წმინდა ქრისტესია-ქრისტეფორე გარეჯელი (+1771) - 11 (24) მაისი
წმინდა ქრისტესია-ქრისტეფორე გარეჯელი (+1771) - 11 (24) მაისი
როცა ჩემი სამშობლოს ღირს მამათა ცხოვრებას ვკითხულობ, ასე მგონია, უძველეს ქართულ საგალობელს ვუსმენ, მათსავით ამაღლებულსა და ღვთაებრივი სულით აღბეჭდილს. მათი რწმენა, უბრალოება, ღვთისა და მოყვასის თავგანწირული სიყვარული შენც აღგატრფობს ზეციური და მიწიერი სამშობლოს მიმართ. ხშირად უნდა გადავსახლდეთ ფიქრით წარსულში, რათა მისი გახსენებით ღირსეულად განვვლოთ აწმყო და უკეთ განვჭვრიტოთ მომავალი.

სწორედ ასეთი განცდით გვავსებს ქრისტეფორე გარეჯელის ცხოვრება.

მამა ქრისტეფორეს ცხოვრება მიხეილ საბინინის თხოვნით აღუწერია დიაკვან სპირიდონ გძელიშვილს, რომლის ადაპტირებულ ვარიანტს ახლა გთავაზობთ.

სპირიდონ გრძელიშვილი-ცხოვრება და მოღვაწეობა სანატრელისა მამისა ქრისტესია მონაზონისა, რომელსაც შემდგომად ქრისტეფორე ეწოდა, რომელიც მოსანგრეობდა იოანე ნათლისმცემელის მრავალმთის უდაბნოში, გარესჯად წოდებულში, ყარაიას თავზე.

უარსოსა არსებად დამწყებელო, მიუწთომელო, აუგებელო დაყოველთა არსთა მარსებელო, წმინდაო სამებაო სრულო ერთო არსებით და სამო პირებით. პირო მამაო, პირო ძეო და პირო სულო წმიდაო, სამო პირებით და ერთო არსებით. არცა სამსა პირებსა ერთ პირად ვიტყვი, არცა ერთასა არსებას სამ პირად აღვიარებ, არამედ სამსა გვამოვნებასა შინა ერთსა არსებასა ვირწმუნებთ, რომელ არს ღმერთი. სამებაო წმინდაო ღმერთო, რომელსა გმსახურებენ მრავალნი დასნი უხორცოთა ძალნი, რომელმან მიუვლინე ისაიას სერაფიმი და ჰქონდა მას განმწმენდელი ცეცხლი მარწუხით და შეახო მის ბაგეებს.
და განწმინდა და აღივსო პირი მისი მადლითა შენითა, შენვე აღახვენ ბაგენი ჩემნი და შეახე ნაპერწკალი შენი ჩემს უძლურ გონებას. აღანთე სხეული ჩემი, ვითარცა ცვილი, განანათლე ქალაქი ჩემი და განსდევნე მა შინა დაფარული მთავრობა ბნელისა, დასვი მთავრად შენი მადლით განწმედილი სული ჩემი, შეზღუდე მადლითა შენითა, რათა ვიტყოდე შენს სათნოს (სიტყვებს), რამეთუ8 არა თავით-თვისით ძალმიძს, რაიმეს ქმნა, არამედ შენგან მოველით ჩვენი სარბიელის სრულყოფას, ყოვლისა სრულმყოფელო, მეუფეო ქრისტე ღმერთო ჩვენო.

იტყვის მოციქული იაკობი თავის კათოლიკე ეპისტოლეში: რომელმან იცოდეს კეთილი საქმე და არა ქმნეს, ცოდვა არს მისსა (თავი ე. მუხ. იზ).
გამახსენდა ტალანტის დამფვლელი ბოროტი მონა და შემეშინდა რათა პასუხი არ მომეთხოვოს ქრისტეს წინაშე. ჰოი იესო ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო, მიხეილ გობრონად წოდებულო, ჩემგან შეუძლებელის გაკეთებას მოითხოვ, გარნა ღვთის ძალას მივუტევებ ჩვენს საზრუნავს, და მწამს რომ ძალუძს ყოველთა სრულმყოფელ ღმერთს, რათა არა ვიტყოდე სიმართლის ნაცვლად სიცრუეს , ანუ ნათლისა ნაცვლად ბნელს და ტკბილის ნაცვლად მწარეს, არამედ რაც თვალით მინახავს და ყურით მომისმენია მას აღვიარებ, რომელსაც დამემოწმებიან მრავალმთის იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს ძმები, ვინც იცნობდა და უნახავს, ქრისტესია მოღვაწე, და თქვენ, რომელმაც იცით ამ სანატრელი ბერის ცხოვრება.

მეთვრამეტე საუკუნეში ცხოვრობდა კაცი იგი ღვთისა ქრისტესია. ესე სანატრელი და ღირსსახსენებელი მდაბიო ერისაგანი იყო,წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან, სამეგრელოდან. მას ცოლის შერთვის სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ ბატონის იძულებით იქორწინა სჯულიერი ქორწინებით და ჰყავდა ერთადერთი ვაჟი. მისი მეუღლე და შვილი აღესრულენ რამდენიმე წლის შემდეგ.

როცა ცოლ-შვილი მოუკვდა, ბატონს სურდა მეორედ დაექორწინებინა. მაგრამ, ნეტარმა ყური აღარ უგდო მის განზრახვას, არამედ სულიერ მოძღვართან მიისწრაფა და ყოველივე მოუთხრო რაც გულში ჰქონდა. სულიერ მოძღვარს საკუთარი განზრახვა აღუარა, რომელმაც მისთვის მინდობილ ცხვარს კეთილი და მშვენიერი სულის აღმაორძინებელი საძოვრის გზა ასწავლა. მოძღვარი ეტყოდა:

-შვილო ქრისტესია, თავიდანვე ეგ გქონდა განზრახული, მაგრამ ბატონის შიშით ვერ გააკეთე. აი ახლა კი საკუთარი თავი მიუძღვენი უფალს ჩვენსა იესო ქრისტეს, რომელმაც განგვათავისუფლა ეშმაკის მონობისაგან, მანვე სახიერმან და კაცთათვის საკუთარი სისხლის დამთხეველმა, მოგცეს სრულყოფა მისი სიყვარულისა.

გარნა შვილო, გეტყვი შენი მოძღვარი, რათა წახვიდე ქართლში, გარეჯის უდაბნოში, ყარაიას თავზე რომაა, სადაც მდინარე მტკვარი ჩაივლის და მას გარეჯის მრავალმთა ეწოდება, იქ სადაც ღირსი მამა ჩვენი დავითი მოღვაწებით, ოფლთმწთოლვარებით, ტირილითა და მარხვით და მრავალი სათნოებით ცხოვრობდა.

სადაც ღირსი მამა დოდო გარეჯელი ვითარცა მზე მნათობდა, რომელმან მონათლა რუსთავის მთავარი ბუბაქარ ბარბაროსი და ძენი მისნი და მრავალსა რიცხვსა კრებულსა მწყსიდა და მისი საფლავი, ყოველწელს, მის დღესასწაულზე სურნელს გამოსცემენ.

წარვედ შვილო, სადაც ღირსი მამა და პირმშო მოწაფე ლუკიანე მოძღვრის ნაცვლად მონაზონთა კრებულსა მწყსიდა და ირემს ძროხებივით წველიდა.
სადაც ღირსი მამა და გარეჯის წინამძღვარი პავლე ეტყოდა ძმებს: იოანე ღვთისმეტყველი მოგვცემს, რაზეც თქვენ ზრუნავთო და მყის ორბმა თევზი მოუტანა და ძმებს ჩამოუგდო, იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაულზე.

წადი შვილო ქრისტესია, სადაც წინასწარმეტყველების მადლით დაჯილდოვებულმა, ღირსმა მამა არსენიმ, დიდი მონასტრის წინამძღვარმა, რომელსაც ახლა "წამებულს" უწოდებენ, მრავალმთის მამები შეკრიბა, და ერთი კვირით ადრე ამცნო უღმერთო აგარიანთა მოსვლა. განუცხადა, რათა ქრისტე არ უარყონ, და დამალულიყვნენ, თუკი ქრისტესთვის სიკვდილს ვერ შეძლებდნენ. მაშინ მამები შეეკითხნენ წინამძღვარს:

-მამაო მამათაო, შენ რის გაკეთებას აპირებ, როცა უღმერთონი აქ მოვლენ.

ხოლო მან მიუგო:

-შვილო როცა მე ჯვარი ავიღე და შევუდექ ქრისტეს, ძესა ღმრთისასა, მაშინ მოვკვდი მე ქრისტესთვის.

ეს რომ მოისმინეს, მათ, ყველამ ერთხმად შეჰღაღადა:

-ყოვლად პატიოსანო მამაო, შენი თქმისაებრ განა ჩვენც ქრისტეს არ შევუდექით, სიკვდილის შიშით არასოდეს დავიმალებით, რამეთუ ერთხელ მოგველის სიკვდილი და მერე საუკუნო საშვებელი, განა ასეთი არ არის ჩვენი მონაზვნური სარბიელი.განა იმისთვის არ დავუტევეთ ქალაქები და სოფლები და გამოვედით, რათა მოვკვდეთ ჩვენთვის სიკვდილის თავსმდებელი ქრისტესთვის?ვიცით, პატიოსანო მამაო, რომ ჩვენზე დარდობ, ვაითუ დავბრკოლდეთ. ნუ იყოფინ უარისყოფა ქრისტესი, რამეთუ უმჯობესია სიკვდილი, როგორც თქვა ქრისტემ: რომელმან წარიწყმიდოს სული ამა სოფელსა ჩემთვის და სახარებისთვის, მან აცხოვნო!

და კიდევ, შვილო, იქ ცხოვრობდა მესამე წინამძღვარი თეოდოსი დოდორქელი წმინდა და მადლით განმშვენებული. ესენი წინამძღვარნი იყვნენ, როცა უღმრთო აგარიანებმა წმინდანები, მრავალმთის ღირსი მამები, სადაც მონაზონნი ვითარცა ფუტკარნი სიტკბოებას შეაგროვებდნენ.

სადაც წმინდა ეპისკოპოსი იოანე მანგლელი აღიზარდა მონაზონთა წესით და მრავალი წელი დაჰყო ბერთუბნის გამოქვაბულში, სადაც დღესაც შეგიძლიათ ნახოთ მისი ცრემლით მორწყული სენაკი, მისი სასწაულები ააღწერილია "ჯვარშემოსილად" წოდებულ წიგნში. რომლის მოღვაწე გვამი განუხრწნელად არის დასვენებული ტფილისის სიონის სობოროში, რამეთუ თავდაპირველად გარესჯის უდაბნოში მდებარეობდა და მეფე თეიმურაზის ბრძანებით, იქიდან აღმოიღეს მისი წმინდა, ყოვლად მრთელი მირონმდინარე გვამი.

წადი შვილო, სადაც სამგზის სანატრელი ილარიონ ქართველი იმყოფებოდა, მისი სენაკი ზემორე ხევში ცრემლის-წყაროს პირისპირ მდებარეობს, სადაც მან თავისი ცალთვალა ბიძა განკურნა და სახლში გაუშვა.

შვილო, კიდევ სხვა საკვირველებასაც მოგითხრობ: როდესაც ღირსი მამა ჩვენი სანატრელი დავითი იერუსალიმში წავიდა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს საფლავის თაყვანისაცემად. მადლი წამოიღო და მობრუნდა იქიდან. მოიკითხა მონასტრის გარეთ და კლდის ნაპრალებში განმარტოებით მცხოვრები მონაზონნი. ბერთუბნისკენ მიმავალმა ერთი ბერი ნახა და მოიკითხეს ერთმანეთი და ამბორს უყო ბერმა და ჰკითხა:

-როგორ ცხოვრობ მამაო?

ბერმა სულთ ითქვნა და მერე უთხრა:

-ეს ორივე წყალი, ორივე წყარო მწარეა . ნიახური მიდგას წყაროს გარშემო. ამ მწარე წყლითა ვრწყავ და ამის გამო ისიც მწარეა.. და ასე მწარედ მიდის ჩემი ცხოვრება.

მაშინ ილოცა ღირსმა მამა დავითმა, ერთი წყარო დაუტკბო, მეორე კი მწარე დატოვა.

იხილა რა ბერმა ეს სასწაული ფრიად განიხარა და ღმერთი ადიდა, რომელმაც ასეთი საკვირველი სასწაული უბოძა. ხოლო ბერს ჰქონდა მცირე სენაკი, ერთი კლდეში გამოჭრილი საწოლი, თავქვეშ ბალიშად კლდიდანვე გაოკვეთილი ლოდი ედო. ედგა კაკლის ხეები და თავისივე დარგული ნუშისა და ლეღვის ხეები. იქვე წყაროები გამოედინებოდა, ერთი მწარე, მეორე ტკბილი. გარშემო კი ნიახური იყო დარგული. მათ დღესაც ნახავენ წამოფარებული კლდის ქვეშ.მოისმინა რა ღვთის კაცმა სულიერი მოძღვრისაგან ამგვარი დარიგება, მყის გაუნათლდა გონება, და თითქოს მძინარეს გამოეღვიძაო, თავის მასწავლებელს უთხრა:

-მამაო სულიერო, საიდან იცი ამგვარისაკვირველი აგილებისა და სასწაულითა აღსავსე წმინდა კაცთა საყოფელის შესახებ?

სულიერმა მამამ მიუგო:

-ჩემო შვილო,მე ცოდვილი და უღირსი იმ იმ სანატრელსა და გულის სათქმელ ადგილას აღვიზარდე-იოანე ნათლისმცემელის უდაბნოში და ესეც ვიცი და გეტყვი, რომ მეფეებიც პატივს სცემდნენ ამ ადგილს და ღვთისაგანაც მადლითა და სასწაულებით აღსავსეა მრავალმთის მონასტერი.
კახთა მეფე ალექსანდრე მოსულა სანატრელი ღირსი მამა დავითის საფლავის სანახავად, რამეთუ მისადმი დიდი სასოება ჰქონდა. და როცა იხილა მან ყველა მონასტერი და იქ მცხოვრები მამათა ღვაწლი, "სთნდა წესნი და საყოფელნი სულთა სატრფონი", ამქვეყნიური მეფობა თავის ძეს დიმიტრის დაუტოვა, მონაზვნად აღიკვეცა და უწოდეს მას ათანასე. რომელმაც მრავალი ღვაწლი გასწია, რამეთუ ააშენა მონასტრის კოშკები და ზღუდეები, რომელსაც დღემდე ალექსანდრე მეფის კოშკს უწოდებენ და თავის სენაკად ჰქონდა. შეამკო მხატვრობითა და ოქროცურვილი ხრახნილებით. ამავე მეფეს აუშენებია წმიდათა ღირსთა მოწამეთა სამარტვილო და მასთან ერთად მოსული მხედრები მონაზვნები გამხდარან. აივსო მრავალმთის მთები და ნაპრალები. როცა იხილეს , რომ მეფე აღარ დაბრუნდა ქალაქში და აღარც მისი სპა, მეფის მიბაძვით, სხვებმაც გამოჰკვეთეს მრავალი სენაკი და ეკლესია მათდა სავანედ. იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიაშია საფლავი ამ მეფისა, სხვა მეფეების, კათალიკოსთა, მთავარეპისკოპოსთა და ეპისკოპოსთა.
აჰა, ამ სანატრელ ადგილთაგან ორი მონასტერიღაა დარჩენილი, სადაც მონაზვნები ცხოვრობენ. ამ "სულთა სატრფოსა" მონასტრებში მრავლად არიან ეკლესიები და სენაკები, რომლებიც ავსებულია ღირს მოწამეთა წმინდა ნაწილებით.

თავდაპირველ სათქმელს დავუბრუნდეთმოისმინა რა სანატრელმა ქრისტესიამ სულიერ სიტყვათაგან ვითარცა ფრთა შესხმულმა, აღფრინდა მისი გონება, წამოდგა, დაუტევა მოძღვარი და თავისი სახლი, და უკან მოუხედავად, ღამე, ყველასგან მალულად წამოვიდა, ქრიტეს სიყვარულით გატაცებული დღე და ღამ მოდიოდა, ვიდრე არ მიაღწია, თავის სატრფიალოგარესჯას იოანე ნათლისმცემელის უდაბნოს, სადაც ცხოვრობდნენ სიყრმითვე მოღვაწეობაში აღზრდილი ძველი მამები.. მივიდა რა მათთან სიყვარულით მიიღეს, როგორც მონაზონთა ჩვეულებაა, რომელთთათვის სტიროდა მამა ქრისტესია და მათ დროს სიკვდილს ნატრულობდა, , რამეთუ მონაზვნური წესით იყვნენ აღზრდილნი, რომელთაც მე უცხო, შვილივით შემიწყნარეს, ისინი გარდაიცვალნენ და მე კი აქ უღისად, ბრმასავით მიმოვეხეტებიო.. ჰოი ჩემდა მამებო, რომელთაც აღარა გხედავთო. ესე და მრავალს ჰოდებდა გულმტკივნეული. ხოლო ნეტარმა ქრისტესიამმრავალი წელი დაჰყო დიდ მორჩილებაში, როგორც ჩვეულებაა ამა უდაბნოს ძმათთა შორის. ეზიდებოდა ფიჩხსა და წყალს, რამეთუ დარეკდნენ ზარს და ყველა ძმა წინამძღვართან ერთად წავიდოდა და მოჰკაფავდენენ ხეებს, ესა და სხვები ავიდოდნენ და მოჰქონდათ განმზადებული შეშა და ყველაფერს გულსმოდგინედ და მორჩილებით აღასრულებდა. რამეთუ წიგნის კითხვა საერთოდ არ იცოდა, თუმცა პირი მისი არასოდეს იტყოდა ამაოს, არამედ ვითარცა სამოთხის მდინარეს სდიოდა თაფლ-მწთოლვარე საღმრთო სიტყვები, ვითარცა სულიერი საუნჯით აღვსებული.

სანატრელი მამა ქრისტესია მოხუცი იყო, როცა მონაზვნად აღკვეცეს. მისი ცხოვრება კი ამგვარი გახლდათ: ჩვეულება ჰქონდა: უდაბნოდან შვიდ ვერსში ედგა წყლით სავსე ჭური, ანუ ქოცო, რომელსაც ორი სპილენძის კოკით ავსებდა. დიდი სიცხისას, ერთ კოკა წყალს ზედ დაისხამდა და სამოსლიანად დასველდებოდა, მაშინღა წაიღებდა კოკებით წყალს და აავსებდა ამ ქოცოს (მცირე ჭურია). ქოცოზე იდგა მცირე ქოხი, ქოხზე დაკიდებული იყო მცირე ჩარექა, რათა მგზავრებს წყალი ამოეღოთ. ჩარექა შორიდან ჩანდა. ქალაქში, ანდა სოფელში მიმავალნი, ერთი დღის სავალზე, წყალს ვერსად ნახავდნენ, ვიდრე ქრისტესია ბერის ქოცომდე არ მოაღწევდნენ, და მაშინღა სიცხისაგან დამაშვრალნი, და შორი გზისგან ღონეგამოცლილნი, დიდი სასოებით შესვამდნენ წყალს და მადლობდნენ ღმერთს და მის მონას ქრისტესია ბერს.

იქვე ქოცოსთან პატარა ბოსტანი ჰქონდა მოწყობილი. მგზავრები მწვანილს ვითარცა ზეციურ მანანას მიიღებდნენ და შესვამდნენ წყალს, ვითარცა მოსეს მიერ დამტკბარს, მერარას უდაბნოსი.ესე განიგრილებდნე სიცხით დამწვარ სხეულს კაცნი მაშვრალნი, რამეთუ ზაფხულის ყოველ დღეს ამგვარ მოღვაწებაში იყო ღირსი მამა ქრისტესია. აბა, რა ვთქვათ ძმანო, განა მცირეა ეს შრომა? წიგნი თუ არ იცოდა საქმით აღასრულა სახარების სიტყვა, რომელშიც გვამცნობს იესო ძე ღვთისა, ვითარმედ: რომელმან ასვას ერთი ჭიქა გრილი წყალი, ჩემი სახელით,სასყიდელი არ დაეკარგებათო.აჰა, როგორ მტკიცედ აღასრულა მცნება რაც ისმინა. ნუთუ მხოლოდ ეს აღასრულა დასხვებზე გაჩუმდა, არ აღუსრულებია?

ამ ღვთის კაცს ჩვეულება ჰქონდა, თუ ვინმე რამეს მისცემდა, ყველაფერს სხვას გაუყოფდა. რამდენჯერმე წავიდოდა და მიავიდოდა სოფელ ხაშმში, და ითხოვდა ლობიოს, ან ხორბალს, თაფლსა და ძაფს. ვისაც რა ჰქონდა ყველაფერს სიხარულით აძლევდნენ, რამეთუ იცოდნენ რომ კეთილმოღვაწე და მადლით გაბრწყინვებული იყო და არავინ გაუშვებდა ცარიელს. არც თვითონ განშორდებოდა მოწყალების მიუღებლად. იტყოდა ხოლმე ნეტარი, ვაითუ საცთური დავუგო ჩემი მოსვლით, მან არ მომცეს მოწყალება და ბოროტმა ეშმაკმა ცოდვად ჩაუთვალოს, და ჩემს გამო წარრწყმდესო. და რომელნიმე ვინც მას იცნობდა, განგბ ეტყოდა:

-არა მაქვს მამაო, რაიმე მოგცე.

-ლობიო მომეცი შვილო, თუ არა გაქვს ხორბალი, ან თაფლი, ან ძაფი, ან კაკალი.

-არაფერი არა მაქვს, რასაც შენ ითხოვ ბერო.

მაშინ დაჯდებოდა და ეტყოდა

-შვილო, ცარიელი რომ გამიშვა, ეშმაკი გაიხარებს და შენს მცველ ანგელოზს ეტყვის, არ მისცა მოწყალება გლახაკ ბერსო. ამისთვის ვწუხვარ, ვაითუ ჩემი მოსვლით შენი წარწყმედის მიზეზად ვიქცე! არ წავალ ცარიელი, ვიდრე მცირედს მაინც არ მომცემ და არ არცხვენს ეშმაკს შენი ანგელოზიო.

ამას და ამგვარ მრავალ სიტყვებს ტირილითა და ძრწოლით ეტყოდა და მაშინ როცა მისი სიტყვებით სარგებელ ნახავდნენ, მაშინ მისცემდნენ მას სიხარულით მოწყალებს. ხოლო იგი ნეტარი რასაც მოწყალებას შეაგროვებდა, სადაც კი იხილავდა ქვრივსა და გაჭირვებულად მცხოვრებ ობოლს, ფარულად ყველაფერს მას მისცემდა. თაფლისა და ხორბლის გარდა ქვრივ –ობლებს ყველაფერს ურიგებდა: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი რამეთუ იგინი შეიწყალნენ".

კიდევ ერთი ჩვეულება ჰქონდა ღვთის კაცს, თუ გაიგებდა ძმათა, მამა-შვილსა თუ ცოლ-ქმარს შორის შუღლის ამბავს, დატოვებდა მონასტერს და მშვიდობის ჩამოსაგდებად წავიდოდა. მიაღწევდა რა მათ სახლს, მოუხმობდა ორივეს და ეტყოდა მშვენიერი და ლმობიერი სიტყვით, ვიდრე მისი სიტყვით არ იტირებდნენ და შეინანებდნენ. მერე ეტყოდა:

- შვილებო, მე თქვენი მიზეზით მოვედი აქ. თუ არ შეისმენთ ჩემს სიტყვას, დაგტოვებთ და წავალ მწუხარე. ამით გაიხარებს ეშმაკი, რომელსაც არ სურს კაცთა შორის მშვიდობა, და უფრო დიდ განსაცდელს შეგამთხვევთო. როგორც მშიერი მოვედი, ისე მშიერი წავალ თქვენგანო.

სიტყვებს ცრემლსა და გოდებას მოაყოლებდა. დამხვდურთაც გული შეეძვროდათ, "დაეგებოდნენ ურთიერთას და ჰყოფდნენ მშვიდობასა". გაიხარებდა ბოროტი ეშაკი განვდევნეო, ღმერთმა დასწყევლოსო. ისინი აღთქმას მისცემდნენ რომ აღარ იჩხუბებდნენ. რაღა ვსთქვა ძმანო, განა უფლის მცნება არ რის, რომელიც იტყვის: "ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ".

მერე ამასაც აკეთებდა, ყოველ შაბათს სოფლის მცხოვრებნი ხორბალსა და თაფლს მიცემდნენ, რათა მათი მიცვალებულისათვის კოლიო მოემზადებინა
ხოლო ის წაიღებდა მონასტერში და ყოველ შაბათს კოლიოს მოამზადებდა ხოლმე სამი ჭურჭლით: ერთს-თავის მიცვალებულთათვის, მეორეს-მონასტერში აღსრულებული მამებისთვის, ხოლო მესამეს-ყოველი გარდაცვლილი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. ამას ის წლითი-წლად, ყოველ შაბათს აკეთებდა და თუ ფული ჰქონდა, მოსახსენიებელსაც შეაგზავნიდა ხოლმე. ისე ზრუნავდა ხოლმე, რომ ბევრი თავისი მიცვალებულისთვის ვერ აკეთებს. იხილეთ საყვარელნო! თუ როგორ შეაუღლა ღვთის სიყვარულთან მოყვასის სიყვარული, როგორც იტყვის უფალი:"შეიყვარო მოყვასი შენი ვითარცა თავის თვისი".

ერთხელ ქრისტესია ჩვეულებისამებრ, მწუხრის ლოცვის შემდეგ წავიდა სოფელში, რადგან დიდი სიცხის გამო ღამე მიდიოდა ხოლმე. გზას გაუდგა და მალევე საშინლად ჩამობნელდა, მიაღწია ადგილს რომელსაც მეძვიანს ეძახიან და ღამის სიბნელის გამო გზა ვეღარ გააგრძელა. შეჩერდა და როგორც იცოდა ტირილი და ლოცვა დაიწყო. უეცრად მნთებარე რაღაც გამოუჩნდა, როგორც სანთლით მიმავალი, გზა გაუნათა. დადგა ეს "მთებარე" და ელოდა ბერის წასვლას, ის კი შიშისაგან ძრწოდა და ვერა ბედავდა წასვლას, არამედ ლოცულობდა და ღმერთს ევედერებოდა, რომ განსაცდელს არ მიცემულიყო. ეგონა, რომ რაიმე მხეცი იყო და მისი თვალები ანათებდა. ბოლოს ნახა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, გამოისახა ჯვარი და წავიდა, ნათელი წინ გაუძღვა. ბერი რომ შეისვენებდა, ისიც შეჩერდებოდა, განაგრძობდა გზას და ნათელიც დაიძვროდა. რომ არ განშორდა, მაშინ მოვიდა გონს და თქვა: "ეგებ ღმერთმა შემწედ მომცა ეს ნათელი მე უბადრუკს; რომ არ მივყვე, ვაითუ უფალი განვარისხოო",-არსდგა და მსდევდა. მთელი ღამე იარეს და სოფელ სართიჭალას რომ მიადგნენ, მაშინღა განეშორა ნათელი ბერს და უჩინო იქმნა. ეს სასწაული დიდთა მოღვაწეთა დარია ძმანო.

ეშმაკთა, ვითარცა კანჯართა (გარეული ვირია) ქვის ტყორცნით სდევნიდა. ერთხელ კახეთისკენ მიმავალს გზაზე დედაკაცის სახით გამოუჩნდა, იქ სადაც დედაკაცი არასოდეს ყოფილა, თითქოს ხვრელიდან ამოზვრა და დადგა ჩემს წინაშეო. მაშინ აიღო ნეტარმა ქვები და ტყორცნით განდევნიდა. გაქცეული გზაზე ხვრელში ჩახტა და იწყო ქვების სროლა. მივიდა ახლოს, სად იყო დედაკაციო და ვეღარა ნახა, არც ხრამში იყო გასაძვრომი, რომ დამალულიყო. ახლა გზის სხვა ნაპრალზე ამოუძვრა და კვლავ სდევნიდა, ვიდრემდის არ დაუტევა ბოროტმა.

ხოლო მონასტერში ღამე ძილი არ ჰქონდა. რამეთუ იდგა თუ იჯდა ეშმაკთადმი ბრძოლა ჰქონდა. აყვედრებდა მათ კაცთა მიმართ ბრძოლას და მერმეღა მოიქცეოდა მათგან და იწყებდა ლოცვასმშვენიერსა და ზარისსახდელ სიტყვებს ტკბილად წარმოთქვამდა და თან გოდებასა დამწარე ტირილს ჩაურთავდა, მსმენელთათვის შემაძრწუნებელს. მჩქეფარედ დაღვრიდა ცრემლს, თავის სვინდის განუკრძალველ ცხოვრებაში ამხელდა: "ნაყროვანი ხარ ბერო, უძღები და ცოდვილი ხარ, ბერო. თუმცა ხორცს არ იხმევ, მაგრამ პურს მაძღრივ ჭამ და თუ პოვებ, ღვინოსაც სვამ. ნუთუ დაგავიწყდა სიკვდილი? დღეს თუ ხვალ მოვა შენი სულის წარმყვანებელი, მოემზადე უბადრუკ ხორცთან განშორებისთვისო!"-და იწყებდა მწარედ ტირილს, ვითარცა შვილმკვდარი დედაგასაკვირი იყო მისი სასოება, რამეთუ თავსა და პირზე მჯიღს იცემდა და ასე განვლიდა ცხოვრების დღეებს მყვედრებელი და დამქენჯნელი საკუთარი თავისა, ვიდრემდის არ დაიღლებოდა, მაშინღა ჩათვლემდა მცირე ხანს.
დაიწყებდნენ თუ არა ზარების რეკვას მონასტრის ძმები, ისევ წამოდგებოდა, შევიდოდა ტაძარში და ცისკრის ლოცვაზე დადგებოდა. კვერთხზე დაყრდნობილს თუკი ჩასთვლემდა, მყისვე გამოფხიზლდებოდა და სინანულით იტყოდა: ოჰ, ეს ბოროტი ეშმაკი, დასწყევლოს ღმერთმაო!


მამა ქრისტეფორეს სენაკი ძალზე ვიწრო იყო, ერთი კაცი თუ დაწვებოდა. სიგრძე და სიგანე, სულ მცირე საფლავის ზომის იყო, სადაც საწოლად ჰქონდა ერთი ფიცრის ტახტი და ზედ ცხვრის ძველი ტყავი გაეშალა, რომელიც წელამდისაც კი ვერ ჰყოფნიდა როცა დაწვებოდა. თავქვეშ სასთუმლად ერთი დიდი ქვა დაედო, ტყავის ნაგლეჯი გადაეფარებინა მასზედ. ოდეს მიწვებოდა, მისი საბანი ის იყო, რაც ტანთ ეცვა-ცხვრის ტყავისგან მობლანდილი უნდო, შეურაცხი სამოსი, ფეხზე მხოლოდ ქალამანი. სიკვდილამდე ის კუნკულ-ბარტყული ემოსა, ბერად აღკვეცისას რომ ჩააცვეს. თუმცა უყვარდა ხალხს სათნო ბერი, სამოსელსაც ჩუქნიდნე, მაგრამ მამა ქრისტეფორე ყველაფერს გლახაკებს აძლევდა, რამეთუ არარას ზრუნავდა იგი საწუთროსათვის და ამაოისა, არამედ ზეცას იუნჯებდა ბრწყინვალე საუნჯეს მერმისა მის საუკუნისათვის..

კიდევ ერთი ჩვევა ჰქონდა ღირს მამას: თუ სენაკში პური, თაფლი ან ღვინო ეგულებოდა, გზად მიმავალს უთუოდ შეიყვანდა შინ და საზრდოს ისე მიართმევდა, ვითარცა უფალს.

სანატრელსა და წრფელ მამას ჩვეულება ჰქონდა რომ თურმე კრავსაც არ აწყენინებდა არც სიტყვით და არც საქმით. და თუ ზოგჯერ ვინმე განზრახ ეტყოდა: "გულძვირად ვარო შენზე, მამაო, რადგან სიტყვით მაწყენინეო". წავიდოდა ეკლესიაში ლოცვის ჟამს, ლოცვის დასასრულს ეკლესიის კარიბჭესთან დადგებოდა ღირსი მამა, დაელოდებოდა მასზე "გულძვირად მყოფს" ძმას, ჩაუვარდებოდა მუხლებში და შეევედრებოდა: "მომიტევე, ძმაო, რაიცა გცოდე მე ცოდვილმან!" სენაკამდე მიჰყვებოდა და მანამდე არ განეშორებოდა, სანამ ძმა "ცოდვებს" არ მიუტევებდა. "ესრეთ მზა იყო ასპარესსა მას სასუფეველად მიმყვანებელსა და სამოციქულო მოძღვრებასა, რომელსა იტყვინ პავლე: "მზე ნუ დავალნ განრისხებასა თქვენსა".

ხოლო მისი აღსასრული ასე იყო ძმანო, რამეთუ ფრიად უძლურებაში იყო მოხუცებული, ვგონებ 80 წლისა, თუ უფროსი მეტი ასაკის არა, ნაკლების არ იყო. თმა და წვერი თოვლივით სპეტაკი ჰქონდა, პირი კი მადლით განათლებული, რომ არსად მინახავს ასე გაბრწყივებული პირი კაცისა, ვითარცა მისი ნათელმკრთომარე, რომელსაც დამემოწმებიან ვინც მას იცნობდა.

სანატრელი ქრისტესია-ქრისტეფორე აღესრულა იოანე ნათლისმცემელის უდაბნოში. იმ ღამეს როცა მას ამ სოფლის დატოვებას აპირებოდა და თავისი სასურველი უფლის ხილვა ეჩქარებოდა, იმ ღამეს გამოვიდა სენაკიდან და მონასტრის მამებს სამჯერ გასძახა: "თეოფილაქტე, თეოფილაქტე, თეოფილაქტე!" ხმა არავინ გასცა. მამა ქრისტეფორე სენაკში შებრუნდა, ტახტზე მიწვა, ხელები გულზე დაიკრიფა და საუკუნოდ დაიძინა მართალთა ძილით. ეს ხმა მსახურებმა გაიგონეს, მაგრამ სანახავად არ მისულიყვნენ ვიდრე არ გათენდა. მაშინ იხილეს ის აღსრულებული, და დაფლეს მისი მოღვაწე გვამი ეკლესიის წინ, სადაც მამანი არიან დაკრძალულნი, ისიც იქ დაკრძალეს.

ჰოი ქრისტეს მოყვარეო ძმაო მიხეილ! "აჰა სასოებითა და სიყვარულით შენგან ძიებული ნაყოფი ქრისტესიასიბერისა აწმყოსა შინა ყოფილი, ღირსებით შემკობილი, რომელიც იყო დაშთომილი ტალანტი" ძველ მეუდაბნოე მამათა, რომელიც აღსრულდა ცხრა წლის წინ, 1871 წელს. ეს ყოველივე რაც ავღწერე, ზოგი თვალით მიხილავს და ზოგიც მისგან მსმენია, როცა ის ღირსი დავითის უდაბნოში მოვიდოდა, დღე და ღამ ჩემთან რჩებოდა და არაფერს დამიფარავდა მე უღირსსა და ცოდვილს. იცის ღმერთმა და მამა ქრისტესიას განათლებულმა სულმა, რომ არაფერი შემიმატებია, და ზოგ რამეზე დავდუმებულვარ, რათა მოსაწყენი არ ყოფილიყო წამკითხველისთვის.
მწერალი ამისი მთავარდიაკონი სპირიდონ გძელიშვილი.

ხატის ავტორი შოთა ცინცაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქრისტეს შობამდე 600 წელს იერუსალიმი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო, სოლომონის ტაძარი დაარღვია, დიდი ალაფი იგდო ხელთ და ხალხი ტყვედ წაასხა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat