განა ყველას ვიცნობთ, ვინც საცდურში ჩაგვიგდია?
განა ყველას ვიცნობთ, ვინც საცდურში ჩაგვიგდია?
ვეცადოთ, თვითონ არ დავაგოთ საცდური
* "ვინ შეიძლება იყოს მაცდუნებელზე საშინელი? - კითხულობს წმინდა ტიხონ ზადონელი, - გვაძრწუნებენ ცეცხლის წამკიდებელნი, ქურდნი, მკვლელები. მაგრამ რამდენად უფრო საშინელია ქრისტიანი, რომელიც ირგვლივ ცოდვის სენს ავრცელებს, ართმევს ძმებს მადლმოსილ ცხოვრებას, დაუმონებს ეშმაკს და ჯოჯოხეთში აგდებს!"

* თუკი მოყვასი ცოდვაში განსწავლე, არ იფიქრო, რომ მკვლელი არ ხარ... შენ საცდურებით განხსნი სულს და წარსტაცებ იმას, რაც მარადისობას ეკუთვნის, - ბრძანებს ნეტარი ავგუსტინე.

* ტიხონ ზადონელი ასევე ბრძანებს: საცდური იგივეა, რაც შავი ჭირი, რომელიც ასნეულებს და კლავს სხეულს, მაცდუნებელი კი ადამიანის სულს კლავს. შავი ჭირი ჯერ ერთ ადამიანს გაუჩნდება, მერე მის სახლეულს გადაედება, მათგან სოფელს, ქალაქს და მთელი ქვეყანა დასნეულდება, ასეა საცდურიც.

* ერთ ზაფხულის შუადღისას მამა ეპიფანემ (თეოდოროპულოსი, +1989) ათენის ერთ-ერთ ქუჩაზე ორი მონაზონი დაინახა, შავი დახურული კაბით მოსილები, და თქვა: განა შესაძლებელია, რომ მათ ამ მსხვერპლისთვის უხვად არ მიეცეთ მომავალ ცხოვრებაში? თავიანთი მონაზვნის კაბებით არა მარტო ზაფხულის სიცხეს დაითმენენ ქრისტეს გულისთვის, არამედ ნათელი მაგალითი არიან მათთვის, ვისაც ამ სიცხის დათმენა არ სურს და ნახევრადგახდილი დადის.

მამა ეპიფანე სააღმსარებლოს კარებს არასოდეს კეტავდა, აღსარების დროსაც კი უბრალოდ მიიხურავდა ხოლმე და ხშირად ნახევრადაც იყო ღია, ვინმეს ცუდი გულისთქმა რომ არ დაჰბადებოდა.

სხვანი რომ არ ცდუნებულიყვნენ, თავის ბინაში არასოდეს იღებდა ქალს სულიერი საუბრისთვის, ანდა აღსარებაზე, თუ მას გვერდით ვინმე არ მოჰყვებოდა. ხოლო როცა გარემოების გამო იძულებული იყო, ვინმე მიეღო, მაშინ მასთან ერთად მცხოვრებ რომელიმე სულიერ შვილს მოუხმობდა. სთხოვდა, სტუმრის წასვლამდე სამზარეულოში დარჩენილიყო. ყოველ ხუთ წუთში ეძახდა: მოიტანე, გეთაყვა, რაიმე სანუგეშოდ, ესა და ეს წიგნი მომიტანე, ან იქ დარეკეო.

ერთხელ, სადილის ჟამს მამა, ეპიფანეს სახლში მოვხვდი, - ჰყვებოდა მისი სულიერი შვილი, - შემწვარი ხორცის სუნი მეცა. არადა მარხვის დღე იყო. მამა ეპიფანე ჩვეულებისამებრ გულითადად შემხვდა და ვიდრე რაიმეს კითხვას მოვასწრებდი, ჩამჩურჩულა: არ დაბრკოლდე, ჩემო შვილო, აქ ავადმყოფი გვყავს.

არავის, ექიმების გარდა და ისიც - სიცოცხლის ბოლოს, როცა მძიმედ იყო ავად, არ უნახავს იგი კაბის გარეშე. ორი ოპერაციის შემდეგაც კი პიჟამას ზემოთ ყოველთვის კაბას იცვამდა. როცა მასთან მნახველები მოდიოდნენ, ექიმებს სთხოვდა, პიჟამაზე კაბა ჩაეცმიათ და ამის შემდეგღა იღებდა სტუმრებს.

ერთმა სულიერმა შვილმა მოძღვარს სიცოცხლის ბოლო წელს, აუტანელი სიცხეების დასაძლევად, კონდიციონერი დაუყენა. მოძღვარმა სიყვარულის ნიშნად მიიღო, მაგრამ ძალზე შფოთავდა ამ მდიდრული ნივთის გამო. ამიტომ, მიუხედავად სისუსტისა და ხელში ჩადგმული წვეთოვანისა, ის მუდამ დგებოდა საწოლიდან და მიდიოდა თავის კაბინეტში, სადაც იღებდა მნახველთა დაუსრულებელ ნაკადს. ასე იცავდა სხვებს ათასნაირი მაცდუნებელი ფიქრისგან.

* მამა ფილარეტ ათონელი ჰყვებოდა თავის ყრმობაზე: "ამერიკაში ცხოვრებისას ფეხსაცმელების მწმენდავად ვმუშაობდი. უამრავ ადამიანს ვისტუმრებდით. ერთხელ ფეხსაცმლის გასაწმენდად ლამაზი გოგონა მოვიდა, კარგი ოჯახის შვილი. ჩემს მეგობრებს ხორციელი ბრძოლებისა შეეშინდათ და მის მოსამსახურებლად მე გამგზავნეს, ვინაიდან რაიმე განსაკუთრებული ბრძოლები არ მქონდა. გოგონამ გვარიანი თანხა მომცა. ღმერთმა დამიფარა და ხორციელ ბრძოლას ვერ ვგრძნობდი".

* ბერობის მოსურნემ მრავალნაირი საცდური უნდა დაითმინოს. ათონზე ახალმოსულ მორჩილ იოანეს (მომავალში მამა ეგნატე კატუნაკელი) მნახველებმა დეიდამისის ანდერძი გადასცეს - ქალი რვა მილიონ ოქროს დრაქმას უტოვებდა. სცადეს მისი დაყოლიება, უხილავი მტერიც ყურში ჩასჩურჩულებდა, - ეს ფული აიღე და ბევრი კეთილი საქმე გააკეთეო. მაგრამ მან სძლია ამ საცდურს, რაშიც მოძღვრის რჩევაც დაეხმარა: "წერილი მისწერე, მადლობა გადაუხადე ამ დიდი სიყვარულისთვის და შესთავაზე: გაყოს თავისი ქონება სამ ნაწილად. ერთი ნაწილი ღარიბ ნათესავებს, მეორე ნაწილი ქვრივ-ობლებს, მესამე კი ეკლესიას შესწიროს. ისინი ამ დახმარების გამო მისთვის ილოცებენო".

* წმინდა მარიამ მეგვიპტელმა, მას შემდეგ, რაც შეიცნო თავისი განშვებული ცხოვრების საშინელება, შეინანა და უდაბნოში გაიქცა, საცდურებიდან მეტად შორს, რომ არავინ მისულიყო მასთან მზაკვრული სურვილებით და ძველ ცოდვას არ დაჰბრუნებოდა.

* კიეველი მოღვაწე იოანე მრავალვნებული, როცა გრძნობდა, საცდურებთან ბრძოლისას მოვუძლურდიო, უბრძანებდა, მხრებამდე მიწაში ჩამფალითო - თითქოს ამით აჯაჭვავდნენ... "ახლა ვეღარ წახვალ", - ეუბნებოდა ის თავს და ზეიმობდა გამარჯვებას განშვებულ საკუთარ ნებაზე.

* ათონური კანონებით, სხეულის გაშიშვლება აკრძალულია. არ შეიძლება ათონზე იბანაო გაშიშვლებულმა. ამით ხომ შეიძლება, ძმები საცდურში ჩააგდო. ვინც იცის ეს და არ ასრულებს, ღვთისგან მკაცრად ისჯება. მამა სერგი ვესნინი მოგვითხრობს: ერთი დიონისელი ბერდიაკონი XIX საუკუნის ოციან წლებში, ზაფხულში, ლიტურგიის შემდეგ საბანაოდ წავიდა. გაიძრო სამოსი და ნაპირთან მომუშავე ერისკაცების თვალწინ წყალში გადაეშვა. უეცრად ზღვის სიღრმიდან ამოვარდა ზვიგენი და ბერდიაკონი გადაყლაპა. მუშების ყვირილზე ძმებმაც მოირბინეს. შეეწყალათ საცოდავი ძმა, მოიყვანეს ცხვარი, მიაბეს ღუზა და იმავე ადგილას ჩააგდეს წყალში, ზვიგენმა ისიც გადაყლაპა, ღუზამ შიგნეული დაუგლიჯა და ნაპირზე ამოტივტივდა. ძმებმა გაუჭრეს მუცელი, ამოიღეს გარდაცვლილი ბერის სხეული და ქრისტიანული წესით დაკრძალეს.

* თანამედროვე მამა იოსებ ვათოპედელი ჰყვება კვიპროსელ მღვდელმონაზონ კვიპრიანეზე: "აღსარებაზე მისულს, იმისთვის, რომ ეჩვენებინა, რამდენად აუცილებელია გრძნობების დაცვა, განსაკუთრებით ჩვენთვის, მონაზვნებისთვის, მომითხრო: "ერთხელ გადავწყვიტე გამომეცადა, რა იქნება, თუ კაცი გრძნობებს არ დაიცავს-მეთქი და ვუცქირე მოსიყვარულე მტრედებს. იმავე ღამეს ძილში ეშმაკმა იგივე სურათი მანახა, რამაც ჩემში სიტკბოების გრძნობა გამოიწვია!" ნეტარი მკაცრი და მამხილებელი იყო თავისი გრძნობებისა. ჯერ კიდევ ათი წლისამ, როცა ბატკანს ეფერებოდა, რაღაც ვნებიანი მოძრაობა იგრძნო სხეულში. ამის შემდეგ წესად დაიდო - არასოდეს შეხებოდა სხვის სხეულს, რა საბაბიც არ უნდა ჰქონოდა და ზედმიწევნით იცავდა ამას".

როცა მამებმა სტავრონუვის მონასტერი ააღორძინეს, მუშახელი სჭირდებოდათ და მათ მინდვრებზე ერისკაცებიც მუშაობდნენ, რომლებიც იქვე ცხოვრობდნენ. ბრიგადირი ცოლთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც საოჯახო საქმეების გარდა, პურის მკაშიც ეხმარებოდათ. მამა კვიპრიანე მათთან ერთად ხუთი წელი ცხოვრობდა, შემდეგ მონასტერში გადაიყვანეს, სადაც უამრავი მომლოცველის აღსარებას იღებდა. ერთხელაც მასთან აღსარებაზე ბრიგადირის ცოლი მივიდა. სადაური ხარო, - ჰკითხა ქალს. მას გაეცინა. მხოლოდ ახლა, ისიც ხმით, იცნო დედაკაცი! ბერი ხუთი წელი საკუთარ თავს ნებას არ აძლევდა, მისთვის სახეში შეეხედა.

* მამა იაკობ ევბეელზე ამბობდნენ, იმდენად წმინდა და განკრძალული იყო, რომ ხელით საკუთარ სხეულსაც არ ეხებოდაო. ვინ იცის, რამდენი ბავშვი მოუნათლავს, მაგრამ არასოდეს უცქერდა მათ. მამა იაკობი თვითონვე ამბობდა, - არასოდეს მინახავს, როგორ გამოიყურება ბავშვის სასქესო ორგანოებიო.

* მცირე საცდურის მიყოლამ შეიძლება დიდ ცოდვაში ჩააგდოს კაცი. მამა სერაფიმე ვირიცელის სულიერი შვილი ჰყვებოდა: - ახალგაზრდობაში ერთი ყმაწვილი კაცი გავიცანი - თავმდაბალი და უმწიკვლო, რომელმაც შემიყვარა. დავქორწინდით. ის დიდი მეწარმე გახლდათ, მილიონერი. შეგვეძინა ორი ბავშვი. ქმარი სამსახურიდან ერთსა და იმავე დროს მოდიოდა. ველოდებოდი. უმისოდ მოწყენილი ვიყავი. მაგრამ ფულმა ნელ-ნელა ყველაფერი გააფუჭა. ქმარს ვეუბნებოდი, - საღამოებსა და ბალებს რატომ არ ვაწყობთ, ნუთუ ფული გენანება-მეთქი. მოვაწყვეთ პირველი გრანდიოზული მიღება, ასეულობით ადამიანი მოვიწვიეთ. ყველა მხიარულობდა, ვცეკვავდით. ამას სხვა საღამოები მოჰყვა. სულ მთლად გადავეშვით გართობაში. შვილები თითქმის დავივიწყეთ. ქმარიც თანდათანობით შეიცვალა, სხვანაირი გახდა. ადრე თუ არ აგვიანებდა სამსახურიდან მოსვლას, ახლა უკვე შუაღამისას მოდიოდა. შევწუხდი, დავიწყე ნერვიულობა, გავღიზიანდი. ჩემსა და ქმარს შორის თითქოს ქვის კედელი აღიმართა. ერთხელ საერთოდ არ დაბრუნდა შინ. სადღა არ დავრეკე, არავინ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. მეორე დღეს გალეშილი დაბრუნდა. ვუსაყვედურე. სიტყვა შემომიბრუნა. გამწარებული მეორე ოთახში შევვარდი, რევოლვერი ავიღე და ბავშვებს დავუწყე ლოდინი - შინ შემოსვლისთანავე ჯერ მათ დავხოცავ, მერე თავს მოვიკლავ-მეთქი. ამ დროს კედელზე თვალი ვკიდე ღვთისმშობლის ხატს. დავემხე მის წინ და ლოცვა დავიწყე. ჩვენი ბედნიერი ცოლქმრობის შვიდი წლის მანძილზე ყოველთვის დავდიოდით ტაძარში და დიდ დღესასწაულს არ ვაცდენდით. ბოლო, განშვებულად ცხოვრების წელს კი ტაძარში აღარ ვყოფილვართ. ამ დროს ოთახში მეგობარი შემოვიდა, რომელიც ყველაფერს მიხვდა, რევოლვერი გამომართვა და მამა სერაფიმესთან (წმინდა სერაფიმე ვირიცელთან) წამიყვანა. მოძღვარმა თავიდან არ მიმიღო, მხოლოდ წერილი მომწერა (მამა სერაფიმე მათ ოჯახს არ იცნობდა, - კ.კ.): "აი, სადამდე მიგიყვანათ ბანკეტებმა. უფალი დაივიწყეთ. გაიხსენეთ, შვიდი წელი როგორ იცხოვრეთ. არაფერი მაქვს თქვენთვის სათქმელიო". ეს წერილი ქმარს ვაჩვენე, მივედით მოძღვართან, დიდხანს გვესაუბრა, დაგვარიგა. ამ მომენტიდან ჩვენი ცხოვრება შეიცვალა, ღვთისკენ შებრუნდა. აღმოჩნდა, რომ ჩემი ქმარი საზღვარგარეთ მოგზაურობისას, ასევე რუსეთშიც, კარტს თამაშობდა და დიდი თანხები წააგო. ვალებისა და პროცენტების გადასახდელად ყველა საწარმო გავყიდეთ, მხოლოდ ერთი ქარხანა დაგვრჩა. აი, რა ქნა ამა სოფლის საცდურის აყოლამ.

* მამა პაისი ათონელი გვასწავლის: ვიყოთ რაც შეიძლება ყურადღებით და არ მივცეთ საბაბი მაცდუნებელი სიტუაციების შექმნას. კალივაში ბოროტის თვალწინ ბზარს ნუ გავაჩენთ, ვინაიდან გულისთქმაშერყვნილ სულებს სული უფრო უფუჭდებათ და მერე თავის გასამართლებელ საბაბს ეძებენ. ამ შემთხვევაში, ერთი ხელით თუ ვაშენებთ, მეორით ვანგრევთ. ერთხელ კალივაში რამდენიმე ახალგაზრდა მესტუმრა, ვისაუბრეთ. იმავე დღეს ათონის მთიდან უნდა წავსულიყავი. ისინიც გამომყვნენ. ხომალდშიც ჩემს გვერდით დასხდნენ. დიდი ინტერესით მეკითხებოდნენ სხვადასხვა სულიერ საკითხზე. მაგრამ ზოგიერთმა ჩვენმა თანამგზავრმა ეს ყველაფერი არასწორად შეაფასა და დიდი ეჭვით გვიცქერდნენ. ეს რომ მცოდნოდა, შევეცდებოდი, შესაბამისად მოვქცეულიყავი. სამყარო გაბოროტდა. ვეცადოთ, თვითონ არ დავაგოთ საცდური.

* მამა გრიგოლ დიაჩენკო ბრძანებს: ყველა ცოდვა შეიძლება სინანულით აღხოცოთ, მაგრამ საცდურით ჩადენილის განქარვება უმეტესწილად შეუძლებელია. მაგალითად, შენ შეინანე რაღაც ცოდვა, პირადად შენ ღვთისგან შენდობა მიიღე. მაგრამ იმ ადამიანების ცოდვებს, რომელთაც საცდურად ექეცი, როგორ შეწყვეტ? ეს ნაკლებად არის ჩვენს ხელთ და უმეტესწილად შეუძლებელია. ამასობაში კი ცოდვა იზრდება და იზრდება. მისგან, ვინც შენ აცდუნე, ცოდვა სხვებზე გადავა. ამაში კი დამნაშავე ხარ შენ. შენში ამოძირკვულია ეს ცოდვა, მაგრამ შენგან ცდუნებულებში ცოცხლობს, როგორც შენს მიერ ჩაგდებული თესლი, როგორც შენი შვილი - როგორ უარყოფ მას ღვთის წინაშე? კარგი იქნებოდა, ვიცოდეთ, ვინ ჩავაგდეთ ცოდვაში, რომ წავიდეთ და სინანულში მოვაქციოთ. მაგრამ განა ყველას ვიცნობთ, ვინც საცდურში ჩაგვიგდია? ამიტომაც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი: "სხვათა ცოდვებში მაცდუნებელნი ორმაგად დაისჯებიანო".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat