სულიერი ფერისცვალებიდან თაბორის ნათელამდე
სულიერი ფერისცვალებიდან თაბორის ნათელამდე
ეცადე, ცოტათი მაინც წარემატო ლოცვაში და მაშინ თვითონ ნახავ, რომ შენს შიგნიდან სულიწმინდის კეთილსურნელება გამოვა
არქიმანდრიტი ქერუბიმი (კარამბელასი) მოგვითხრობს ერთი ბერძენი ჭაბუკის ფერისცვალებაზე. ილიამ ოცდაათ წლამდე ისე იცხოვრა, სულიერ საგნებზე არც უფიქრია. სხვადასხვა ინსტრუმენტზე შეეძლო დაკვრა, ამიტომ ქალაქელ ახალგაზრდობაში ძალიან პოპულარული იყო. ქეიფსა და ლხინში ატარებდა ცხოვრებას, არც არავისი ეშინოდა და არც პატივს სცემდა ვინმეს. 1902 წელს ახლო მეგობარი მოუკვდა. ილია დაკრძალვაზე წავიდა. დიდი ყურადღებით მოუსმინა მიცვალებულისთვის წესის აგების ლოცვებს. სიტყვებმა: "გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხოვრებად" (იოანე 5,24) - ძალიან ააღელვა და ათრთოლებულმა მღვდელს ჰკითხა, სიკვდილის შემდეგ თუ არის სხვა ცხოვრებაო. მოძღვარმა მას მართლმადიდებელი რწმენის ჭეშმარიტებანი გააცნო.

ილია შეძრწუნდა, როცა განვლილ ცხოვრებას გადახედა. მაშინვე მოძღვართან წავიდა. აღსარება თქვა, შეინანა ცოდვები და აღთქმა დადო, ქრისტიანულად ვიცხოვრებო. მალე თავისი ქონება დაარიგა, ოთახში შავი ფარდები ჩამოაფარა. მოინახულა ყველა, ვისთვისაც ეწყენინებინა, მუხლმოდრეკილმა შენდობა სთხოვა, გამოასწორა, რის გამოსწორებაც შეიძლებოდა, თავის ქალაქში, წმინდა ანას ეკვდერთან დასახლდა და 15 წელი მკაცრად განმარტოებულმა გაატარა განუწყვეტელი მარხვით, ლოცვით, მღვიძარებით (საერთოდ არ წვებოდა დასაძინებლად). მისი მაგალითით აღძრული მრავალი ქრისტიანი მიდიოდა მასთან. კელიის კარი ისეთი ვიწრო იყო, შიგ გვერდულად თუ შეხვიდოდი. მრავალი პოვებდა ილიასგან ნუგეშს. მისი მოწაფეები აღიზარდნენ და ღირსი მოძღვრები შეიქნენ. 45 წლისას ტუბერკულოზი შეეყარა და გარდაიცვალა. მისი ცხოვრება გახლდათ ნამდვილი მაგალითი სულიერი ფერისცვალებისა.

* არქიმანდრიტი ქერუბიმი ჰყვება: - 14 წლისა ვიყავი, როცა ამ ამბავმა შემძრა: პირეაში ერთი ჩვენი მეზობელი ღვთისმოშიში ქალი მონაზვნად აღიკვეცა. ყველგან ეძებდნენ ნათესავები, დები, ძმები, განსაკუთრებით უფროსი ძმა, დიონისე. გაბრაზებული იყვნენ მასზეც და იმ მონასტერზეც, რომელმაც მიიღო. ბოლოს თქვეს, ალბათ წმინდა პარასკევას მონასტერშიაო და მიადგნენ კარს. აივანზე პირმიბრუნებული მოხუცი ბერი იჯდა. მიხვდნენ - მამა იერონიმე იქნება, მონასტრის წინამძღვარიო. მან ძალიან გააკვირვა სტუმრები. წამოდგა და მონაზვნის მაძებართ მიმართა: - დიონისე, მოდით ჩემთან. კარგი ქენით, რომ მოხვედით, თქვენი და აქ არისო. მაგრამ მათ განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გაიგეს, რომ ბერი ბრმა იყო. აკანკალდნენ, შიში და კრძალვა მოერიათ. ბერმა ხომ "დაინახა" ისინი, სახელებითაც კი უხმო. ამის მერე როგორღა შეაწუხებდნენ დას.

* სულიერად ფერნაცვალი მამები თაბორის ნათელით, ხელთუქმნელი ნათელით არიან გაბრწყინებული. გარდაცვალების შემდეგ ბევრი წმინდანის ძვლები კეთილსურნელებენ, მირონს აფრქვევენ. მაგრამ ყოფილა სულიერ სამყაროში ისეთი შემთხვევებიც, როცა ღირსი მამები სიცოცხლეშივე კეთილსურნელებენ. მამა იოსებ ვათოპედელი ჰყვება კვიპროსელ სტავროვუნის ბერზე, დიონისე უმცროსზე: იმ სათნოებათა გარდა, რომელიც ყველასთვის თვალსაჩინო იყო, მას გამოარჩევდა სიფხიზლე და შინაგანი ჭვრეტა. საათობით შეეძლო გაუნძრევლად მდგარიყო, ამ დროს აღტაცებული გახლდათ ღვთის საიდუმლოებათა სამყაროში და განშორებული იყო ჩვეულებრივ ადამიანებს. მისგან ხშირად სულიერი კეთილსურნელება იფრქვეოდა, რომელიც მასზე მყოფ ღვთის მადლს ამჟღავნებდა მათ წინაშე, ვინც იცნობდა. ისინიც გულისხმაყოფდნენ, თუ რა კაცი იყო იგი. ამ მიზეზით მამა დიონისე ერთ ადგილას დიდხანს ვერ ჩერდებოდა. ის 1961 წელს გარდაიცვალა.

* მამა ხარლამპე დიონისიატის (+2000) ლოცვისას ირგვლივ ყველაფერი კეთილსურნელებდა. მას ჰყავდა მორჩილი ნ-ი, რომელსაც ჩვევად ჰქონდა შუაღამისას, ლიტურგიამდე ცოტა ხნით ადრე, აღსარების სათქმელად მამა ხარლამპესთან მისვლა. როცა პირველად შევიდა მასთან კელიაში, მორჩილმა ძლიერი კეთილსურნელება იგრძნო. იფიქრა, უკმევიაო, მაგრამ საცეცხლური ვერსად დაინახა. მეორე თუ მესამე ღამეს თავი ვეღარ შეიკავა და მოძღვარს ჰკითხა: - მამაო, საცეცხლური სადა გაქვსო?

- რას ამბობ, შვილო, ასეთ დროს საცეცხლური საიდან მექნება?

- აბა, საიდან მოდის ეს ძლიერი კეთილსურნელება, რომელმაც ლამის არის გამგუდოს?

- დაიცადე, ეცადე, ცოტათი მაინც წარემატო ლოცვაში და მაშინ თვითონ ნახავ, რომ შენს შიგნიდან, სიღრმიდან სულიწმინდის კეთილსურნელება გამოვა, - მიუგო მოძღვარმა.

ახლა კი მიხვდა ყველაფერს მორჩილი... მაგრამ ახალი შეკითხვები გაუჩნდა. კეთილსურნელება ზოგჯერ ძლიერი იყო, ზოგჯერ კი სუსტი. ნ-მა იფიქრა და დაასკვნა, რომ ეს დამოკიდებული იყო მამა ხარლამპეს ლოცვის მხურვალებაზე.

- მამაო, დღეს მხურვალედ ილოცეთ? - ეკითხებოდა მორჩილი.

მამა ხარლამპე კი გაეხუმრებოდა, - საიდან ხვდები, შე ცუღლუტოო.

სხვა დროს ნ-ი ეტყოდა: - მამაო, დღეს სუსტი ლოცვა გქონდათო. მართლაც, მაგრამ შენ საიდან იციო, - ეკითხებოდა მამა ხარლამპე.

კეთილსურნელებას ბევრი მისი სულიერი შვილი გრძნობდა. ასეთი იყო ბრწყინვალება წმინდა გულისა, რომელიც ჩვენი მაცხოვრის უტკბესი სახელის განუწყვეტელი მოწოდებით აღივსება კეთილსურნელებით. სხვა დროს კი ერთ-ერთ პირად წერილში ამ კეთილსურნელებაზე მამა ხარლამპე წერდა: "კარგია სკამზე ჩამომჯდარი ლოცვა, მაგრამ ეგ საშენო არ არის, არც მე გამომადგება, უკვე სიბერეს მიტანებულს. შევამჩნიე, - როცა ფეხზე მდგარი ვლოცულობ, ლოცვა სწრაფად და აუმღვრევლად მოედინება. მას მოაქვს გულის აჩვილება, ცრემლები, ჭვრეტა და მრავალი სხვა რამ, რომლის გაგებაც შენ ჯერ არ შეგიძლია. ძალზე ხშირად მკერდიდან გამოდის ისეთი კეთილსურნელება, რომ კეთილსურნელებას იწყებს თვით კელიაც. ასეთი რამ მამა არსენთანაც ხდება. შენ იცი, მან რამხელა მადლი მოიპოვა? ხშირად ლოცვისას გრძნობს ისეთ დიდ სიტკბოებას, ისეთ კეთილსურნელებას, რომ ფეხზე მდგარი ყველაფერს ივიწყებს და რამდენიმე საათი ასე ლოცულობს".

* მამა ელპიდე (XXს.) ტყუპისცალი იყო მღვდელმოწამე ფილუმენისა, რომელიც პალესტინაში ებრაელთაგან ეწამა. მისი უხრწნელი ნაწილები იერუსალიმში კეთილსურნელებას აფრქვევს და სასწაულს ახდენს.

სიყრმიდანვე შეიყვარეს ამ ნეტარმა სულებმა ღვთისთვის ღვაწლი. ერთხელ, წმინდა იოანე კალივატის ცხოვრების კითხვისას, ისე მოიხიბლნენ ბერული, მოღვაწე ცხოვრებით, რომ ჩუმად დაუტევეს მშობლები და სტავროვუნის მონასტერში წავიდნენ. მამა ელპიდე მას მერე მრავალ მონასტერში, ქალაქსა და ქვეყანაში ცხოვრობდა. ყველგან იღვწოდა, სადაც ეკლესია გაგზავნიდა. მიუხედავად დიდი ამქვეყნიური პატივისა, მას არ შეუწყვეტია, არ შეუმცირებია თავისი მოსაგრეობა. მის სულიერ ძმებს მოუყოლიათ, რომ მამა ელპიდემ უფლისმიერ დაწვრილებით იცოდა თავისი წამების ამბები, ესმოდა, როგორ ურტყამდნენ და ხმამაღლა გაიძახოდა: "ძმაო, მკლავენო". მამა ელპიდეს წინასწარმცნობელობის მადლი ჰქონდა. ამბობენ, ლიტურგიისას ხშირად უნახავთ ჰაერში მდგარი, ზოგჯერ ნიმბი ედგა თავზეო.

* მამა ეგნატე კატუნაკელზე (+1927) მისი სულიერი ძმები ამბობენ: მის ბაგეთაგან, სიტყვებთან ერთად, მშვენიერი არომატი იფრქვეოდა. როცა ის საუბრობდა, კეთილსურნელებას ვგრძნობდითო. მამა ქრიზანთემოსი უყვებოდა არქიმანდრიტ ქერუბიმს: "მამა ეგნატე ჩემი სულიერი მოძღვარი იყო, ხშირად დავდიოდი მასთან. არა მარტო მისი ბაგე, არამედ ოფლით გაჟღენთილი მისი ტანსაცმელიც კი კეთილსურნელებას აფრქვევდა". ანგელოზებრივი სახე ჰქონდა, ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინებული. შინაგანი ნათლითაც ასხივებდა. "იგი ვიხილე ნათლით შემოსილი, სახე ფერნაცვალი ზეციური მადლით ბრწყინავდა", - ჰყვებოდა მამა
პ-ი. არქიმანდრიტ გაბრიელსაც (დიონისიატი) უხილავს იგი თაბორის ნათელით გაბრწყინებული. მამა ეგნატე 1927 წელს გარდაიცვალა. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ძმებმა მისი საფლავი გახსნეს, მამა ეგნატეს ძვლები საოცარ კეთილსურნელებას აფრქვევდა და ესეც კიდევ ერთი ნიშანი იყო მისი სიწმინდისა.

* XX საუკუნის ათონის მთის მშვენება იყო მამა ანთიმოზი, წმინდა ანას სკიტელი.

ერთხელ მამა ანთიმოზი საღვთო ლიტურგიას ატარებდა. წმინდა ძღვნის გარდასახვის ჟამს იქვე მდგარმა მამა ვარლაამმა დაინახა, რომ მამა ანთიმოზი ერთიანად ცეცხლში იყო გახვეული. მაშინვე კელიაში გაიქცა, საბანი და პირსახოცი მოიტანა, ცეცხლი რომ ჩაექრო. მაგრამ ამ დროს განეხვნა მას თვალნი და მიხვდა, რა ცეცხლიც სწვავდა მამა ანთიმოზს. უკან დაიხია და ჯვარი გამოისახა.

მამა გაბრიელს, მის პირველ მორჩილს, მრავალჯერ სმენია მამა ანთიმოზის კელიიდან მშვენიერი ხმაშეწყობილი გალობა. მას ხომ რადიო არა აქვს, - გაიფიქრა ერთხელ და დაასკვნა, რომ უფლის ანგელოზები და წმინდანები გალობდნენ მამა ანთიმოზთან ერთად. მრავალგზის უნახავთ - წირვისას მიწას არ ეხებოდა...

"ღამით მესმის, როგორ მოძრაობენ პლანეტები", - მიუთითა ზეცას მამა ანთიმოზმა და ჩაიჩურჩულა, თითქოს არ უნდა ვინმემ გაიგოსო, - ჰყვებოდა ერთი ჟურნალისტი, - მას ვუყურებდი. თავზე ნათელი ადგა. თავი ჩავღუნე, ვინაიდან ვერ დავითმინე ხილვა. მის თავს ზევით ბრწყინავდა ცისარტყელას შარავანდი, რომლიდანაც ყველა მხარეს გამოდიოდა და რიტმულად ერთმანეთში გადაიღვრებოდა პატარა სხივი". მამა ანთიმოზი 1996 წელს გარდაიცვალა და ვითარცა ჩიტი, მისი სული აღიჭრა ზეცად.

* რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო და წმინდანად შერაცხა რუსული ემიგრანტული ეკლესიის წმინდანები. ახლა უკვე ჩვენც, ქართველ მართლმადიდებლებს, შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ მღვდელმთავარ იოანეს (მაქსიმოვიჩი) - წმინდა მღვდელმთავარი.

ეს ამბავი მისი შანხაიში მსახურობისას მოხდა. ჰონკონგში მორწმუნეებთან ერთად ტაძარში პარაკლისს იხდიდა. შემდეგ კი ანალოგიასთან დადგა და ქადაგებდა. ამ დროს მორწმუნეებმა იგი ნათლით მოსილი იხილეს. "ერთი ფუტის სისქის სინათლე" აკრავდა გარს და ანალოგიის დაბლა ეშვებოდა. ეს ხილვა დიდხანს გაგრძელდა. მრავალი მორწმუნე შეესწრო ამას. ერთხელ, შვეიცარიაში წირვისას, როცა წმინდა იოანე პროსკომიდიას აღასრულებდა, ერთმა ერისკაცმა, რომელიც მღვდლობისთვის ემზადებოდა, შეიხედა საკურთხეველში და გაქვავდა: წმინდა იოანე ხელთუქმნელი ნათლით იყო მოსილი და მიწის ზევით ერთი ფუტის სიმაღლეზე ჰაერში იდგა. ერისკაცს რაღაცის შეკითხვა უნდოდა, მაგრამ რაღას ეტყოდა, გადგა გვერდზე, წმინდა იოანე კი წირვას აგრძელებდა, თითქოს არაფერი მომხდარაო.

* 1967 წელს მამა ფილოთეოზმა (ზერვაკოსი) მაკედონიაში, თავის სულიერ შვილთან, სახელმწიფო მოსამსახურესთან ერთად იდღესასწაულა წმინდა ნექტარიოსის (პენტაპოლელი) ხსენება. მოძღვარს ცალკე ოთახი გამოუყვეს, სადაც აღსარებებსაც იღებდა და ეძინა კიდეც. როცა მამა ფილოთეოზი გაემგზავრა, მის სულიერ შვილს სტუმრად ოჯახის მეგობარი ეწვია. ის იმ ოთახში მოათავსეს, სადაც ადრე მამა ფილოთეოზი ცხოვრობდა. მეორე დილით სტუმარი მასპინძელთან მივიდა და მისალმების მაგიერ ჰკითხა: "რა ხდებოდა თქვენთან წუხელ? მთელი ღამე საეკლესიო საგალობლები მესმოდა. მართლაც მშვენიერი იყო მოსასმენად. გამიკვირდა, როდის შეისწავლეს საეკლესიო გალობა-მეთქი. მინდოდა მეკითხა, მაგრამ უტკბესმა გალობამ ლოგინიდან წამოდგომის ნება არ მომცა. სიხარულით ვუსმენდი ამ მშვენიერ მუსიკას, ვიდრე არ მიმეძინაო".

გაუკვირდა ოჯახის პატრონს, დაფიქრდა და მეგობარს უთხრა: "ჩვენ საღამოს არ გვიგალობია. ჩვენ არც ბიზანტიურ მუსიკას ვიცნობთ და არც სიმღერა შეგვიძლია. შენ კი ამბობ, მშვენიერი გალობა იყოო. შენ ხომ იმ ოთახში და იმ საწოლში გეძინა, სადაც წინა სამი ღამე წმინდა მამა ფილოთეოზმა გაათია, უფლის ერთგულ მონას თავს მფარველი ანგელოზი ადგა და იცავდა. იმ ოთახში ის მონანულ სულთაგან აღსარებებს იღებდა, რომელთა გამო ზეცაში დიდი სიხარულია".

ამ შემთხვევამ უფრო განუმტკიცა რწმენა სტუმარსა და მასპინძელს ღირსი ფილოთეოზის მიმართ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat