისკოპოსები. აღძრავდა კიდეც ხარისხის მისაღებად ღირსეულთ. სურდა, ყველა თავისზე აღმატებული ენახა და ამიტომაც ახალგაზრდა ბერებს სულიერ ზრდაში ეხმარებოდა. "იმისთვის, რომ გაზიარდოს და სულიერი ნაყოფი გამოიღოს ახალგაზრდა ბერმა, მზად ვარ, იმ მიწად ვიქცე, რომელზეც ის ამოიზრდებაო".
ის ყოველთვის პირველი ეამბორებოდა სხვებს, მუხლს იდრეკდა, მაგრამ ცდილობდა, ხელი საპასუხოდ სამბორებლად არ გაეწოდებინა. ძალზე უშუალო იყო და ამიტომაც მასთან ურთერთობა მორწმუნეებს დიდ სიხარულს ანიჭებდა.
მამა პაისის თავმდაბლობა ბევრჯერ გამოიცადა. ათასნაირ ცილს სწამებდნენ ეკლესიდან განდგომილი ზილოტები თუ ლიბერალები. "ნეტარ იყვედ და "გიხაროდენ, როცა უსამართლოდ ცილს გწამებენ და არა მაშინ, როცა სამართლიანად აქებენ შენს მოსანგრე ცხოვრებას, სწორედ ამაში ძევს წმინდანობის ნიშნები", -ამბობდა და თავის ცილისმწამებლებსა და ბრალმდებებს საჩუქრად ნივთებსა და პროდუქტებს უგზავნიდა.
თავმდაბლობაზე ამბობდა; "არ არის საკმარისი მარტო სიამაყის გულისთქმები უკუაგდო. უნდა ვიფიქროთ ასევე საღვთო მსხვერპლზე, წყალობასა და ჩვენს უმადურობაზე. მაშინ ჩვენი გული, თუნდაც გრანიტისა იყოს, შეიმუსრება. როცა ადამიანი შეიცნობს საკუთარ თავს, მაშინ თავმდაბლობა მისი სულის მდგომარეობა გახდება. ღმერთი მოვა და ჩასახლდება ასეთ ადამიანში, ხოლო იესოს ლოცვა თავისთავად აღესრულება.
თავმდაბლობის შედეგიანობის საჩვენებლად ასეთი რამ მოჰყვა: "ერთხელ კატის კნუტი ავად გამიხდა. საცოდავს აზიდებდა და იტანჯებოდა. ვხედავდი მის ტანჯვას და გული მტკიოდა. ჯვარი გადავსახე, მაგრამ არ უშველა. "ოჰ, შე ფუქსავატო, კნუტის დახმარებაც კი არ შეგიძლია", -ვუთხარი საკუთარ თავს და როგორც კი დავმდაბლდი, კნუტი მაშინვე გამოკეთდა".
ახლა თავდაბლობას ფასი დაეკარგა. ადამიანებმა მისი ღირსება და ძალა არ იციან. მის შესაძენად არ ისწრაფვიან, მაგრამ თავმდაბლობა იმდენად არის აუცილებელი, რომ მას ზეცამდე ავყავართ. ამიტომ ჰქვია მას "ამმაღლებელი". ზეცაში ერისკაცული აღმართით კი არ ადიან, არამედ სულიერი თავდაღმართით, ანუ თავმდაბლობით ეშვებიან. თავმდაბალი და განკრძალული კაცი გადარჩება. ბერმა სიმდაბლე თავის ქონებად უნდა გაიხადოს, ეს განსაკუთრებით სიცოცხლის ბოლო წუთებში დასჭირდება.
მამა პაისის სურდა, რომ თავმდაბლობა სიკვდილის შემდეგაც მისი თანამგზავრი ყოფილიყო. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ერთ კაცს საიდუმლოდ სთხოვა: -როცა მოვკვდები, სოფელ აგია პარასკევას (მახლობლად მდებარეობდა სუროტის მონასტერი, სადაც მამა პაისი ცხოვრობდა) ხრამში გადამაგდე, რომ ძაღლებმა შემჭამონო. მანამდე კი ამბობდა, -ვისურვებდი, როცა საფლავს გათხრიან, ჩემი ძვლები გაშავებული დახვდეთ, რომ ადამიანებმა თქვან: "ხედავთ, ვერაფერი შვილი ყოფილა ეს პაისიო". თუ ეს მოხდება, ხალხი პატივს აღარ მომაგებსო.
იყვნენ ისეთი ნეტარი ბერები, ძალზე უბრალონი, რომლებიც ღამით ხელთუქმნელ ნათელს ხედავდნენ და ეს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნდათ. ფიქრობდნენ, ასეთი ნათელი მოეფინება ღამით ბერებს და ეს ნათელი თავისთავად წარმოიშვება და ქრებაო. მამა პაისის ნეტარი უბრალოება ჰქონდა, ხედავდა ხელთუქმნელ ნათელს, ჰქონდა მადლი სულიერი ჭვრეტისა და დაფარულმცოდნეობისა. კარგად იცოდა, რომ მის მიერ განცდილი მოვლენა ღვთაებრივი და იშვიათი მადლმოსილი მდგომარეობა იყო, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ ეს ყველაფერი ღვთისგან იყო, მისი საკუთარი "საგანძური" კი -მხოლოდ ცოდვები. ეს მადლი კი წყალობა იყო ღვთისა, ამიტომაც ამბობდა: "მე ის კონსერვის ქილა ვარ, მზის სხივებს რომ აირეკლავს და ოქროსი გგონია. მე თუ ღვთაებრივი მადლი დამტოვებს, ყველაზე დიდი თავგასული გავხდები და თანხმობის მოედნის (ათენის მთავარი მოედანი) გარშემო საქეიფო ადგილებში გავატარებ დროს. არადა, ერისკაცობისას ყავახანაშიც არ შევსულვარო".
მამა პაისი გრძნობდა ღვთის სიყვარულს. იმასაც, რომ მისი მოვალე იყო. ამიტომაც სწუხდა და ოხრავდა, რადგან უფლისთვის ვერაფერს აკეთებდა. "მე ვიცნობდი წმინდანებს, ამიტომაც ბევრი უნდა გამეკეთებინაო", -ბრძანებდა დანანებით.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat