როცა წმინდა იონა კიევ-პეჩორის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების მთავარ ტაძარში ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატთან ლოცულობდა, სასწაულებრივად ეუწყა ღვთის ნება, წადი საროვოში, ბერ სერაფიმესთან
როცა წმინდა იონა კიევ-პეჩორის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების მთავარ ტაძარში ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატთან ლოცულობდა, სასწაულებრივად ეუწყა ღვთის ნება, წადი საროვოში, ბერ სერაფიმესთან
კიევ-პეჩორის ლავრაში ყოფნის დროს ჩემი სტუმრობა დაემთხვა მეუფე დავითის (მახარაძე), იღუმენია იოანას, მამა შიო მენაბდის და მამა მიქაელ ფოფხაძის ჩამობრძანებას. ღვთის შეწევნით და მეუფე დავითის უდიდესი ძალისხმევით, მოვილოცეთ კიევის ეკლესია-მონასტრები. მათ შორის იონას-სამების მამათა მონასტერი. ჩვენი თანამემამულე სალომე ვაშალომიძე, რომელიც კიევში სასწავლებლად იყო წასული, მუდამ გვერდით მედგა და თითოეული წმინდანის თუ წმინდა ადგილის შესახებ საფუძვლიან ინფორმაციას მაძლევდა. ამჯერად იონა-სამების მამათა მონასტრისა და ღირსი იონას შესახებ გიამბობთ.

იონას-სამების მამათა მონასტერი კიევის პეჩორის რაიონის ბოტანიკურ ბაღში მდებარეობს. მონასტერი ღირსი იონას დაარსებულია და სახელიც სწორედ აქედან დაერქვა.

ივანე მიროშნიჩენკო (ბავშვობაში ასე ერქვა) 1802 წელს დაიბადა. მისი მშობლები პავლე და პელაგია ღარიბები იყვნენ და ვერ შეძლეს შვილისთვის განათლების მიცემა. იონამ ჟამნების კითხვა და ფსალმუნი შეისწავლა. მას ჯერ კიდევ ბავშვობაში ხილვა ჰქონდა. ივანემ იხილა უფალი და სამოთხე. უფლის სახე ნათელი, მშვიდი და მადლიერებით სავსე იყო. მისმა ღვთიურმა სიყვარულმა ბავშვის გული მიიზიდა. ასეთი ხილვა განმეორდა მეორეჯერაც, როცა ივანე 7-10 წლის იყო. ბავშვობიდან იზიდავდა მონასტრებში სიარული. 1824 წელს ივანემ დატოვა მშობლიური სახლი და მონაზვნად აღკვეცის სურვილის გამო მონასტრის საძებნელად წავიდა.

ივანემ კიევისაკენ გამგზავრება გადაწყვიტა, მან მოილოცა კიევ-პეჩორის ლავრის სიწმინდეები, ასევე კიევის სხვა მონასტრები. ევედრებოდა უფალს და დედა ღვთისმშობელს გამოეჩინა მისთვის უფლის ნება. ერთხელაც, როცა ის კიევ-პეჩორის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების მთავარ ტაძარში ლოცულობდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატთან, სასწაულებრივად ეუწყა ღვთის ნება, წადი საროვოში, ბერ სერაფიმესთან. ივანეც გაემგზავრა ბერ სერაფიმესთან. მას უკვე ელოდა ბერი. შეხვედრის შესახებ ყვება თავად იონა თავის წერილებში: "ბერი სერაფიმე შეხვედრისას მეუბნება: სად იყავი ამდენ ხანს? მე უკვე ორი წელია გელოდები..." იქ ივანე რვა წელი ცხოვრობდა. შემდეგ სერაფიმემ უთხრა: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს სურს თქვენი გამგზავრება. ძმაო ივანე, წადი "ბელობერეჟსკოს" უდაბნოში, ბრძენ ბერთან, სქემმონაზონ თეოდორესთან. მიენდე მას, ისე როგორც მე. იმ მონასტერში პაისის მოწაფეები არიან. ხოლო შემდეგ მოგიწევს კიევში გამგზავრება მამათა მონასტრის დასაარსებლად. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უამრავ წმინდა მამასთან ერთად დაგლოცავს ამ წმინდა საქმეში. ბერი სერაფიმე ივანეს თვალცრემლიანი აძლევდა დარიგებას. შემდეგ გზა დაულოცა, საგზლად ორცხობილა გაატანა და მეგზურად ალექსანდრე გააყოლა, რომელიც ბერი სერაფიმეს კურთხევით სხვა მხარეს მიდიოდა. ალექსანდრემ ვერ გაუძლო მწუხარებას და გზაშივე გარდაიცვალა. "ხოლო მე ცოდვილს, - ჰყვება იონა თავის წერილებში - ღმერთმა და ღვთისმშობელმა, ასევე ყველა წმინდანმა შემიფარეს და აი აქამდე ცოცხალი ვარ" .

KARIBCHE

ივანე მივიდა იმ მონასტერში, სადაც სერაფიმემ გააგზავნა, მაგრამ იქ დოკუმენტების უქონლობის გამო არ მიიღეს. შემდეგ ივანემ გააკეთა აუცილებელი დოკუმენტი და 1836 წლის 4 მაისს ჩაიწერა ძმათა რიცხვში. 1843 წლის 19 დეკემბერს ის მონაზვნად აღიკვეცა, ხოლო 1845 წლის 26 ივნისს ხელდასხმულ იქნა დიაკვნის ხარისხში.

ბერი იონა იხსენებს, რომ "ბელობერეჟსკის" უდაბნოს მონაზვნებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც თანამდებობა ჰქონდათ, არ შეუყვარდათ იონა. დაიწყეს მისი შევიწროვება და მონასტრიდან გააგდეს. იონას თქმით, ის გარკვეული დროით ოთახში ჩაკეტეს. ასეთმა ცხოვრებამ მას დიდი სულიერი გამოცდილება მოუტანა. როცა იონა გაათავისუფლეს, მას სნეულთა მოვლა-პატრონობა დაავალეს და ამის გამო არ შეეძლო მსახურებებზე დასწრება. მამა იონამ სიხარულით მიიღო მორჩილება.

ახლოვდებოდა ღვთის განცხადების დღესასწაული. იონა წუხდა, რომ ისევ ვერ ესწრებოდა მსახურებას, მაგრამ უფალმა გაამხნევა. აი, რას ჰყვება თვით მამა იონა: "მთელი დღე 4 და 5 იანვარს ცუდად ვიყავი, უკვე საღამო იყო, დამთავრდა ლიტურღიაც და წყლის კურთხევაც. მომიტანეს ნაკურთხი წყალი. მე წმინდა წყალი სნეულებს მივეცი, დავალევინე და თავზე ვასხურე. ოთახის კარი ოდნავ ღია მქონდა, დავინახე როგორ ჩამოიარეს ბერებმა, ისინი ლიტანიობას აღასრულებდნენ და გალობდნენ. მე არ შემეძლო მათთან ერთად ლოცვა, რადგან მორჩილებად სნეულთა მოვლა მქონდა. მთელი ღამე არ მეძინა, მტანჯავდა იმაზე ფიქრი, რომ მსახურებას ვერ ვესწრებოდი. აი, გაისმა სამრეკლოს ხმაც, დილის წირვა იწყება, მე ისევ ვერ ვესწრები წირვას, ღმერთო, როგორ ვცხონდები მე ცოდვილი... კიდევ უფრო შეუძლოდ გავხდი, ძალა მეცლებოდა, ყველა ბერი ტაძარშია ჩემ გარდა, ცრემლები მომდიოდა.

ამ დროს ვიღაცა შემოდის კარში და მეუბნება: "კურთხევა, მშვიდობა, სიყვარული ღმერთი უფლისა და მხსნელისა ჩვენისა აქ". მე ვწევარ გვერდზე და ვფიქრობ, რომ ეს მეზობელი საცხოვრბლიდან ძველი დამხმარე მამა კესარიას ხმა იყო, ამიტომ ვწევარ დახუჭული თვალებით.

სტუმარი მოშორებით დადგა და ამობობს: "ომია, მაგრამ არა მძიმე, მოუთმენელი და გადაუწყვეტი..." მარცხენა ხელზე შემეხო და ამბობს: "რატომ წუხარ, ნუთუ შენ მიტოვებული ხარ? დადექი ფეხზე, მიიღე ძალა და მადლი". აიღო ჩემი ხელი, მე ვერ მივხვდი ვინ იყო, თვალები არ გავახილე, როგორც ყოველთვის, სიბნელეში არ ვახელ თავლს. ვფიქრობ, ვინ მოვიდა და რატომ მაწუხებს, ისედაც დარდში ვარ და კიდევ მიმატებს წუხილს, მაგრამ როცა თვალი გავახილე, დავინახე დიდი ნათელი, შემეშინდა და მკვდარივით დავეცი. ვერაფერს ვგრძნობდი. არ ვიცი ეს დიდხანს გაგრძელდა თუ არა, მხოლოდ ვიგრძენი, ჩემს ცოცხალ თავზე ხელი დამადეს, რისგანაც მთელს ჩემს სხეულში სიცოხლე შემოვიდა.

KARIBCHE

მან, ნათელში მოელვარემ, ასეთი რამ თქვა: "სული მისი მასში არს..." მე შევიგრძენი უფალი ღმერთი. მე მოვედი რომ შენ განგკურნო, შეხედე, ნუ გეშინია, მე მოვედი ხალხის სახსნელად. მე მიყვარს ხალხი და მახარებს მონაზვნობის ხარისხში მყოფნი:. უფალმა გაამხნევა იონა: "ნუ გეშინია, მე შენთან ვარ!" დამადო თავისი წმინდა ხელი ჩემს ცოდვილ თავზე, დამლოცა და მითხრა: "ემსახურე სნეულ მონაზვნებს ბოლომდე და ეს იქნება შენთვის მხსნელი!"

გავიდა უფალი ოთახიდან და დადგა სამხელიანი ღვთისმშობლის ხატთან. "ჭეშმარიტად იყოს ხსენება მისი" თქვა ეს. მისით მთელი ქვეყანა გადარჩება. და მე დავამატე - ამინ!

წმინდა ნათება ავიდა ზეცად, მე დავბრუნდი კელიაში შიშით და სიყვარულით აღვსილი.
ბეჭდვაელფოსტა
30.06. 2015
დიდება უფალს
დიდება უფალს უკუნითი უკუნისამდე ამინ.
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat