2014 წლის 22 თებერვალი-ღირსი გაბრიელის წმინდა ნაწილთა აღმოყვანება.
2014 წლის 22 თებერვალი-ღირსი გაბრიელის წმინდა ნაწილთა აღმოყვანება.
...დილაა. დიდუბის ავტოსადგურში შევიკრიბეთ და სპეციალურად ამ დღისთვის გამოყოფილი ტრანსპორტით მცხეთაში გავემგზავრეთ. აღსრულდა ჩემი ოცნება-მამა გაბრიელის საფლავი იხსნება. როგორ სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი. წმინდა ნაწილთა აღმოყვანება ყოველთვის უდიდესი მოვლენაა ერის ცხოვრებაში, წმინდანთა განდიდებით ვადიდებთ, მათ მიერ განდიდებულ და მათ განმადიდებელ უფალს. და უფლის წყალობაც არ დააყოვნებს.
მცხეთის ხიდიდან ფეხით გავუყევით, ქუჩა ხალხითაა სავსე. ძნელია იმ აღმატებული განწყობის გადმოცემა, მახსენდება უცხოეთში მცხოვრები ქართველები, რომლებიც ყველაზე მეტად ელიან ამ დღეს, მამა გაბრიელი ხომ მათი მამაცაა, დედაც, მფარველი ანგელოზიც და უერთგულესი მეგობარი...

უეცრად გვერდში ზვიად სეხნიაშვილი ამოგვიდგა, მეგობართან ერთად. გავიხარეთ ძალიან. ზვიადის წერილებმა ბევრს სამშობლო შეაყვარა. მაგარი კაცია. მისი მეგობარი გვეუბნება, რომ წუხელ თურმე ზვიადს ლექსი დაუწერია. გვითხარიო შევეხვეწეთ და მანაც მცირე ხნის ყოყმანის შემდეგ ბრძანა:

"ღირსო მამაო" - ლექსი მამა გაბრიელზე.

" - ტირი გაბრიელ, დაიღალე?.. მეც ვტირი შენთვის!",
ნეტავ საიდან შემოგესმა ზეცის სალბუნი,
შენს სასთუმალთან კედელს ამკობს ჯვარცმა უფლისა,
მომცრო ტაბლაზე გადაშლილი სუფევს ფსალმუნი.

ღირსო მამაო, საკუთარი ნებით ნატანჯო,
ქვეყნის დარდი რომ აიკიდე, ვით სათნო ჯვარი,
უფალზე უკეთ ვინ გაგიგებს განცდილ ტკივილებს,
როცა მარტოკამ დაარისხე მცხეთაში ზარი.

შენ ხომ ეულად შეუდექი გოლგოთის ბილიკს,
ეკლის გვირგვინად დაიხურე მიტრა რვალისა,
მათხოვრის იერს მოირგებდი სულით მდიდარი,
ბერო – სადარო დავითის და გორგასალისა!

ერის ცოდვანი ტვირთად ზიდე, მოღლილმა ცრემლით,
არ შეორგულდი, არ დაკნინდი, თუმც გწამეს ცილი,
ჭეშმარიტებას აზიარე უკვდავი სული,
თხილის გულივით დაარიგე მოყვასთან წილი.

გლანძღეს, გაფურთხეს, შეშლილად და გიჟად შეგრაცხეს,
უღვთოდ გაგწირეს, თითქოს გაკლდა ტანჯვა-წამება,
იქით ლოცავდი, ნუგეშს სცემდი შენს მაძაგებელს,
კელაპტრად გენთო სათნო გულში წმიდა სამება.

"ჯვარს აცვი ეგე!" – ხომ გასმინეს მოძღვართ-მოძღვარო?
მაინც ვერ დაგცეს, ვერ წარგტაცეს ცხოვარნი მწყემსსა,
და ისევ შენგან სიყვარულის მადლით აღვსილი,
დღეს საქართველო თავს ევლება სამარეს შენსას!..

"ტირი გაბრიელ? – ნუ - გეშინის, მეც ვტირი შენთვის",
ღირსო მამაო, შვებად გადგას მაცხოვრის ჯვარი,
უფალზე უკეთ ვინ გაგიგებს განცდილ ტკივილებს,
შენ ხომ მარტოკამ დაარისხე მცხეთაში ზარი...

...მივაღწიეთ სამთავრომდე. ჯარისკაცებით გზაა გადაკეტილი. სამთავროს მონასტრის კედელთან უამრავია ხალხია შეკრებილი. ზოგი გალობს, ზოგი ლოცვას უსმენს და ზოგსაც კოცონებთან "შეუფარებია" თავი, ცივა. წვიმს და მტკვრისა და არაგვის ხეობებიდან მობერილი ნიავის წყალობით, სიცივე ძვალ-რბილში ატანს. მაგრამ მოლოდინი წმინდა გაბრიელის ნაწილთა ხილვისა სულს გვითბობს. მაგრამ ჩვენც კაცნი ვართ, ხორციელნი. "ეჰ, თამარ, შენი ჭაჭის არაყი, მაინც წამოგეღო"-"აბა, აბა, ხომ გავთბებოდით, განა მამა გაბრიელი გაგვიბრაზდებოდა"-მიდასტურებს თამარი. იქვე კიოსკში ცხელ ყავას ყიდიან. თამარმა ყავა მომაწოდა და მითხრა:" იცი მამა გაბრიელი არაყით გამიმასპინძლდა. გამყიდველს ყავა რომ ვსთხოვე. ერთი ჭიქა არაყიც მომაწოდა, გათბებიო, თავითვის კი ამდენივე დაიტოვა". აბა რა. ასე იცოდა ბერმა გაბრიელმა. მეორედ როცა ცხელი ჩაი იყიდა, გამყიდველი, ახლა ჭიქა კონიაკით გაუმასპინძლდა თამარს...ასეა, მარტო ინატრე და წმინდა გაბრიელი ყველა ნატვრას შეგისრულებს.KARIBCHE
ერთ ადგილზე გაჩერება მაინც ჭირს. სვეტიცხოველში გვინდა შესვლა, მაგრამ პოლიციას ყველა გასაძრომი გადაუკეტია. მიხარია კიდეც, ყოჩაღ. ასე მასობრივ ჭყლეტვას თავიდან აიცილებ. შორი გზა მოვიარეთ და სვეტიცხოვლის სამხრეთით მდებარე ქუჩაზე აღმოვჩნდით. იმდენი ხალხია, რომ "კარიბჭელები" დავკარგე. სამაგიეროდ ვიპოვე ლელა გელაშვილი. ლელა ახლოს იცნობდა წმინდა გაბრიელს, მაშინ ის მონაზვნობას აპირებდა და მორჩილის კაბა ემოსა. წმინდა გაბრიელის რამდენიმე სურათიც მისი წყალობითაა შემორჩენილი. გავიხსენეთ წმინდა გაბრიელი. ლელაც ცრემლები მოერია. მოგვიანებით მან ფეისბუკზე მან ასეთი სტატუსი დაწერა:
"არ დავიწყებ გაზვიადებას. არც პრეტენზიების სურილვი მაქვს, რატომღაც ეგოისტობაც მეზარება და გულწრფელად გეტყვით არც დრტვინმა არ მინდა, დღეს მცხეთაში ყველაფერი ისე იყო როგორც უნდა ყოფილიყო!!!!!!
მამა გაბრიელი უხრწნელი ამობრძანდა.( უხრწნელი ცხედარი არ ნიშნავს ლოყებღაჟღაჟას, უბრალოდ ინარჩუნებს სხეულის ფორმას და არ იშლება) იქ მყოფთა უმრავლესობა ქართული სამხედრო და პოლიციის მსახურები იყვნენ რაც ძალზედ გასახარია მამა გაბრიელმა ქართული ჯარი დალოცა, შეეწიოს მისი მადლი ყველა ორგანიზატორს შესანიშნავი ორგანიზებისათვის.( გულდასაწყვეტი მხოლოდ ისაა რომ, სამხედრო ბიჭები ღამე ნათევები და დაქანცულები გამოიყურებოდნენ რისი საჭიროებაც ნამდვილად არ ყოფილა). ხალხი რიცხვობრივად ზომიერად მიბრძანდა ბერის პატივის მისაგებად, იყვნენ ძალზედ მოშურნენიც და მოღვაწენიც მამაოს მადლი ჰფარავდეთ. იყვნენ ცნობისმოყვარენიც, იყვნენ მისი სულიერი შვილებიც და მამა გაბრიელის ნაცნობები და ახლობლებიც ყველას. ყველას შეგვეწიოს მისი მადლი.
საოცარი სიმშვიდე სუფევდა ყველგან, ალბათ მადლი ამ სახით გადმოვიდა ხალხზე. არავითარი ქართული ჭყლეტვა, არც დამცავ მოხელეთა ზედმეტი სიმკაცრე და უხეშობა, არც ხეებზე პორჭყიალი , არც "გამატარე აბა გამატარე" და არც ყიტყიტ-ყატყატი,აი ისეთი ტაძრებში წირვა ლოცვაზე ხშირად რომ ხდება, ერთადერთი დისკომფორტი იქმნებოდა მხოლოდ იმითი რომ,ციოდა . თან მოლოდინზე მეტად, ცამაც მსუბუქად დაგვაწვიმა მამა გაბრიელის მადლი. მის უხრწნელ ცხედარს ვერ მივეახლე კი არა შორიახლოს თვალიც ვერ შევავლე მაგრამ.. წარმოვიდგინე ცოცხალი, როგორ ჩამოივლიდა სამთავროდან სვეტიცხოვლამდე ქართული ჯარით აღმართულ კედელს შუა დერეფანს გახუნებული მანტიით, გაცრეცილი კუნკულ ბარტყულით და ზედ დამაგრებული მავთულის დიადემით.გულზე თავისი ხელით გამოჭედილი დედა ღვთისმშობლის ხატით,და თვისივე ნაჭედი ჯვარით, ფეხშიშველი, ხელში კვერთხით, ოდნავ წელში მოხრილი ბორძიკნარევი ტაატით.ჩამოივლიდა ქრისტეს სახელით, თავისი შეუდარებელი ხელის მანერებით ჯვარს გადაგვსახავდა და დაგვლოცავდა, ამპარტავანებს გვამხელდა, თავმდაბლებს შენდობას გვთხოვდა, ცოდვილებს გვანუგეშებდა, ნეტარებს პირზე ღიმილისათვის წაგვეშაირებოდა , მართლებს თვალს ჩაგვიპაჭუნებდა და გაგვამხნევებდა , "შანტეკლერებს" დაგვერეოდა, ფარისევლებს სულ პრაწა პრუწით" გაგვყრიდა, ძუნწებს უშვერი პირით დაგვაწიოკებდა, მერე რაღაცა გაუცნობიერებელი ძალით ყველას ერთად ადგილიდან აგვხვეტავდა და თავის უკან სვეტიცხოვლისკენ გაგვიყოლებდა, გვეტყოდა თუ როგორი მარტივია იყო წმინდანი და ღვთის კაცი თუკი უფალი და მოყვასი გვეყვარება.......დღეს ასე ჩამოიარა მამა გაბრიელმა სამთავროდან სვეტიცხოვლამდე . ყველა თავის მამა გაბრიელს ხედავდა და საოცარი სიმშვიდე სუფევდა!!!
გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს.შეეწიოს საქართველოს და თითოეულ თქვენთაგანს მისი მადლი. ამინ!!!!"...
ცოტა ხანში წმინდა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამთავროდან სვეტიცხოველში გადმოასვენეს. რა მექნა, მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა ფიზიკურად ვეღარ შევძელი იმ დღეს წმინდა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან მიახლოვება. ორი დღის წინ ხომ ბეთანიელი წმინდა მამების საფლავები გაიხსნა, ჰოდა, ბეთანიის აღმართმა და უძილო ღამეებმა ქანცი გამაძრო. სამთავროში ავედი. წმინდა გაბრიელის გარეშე ტაძარი ცივი და დაობლებული მეჩვენა. ჩამოვჯექი და ფიქრებში წავედი. მალე მეგობრები შემომიერთდნენ. სახლში დავბრუნდით და... სხვებისთვის ემოციების გაზიარების თავი აღარ მქონდა. არც ფეისბუქში შემიხედავს. თურმე ზოგი ხელისუფლებას ამუნათებდა, სამთავროს საშვები მინისტრებს რატომ მისცესო, თითქოს ეს დანაშაული ყოფილიყო. რაც მთავარია, მამა გაბრიელის სულიერი შვილები, ყველა სამთავროს ეზოში იყო, მისი წმინდა საფლავის გახსნის დროს. უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანებიც შეუშვეს. ყველას ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს ღირსი მამის მიმართ და ყველა ხომ ვერ დავეტეოდით, მონასტრის პატარა ეზოში. თანაც ხელს შევუშლიდით ამ წმინდა საქმის აღსრულებას.
ბოლოს კი მსურს ჩვენი დიდი მღვდელმთავრების წარმოთქმული ქადაგებები შემოგთავაზოთ, რომელიც მათ იმ დაუვიწყარ დღეებში წარმოთქვეს:
"ის, რაც დღეს ხდება საქართველოში არის ბედნიერება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, ძალიან ხშირად ადამიანები, მორწმუნენი და ურწმუნოები კითხულობენ იმას, თუ რა არის ბედნიერება.
"აი დღეს რაც ხდება საქართველოში ეს არის ბედნიერება. ეს არის ერისა და ქვეყნის გაბრწყინება, ეს არის სულიწმინდის მოსვლა, ჩვენი ფერისცვალება, ეს არის ის მდგომარეობა, როცა კეთილი მეფობს, როცა ბოროტება განიდევნება. ეს არის შენდობა, ურთიერთსიყვარული, ეს ყველაფერი არის ბედნიერება, გაბრწყინება", - ბრძანა ილია მეორემ.
პატრიარქის განცხადებით, ეს ყველაფერი მოიტანა ბერმა გაბრიელმა.
"ჩვენ ვმადლობთ უფალს და მამა გაბრიელს დიდი წყალობისთვის. ეს არის ნიშანი საქართველოს გადარჩენისა, ბედნიერი მომავლისა, დღეს მთელს საქართველოს ლოცავს მამა გაბრიელი. ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეებს. დღეს მიწიერი და ზეციერი საქართველო გამთლიანდა ამ ზეიმში", - ბრძანა პატრიარქმა.
მეუფე დანიელმა (დათუაშვილი) ბრძანა:
ჩვენ ვხედავთ მამა გაბრიელში, რომ საქართველოს ეკლესია ცოცხალია და ძლიერდება "ჩვენ ვხედავთ მამა გაბრიელში, რომ საქართველოს ეკლესია ცოცხალია, ძლიერდება", - ამის შესახებ მეუფე დანიელმა სვეტიცხოველში, სადაც მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებია დასვენებული, ქადაგებისას განაცხადა.
ამასთან, მან მამა გაბრიელის ღვაწლი მისი უწმინდესობისას შეადარა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეს "ორი მნათობი" ჰყავს.
"დღეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განსაკუთრებული ზეიმია. უახლესი ისტორიის მანძილზე, როგორც ერის, ასევე ეკლესიის ისტორიაში, არ ყოფილა წმინდანთა შერაცხვის შემდეგ მათი გადასვენება, წმინდანთათვის შესაფერის საკრძალთან შესაბამისი პატივის მიგება. ეს არის ზეიმი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი თანამედროვე ქრისტიანული ეკლესიისა. დღეს მთელი საქართველო გრძნობს, რომ მამა გაბრიელს ყოველი ჩვენგანი უყვარს. იგი მზად არის, ყოველი ჩვენგანისთვის ჯვარზე გაეკრას, ასეთი იყო მისი ცხოვრება. იგი მუდამ ტიროდა, იმიტომ, რომ ხედავდა სულიერად დაუძლურებულ საზოგადოებას და ევედრებოდა ღმერთს, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორებულიყო. იგი ებრძოდა ძალას, რომელიც ადამიანებს სარწმუნოებრივ ცხოვრებას უშლიდა. მან, შეიძლება ითქვას, კერპი შემუსრა. ანუ უღმერთო ბელადის ფოტოსურათი, დიდი ზეიმის დროს, როდესაც ყველანი აღნიშნავდნენ ათეისტური მსოფლმხედველობის, რეჟიმის ზეიმს, მან ეს კერპი დაახმო. იგი მარტო გამოვიდა იმპერიის წინაშე და ღმერთმა ის გადაარჩინა. წარმოგიდგენიათ, როგორი წამება გამოიარა მან ამისთვის?! იგი ძალიან დიდხანს აწამეს და ამ ყველაფერს გაუძლო და არათუ არ დაკარგა ფიზიკური და სულიერი, ძალა, არამედ კიდევ უფრო განმტკიცდა. წყლულების მიუხედავად, რომელიც წამების შედეგად დარჩა, მხოლოდ სიყვარულს აფრქვევდა. ეს ხდებოდა მეოცე საუკუნის დასასრულს. ეს იყო წარმოუდგენელი მაგალითი სარწმუნოებისა. ჩვენ ვხედავთ, როგორ ყველას გვაქვს დიდი მადლიერება მის მიმართ. ამიტომ მისი აღმოყვანება საფლავიდან და ეს რიტუალი დიდი ზეიმია. ჩვენ ვხედავთ მამა გაბრიელში, რომ საქართველოს ეკლესია ცოცხალია, მადლმოსილია, იგი კიდევ უფრო ძლიერდება და ასეთივე მაგალითს ჩვენ ვხედავთ მისი უწმინდესობის ცხოვრებაში. როგორც მამა გაბრიელი, მისი უწმინდესობაც ამ უღმერთობის ჟამს ჯვარზეა გაკრული და მისი ლოცვით დიდი სულიერი აღმავლობა ხდება. შეიძლება ითქვას, ეს ორი მნათობი ჰყავს დღეს საქართველოს და ღმერთმა მათი ლოცვით, სულიერად გაჯანსაღებული, გაძლიერებული და ასევე ტერიტორიულად გამთლიანებული ჩვენი ქვეყანა გვანახოს. ეს აუცილებლად მოხდება, თუკი ჩვენ ყველანი იმ მოძღვრებას მივყვებით, რასაც ისინი გვიქადაგებენ - ეს არის ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოება", - ბრძანა მეუფე დანიელმა და მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა, რომლსაც ერის ფერიცვალების დღესასწაული უწოდა.
საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ განაცხადა.
"დიდია ხალხის სიყვარული მისდამი. ამიტომ, სამების ტაძარი არ დაიკეტება და მრევლს ერთი კვირის განმავლობაში, 24 საათის განმავლობაშო ექნება საშუალება, მიეახლოს წმინდანს. უნდა ითქვას, რომ წმინდანთა აღმოყვანების ტრადიცია საქართველოში თითქმის არ იყო, რადგან ქვეყანა მუდმივ შემოსევებს განიცდიდა და მათი დაცვის გარანტია არ არსებობდა, თუმცა, მართლმადიდებელ სამყაროში კონსტანტინეპოლის, ანტიოქიის, საბერძნეთის, რუსეთისა და უკრაინის სხვა ეკლესიებში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
საერთოდ, ამოყვანებული ნაწილები ზოგჯერ არის ნაწილობრივ უხრწნელი, აქვთ მხოლოდ ძვლების სახით დაცული. მაგალითად, უხწრნელია წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი. კიევის ლავრაში დაბრძანებულ წმინდანთა დიდი ნაწილი, მაგრამ მაგალითად, მოციქულებიც, წმინდა გიორგიც, სტეფანე პირველმოწამის, ბასილი დიდის, გრიგოლი ღვთისმეტყველის და სხვა წმინდანების მხოლოდ ძვლებია და მას მიეახლებიან მორწმუნენი", - განაცხადა მეუფე ანდრიამ.
რაც შეეხება მამა გაბრიელს, მეუფე ანდრიას თქმით, ამოსვენების დროს მხოლოდ თავის ქალის ძვლის მცირე ნაწილი გამოჩნდა. მისი წმინდა ნეშტი კი საერთოდ არ გახსნილა. როგორც იყო საბერო მანტიაში და ჭილობში დაკრძალული, ასევე დარჩა. გარედან ახალი საბერო სამოსით შეიმოსა და ლუსკუმაში ჩასვენდა. მამა გაბრიელმა მრავალი სასწაული აღასრულა და ღვთის მადლით კვლავაც ბევრს აღასრულებს. მისი ლოცვა და ღვთის წინაშე მეოხება შეეწიოს სრულიად საქართველოს", - განაცხადა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა.

.""ძალიან მიხარია და მინდა ვთქვა, რომ ეს უბრალო მოვლენა არ არის. ჭეშმარიტად, ეს განამტკიცებს და გააძლიერებს ერს ღვთის გზაზე და სათნოებაში. ის, რაც ხდებოდა მცხეთაში - უამრავი ხალხი და ასეთი დიდი სიხარული, უბრალო და შემთხვევითი მოვლენა არ არის და ვერც იქნება. ისეთი სახელი, სიყვარული დატოვა ბერმა გაბრიელმა, რომ მთელმა ქართველმა ერმა ის ერთხმად აღიარა უდიდეს თანამედროვე წმინდანად", - ბრძანა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა).
..............................
წმინდა გაბრიელის ხატის ავტორია შოთა ცინცაძე
ბეჭდვაელფოსტა
04.03. 2015
Mia
Gmertma damama gabrielma daglocos da gagvadlieros.
22.02. 2015
გიორგი
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი,უკუნისამდე,ამინ!
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat