ძველქართულად მსგეფსი ნიშნავს შვიდეულს, კვირას. დღეისათვის კი მსგეფსად მხოლოდ ის შვიდეულები იწოდება, როდესაც ოთხშაბათ-პარასკევი მარხვა არ არის.
ზოგადად მსგეფსის დღეები ხანგრძლივ მარხვებს ან წინ უძღვის ან მოჰყვება ხოლმე.
მოგეხსენებათ, დიდმარხვას ანუ სააღდგომო მარხვას წინ უძღვის სამკვირიანი მზადება: მეზვერისა და ფარისევლის კვირა, უძღები შვილის კვირა და ყველიერის კვირა. ამ სამი კვირიდან 2 მსგეფსია: უძღები შვილის კვირა - ყველანაირი საკვებით და ყველიერის კვირა - მხოლოდ თევზით, რძის პროდუქტით და კვერცხით.
დიდმარხვის დასრულების ანუ აღდგომის შემდგომ (ბრწყინვალე შვიდეულის) კვირასაც მსგეფსია.
სულთმოფენობის დღესასწაულის შემდგომი კვირა არის პეტრეპავლობის მარხვისთვის მზადება და ეს კვირაც მსგეფსია.
ქრისტეშობის მარხვის დამთავრების შემდგომ, 7-დან 17 იანვრამდეც მსგეფსია. 18 იანვარი - ნათლისღების წინა დღე - ყოველთვის მარხვაა.
შობა და ნათლისღება ყოველთვის ხსნილია სრულად, ანუ თუ ემთხვევა ოთხშაბათ-პარასკევს, იჭმევა რძის ნაწარმიც და ხორციც. სხვა დიდი დღესასწაულები – ღვთისმშობლის შობა, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება, იოანე ნათლისმცემლის კრება, მირქმა, ხარება, იოანე ნათლისმცემლის შობა, პეტრე-პავლობა, ფერისცვალება, მიძინება, ტაძრის დღესასწაული – თუ დაემთხვევა ოთხშაბათ-პარასკევს, ხსნილია თევზით; თევზით ხსნილია ლაზარეს შაბათი და ბზობა, რომლებიც მოძრავი დღესასწაულებია და აღდგომის წინა შაბათ-კვირას აღინიშნება. საქართველოს ეკლესიაში თევზით ხსნილია აგრეთვე: სვეტიცხოვლობა (14 ოქტ. ახ.სტ.) და მოციქულთა კრება (13 ივლისი ახ.სტ.). ჩამოთვლილი დღესასწაულების გარდა, თევზით ხსნილია ოთხშაბათ-პარასკევი თომას კვირიდან სულთმოფენობამდე. დიდი წმინდანების ხსენებას თევზით ხსნილია, თუ არსებობს ამის შესახებ მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი