საბერძნეთში ყოფნის დროს ათენის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში მოღვაწე არქიმანდრიტი აბიბოსის (ტარიადისი) დახმარებით მოვილოცე ის ტაძარი, სადაც წმინდა იოანე რუსის უხრწნელი სხეულია დაბრძანებული.
ტაძრის შესასვლელში წმინდანის სკუფია და სარტყელია დაბრძანებული. მორწმუნეებს კურთხევა აქვთ მცირე ხნით მოირგონ ეს სიწმინდეები.
წმიდა იოანე რუსი იმ წმიდა ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებმაც ცხოვრების გზა თავიანთი სპეტაკი ცხოვრებით, სინანულით, ან კი ორივეთი ერთად განვლეს. მათ თავიანთი მჩაგვრელების თანხლებით განუწყვეტელი წამების მეორე ფორმა გაიარეს, რომელსაც შედეგად იგივე ნეტარი დასასრული მოჰყვება. წამების სხვა ფორმებთან მიმართებაში ეს ფორმა სიყვარულისა და პასუხისმგებლობის იმავე სისრულის მატარებელია. სწორედ ამიტომ, ძველებთან შედარებით მხოლოდ დროის განსხვავებულობის გამო, მათ "წმიდა" და "ახალი აღმსარებელი" ეწოდებათ.
წმინდა იოანე დაიბადა რუსეთის ერთ-ერთ მცირე სოფელში, დაახლოებით, 1690 წელს. მისი მშობლები ღმრთისმოშიში და მორწმუნე ადამიანები იყვნენ. მცირე ასაკიდან მან დედის რძესთან ერთად შეითვისა მართლმადიდებლური სული და ისწავლა წმინდა წერილი. წმინდა იოანემ მონაწილეობა მიიღო რუსეთ-თურქეთის დიდ ომში (1710-1711), რომელიც რუსეთისათვის მარცხით დასრულდა. თავად იოანე თათრებმა ტყვედ ჩაიგდეს, ხოლო მოგვიანებით კი დიდი ავტორიტეტის მქონე, ოსმან ცხენოსანი ჯარის მეთაურს მიჰყიდეს. ტყვედ ჩავარდნილი მისი თანამემამულეებისაგან განსხვავებით, რომლებმაც მაჰმადიანობა მიიღეს, იოანე იესო ქრისტეს მიმართ თავისი რწმენის ერთგული დარჩა და გაბედულად აღიარა თავისი სარწმუნოება. "ქრისტიანად დავიბადე და ქრისტიანადვე მინდა მოვკვდე", ამბობდა იგი. იოანეს ამ გულწრფელობამ და აღიარებამ მას ახალი აღმსარებელის სახარებისეული სახელი მიანიჭა. წმინდანის შეურყეველი რწმენა და ღმრთისადმი არსებული ძლიერი სიყვარული მის თავმდაბლობაში, შრომისმოყვარეობასა და მოთმინებაში გამოიხატებოდა. იგი საქონელთან ერთად ბაგაში ცხოვრობდა, წარმოუდგენელი მოთმინებით ადიდებდა ღმერთს და ლოცულობდა. მაშინაც კი, როდესაც მას პატარა საცხოვრებელი ბინა შესთავაზეს, იოანემ მაინც ბაგაში ყოფნა არჩია, სადაც თავის სხეულს ტანჯვას აყენებდა. თუმცა, ამ ასკეტურმა ყოფამ იგი სული წმიდის სურნელებით უზრუნველჰყო. სწორედ ამ ბაგაში, მას ყოველდღიური კავშირი ჰქონდა უფალთან, ხოლო წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სტოაში ასრულებდა ღამისთევებს. წმინდა იოანეს ცხოვრება ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ჯვარცმას და აღსასრულამდე ქრისტეს მორჩილებას იმეორებდა. ემსახურებოდა ხალხს, ისევე როგორც ღმრთის განკაცებული ძე ემსახურებოდა ადამიანს. ყოველივე ეს ეკლესიის ამ პერსპექტივიდან გამომდინარე უწევდა წინააღმდეგობას და შესამჩნევი ხდებოდა, როგორც ღვთიური ნათლის მიმღები, როგორც სული წმინდის მადლით სავსე. წმინდა იოანეს გამოჩენა ჭეშმარიტი ლოცვა-კურთხევა იყო, რამაც მრავალი სიკეთე მოიტანა. მისი ლოცვა იმდენად ძლიერი იყო, რომ სასწაულებს ახდენდა. მიჰყვებოდა რა შემდეგს "და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოდ თქუენ" (მათე, 21, 22), როგორც ამას ქრისტე თავის მოწაფეებს დაჰპირდა.
მისი სასწაულთმოქმედი ლოცვა შემდეგი შემთხვევით გამჟღავნდა: ერთხელ, მისმა ბატონმა მექაში მოსალოცად წასვლა გადაწყვიტა. საკმაოდ დიდი ხნის გასვლის შემდეგ, მისმა მეუღლემ ნათესავებსა და ქმრის წარჩინებულ მეგობრებს სუფრა გაუშალა, რათა გამხიარულებულიყვნენ და ესურვათ, რომ მისი ქმარი მოგზაურობიდან საღ-სალამათი დაბრუნებულიყო სახლში. როგორც ყოველთვის, იოანე სტუმრებს სუფრასთან ემსახურებოდა. იმ კერძებს შორის, რომლებიც სუფრაზე მოიტანეს, იყო ასევე აღას (ბატონი) საყვარელი საჭმელი – ფლავი. სწორედ მაშინ, ოჯახის დიასახლისს ქმარი მოაგონდა და იოანეს უთხრა: "რა სიამოვნებას მიიღებდა, გიუვან, შენი ბატონი, აქ, რომ ყოფილიყო და ჩვენთან ერთად მიერთვა ეს კერძი!". იოანემ დიდი სურვილითა და უბრალოებით მოითხოვა ფლავით სავსე თეფში და თქვა, რომ გაუგზავნიდა თავის ბატონს მექაში. დამსწრეებმა მოისმინეს რა მისი სიტყვები, სიცილი დაიწყეს, იფიქრეს, რომ იოანეს ფლავის შეჭმა ან რომელიმე ღარიბი ოჯახისთვის მისი მიცემა სურსო. წმიდა იოანემ თეფში ბაგაში წაიღო. მუხლმოდრეკილმა ლოცვა დაიწყო და ღმერთს შესთხოვა, რომ მას მისი თხოვნა შეესრულებინა. და მართლაც, თეფში მის თვალთაგან გაქრა, იგი დაბრუნდა სუფრასთან და დიასახლისს აცნობა, რომ კერძი გააგზავნა მექაში. თუმცა, პასუხად მოქეიფეთა სატირული კომენტარები და სიცილი მიიღო. მათი გაოცება, რა თქმა უნდა, დიდი იყო, როდესაც რამდენიმე დღეში დაბრუნდა აღა და თავის ბარგთან ერთად თეფშიც მოიტანა, რომელიც დამახასიათებელი ოჯახური გერბით იყო აღბეჭდილი. აღას თხრობით, ჯერ კიდევ, რა თქმა უნდა, ცხელი ფლავი, მექაში, თავის ოთახში აღმოაჩინა, თუმცა, ვერ გაერკვა, თუ როგორ მოხვდა ის იქ. ვინც ეს ისტორია მოისმინა, სახტად დარჩა, მეუღლემ კი უამბო აღას, თუ რა მოხდა. ამ ამბის შემდეგ, გავრცელდა ხმა იოანეს სამართლიანობისა და ღვთისადმი სიყვარულის შესახებ და მან ყველას პატივისცემა მოიპოვა. რამდენიმე წლის შემდეგ, 1730 წლის 27 მაისს, წმიდა იოანე ავად გახდა და იგრძნო რა სიცოცხლის დასასრულის მოახლოება, მოითხოვა უკანასკნელად მიეღო წმიდა ზიარება. ამ მიზნით მან სთხოვა მღვდელს, რომ მასთან ბაგაში მოსულიყო, თუმცა თურქების ფანატიზმით შეშინებულმა მღვდელმა სიწმინდეების ბაგაში წაღება ვერ გაბედა და ღმრთიური ნათლით შთაგონებულმა ასეთი რამ მოიფიქრა: წმინდა ნაწილები ვაშლში მოათავსა და ასე მოახერხა წმიდა იოანეს ზიარება. ცოტა ხნის შემდეგ, წმიდანმა თავისი სული უფალს მიაბარა. მისი სიცოცხლე სინანულის უნარით იყო აღსავსე და მან უფლისა და ადამიანების პატივისცემა მოიპოვა, სხვა სარწმუნოების მქონე მისი ბატონისაც კი. იგი უფლისთვის წამებული იყო და სწორედ ამიტომ მიიღო "ცხოვრების გვირგვინი".
დაკრძალვიდან სამი წლის გასვლის შემდეგ, ზეციური გზით აღმოაჩინეს მისი უხრწნელი და სურნელოვანი სხეული. 1733 წელს ეს წმიდა სხეული ეკლესიის საღმრთისმსახურო ცხოვრებაში, როგორც აღდგომის მაუწყებელი, ისე შევიდა. უფალმა წმინდა იოანე განსაკუთრებულად განადიდა და მას პატივი დასდო, როდესაც მისი სხეული გაუხრწნელი და ხელუხლებელი დარჩა რამდენიმე ეგზოგენური ფაქტორის მიუხედავად: მისი საფლავის ბუნებრივი ფლექსია, თურქების ფანატიზმი, რომლებმაც 1832 წელს მისი დაწვა სცადეს, და თუნდაც, მცირე აზიის კატასტროფის შემდეგ, მოსახლეობის გაცვლის პროცესში, მისი სხეულის თავგადასავლებით აღსავსე გადაბრძანება კაბადოკიიდან ევიას ნეო პროკოპიოში.
ექსგუმაციის შემდეგ, წმინდა იოანეს უხრწნელი და კეთილსურნელებით აღსავსე წმინდა სხეული, თავდაპირველად, ჯერ კლდეში ნაკვეთ წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადააბრძანეს, მოგვიანებით – წმინდა ბასილი დიდის სახელობის ახლადაგებულ ტაძარში, ბოლოს კი მის სახელზე აგებულ ეკლესიაში. მისი სხეული ლარნაკზეა დასვენებული, სადაც ათასობით მომლოცველი და სნეული მიდის, რათა მისი დალოცვა მოიპოვოს. წმინდა იოანეს სახელი ცნობილია მთელს კაბადოკიაში, კონიასა და ანკარაში და არა მხოლოდ ქრისტიანებს შორის, არამედ – თურქ-ოსმალებს შორისაც, როგორც "ყულე გიოვანი", რაც ტყვე იოანეს ნიშნავს. წმინდანის კანდელიდან როგორც ქრისტიანები, ისე თურქები, იღებდნენ ზეთს, ატარებდნენ მის ქუდსა და ქამარს და სასწაულებს თავიანთი რწმენით უყურებდნენ. წმინდა იოანეს სხეულს აკლია მარჯვენა ხელი, რომელიც ათონის წმინდა მთაზე, წმინდა პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერშია დაბრძანებული.
1824 წლის ოქტომბერში, საბერძნეთისა და ქემალისტური თურქეთის მოსახლეობის იძულებითი გაცვლის საფუძველზე, იოანეს წმიდა ნეშთი აღმოჩნდა იმ გემზე, რომელსაც დევნილები ევიაში მიჰყავდა. ქალკიდის მაშინდელი მიტროპოლიტის, გრიგოლისა და ქალაქის წარჩინებულთა თანდასწრებით, ქალკიდის ნავსადგურზე მოხდა მისი წმიდა სხეულის გადმობრძანება. ახალი პროკოპიოსის მოსახლეობამ წმინდა ნეშთი თავიანთ სოფელში გადააბრძანა და წმინდა ელენესა და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში დაასვენა, სადაც 1951 წლის 27 მაისამდე დარჩა. სწორედ მაშინ, მისი ნეშთი ვერცხლის ლარნაკით, რომელიც წმიდა იოანეს ცხოვრებისა და მისი სასწაულების მომცველი სცენებით იყო შემკული, მის სახელზე ახლადაგებულ წმიდა ტაძარში გადააბრძანეს. ყოველდღიურად ამ ტაძარში მოსალოცად სამყაროს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი მორწმუნე მიდის, რათა მათ წმიდანის ლოცვა-კურთხევა მიიღონ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი